სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი უნდა იყოს ბავშვის სათვალე
როგორი უნდა იყოს ბავშვის სათვალე

ბოლო დროს თვა­ლის ექიმ­თან თუნ­დაც პრო­ფი­ლი­აქ­ტი­კის მიზ­ნით მი­სუ­ლი ბავ­შვე­ბი­დან უსათ­ვა­ლოდ თით­ქმის არა­ვინ ბრუნ­დე­ბა. დიახ, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მცი­რე ასაკ­ში საკ­მა­ოდ მო­მა­ტე­ბუ­ლია და ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა. არა­ერ­თი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, დღეს ორ­ჯერ მეტი ბავ­შვი სკო­ლა­ში სათ­ვა­ლით მი­დის და მათი რი­ცხვი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

მი­ზე­ზი თით­ქმის ყველსთვის ცნო­ბი­ლია - ეკ­რა­ნი, მო­ბი­ლუ­რის, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და ტე­ლე­ვი­ზო­რის. მარ­ტი­ვი ენით რომ ავ­ხსნათ, 3 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის თვა­ლი ვერ უძ­ლებს იმ დატ­ვირ­თვას, რა­საც ფე­რა­დი ეკ­რა­ნი ას­ხი­ვებს და რეფ­რაქ­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი იწყე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვებს ხომ ჩვი­ლო­ბი­დან­ვე "აწყნა­რე­ბენ" ტე­ლე­ფონ­სა თუ კომ­პი­უ­ტერ­ში მულ­ტფილ­მე­ბის ყუ­რე­ბით. ამ ასაკ­ში თვა­ლი ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია და ად­ვი­ლად ვი­თარ­დე­ბა პა­თო­ლო­გი­ე­ბი.

რა თქმა უნდა, სიფრ­თხი­ლე და ეკ­რან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ზღუდ­ვა მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ას­წო­რებ­და, თუმ­ცა უკვე გა­მოვ­ლე­ნილ პრობ­ლე­მებს პირ­ველ რიგ­ში, მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, რაც ხა­რის­ხი­ა­ნი სათ­ვა­ლის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. სწო­რედ აქ იწყე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, რად­გან ნამ­დვი­ლად ხა­რის­ხი­ა­ნი სათ­ვა­ლის შოვ­ნა, რო­მელ­საც კარ­გი ლინ­ზე­ბის გარ­და ხა­რის­ხი­ა­ნი ცარ­ჩოც ექ­ნე­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. არ­ჩე­ვა­ნი თით­ქოს დი­დია, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მა­სა­ლით არის ეს სათ­ვა­ლე­ე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ამას ვე­რა­ვინ გე­ტყვით. არც მხო­ლოდ ზუს­ტად მორ­გე­ბუ­ლი ლინ­ზაა საკ­მა­რი­სი. სათ­ვა­ლე რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უმს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

რო­გორ უნდა იყოს ბავ­შვის სათ­ვა­ლე:

• სა­სათ­ვა­ლე ლინ­ზა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ნის (მი­ნე­რა­ლუ­რი ლინ­ზა), ვი­ნა­ი­დან ად­ვი­ლად იმ­სხვრე­ვა და შე­იძ­ლე­ბა თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მინა ამას­თა­ნა­ვე საკ­მა­ოდ მძი­მეა - მძი­მე სათ­ვა­ლე კი აწუ­ხებს ბავ­შვს, აღი­ზი­ა­ნებს კანს, იწ­ვევს სა­თავ­ლის და­ცუ­რე­ბას, რაც არას­წო­რი კო­რექ­ცი­ის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

• სათ­ვა­ლის ჩარ­ჩო აუ­ცი­ლებ­ლად ბუ­ნებ­რივ მა­სა­ლებს უნდა შე­ი­ცავ­დეს, უნდა იყოს დრე­კა­დი და მსუ­ბუ­ქი. თუ სათ­ვა­ლე მძი­მეა, მისი ტა­რე­ბა ცხვი­რის ძგი­დის­თვის დიდი დატ­ვირ­თვა იქ­ნე­ბა.

• მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე, რომ სათ­ვა­ლის ჩარ­ჩო იყოს ჰი­პო­ა­ლერ­გი­უ­ლი. არ აღი­ზი­ა­ნებ­დეს თვალს და მის მიმ­დე­ბა­რე კა­ნის ქსო­ვილს.

• სა­დღე­ი­სოდ ბავ­შვის სა­სათ­ვა­ლე ლინ­ზი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რის მა­სა­ლად პო­ლი­კარ­ბო­ნა­ტი და ორ­გა­ნუ­ლი მინა ით­ვლე­ბა, ვი­ნა­ი­დან გამ­ძლეა, მსუ­ბუ­ქია და ჰი­პო­ა­ლერ­გი­უ­ლია. იმის გამო, რომ სათ­ვა­ლის წო­ნის უმე­ტე­სი წილი ცხვი­რის ძგი­დეს აწ­ვე­ბა, სა­ცხვი­რე­ე­ბი­ან სათ­ვა­ლე­ებ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ ელას­ტი­ურ სა­ცხვი­რე­ებს, რათა სიმ­ძი­მე ოპ­ტი­მა­ლუ­რად გა­ნა­წილ­დეს. თუ ბავ­შვი ალერ­გი­უ­ლია, მე­ტა­ლის ჩარ­ჩო­ზე სა­ერ­თოდ უარი უნდა თქვათ.

• რაც შე­ე­ხე­ბა მზის სათ­ვა­ლეს: ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ ბავ­შვს მზის სათ­ვა­ლე სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ბავ­შვის ბრო­ლი იმ­დე­ნად გამჭვირ­ვა­ლეა, რომ უფ­როს­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა დაც­ვა. მავ­ნე ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის­გან თვა­ლე­ბის სრუ­ლი დაც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი მზის სათ­ვა­ლით. ასეთ სათ­ვე­ლე­ებს აუ­ცი­ლებ­ლად აქვთ შე­სა­ბა­მი­სი წარ­წე­რა: 100% UV Protection.

თუმ­ცა გახ­სოვ­დეთ, რომ ია­ფ­ფა­სი­ან მზის სათ­ვა­ლე­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. სა­ეჭ­ვო ბრენ­დე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბულ­მა ბავ­შვის სათ­ვა­ლემ კომ­ფორ­ტის ნაც­ვლად, შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას თქვენს შვილს. ცოტა ხნის წინ, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ახა­ლი ინ­გლი­სუ­რი ბრენ­დი Zoobug-ი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ მო­თხოვ­ნას აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ბრენ­დის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ოპ­ტი­კუ­რი თუ მზის სათ­ვა­ლე­ე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი მო­დუ­რია და რაც მთა­ვა­რია მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მორ­გე­ბუ­ლი თქვე­ნი პა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორი უნდა იყოს ბავშვის სათვალე

როგორი უნდა იყოს ბავშვის სათვალე

ბოლო დროს თვალის ექიმთან თუნდაც პროფილიაქტიკის მიზნით მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება. დიახ, მხედველობის პრობლემები მცირე ასაკში საკმაოდ მომატებულია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. არაერთი კვლევა ადასტურებს, გასულ წლებთან შედარებით, დღეს ორჯერ მეტი ბავშვი სკოლაში სათვალით მიდის და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

მიზეზი თითქმის ყველსთვის ცნობილია - ეკრანი, მობილურის, კომპიუტერისა და ტელევიზორის. მარტივი ენით რომ ავხსნათ, 3 წლამდე ასაკის ბავშვის თვალი ვერ უძლებს იმ დატვირთვას, რასაც ფერადი ეკრანი ასხივებს და რეფრაქციის პრობლემები იწყება. თანამედროვე ბავშვებს ხომ ჩვილობიდანვე "აწყნარებენ" ტელეფონსა თუ კომპიუტერში მულტფილმების ყურებით. ამ ასაკში თვალი ჩამოუყალიბებელია და ადვილად ვითარდება პათოლოგიები.

რა თქმა უნდა, სიფრთხილე და ეკრანთან ურთიერთობის შეზღუდვა მდგომარეობას გამოასწორებდა, თუმცა უკვე გამოვლენილ პრობლემებს პირველ რიგში, მკურნალობა სჭირდება, რაც ხარისხიანი სათვალის გარეშე შეუძლებელია. სწორედ აქ იწყება პრობლემები, რადგან ნამდვილად ხარისხიანი სათვალის შოვნა, რომელსაც კარგი ლინზების გარდა ხარისხიანი ცარჩოც ექნება, საკმაოდ რთულია. არჩევანი თითქოს დიდია, მაგრამ სინამდვილეში რა მასალით არის ეს სათვალეები დამზადებული, ამას ვერავინ გეტყვით. არც მხოლოდ ზუსტად მორგებული ლინზაა საკმარისი. სათვალე რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

როგორ უნდა იყოს ბავშვის სათვალე:

• სასათვალე ლინზა არ შეიძლება იყოს მინის (მინერალური ლინზა), ვინაიდან ადვილად იმსხვრევა და შეიძლება თვალის დაზიანება გამოიწვიოს.

მინა ამასთანავე საკმაოდ მძიმეა - მძიმე სათვალე კი აწუხებს ბავშვს, აღიზიანებს კანს, იწვევს სათავლის დაცურებას, რაც არასწორი კორექციის მიზეზი ხდება.

• სათვალის ჩარჩო აუცილებლად ბუნებრივ მასალებს უნდა შეიცავდეს, უნდა იყოს დრეკადი და მსუბუქი. თუ სათვალე მძიმეა, მისი ტარება ცხვირის ძგიდისთვის დიდი დატვირთვა იქნება.

• მნიშვნელოვანია ასევე, რომ სათვალის ჩარჩო იყოს ჰიპოალერგიული. არ აღიზიანებდეს თვალს და მის მიმდებარე კანის ქსოვილს.

• სადღეისოდ ბავშვის სასათვალე ლინზისათვის ყველაზე შესაფერის მასალად პოლიკარბონატი და ორგანული მინა ითვლება, ვინაიდან გამძლეა, მსუბუქია და ჰიპოალერგიულია. იმის გამო, რომ სათვალის წონის უმეტესი წილი ცხვირის ძგიდეს აწვება, საცხვირეებიან სათვალეებში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ელასტიურ საცხვირეებს, რათა სიმძიმე ოპტიმალურად განაწილდეს. თუ ბავშვი ალერგიულია, მეტალის ჩარჩოზე საერთოდ უარი უნდა თქვათ.

• რაც შეეხება მზის სათვალეს: ბევრს მიაჩნია, რომ ბავშვს მზის სათვალე საერთოდ არ სჭირდება. სინამდვილეში ბავშვის ბროლი იმდენად გამჭვირვალეა, რომ უფროსზე მეტად სჭირდება დაცვა. მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების სრული დაცვა შესაძლებელია ხარისხიანი მზის სათვალით. ასეთ სათველეებს აუცილებლად აქვთ შესაბამისი წარწერა: 100% UV Protection.

თუმცა გახსოვდეთ, რომ იაფფასიან მზის სათვალეზე აქცენტის გაკეთება გამოსავალი არ არის. საეჭვო ბრენდების მიერ წარმოებულმა ბავშვის სათვალემ კომფორტის ნაცვლად, შესაძლოა პრობლემები შეუქმნას თქვენს შვილს. ცოტა ხნის წინ, ქართულ ბაზარზე ახალი ინგლისური ბრენდი Zoobug-ი გამოჩნდა, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ბრენდის მიერ შემოთავაზებული ოპტიკური თუ მზის სათვალეების ფართო არჩევანი მოდურია და რაც მთავარია მაქსიმალურადაა მორგებული თქვენი პატარების მოთხოვნებზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი