კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის მიიჩნევს კონკურენტად სანდრო კურცხალიძე და ვინ არის მისი მთავარი გულშემატკივარი - გაიცანით "X ფაქტორის" კონკურსანტი
ვის მიიჩნევს კონკურენტად სანდრო კურცხალიძე და ვინ არის მისი მთავარი გულშემატკივარი - გაიცანით "X ფაქტორის" კონკურსანტი

სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძე მა­ყუ­რე­ბელ­მა "X ფაქ­ტო­რით" გა­იც­ნო. ბა­თუ­მელ­მა თი­ნე­ი­ჯერ­მა ყვე­ლა ტური წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა და ახლა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ბრძო­ლას ლაივ-კონ­ცერ­ტებ­ზე გა­ნაგ­რძობს. Ambebi.ge სან­დროს უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნობთ.

- სან­დრო, თქვენს შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- ბა­თუმ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. სკო­ლა გუ­შინ და­ვამ­თავ­რე და ახლა გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი, სიმ­ღე­რის ნიჭი მშობ­ლე­ბის­გან გა­მომ­ყვა, დე­დაც და მა­მაც კარ­გად მღე­რის. თავ­და­პირ­ვე­ლად ხალ­ხურ ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი, შემ­დეგ ჩემი ბენ­დი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე. "X ფაქ­ტორ­ში" შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი, ჩემს მე­გო­ბარს გავ­ყე­ვი პრე-კას­ტინგზე და იქვე გა­დავ­წყვი­ტე მეც ბედი მე­ცა­და, გა­მი­მარ­თლა და ყვე­ლა ტური წარ­მა­ტე­ბით გა­დავ­ლა­ხე.

- ელო­დი ასეთ წარ­მა­ტე­ბას?

- თა­ვი­დან უფრო ნაკ­ლე­ბად ვი­ყა­ვი სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ორი სკა­მის ტუ­რიც რომ გა­დავ­ლა­ხე, ვხვდე­ბი გა­მარ­ჯვე­ბის შან­სიც მაქვს. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის.

- რო­გო­რი მენ­ტო­რია სოფო ნი­ჟა­რა­ძე?

-სოფო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მენ­ტო­რია, რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს ჩვენ­თან ერ­თად მუ­შა­ობს და ცდი­ლობს ის სიმ­ღე­რე­ბი მოგ­ვარ­გოს, რო­მე­ლიც მოგ­ვწონს და უკე­თე­სად წარ­მო­ა­ჩენს ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დამ­წყდა გული პრო­ექ­ტი­დან მო­რის მე­ლა­ძი­სა და გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის გაშ­ვე­ბის გამო, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ასე­თია "X ფაქ­ტო­რის" წე­სე­ბი.

- ვის მი­იჩ­ნევ შენს კონ­კუ­რენ­ტად?

- გრი­გოლ ყიფ­ში­ძეს და მე­რაბ ამ­ზო­ევს. თუმ­ცა აქვე აღ­ვნიშ­ნავ, ყვე­ლა ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტია.

- ვინ არის თქვე­ნი მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი?

- ჩემი მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არის მამა. ის მე­ზღვა­უ­რია, თა­ვი­დან არ უნ­დო­და პრო­ექ­ტში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ როცა ჩემი გა­მოს­ვლა ნახა, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. რე­ის­ში იყო, როცა ინ­ტერ­ნე­ტით შე­ი­ტყო ჩემი "X ფაქ­ტორ­ში" მოხ­ვედ­რის ამ­ბა­ვი. ჩვენ ძა­ლი­ან მა­გა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, მე­გობ­რუ­ლი და შე­საძ­ლოა ერთ-ერთ ლაივ-კონ­ცერ­ტზე სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ფი­ლარ­მო­ნი­ა­შიც მო­ვი­დეს.

- სკო­ლა გუ­შინ და­ამ­თავ­რე, ვინ უნდა გა­მოხ­ვი­დე მო­მა­ვალ­ში?

- სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ვა­ბა­რებ. მე­ზღვა­უ­რი უნდა გავ­ხდე. "X ფაქ­ტო­რის" გამო, მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკა­ი­პით მა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ, რად­გან თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი. ჩემი სურ­ვი­ლია მომ­ღე­რა­ლი ვიყო, სიმ­ღე­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ წარ­მო­მიდ­გე­ნია, მაგ­რამ მე­ზღვა­უ­რი გავ­ხდე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ვის მიიჩნევს კონკურენტად სანდრო კურცხალიძე და ვინ არის მისი მთავარი გულშემატკივარი - გაიცანით "X ფაქტორის" კონკურსანტი

ვის მიიჩნევს კონკურენტად სანდრო კურცხალიძე და ვინ არის მისი მთავარი გულშემატკივარი - გაიცანით "X ფაქტორის" კონკურსანტი

სანდრო კურცხალიძე მაყურებელმა "X ფაქტორით" გაიცნო. ბათუმელმა თინეიჯერმა ყველა ტური წარმატებით გადალახა და ახლა გამარჯვებისთვის ბრძოლას ლაივ-კონცერტებზე განაგრძობს. Ambebi.ge სანდროს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

- სანდრო, თქვენს შესახებ გვიამბეთ...

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა გუშინ დავამთავრე და ახლა გამოცდებისთვის ვემზადები. ბავშვობიდან ვმღერი, სიმღერის ნიჭი მშობლებისგან გამომყვა, დედაც და მამაც კარგად მღერის. თავდაპირველად ხალხურ ანსამბლში ვმღეროდი, შემდეგ ჩემი ბენდი ჩამოვაყალიბე. "X ფაქტორში" შემთხვევით მოვხვდი, ჩემს მეგობარს გავყევი პრე-კასტინგზე და იქვე გადავწყვიტე მეც ბედი მეცადა, გამიმართლა და ყველა ტური წარმატებით გადავლახე.

- ელოდი ასეთ წარმატებას?

- თავიდან უფრო ნაკლებად ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, მაგრამ ორი სკამის ტურიც რომ გადავლახე, ვხვდები გამარჯვების შანსიც მაქვს. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.

- როგორი მენტორია სოფო ნიჟარაძე?

-სოფო არაჩვეულებრივი მენტორია, რეპეტიციების დროს ჩვენთან ერთად მუშაობს და ცდილობს ის სიმღერები მოგვარგოს, რომელიც მოგვწონს და უკეთესად წარმოაჩენს ჩვენს შესაძლებლობებს. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა, განსაკუთრებულად დამწყდა გული პროექტიდან მორის მელაძისა და გიორგი გასვიანის გაშვების გამო, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია "X ფაქტორის" წესები.

- ვის მიიჩნევ შენს კონკურენტად?

- გრიგოლ ყიფშიძეს და მერაბ ამზოევს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, ყველა ძლიერი კონკურსანტია.

- ვინ არის თქვენი მთავარი გულშემატკივარი?

- ჩემი მთავარი გულშემატკივარი არის მამა. ის მეზღვაურია, თავიდან არ უნდოდა პროექტში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ როცა ჩემი გამოსვლა ნახა, ძალიან მოეწონა. რეისში იყო, როცა ინტერნეტით შეიტყო ჩემი "X ფაქტორში" მოხვედრის ამბავი. ჩვენ ძალიან მაგარი ურთიერთობა გვაქვს, მეგობრული და შესაძლოა ერთ-ერთ ლაივ-კონცერტზე საგულშემატკივროდ ფილარმონიაშიც მოვიდეს.

- სკოლა გუშინ დაამთავრე, ვინ უნდა გამოხვიდე მომავალში?

- საზღვაო აკადემიაში ვაბარებ. მეზღვაური უნდა გავხდე. "X ფაქტორის" გამო, მასწავლებლები სკაიპით მამეცადინებდნენ, რადგან თბილისში ვიყავი. ჩემი სურვილია მომღერალი ვიყო, სიმღერის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია, მაგრამ მეზღვაური გავხდები.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება