სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ახალი უფლებებით აღიჭურვება შრომის ინსპექცია
რა ახალი უფლებებით აღიჭურვება შრომის ინსპექცია

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას ენი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა-ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­რო­ე­ბის შემ­ცველ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ჩა­ა­ტა­როს შე­მოწ­მე­ბე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აა­მოქ­მე­დოს სან­ქცი­ე­ბი, რო­მელ­საც კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა-მი­ღე­ბის დროს პარ­ლა­მენ­ტი გან­სა­ზღვრავს, - აღ­ნიშ­ნულს მო­ი­ცავს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ მთავ­რო­ბის­თვის წარ­დგე­ნი­ლი "შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ" ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ წა­რუდ­გი­ნა. შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია, სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მარ­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის, დამ­საქ­მე­ბელ­თა და და­საქ­მე­ბულ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გან­სა­ზღვრა; უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა და პრე­ვენ­ცია. ახა­ლი კა­ნო­ნი გან­სა­ზღვრავს შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის კუ­თხით ოპე­რი­რე­ბის ერ­თი­ან სტან­დარტს.

უწყე­ბის ცნო­ბით, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას ენი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა-ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­რო­ე­ბის შემ­ცველ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ჩა­ა­ტა­როს შე­მოწ­მე­ბე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აა­მოქ­მე­დოს სან­ქცი­ე­ბი, რო­მელ­საც კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა-მი­ღე­ბის დროს პარ­ლა­მენ­ტი გან­სა­ზღვრავს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ველ ეტაპ­ზე, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მოქ­მე­დე­ბა გავ­რცელ­დე­ბა მძი­მე, მავ­ნე და სა­ში­ში პი­რო­ბე­ბის მქო­ნე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რო­მელ­თა ჩა­მო­ნათ­ვალს კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან 3 თვის ვა­და­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გან­სა­ზღვრავს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან - შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­ი­მუ­შა­ვა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­უ­ახ­ლო­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას. ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეტა­პობ­რი­ვად, ოთხი­დან ცხრა წლამ­დე ვა­და­ში. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, "შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ღე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ქვე­ყა­ნა­ში შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბულ­თა ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის და­საც­ვად. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბამ­დე და მის პა­რა­ლა­ლუ­რად მთავ­რო­ბამ არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, კერ­ძოდ, 2013 წლის ივ­ნის­ში შე­იც­ვლა შრო­მის კო­დექ­სი; კო­დექ­სის ფარ­გლებ­ში გა­ფარ­თოვ­და სამმხრი­ვი კო­მი­სი­ის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი; 2014 წელს შე­იქ­მნა შრო­მი­თი მე­დი­ა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი და არა­ერ­თი შრო­მი­თი დავა დას­რულ­და წარ­მა­ტე­ბით; 2015 წლის მა­ის­ში შე­იქ­მნა შრო­მის ინ­სექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი; რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცახ­დე­ბენ, პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ( 2016 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ) ახალ კა­ნონ­ზე მუ­შა­ო­ბა; ბოლო სამმხრივ კო­მი­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ი­მარ­თა, მოხ­და კა­ნონპ­რო­ქ­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ა­ზე შე­თან­ხმე­ბა და მხა­რე­ებს ბოლო შე­ნიშ­ვნე­ბის­თვის და­ეგ­ზავ­ნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლომ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­უ­ახ­ლო­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აი­სა­ხა "სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის ბაზ­რის ფორ­მი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის ბაზ­რის ფორ­მი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის 2015-2018 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა ახალი უფლებებით აღიჭურვება შრომის ინსპექცია

რა ახალი უფლებებით აღიჭურვება შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს, - აღნიშნულს მოიცავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მთავრობისთვის წარდგენილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი.

კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს.

უწყების ცნობით, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

სამინისტროს ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე ვადაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დასაცვად. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის შემუშავებამდე და მის პარალალურად მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, კერძოდ, 2013 წლის ივნისში შეიცვლა შრომის კოდექსი; კოდექსის ფარგლებში გაფართოვდა სამმხრივი კომისიის უფლება-მოვალეობები; 2014 წელს შეიქმნა შრომითი მედიაციის სამსახური და არაერთი შრომითი დავა დასრულდა წარმატებით; 2015 წლის მაისში შეიქმნა შრომის ინსექტირების დეპარტამენტი; როგორც სამინისტროში აცახდებენ, პარალელურად მიმდინარეობდა ( 2016 წლიდან აქტიურად ) ახალ კანონზე მუშაობა; ბოლო სამმხრივ კომისიაზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა, მოხდა კანონპროქტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება და მხარეებს ბოლო შენიშვნებისთვის დაეგზავნა. უწყების ინფორმაციით, საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას და ეს ვალდებულება აისახა „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი