სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთარ ფარცხალაძის კომპანიას სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა"
"ოთარ ფარცხალაძის კომპანიას სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა"

ვე­რეს ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ვე­თი (რო­მელ­საც ფარ­ცხა­ლა­ძის კომ­პა­ნია ფლობ­და) სამ­ჯერ მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, ვიდ­რე იმა­ვე პე­რი­ოდ­ში მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სხვა ნაკ­ვე­თე­ბი გა­ი­ყი­და, ან სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბით იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის პირ­ველ­მა მოდ­გი­ლემ ნინო ლომ­ჯა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ნინო ლომ­ჯა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ამ ეტაპ­ზეც დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­შია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნამ მოკ­ვლე­ვა არ დას­რულ­დე­ბა, დას­კვნა ვერ გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა.

"თუმ­ცა მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყუ­რა­დღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებ 2 სა­კი­თხზე. დიახ, აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს აქვს ეჭვი - ხომ არ ხდე­ბო­და თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ლი­დუ­რის ქო­ნე­ბის ერთი პი­რის სა­სარ­გებ­ლოდ გან­კარ­გვა? რამ­დე­ნად სა­სამ­რთლი­ა­ნად მოხ­და დღეს უკვე ფარ­ცხა­ლა­ძის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის 2012 წელს ახა­ლი მა­გის­ტრა­ლის გაყ­ვა­ნის გამო მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­ნის კომ­პენ­სა­ცია მი­წის ჩა­ნაც­ვლე­ბით, ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ფას­და თუ არა მი­წე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა? ნაკ­ვე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი­თხვებს ბა­დებს, რად­გან ვე­რეს ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ვე­თი (რო­მელ­საც ფარ­ცხა­ლა­ძის კომ­პა­ნია ფლობ­და) სამ­ჯერ მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, ვიდ­რე იმა­ვე პე­რი­ოდ­ში მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სხვა ნაკ­ვე­თე­ბი გა­ი­ყი­და, ან სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბით იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, ზუს­ტი ციფ­რე­ბი, თან­ხა და სხვა­ო­ბა აუ­დი­ტო­რე­ბის შეს­წავ­ლილ საქ­მე­ებ­ში ფი­გუ­რი­რებს.

"კონ­კრე­ტულ შე­ფა­სე­ბას მო­ვე­რი­დე­ბი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ფარ­ცხა­ლა­ძის კომ­პა­ნი­ას (რომ­ლიც ჯერ 40%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 100%-იანი წლი შე­ი­ძი­ნა) სამ­ჯერ მეტი ფარ­თო­ბის ნაკ­ვე­თი გა­და­ე­ცა, ვიდ­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ჰქონ­და...თუმ­ცა, საქ­მის შეს­წავ­ლი­სას გა­მოვ­ლინ­და, რომ ფარ­ცხა­ლა­ძემ მი­ღე­ბუ­ლი ნაკ­ვე­თე­ბის მო­მიჯ­ნა­ვედ და­მა­ტე­ბი­თი ფარ­თო­ბის შე­სა­ძე­ნად მე­რი­ას აუქ­ცი­ო­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა. მიმ­დე­ბა­რედ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნაკ­ვე­თის გარ­და, უძ­რა­ვის ქო­ნე­ბაც ირი­ცხე­ბო­და, რაც ღი­რე­ბუ­ლე­ბას ზრდი­და. აუქ­ცი­ო­ნი გა­მო­ცხად­და და ფარ­ცხა­ლა­ძის კომ­პა­ნი­ამ იმა­ზე და­ბალ ფა­სად, ვიდ­რე სხვა მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი, კომ­პენ­სა­ცი­ით მი­ღე­ბულს ახა­ლი ნაკ­ვე­თი შე­მო­უ­ერ­თა. აუ­დი­ტო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას აქუ­ცი­ო­ნის პი­რო­ბე­ბიც იქ­ცევს. რო­გორც გი­თხა­რით, ფარ­ცხა­ლა­ძის მო­თხოვ­ნილ ნაკ­ვე­თებ­ზე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაც ირი­ცხე­ბო­და, თუმ­ცა ეს მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო. აუქ­ცი­ონ­ზე ფარ­ცხა­ლა­ძე უკონ­კუ­რენ­ტო შემ­სყიდ­ველს წარ­მოდ­გენ­და. რო­გორც კი მოკ­ვლე­ვა დას­რულ­დე­ბა, ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა და ყვე­ლა დარ­წმუნ­დე­ბა, რომ მე­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლი­სას და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ჩნდე­ბა ვა­რა­უ­დი, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ფი­ნან­სუ­რად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზა­რა­ლა", - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

კი­თხვა­ზე - გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა თუ არა დო­კუ­მენ­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას, ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მათ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის იმის მტკი­ცე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი და­ფიქ­სირ­და თუ არა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, დო­კუ­მენ­ტებს პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­ვუგ­ზავ­ნით, შე­ფა­სე­ბის ნა­წი­ლი კი მისი პრე­რო­გა­ტი­ვაა", - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: პრო­კუ­რა­ტუ­რამ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის­გან გა­მო­ი­თხო­ვა მა­სა­ლე­ბი მე­რი­ის მიერ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის მი­წე­ბის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ოთარ ფარცხალაძის კომპანიას სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა"

"ოთარ ფარცხალაძის კომპანიას სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა"

ვერეს ხეობაში არსებული ნაკვეთი (რომელსაც ფარცხალაძის კომპანია ფლობდა) სამჯერ მეტად არის შეფასებული, ვიდრე იმავე პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ნაკვეთები გაიყიდა, ან საბაზრო ღირებულებით იყო შეფასებული, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოდგილემ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, აუდიტის სამსახური ამ ეტაპზეც დეტალების შესწავლის პროცესშია. შესაბამისად, სანამ მოკვლევა არ დასრულდება, დასკვნა ვერ გასაჯაროვდება.

"თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ 2 საკითხზე. დიახ, აუდიტის სამსახურს აქვს ეჭვი - ხომ არ ხდებოდა თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სოლიდურის ქონების ერთი პირის სასარგებლოდ განკარგვა? რამდენად სასამრთლიანად მოხდა დღეს უკვე ფარცხალაძის საკუთრებაში არსებული კომპანიისთვის 2012 წელს ახალი მაგისტრალის გაყვანის გამო მიღებული ზიანის კომპენსაცია მიწის ჩანაცვლებით, ადეკვატურად შეფასდა თუ არა მიწების ღირებულება? ნაკვეთების ღირებულება კითხვებს ბადებს, რადგან ვერეს ხეობაში არსებული ნაკვეთი (რომელსაც ფარცხალაძის კომპანია ფლობდა) სამჯერ მეტად არის შეფასებული, ვიდრე იმავე პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ნაკვეთები გაიყიდა, ან საბაზრო ღირებულებით იყო შეფასებული", - განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, ზუსტი ციფრები, თანხა და სხვაობა აუდიტორების შესწავლილ საქმეებში ფიგურირებს.

"კონკრეტულ შეფასებას მოვერიდები, თუმცა ფაქტია, რომ ფარცხალაძის კომპანიას (რომლიც ჯერ 40%-იანი წილის მფლობელი იყო, მოგვიანებით კი 100%-იანი წლი შეიძინა) სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა...თუმცა, საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ფარცხალაძემ მიღებული ნაკვეთების მომიჯნავედ დამატებითი ფართობის შესაძენად მერიას აუქციონის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა. მიმდებარედ ტერიტორიაზე, ნაკვეთის გარდა, უძრავის ქონებაც ირიცხებოდა, რაც ღირებულებას ზრდიდა. აუქციონი გამოცხადდა და ფარცხალაძის კომპანიამ იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე სხვა მიწის ნაკვეთები იყო შეფასებული, კომპენსაციით მიღებულს ახალი ნაკვეთი შემოუერთა. აუდიტორების ყურადღებას აქუციონის პირობებიც იქცევს. როგორც გითხარით, ფარცხალაძის მოთხოვნილ ნაკვეთებზე უძრავი ქონებაც ირიცხებოდა, თუმცა ეს მერიის მიერ გამოცხადებულ ღირებულებაში გათვალისწინებული არ იყო. აუქციონზე ფარცხალაძე უკონკურენტო შემსყიდველს წარმოდგენდა. როგორც კი მოკვლევა დასრულდება, ყველა დეტალი გასაჯაროვდება და ყველა დარწმუნდება, რომ მერიის საქმიანობის შესწავლისას დამატებითი კვლევა აუცილებელი იყო. ჩნდება ვარაუდი, რომ სახელმწიფომ ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალა", - განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე - გადაეგზავნება თუ არა დოკუმენტები პროკურატურას, ლომჯარიას განცხადებით, მათ კომპეტენციაში არ შედის იმის მტკიცება, დანაშაული დაფიქსირდა თუ არა.

სავარაუდოდ, დოკუმენტებს პროკურატურას გავუგზავნით, შეფასების ნაწილი კი მისი პრეროგატივაა", - განაცხადა ლომჯარიამ.

წაიკითხეთ ასევე: პროკურატურამ აუდიტის სამსახურისგან გამოითხოვა მასალები მერიის მიერ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის შესახებ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."