სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნასვამ შვილს სასიკვდილოდ რომელი ოჯახი გაუშვებს..." - პარლამენტარის ვაჟი პოლიციის დევნისას დაიღუპა?
"ნასვამ შვილს სასიკვდილოდ რომელი ოჯახი გაუშვებს..." - პარლამენტარის ვაჟი პოლიციის დევნისას დაიღუპა?

ავა­რი­ას კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა - ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, პარ­ლა­მენ­ტარ ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას 21 წლის ვაჟი, ბექა ხა­ხუ­ბია გო­რის ავ­ტო­ბან­ზე, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნას­თან შე­ჯა­ხე­ბი­სას და­ი­ღუ­პა.

"ტკი­ვი­ლი! მო­უ­შუ­შე­ბე­ლი, მო­ურ­ჩე­ნე­ლი! სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის... ჩვენს მე­გო­ბარს, ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას 21 წლის ვაჟი, ბექა ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში გარ­და­ეც­ვა­ლა", - წერ­და პარ­ლა­მენ­ტა­რი ოთარ ჩრდი­ლე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ამ მარ­თლაც ენი­თა­უ­წე­რე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო. ჩრდი­ლე­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ და­ღუ­პუ­ლის ოჯახს უცხა­დებ­დნენ გულ­წრფელ თა­ნაგ­რძნო­ბას, არა­მედ პარ­ლა­მენტს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებ­დნენ ავ­ტო­საგ­ზაო წე­სე­ბის გამ­კაც­რე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მწუ­ხა­რე­ბა კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდის და­კარ­გვის გამო გა­მო­ხა­ტა. მათ შო­რის, ფო­თე­ლებ­მაც, სა­დაც, პარ­ლა­მენ­ტა­რი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. ამას­თა­ნა­ვე მისი ვა­ჟე­ბი, ბექა და მისი უფ­რო­სი ძმაც ფოთ­ში და­ი­ბად­ნენ და სკო­ლა­შიც ამა­ვე ქა­ლაქ­ში სწავ­ლობ­დნენ. ფო­თე­ლი ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ბექა, რო­მელ­საც მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, სა­ოც­რად გულ­ღია, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, კე­თი­ლი ახალ­გაზ­რდა იყო. მის­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ კი მისი ახ­ლობ­ლე­ბი შოკ­ში ჩა­აგ­დო.

ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია ოჯა­ხით ვა­კე­ში ცხოვ­რობს. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ოჯა­ხის ერთ-ერთ მე­ზო­ბელს გა­ე­სა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა არ ისურ­ვა. მისი თქმით, ხა­ხუ­ბი­ე­ბი კე­თილ­შო­ბი­ლი ხალ­ხია, რო­მელ­თა ენი­თა­უ­წე­რე­ლი მწუ­ხა­რე­ბას გარ­შე­მო ყვე­ლა გა­ნიც­დის.

- ხა­ხუ­ბი­ე­ბის ოჯახს პა­ტივს ვცემთ, ზე­მო­დან არა­ვის უყუ­რე­ბენ, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა. ბე­ქაც კარ­გი ბიჭი იყო, თა­ვა­ზი­ა­ნი… იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ­დით, მან­ქა­ნა, რო­გორც ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას, მა­გა­საც უყ­ვარ­და და სულ სხვა­დას­ხვა, ძვი­რა­დღი­რე­ბულ მან­ქა­ნებს მარ­თავ­და.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბექა მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ქე­ი­ფოდ იყო და გვი­ა­ნო­ბამ­დე სვამ­და. ჯე­რაც გა­მო­უფხიზ­ლე­ბელს დი­ლით აუ­ჩე­მე­ბია, - გინ­და თუ არა, ფოთ­ში უნდა წა­ვი­დეო. ნას­ვამ შვილს სა­ა­ვა­რი­ოდ და სა­სიკ­ვდი­ლოდ, აბა, რო­მე­ლი მამა და ოჯა­ხი გა­უშ­ვებს და ირაკ­ლიც შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბია. მოკ­ლედ, მა­ინც ბე­ქამ აჯო­ბა, სახ­ლი­დან წა­ვი­და... ამის დამ­ნა­ხავ­მა მა­მა­მის­მა თურ­მე სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხურს და­უ­რე­კა და ბე­ქას მან­ქა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­დას­ცა, რომ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ. პო­ლი­ცი­ა­მაც ზო­მე­ბი მი­ი­ღო, რო­გორც ჩანს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ ნი­შან­ზე ბექა არ გა­ჩერ­და და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ გზა გო­რის ავ­ტო­ბან­ზე ტრა­ი­ლე­რით გა­და­ე­კე­ტათ. ალ­ბათ იფიქ­რეს, ბიჭი ტრა­ი­ლერს და­ი­ნა­ხავს და გა­ჩერ­დე­ბაო, მაგ­რამ... ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ზვი­ად კუპ­რა­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუკ­ში" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბექა ხა­ხუ­ბია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დევ­ნის ოპე­რა­ცი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. ნამ­დვი­ლად სა­პატ­რუ­ლოს დევ­ნი­სას მოხ­და თუ არა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, ამის გა­სარ­კვე­ვად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თეთ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ნასვამ შვილს სასიკვდილოდ რომელი ოჯახი გაუშვებს..." - პარლამენტარის ვაჟი პოლიციის დევნისას დაიღუპა?

"ნასვამ შვილს სასიკვდილოდ რომელი ოჯახი გაუშვებს..." - პარლამენტარის ვაჟი პოლიციის დევნისას დაიღუპა?

ავარიას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა - ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ხახუბია გორის ავტობანზე, სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახებისას დაიღუპა.

"ტკივილი! მოუშუშებელი, მოურჩენელი! სიტყვები არ მყოფნის... ჩვენს მეგობარს, ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ავტოავარიაში გარდაეცვალა", - წერდა პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში, ამ მართლაც ენითაუწერელი ტრაგედიის გამო. ჩრდილელის სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც არა მხოლოდ დაღუპულის ოჯახს უცხადებდნენ გულწრფელ თანაგრძნობას, არამედ პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებდნენ ავტოსაგზაო წესების გამკაცრებას. საზოგადოებამ მწუხარება კიდევ ერთი ახალგაზრდის დაკარგვის გამო გამოხატა. მათ შორის, ფოთელებმაც, სადაც, პარლამენტარისა და ბიზნესმენის ოჯახი ცხოვრობდა. ამასთანავე მისი ვაჟები, ბექა და მისი უფროსი ძმაც ფოთში დაიბადნენ და სკოლაშიც ამავე ქალაქში სწავლობდნენ. ფოთელი ახლობლების თქმით, ბექა, რომელსაც მშობლიური ქალაქი ძალიან უყვარდა, საოცრად გულღია, მოსიყვარულე, კეთილი ახალგაზრდა იყო. მისმა გარდაცვალებამ კი მისი ახლობლები შოკში ჩააგდო.

ირაკლი ხახუბია ოჯახით ვაკეში ცხოვრობს. "კვირის პალიტრა" ოჯახის ერთ-ერთ მეზობელს გაესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი თქმით, ხახუბიები კეთილშობილი ხალხია, რომელთა ენითაუწერელი მწუხარებას გარშემო ყველა განიცდის.

- ხახუბიების ოჯახს პატივს ვცემთ, ზემოდან არავის უყურებენ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ბექაც კარგი ბიჭი იყო, თავაზიანი… იშვიათად ვხედავდით, მანქანა, როგორც ყველა ახალგაზრდას, მაგასაც უყვარდა და სულ სხვადასხვა, ძვირადღირებულ მანქანებს მართავდა.

როგორც ამბობენ, ბექა მეგობრებთან ერთად საქეიფოდ იყო და გვიანობამდე სვამდა. ჯერაც გამოუფხიზლებელს დილით აუჩემებია, - გინდა თუ არა, ფოთში უნდა წავიდეო. ნასვამ შვილს საავარიოდ და სასიკვდილოდ, აბა, რომელი მამა და ოჯახი გაუშვებს და ირაკლიც შეწინააღმდეგებია. მოკლედ, მაინც ბექამ აჯობა, სახლიდან წავიდა... ამის დამნახავმა მამამისმა თურმე საპატრულო სამსახურს დაურეკა და ბექას მანქანის მონაცემები გადასცა, რომ გაეჩერებინათ. პოლიციამაც ზომები მიიღო, როგორც ჩანს. სავარაუდოდ, მათ ნიშანზე ბექა არ გაჩერდა და იძულებულები გახდნენ გზა გორის ავტობანზე ტრაილერით გადაეკეტათ. ალბათ იფიქრეს, ბიჭი ტრაილერს დაინახავს და გაჩერდებაო, მაგრამ... ადგილზე დაიღუპა.

ყოფილმა პოლიციელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას გარდაიცვალა. ნამდვილად საპატრულოს დევნისას მოხდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი