პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - რა დაადგინა გამოძიებამ სკანდალის შესახებ
პროკურატურა ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - რა დაადგინა გამოძიებამ სკანდალის შესახებ

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­პუ­ტატ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის შვი­ლის, და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ და­ვით სე­სი­აშ­ვილს ქურ­დო­ბის ფაქტთან, რო­მელ­საც შსს-ს იძი­ებს, შე­ხე­ბა არ აქვს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ასე­ვე გან­მარ­ტა­ვენ, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა გა­მო­რი­ცხავს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ად­გილ­ზე ყოფ­ნას.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში მო­ქა­ლა­ქე და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის არ­სე­ბო­ბის ფაქტს.

საქ­მე ეხე­ბა 2015 წლის 5 მარტს, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ხელ­ჩან­თის ქურ­დო­ბის ფაქტს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თა­მარ წი­ლო­სა­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ქ. თბი­ლის­ში, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ "ქარ­ვას­ლა­ში". შე­ნო­ბა­ში შეს­ვლამ­დე მან სა­კუ­თა­რი ხელ­ჩან­თა მე­გობ­რის, ნი­კო­ლოზ სა­ნა­ი­ას იქვე მდგარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და­ტო­ვა. სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნე­ლი პირი, ნი­კო­ლოზ სა­ნა­ი­ას ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ფა­რუ­ლად და­ე­უფ­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ხელ­ჩან­თას და მას­ში არ­სე­ბულ ნივ­თებს, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 150 ლარს შე­ად­გენს.

მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა შსს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლომ და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბამ სხვა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან ერ­თად, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა მარ­ცხე­ნა ფრთი­სა და უკა­ნა მარ­ცხე­ნა კა­რის გარე ზე­და­პი­რი­დან ამო­ი­ღო თი­თის კვლე­ბი, სა­ი­და­ნაც ორი თი­თის ანა­ბეჭ­დი მო­ქა­ლა­ქე და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის იდენ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით მოწ­მე­თა და თვით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი არის ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი ნი­კო­ლოზ სა­ნა­ი­ას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი და და­ზა­რა­ლე­ბულ თა­მარ წი­ლო­სა­ნის ნაც­ნო­ბი. ნი­კო­ლოზ სა­ნა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი "Volkswagen Vento"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ხში­რად სარ­გებ­ლობ­და და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი, მათ შო­რის იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი, იგი­ვე და­ა­დას­ტუ­რა დ.სე­სი­აშ­ვილ­მა და გან­მარ­ტა, რომ ვი­ნა­ი­დან იგი ხში­რად სარ­გებ­ლობ­და ხსე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით, ამი­ტო­მაც არ­სე­ბობ­და მისი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ იმ დროს, რო­დე­საც 2015 წლის 05 მარტს 19:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც არის ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მოხ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი მის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მომ­სა­ხუ­რე ან­ძე­ბის მი­ხედ­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ამ­დე­ნად საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა გა­მო­რი­ცხავს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ად­გილ­ზე ყოფ­ნას და მის რა­ი­მე კავ­შირს თ. წი­ლო­სა­ნის ჩან­თის ქურ­დო­ბის ფაქტთან.საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აწარ­მო­ებს, ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, რათა დად­გე­ნილ იქ­ნას ქურ­დო­ბის ჩამ­დე­ნი პირი", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პროკურატურა ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - რა დაადგინა გამოძიებამ სკანდალის შესახებ

პროკურატურა ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - რა დაადგინა გამოძიებამ სკანდალის შესახებ

მთავარი პროკურატურა დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების შედეგად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დავით სესიაშვილს ქურდობის ფაქტთან, რომელსაც შსს-ს იძიებს, შეხება არ აქვს.

პროკურატურაში ასევე განმარტავენ, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას.

"საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ქურდობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეში მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების არსებობის ფაქტს.

საქმე ეხება 2015 წლის 5 მარტს, ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული თამარ წილოსანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, სიონის ქუჩაზე მდებარე საგამოფენო ცენტრ "ქარვასლაში". შენობაში შესვლამდე მან საკუთარი ხელჩანთა მეგობრის, ნიკოლოზ სანაიას იქვე მდგარ ავტომანქანაში დატოვა. საგამოფენო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოძიებით დაუდგენელი პირი, ნიკოლოზ სანაიას ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა დაზარალებულის ხელჩანთას და მასში არსებულ ნივთებს, რომელთა ღირებულებაც 150 ლარს შეადგენს.

მომხდარი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს ძველი თბილისის სამმართველომ დაიწყო. გამოძიებამ სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან ერთად, ზემოხსენებული ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთისა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან ამოიღო თითის კვლები, საიდანაც ორი თითის ანაბეჭდი მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების იდენტური აღმოჩნდა.

ჩატარებული გამოძიებით მოწმეთა და თვით დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ დავით სესიაშვილი არის ავტომანქანის მფლობელი ნიკოლოზ სანაიას ბავშვობის მეგობარი და დაზარალებულ თამარ წილოსანის ნაცნობი. ნიკოლოზ სანაიას განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული "Volkswagen Vento"-ს მარკის ავტომანქანით ხშირად სარგებლობდა დავით სესიაშვილი, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მოხდა დანაშაული, იგივე დაადასტურა დ.სესიაშვილმა და განმარტა, რომ ვინაიდან იგი ხშირად სარგებლობდა ხსენებული ავტომანქანით, ამიტომაც არსებობდა მისი თითის ანაბეჭდები ავტომანქანაზე. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმ დროს, როდესაც 2015 წლის 05 მარტს 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში სიონის ქუჩაზე, რომელიც არის ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე, მოხდა ზემოხსენებული დანაშაული, დავით სესიაშვილი მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების მიხედვით იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე.

ამდენად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას და მის რაიმე კავშირს თ. წილოსანის ჩანთის ქურდობის ფაქტთან.საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგენილ იქნას ქურდობის ჩამდენი პირი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ