სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაყურებელი ყველაზე დაძაბული მომენტის მოლოდინში - ვინ დარჩება "X ფაქტორში" და ვინ რომელ კატეგორიას გაუწევს მენტორობას
მაყურებელი ყველაზე დაძაბული მომენტის მოლოდინში - ვინ დარჩება "X ფაქტორში" და ვინ რომელ კატეგორიას გაუწევს მენტორობას

"X ფაქ­ტო­რი" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, რო­მელ­ში მოხ­ვედ­რაც მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბის ხვედ­რია. ეს არის იმის გა­რან­ტია, რომ მე­ო­რე დღეს თქვე­ნით ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და მე­ტიც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად გან­გი­ხი­ლა­ვენ. მაშ შემ­დეგ რაც ახა­ლი სე­ზო­ნი და­ა­ნონსდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა პრო­ექ­ტის მი­მართ ერ­თი­ო­რად გა­ი­ზარ­და, მა­ყუ­რე­ბელს პირ­ველ რიგ­ში აინ­ტე­რე­სებ­და, ვინ იქ­ნე­ბოდ­ნენ ახა­ლი მენ­ტო­რე­ბი, პრო­ექ­ტის წამ­ყვა­ნე­ბი და რა თქმა უნდა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რო­მე­ლე­ბიც ერთ დიდ შოუს ქმნი­ან - შოუს, რო­მელ­მაც ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში, უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აჩ­ვე­ნა.

ჟი­უ­რის უც­ვლელ წევ­რად დარ­ჩა მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე, რომ­ლის­თვი­საც ჟი­უ­რის სა­ვარ­ძე­ლი უკვე უცხოს აღარ წარ­მო­ად­გენს. თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი ტე­ლე­წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ არც ამ­ჯე­რად დათ­მო და ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას კვლავ გა­ნაგ­ძობს. რო­გორც იტყოდ­ნენ, უძღე­ბი შვი­ლი მომ­ღე­რა­ლი, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი შოუს და­უბ­რუნ­და და უფრო მე­ტიც თავი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გვერ­დით ამოჰ­ყო. შე­გახ­სე­ნებთ, ამ ორ ადა­მი­ანს შო­რის გა­მარ­თუ­ლი დე­ბა­ტე­ბი ყო­ველ­თვის დიდ სა­ნა­ხა­ო­ბად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. ხოლო ამ ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის რი­გებს, ქარ­თუ­ლი ესტრა­დის დივა, ლელა წურ­წუ­მია შე­უ­ერ­თდა. მის­თვის მენ­ტო­რის ამ­პლუ­ა­ში მუ­შა­ო­ბა პირ­ვე­ლად არ უწევს, მას არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სახე ჰყავს აღ­მო­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ "იქს ფაქ­ტორ­ში" გა­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თუ­ლი ესტრა­დის დივა, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­რებს სცე­ნა­ზე მეგ­რე­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა, რომ­ლე­ბიც მის იმე­დებს მუდ­მი­ვად ამარ­თლე­ბენ. წინა შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­რეგ­ნო­ბამ და სიმ­ღე­რამ წურ­წუ­მია იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა, რომ კა­ტა­ბა­ლა­ხას წვე­თე­ბი დას­ჭირ­და.

შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბის მთა­ვა­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი იყ­ვნენ ქარ­თვე­ლი კონ­ჩი­ტა, სიმ­პა­ტი­უ­რი მე­რაბ ამ­ზო­ე­ვი, რო­მელ­მაც სოფო ნი­ჟა­რა­ძის გული და­ი­პყრო, ჩო­ხა­ტა­უ­რე­ლი ლი­ლი­ა­ნა ლო­მი­ნე­იშ­ვი­ლი, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გვან­ცა ოსიყ­მაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი ქრის­ტი­ნე მარ­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სოფო ნი­ჟა­რა­ძემ სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში და­პა­ტი­ჟა, ეკუ­ნა ყან­ჩა­ვე­ლი და სხვე­ბი.

ვინ გა­უ­მარ­თლა პრო­ექ­ტის შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ზე, მა­ყუ­რე­ბელს ჯერ სრუ­ლად არ უნა­ხავს და მთა­ვა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა სა­ღა­მოს ელის, სა­დაც ჩვენს წი­ნა­შე, ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი, სიმ­პა­ტი­უ­რი მომ­ღერ­ლე­ბი წარსგდე­ბი­ან.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­ცე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, სწო­რედ დღეს გა­ირ­კვე­ვა ვინ გა­და­ლა­ხავს სკა­მე­ბის ტურს და მოხ­ვდე­ბა პრო­ექ­ტში.

რო­გორც პრო­ექ­ტის და­წყე­ბი­სას, "იქს ფაქ­ტო­რის" პრო­დუ­სერ­მა, გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი დატ­ვირ­თუ­ლია ნი­ჭი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბით, მათ შო­რის სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დე­ბით. კონ­კურ­სან­ტე­ბი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან და მათ მენ­ტო­რო­ბას ჟი­უ­რის წევ­რე­ბი გა­უ­წე­ვენ. ვინ დარ­ჩე­ბა პრო­ექ­ტში და ვინ რო­მელ კა­ტე­გო­რი­ას გა­უ­წევს მენ­ტო­რო­ბას ამას დღეს სა­ღა­მოს შე­ი­ტყობთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მაყურებელი ყველაზე დაძაბული მომენტის მოლოდინში - ვინ დარჩება "X ფაქტორში" და ვინ რომელ კატეგორიას გაუწევს მენტორობას

მაყურებელი ყველაზე დაძაბული მომენტის მოლოდინში - ვინ დარჩება "X ფაქტორში" და ვინ რომელ კატეგორიას გაუწევს მენტორობას

"X ფაქტორი" მუსიკალური პროექტია, რომელში მოხვედრაც მხოლოდ ერთეულების ხვედრია. ეს არის იმის გარანტია, რომ მეორე დღეს თქვენით ყველა დაინტერესებულია და მეტიც, სოციალურ ქსელში აქტიურად განგიხილავენ. მაშ შემდეგ რაც ახალი სეზონი დაანონსდა, საზოგადოების ყურადღება პროექტის მიმართ ერთიორად გაიზარდა, მაყურებელს პირველ რიგში აინტერესებდა, ვინ იქნებოდნენ ახალი მენტორები, პროექტის წამყვანები და რა თქმა უნდა მონაწილეები, რომელებიც ერთ დიდ შოუს ქმნიან - შოუს, რომელმაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში, უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგი აჩვენა.

ჟიურის უცვლელ წევრად დარჩა მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომლისთვისაც ჟიურის სავარძელი უკვე უცხოს აღარ წარმოადგენს. თავისი კუთვნილი ადგილი ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ არც ამჯერად დათმო და ყველაზე კრიტიკული მენტორის სტატუსის შენარჩუნებას კვლავ განაგძობს. როგორც იტყოდნენ, უძღები შვილი მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი შოუს დაუბრუნდა და უფრო მეტიც თავი გიორგი გაბუნიას გვერდით ამოჰყო. შეგახსენებთ, ამ ორ ადამიანს შორის გამართული დებატები ყოველთვის დიდ სანახაობად იქცევა ხოლმე. ხოლო ამ ღირშესანიშნავი შემადგენლობის რიგებს, ქართული ესტრადის დივა, ლელა წურწუმია შეუერთდა. მისთვის მენტორის ამპლუაში მუშაობა პირველად არ უწევს, მას არაერთი ცნობილი სახე ჰყავს აღმოჩენილი. სწორედ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, რომ ქართული ესტრადის დივა, ძალიან ემოციური ადამიანია, განსაკუთრებით ახარებს სცენაზე მეგრელების გამოჩენა, რომლებიც მის იმედებს მუდმივად ამართლებენ. წინა შესარჩევ ტურზე ხვიჩა კვარაცხელიას გარეგნობამ და სიმღერამ წურწუმია იმდენად მოხიბლა, რომ კატაბალახას წვეთები დასჭირდა.

შესარჩევი ტურების მთავარი აღმოჩენები იყვნენ ქართველი კონჩიტა, სიმპატიური მერაბ ამზოევი, რომელმაც სოფო ნიჟარაძის გული დაიპყრო, ჩოხატაურელი ლილიანა ლომინეიშვილი, უმშვენიერესი გვანცა ოსიყმაშვილი, მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი, რომელიც სოფო ნიჟარაძემ საკუთარ ქორწილში დაპატიჟა, ეკუნა ყანჩაველი და სხვები.

ვინ გაუმართლა პროექტის შესარჩევ ტურებზე, მაყურებელს ჯერ სრულად არ უნახავს და მთავარი სიამოვნება საღამოს ელის, სადაც ჩვენს წინაშე, ყველასთვის კარგად ნაცნობი, სიმპატიური მომღერლები წარსგდებიან.

დღევანდელი გადაცემა განსაკუთრებით დაძაბული იქნება, სწორედ დღეს გაირკვევა ვინ გადალახავს სკამების ტურს და მოხვდება პროექტში.

როგორც პროექტის დაწყებისას, "იქს ფაქტორის" პროდუსერმა, გიორგი ხაბურზანიამ განაცხადა, წლევანდელი სეზონი დატვირთულია ნიჭიერი მონაწილეებით, მათ შორის საინტერესო მუსიკალური ბენდებით. კონკურსანტები სხვადასხვა კატეგორიებში გადანაწილდებიან და მათ მენტორობას ჟიურის წევრები გაუწევენ. ვინ დარჩება პროექტში და ვინ რომელ კატეგორიას გაუწევს მენტორობას ამას დღეს საღამოს შეიტყობთ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება