პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა - დაკითხვის დეტალები
ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა - დაკითხვის დეტალები

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე დი­მიტ­რი და­ი­კი­თხა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მე­უ­ფე დი­მიტ­რის ჩვე­ნე­ბას საქ­მის სა­მარ­თლებ­რივ ნა­წილ­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს და ის მხო­ლოდ და­კა­ვე­ბულ დე­კა­ნოზ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პი­რად გან­წყო­ბებ­ზე სა­უბ­რობს.

"სა­უბ­რობს პი­რად გან­წყო­ბებ­ზე, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბაა მისი აზ­რით მამა გი­ორ­გი, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და მას­თან, რო­გორ ახა­სი­ა­თებს და ა.შ. არის გარ­კვე­უ­ლი გან­წყო­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ბრალ­დე­ბის მხა­რემ მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს და არის გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი და გან­წყო­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დაც­ვის მხა­რემ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას მტკი­ცე­ბით, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის გარ­და საქ­მის სა­მარ­თლებ­რივ ნა­წილ­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი სხვა არც ერთი პი­რის ჩვე­ნე­ბას, მათ შო­რის არც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ჩვე­ნე­ბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა - დაკითხვის დეტალები

ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა - დაკითხვის დეტალები

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი დაიკითხა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მეუფე დიმიტრის ჩვენებას საქმის სამართლებრივ ნაწილთან შემხებლობა არ აქვს და ის მხოლოდ დაკავებულ დეკანოზთან მიმართებაში პირად განწყობებზე საუბრობს.

"საუბრობს პირად განწყობებზე, როგორი პიროვნებაა მისი აზრით მამა გიორგი, რა დამოკიდებულება ჰქონდა მასთან, როგორ ახასიათებს და ა.შ. არის გარკვეული განწყობები, რომელიც შესაძლოა ბრალდების მხარემ მის სასარგებლოდ გამოიყენოს და არის გარკვეული დეტალები და განწყობები, რომელიც შეიძლება დაცვის მხარემ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ", - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ფანცულაიას მტკიცებით, ირაკლი მამალაძის გარდა საქმის სამართლებრივ ნაწილთან შემხებლობა არ აქვს საქმეზე დაკითხული სხვა არც ერთი პირის ჩვენებას, მათ შორის არც სასულიერო პირების ჩვენებებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ