სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი სესიაშვილი - ისეთ რამეს ვიტყვი, მთელი "ნაციონალური მოძრაობა" დასაცინი გახდება
ირაკლი სესიაშვილი - ისეთ რამეს ვიტყვი, მთელი "ნაციონალური მოძრაობა" დასაცინი გახდება

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვას გეგ­მავს, რომ­ლის შემ­დე­გაც "და­სა­ცი­ნი გახ­დე­ბა მთე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა გუ­შინ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის თქმით, მას ჰყავს ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი შვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი სწავ­ლით, მის­წრა­ფე­ბე­ბით. "გა­მორ­ჩე­უ­ლი შვი­ლია და მე მე­ა­მა­ყე­ბა. მისი მხრი­დან რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ეჭ­ვიც კი ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს. გარ­და ამი­სა, ის გა­მარ­თავს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მელ­ზეც აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რებს.

"არ მინ­და წი­ნას­წარ ვთქვა, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ და­სა­ცი­ნი გახ­დე­ბა მთე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც სი­მარ­თლე არ აინ­ტე­რე­სებს. მათ­თვის მთა­ვა­რია, რომ მათი ბოღ­მა და ღვარ­ძლი რო­გორ­ღაც გად­მო­ან­თხი­ონ. როცა მე ვე­რა­ფერს მი­ბე­და­ვენ, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს შე­ე­ხონ და უბ­რა­ლოდ და­სა­ცი­ნი გახ­დე­ბი­ან თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ამ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე ვი­სა­უბ­რებ, თუ რე­ა­ლუ­რად რას­თან გვქო­ნია საქ­მე. მეც არ ვი­ცო­დი, არც ჩემ­მა შვილ­მა იცო­და. ჩემი შვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში პო­ლი­ცი­ა­ში არ მოხ­ვედ­რი­ლა, იმ­დე­ნად წე­სი­ერ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა. ვი­ტყვი რე­ა­ლუ­რად რას­თან გვქონ­და საქ­მე. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის ბინ­ძუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის პო­ლი­ტი­კა აგე­ბუ­ლია სიც­რუ­ე­ზე, ტყუ­ილ­ზე, მათ­თვის არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, ადა­მი­ა­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ხვალ ვი­სა­უბ­რებ და ყვე­ლა­ნი დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ეს იყო უბ­რა­ლოდ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გეგ­მავს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სა­მარ­თლებ­რი­ვი მსვლე­ლო­ბა მის­ცეს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ მისი რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხუ­ლია.

"მე ამას სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას ნამ­დვი­ლად მივ­ცემ. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა და­დოს დას­კვნა, თუ რას­თან გვქონ­და საქ­მე, მაგ­რამ რა­საც მე ვი­ტყვი, ამო­წუ­რავს იმის მცი­რედ ეჭვსაც კი, რომ ჩემს შვილს შე­საძ­ლოა რა­ი­მე და­ნა­შა­ულ­თან ჰქონ­დეს კავ­ში­რი. უბ­რა­ლოდ ამ ყვე­ლა­ფერს სა­სა­ცი­ლოს გახ­დის", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის შვი­ლის, და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქურ­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის საქ­მე მიჩ­ქმა­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ირაკლი სესიაშვილი - ისეთ რამეს ვიტყვი, მთელი "ნაციონალური მოძრაობა" დასაცინი გახდება

ირაკლი სესიაშვილი - ისეთ რამეს ვიტყვი, მთელი "ნაციონალური მოძრაობა" დასაცინი გახდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, რომლის შემდეგაც "დასაცინი გახდება მთელი "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გუშინ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მას ჰყავს ძალიან წესიერი შვილი, რომელიც გამორჩეულია თავისი სწავლით, მისწრაფებებით. "გამორჩეული შვილია და მე მეამაყება. მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვიც კი ჩემთვის სასაცილოა", - განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დღეს პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს. გარდა ამისა, ის გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრებს.

"არ მინდა წინასწარ ვთქვა, მაგრამ უბრალოდ დასაცინი გახდება მთელი "ნაციონალური მოძრაობა". ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიმართლე არ აინტერესებს. მათთვის მთავარია, რომ მათი ბოღმა და ღვარძლი როგორღაც გადმოანთხიონ. როცა მე ვერაფერს მიბედავენ, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს შეეხონ და უბრალოდ დასაცინი გახდებიან თავიდან ბოლომდე იმდენად, რამდენადაც ამ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებ, თუ რეალურად რასთან გვქონია საქმე. მეც არ ვიცოდი, არც ჩემმა შვილმა იცოდა. ჩემი შვილი ცხოვრებაში პოლიციაში არ მოხვედრილა, იმდენად წესიერ ცხოვრებას ეწევა. ვიტყვი რეალურად რასთან გვქონდა საქმე. "ნაციონალური მოძრაობა" არის ბინძური ორგანიზაცია, რომლის პოლიტიკა აგებულია სიცრუეზე, ტყუილზე, მათთვის არ არსებობს ოჯახი, ადამიანური მიდგომები. ამ ყველაფერზე ხვალ ვისაუბრებ და ყველანი დარწმუნდებით, რომ ეს იყო უბრალოდ ჩემს წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გეგმავს, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი რეპუტაცია შელახულია.

"მე ამას სამართლებრივ რეაგირებას ნამდვილად მივცემ. თავისთავად ცხადია, პროკურატურამ უნდა დადოს დასკვნა, თუ რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ რასაც მე ვიტყვი, ამოწურავს იმის მცირედ ეჭვსაც კი, რომ ჩემს შვილს შესაძლოა რაიმე დანაშაულთან ჰქონდეს კავშირი. უბრალოდ ამ ყველაფერს სასაცილოს გახდის", - განაცხადა სესიაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."