მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა "გაულაწუნე" პარლამენტში და შემდეგ ციხეში - "ნატვრის ხის" პერსონაჟის ცხოვრების უცნობი დეტალები
როგორ აღმოჩნდა "გაულაწუნე" პარლამენტში და შემდეგ ციხეში -  "ნატვრის ხის" პერსონაჟის ცხოვრების უცნობი დეტალები

"მა­გი­სი წა­მა­ლი ნარ­გი­ზაა" - ამ "რე­ცეპ­ტის" გა­გო­ნე­ბი­სას ყვე­ლას "ნატ­ვრის ხის" პერ­სო­ნა­ჟი ახ­სენ­დე­ბა, მერე კი ბე­ბია, რო­მე­ლიც ერთი ხე­ლით ბიჭს ექა­ჩე­ბა, მე­ო­რით კი ქა­თა­მი დაჰ­ყავს სო­ფელ-სო­ფელ (წამ­ლო­ბის სა­ფა­სუ­რად) და "კარ­გი გვა­რი­სებს" ეხ­ვე­წე­ბა, - "შე­მო­უ­ლა­წუ­ნე, ისევ გაშ­ტერ­დაო".

რე­ჟი­სორ­მა თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ ამ ფილმში მთელ ქარ­თულ თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედს მო­უ­ყა­რა თავი. მათ გა­რე­მოც­ვა­ში გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნებს დათო აბა­ში­ძე - იგი 16 წლის იყო, რო­დე­საც "გა­უ­ლა­წუ­ნეს" როლი შე­ას­რუ­ლა, ახლა - 56 წლი­საა.

თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი - ქე­თი­ნო ჩემი კლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რი იყო. ჰოდა, რე­ჟი­სო­რის თვალ­თა­ხედ­ვის არე­შიც ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად აღ­მოვ­ჩნდი. შე­მო­თა­ვა­ზე­ბამ, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ სკო­ლი­დან ხან­გრძლი­ვი ვა­დით გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს და ჩემი მე­გობ­რე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე რომ ის­ხდნენ, იმ მო­მენ­ტში მე სა­ინ­ტე­რე­სოდ გამ­ყავ­და დრო გა­და­ღე­ბებ­ზე. ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და დიდი გა­მარ­თლე­ბა იყო. უთ­ბი­ლე­სი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი. ენერ­გი­ით აღავ­სებ­და ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს.

გა­და­ღე­ბე­ბი კა­ხეთ­ში, საკ­მა­ოდ დიდ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მეტ­წი­ლად ერ­თად ვი­ყა­ვით ხოლ­მე: მე, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია, ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად აღარ ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ დღემ­დე მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებს.

- "გა­უ­ლა­წუ­ნეს" ბე­ბი­ას როლს ვინ ას­რუ­ლებ­და?

- ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, რო­მელ­მაც კარ­გა ხანს მა­ტა­რა ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი... სხვა­თა შო­რის, სი­ა­მა­ყით მინ­და ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი დუბ­ლის გა­და­ღე­ბა არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია. ხში­რად, პირ­ვე­ლი­ვე დუბ­ლის შემ­დეგ­ვე და­ი­ძა­ხებ­და ხოლ­მე ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი: "გა­და­ღე­ბუ­ლია"!

- ნარ­გი­ზას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­ზე რას გა­იხ­სე­ნებთ?

- ეს ქალ­ბა­ტო­ნი ჩრდი­ლო ოსე­თი­დან იყო, თე­მი­ნა ტუ­ა­ე­ვა. დიდი მე­გობ­რო­ბა არ გვა­კავ­ში­რებ­და, ჩემ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლით უფ­რო­სი იყო.

- თქვე­ნი გმი­რის ემო­ცი­ე­ბი ცნო­ბი­ლია - ნარ­გი­ზას და­ნახ­ვა­ზე, თქვენ რა რე­აქ­ცია გქონ­დათ?

- მეც არ ვი­ყა­ვი მთი­დან ჩა­მო­სუ­ლი... რომ გი­თხრათ, გა­და­ვი­რიე-მეთ­ქი, ნამ­დვი­ლად არა, მაგ­რამ ლა­მა­ზი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. იცით, ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბა ერთი დიდი დღე­სას­წა­უ­ლი გახ­ლდათ. რო­დე­საც რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, კოტე და­უშ­ვი­ლი, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე და სხვე­ბი ჩემ ირ­გლივ ტრი­ა­ლებ­დნენ, ზღა­პარ­ში მე­გო­ნა თავი. ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ ჯა­დოს­ნუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­მად­გე­ნე­ლი, ერთი პა­ტა­რა ჭან­ჭი­კი ვი­ყა­ვი. იქ ყო­ვე­ლი დღე - დღე­სას­წა­უ­ლი იყო. და­ი­ლო­ცოს კა­ხე­თის მად­ლი­ა­ნი მიწა. ყვე­ლამ იცო­და ამ არ­ტის­ტე­ბის ფასი. დღი­სით გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ღა­მო­ო­ბით კი ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, სუფ­რას­თან ყოფ­ნა და მოლ­ხე­ნა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. იშ­ვი­ა­თად ვყო­ფილ­ვარ ისეთ სუფ­რა­ზე, სა­დაც ხმის ამო­ღე­ბა აზ­რად არ მომ­სვლია. იქ კი ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, უნდა გეს­მი­ნა.... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ აღმოჩნდა "გაულაწუნე" პარლამენტში და შემდეგ ციხეში - "ნატვრის ხის" პერსონაჟის ცხოვრების უცნობი დეტალები

როგორ აღმოჩნდა "გაულაწუნე" პარლამენტში და შემდეგ ციხეში -  "ნატვრის ხის" პერსონაჟის ცხოვრების უცნობი დეტალები

"მაგისი წამალი ნარგიზაა" - ამ "რეცეპტის" გაგონებისას ყველას "ნატვრის ხის" პერსონაჟი ახსენდება, მერე კი ბებია, რომელიც ერთი ხელით ბიჭს ექაჩება, მეორით კი ქათამი დაჰყავს სოფელ-სოფელ (წამლობის საფასურად) და "კარგი გვარისებს" ეხვეწება, - "შემოულაწუნე, ისევ გაშტერდაო".

რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ამ ფილმში მთელ ქართულ თანავარსკვლავედს მოუყარა თავი. მათ გარემოცვაში გატარებულ დღეებს სიამოვნებით იხსენებს დათო აბაშიძე - იგი 16 წლის იყო, როდესაც "გაულაწუნეს" როლი შეასრულა, ახლა - 56 წლისაა.

თენგიზ აბულაძის ქალიშვილი - ქეთინო ჩემი კლასელი და მეგობარი იყო. ჰოდა, რეჟისორის თვალთახედვის არეშიც ამ ურთიერთობის შედეგად აღმოვჩნდი. შემოთავაზებამ, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა. პირველ რიგში იმიტომ, რომ სკოლიდან ხანგრძლივი ვადით გამათავისუფლეს და ჩემი მეგობრები გაკვეთილზე რომ ისხდნენ, იმ მომენტში მე საინტერესოდ გამყავდა დრო გადაღებებზე. ეს დიდი ბედნიერება და დიდი გამართლება იყო. უთბილესი პიროვნება გახლდათ ბატონი თენგიზი. ენერგიით აღავსებდა ნებისმიერ ადამიანს.

გადაღებები კახეთში, საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. მეტწილად ერთად ვიყავით ხოლმე: მე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა კოლელიშვილი. მართალია, ჩვენ ყოველდღიურად აღარ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ დღემდე მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს.

- "გაულაწუნეს" ბებიას როლს ვინ ასრულებდა?

- ადგილობრივი ქალბატონი იყო, რომელმაც კარგა ხანს მატარა ხელიხელჩაკიდებული... სხვათა შორის, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი დუბლის გადაღება არ დაგვჭირვებია. ხშირად, პირველივე დუბლის შემდეგვე დაიძახებდა ხოლმე ბატონი თენგიზი: "გადაღებულია"!

- ნარგიზას როლის შემსრულებელზე რას გაიხსენებთ?

- ეს ქალბატონი ჩრდილო ოსეთიდან იყო, თემინა ტუაევა. დიდი მეგობრობა არ გვაკავშირებდა, ჩემზე დაახლოებით 5 წლით უფროსი იყო.

- თქვენი გმირის ემოციები ცნობილია - ნარგიზას დანახვაზე, თქვენ რა რეაქცია გქონდათ?

- მეც არ ვიყავი მთიდან ჩამოსული... რომ გითხრათ, გადავირიე-მეთქი, ნამდვილად არა, მაგრამ ლამაზი, შესანიშნავი ქალბატონი იყო. იცით, ამ ფილმზე მუშაობა ერთი დიდი დღესასწაული გახლდათ. როდესაც რამაზ ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი, კოტე დაუშვილი, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე და სხვები ჩემ ირგლივ ტრიალებდნენ, ზღაპარში მეგონა თავი. ვაცნობიერებდი, რომ ჯადოსნური სიტუაციის შემადგენელი, ერთი პატარა ჭანჭიკი ვიყავი. იქ ყოველი დღე - დღესასწაული იყო. დაილოცოს კახეთის მადლიანი მიწა. ყველამ იცოდა ამ არტისტების ფასი. დღისით გადაღებები მიმდინარეობდა, საღამოობით კი ამ საზოგადოებასთან ერთად, სუფრასთან ყოფნა და მოლხენა დიდი სიამოვნება იყო. იშვიათად ვყოფილვარ ისეთ სუფრაზე, სადაც ხმის ამოღება აზრად არ მომსვლია. იქ კი ისეთი სიტუაცია იყო, უნდა გესმინა.... განაგრძეთ კითხვა