კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვშრომობთ ბიჭები, საქართველოს სახელი გაგვაქვს ქვეყნის გარეთ" - ამიკო ჩოხარაძე КВН-ში მონაწილეობასა და კრიტიკაზე
"ვშრომობთ ბიჭები, საქართველოს სახელი გაგვაქვს ქვეყნის გარეთ" - ამიკო ჩოხარაძე КВН-ში მონაწილეობასა და კრიტიკაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა ნაკ­რე­ბი რუ­სულ КВН-ში ბოლო წლე­ბია აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. ქარ­თველ­მა "მხი­ა­რუ­ლებ­მა და საზ­რი­ა­ნებ­მა" ტრა­დი­ცია არც წელს და­არ­ღვი­ეს და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შოუს მერ­ვე­დფი­ნა­ლი რუ­სე­თის პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში 16 აპ­რილს გა­ვი­და. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, ცნო­ბი­ლი ქარ­თულ სიმ­ღე­რე­ბი რუ­სუ­ლი ტექ­სტით, ში­გა­და­შიგ ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბი და კავ­კა­სი­უ­რი აქ­ცენ­ტი - ამ გა­მოს­ვლა­შიც ქარ­თვე­ლებ­მა კარ­გად ნა­ცა­დი ძვე­ლი "ხრი­კე­ბი" გა­მო­ი­ყე­ნეს.

ქარ­თვე­ლე­ბის КВН-ში გა­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. AMBEBI.GE იუ­მო­რისტ ამი­კო ჩო­ხა­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი წევ­რია.

- ჩვენ ვთა­მა­შობთ უმაღ­ლეს ლი­გა­ში, გა­და­ვე­დით ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში და მი­ზა­ნი გვაქვს, ფი­ნალ­შიც მოვ­ხვდეთ, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს "კა­ვე­ე­ნის" ნაკ­რე­ბი ბოლო წლებ­ში დიდ წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევს, სა­ნამ ფი­ნა­ლი ჩა­ტარ­დე­ბა, მა­ნამ­დე მიწ­ვე­უ­ლი ვართ ფეს­ტი­ვალ­ზე Голосящий КиВи́Н, სა­დაც 2016 წელს პრე­ზი­დენ­ტის თასი ავი­ღეთ. მოკ­ლედ, ვშრო­მობთ ბი­ჭე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი გაგ­ვაქვს ქვეყ­ნის გა­რეთ.

იხი­ლეთ ქარ­თვე­ლე­ბის გა­მოს­ვლის ვი­დეო

- თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რეთ ამის გამო...

- კრი­ტი­კას ჯო­ბია გვერ­დით დაგ­ვიდ­გეს ეს ხალ­ხი, მხა­რი დაგ­ვი­ჭი­როს და პატ­რი­ო­ტიზ­მი გა­მო­ი­ჩი­ნონ, გა­ი­აზ­რონ, რომ ჩვენ რუ­სულ გუნ­დებს ვუ­გებთ. პი­რი­ქით, უნდა უხა­რო­დეთ ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა. არც გვაქვს დრო, ყვე­ლას ვუს­მი­ნოთ, ვინც გვაკ­რი­ტი­კებს. კონ­კრე­ტულ გვა­რებს და სა­ხე­ლებს არ ვი­ტყვი, მაგ­რამ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გვაკ­რი­ტი­კებს, რომ­ლე­ბიც ამ თა­მაშს 1991-92 წლებ­ში თა­მა­შობ­დნენ რუ­სეთ­ში, როცა ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. ისი­ნი ჩა­დი­ოდ­ნენ რუ­სეთ­ში, ამ თა­მაშს თა­მა­შობ­დნენ და ჰქონ­დათ პო­ლი­ტი­კუ­რი ხუმ­რო­ბე­ბი. ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი ხუმ­რო­ბე­ბი არ გვაქვს.

- ფუმ­ფუ­ლა მიშ­კა­ზე იხუმ­რეთ, სა­ა­კაშ­ვილ­ზე ხუმ­რო­ბა არაა პო­ლი­ტი­კუ­რი ხუმ­რო­ბა?

- ამ ადა­მი­ან­ზე ხუმ­რო­ბის უამ­რა­ვი სა­ბა­ბი არ­სე­ბობს, ამი­ტომ არ ვთვლით, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ხუმ­რო­ბა იყო. კონ­კრე­ტუ­ლი მწა­რე ხუმ­რო­ბე­ბი არ გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით თბი­ლად ვხუმ­რობთ, ვამ­ბობთ, ჯო­ბია ვი­მე­გობ­როთ.

- ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე რო­გორ და­ი­თან­ხმეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე?

- როცა გა­ი­გო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს სჭირ­დე­ბო­და, სი­ხა­რუ­ლით დაგ­ვიდ­გა გვერ­დით. არც მე­გო­ნა ქარ­თუ­ლად თუ სა­უბ­რობ­და, გუ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია, გა­ერ­თო ჩვენ­თან ერ­თად რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე და კარ­გა­დაც იხუმ­რა. ჰო­ნო­რა­რის გა­რე­შე დაგ­ვიდ­გა გვერ­დით, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და გრი­გო­რი ლეპ­სიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ. ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი თავი გა­აც­ნონ მა­ყუ­რე­ბელს. ხალ­ხი თბი­ლად გვხვდე­ბა, გვა­ფა­სე­ბენ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­გან ვგრძნობთ სიყ­ვა­რულს.

- თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სეთ­ში გა­დახ­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, მარ­თა­ლია?

- ჩემ­ზე ბევ­რი ჭორი და­დის, ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სად არ გა­და­სულ­ვარ. ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ, მაგ­რამ ვნა­ხოთ, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "Это Грузины, გე­ნაც­ვა­ლე" - ქარ­თვე­ლე­ბის მო­რი­გი გა­მოს­ვლა რუ­სულ КВН-ში, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლე­ბი აღაშ­ფო­თა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ვშრომობთ ბიჭები, საქართველოს სახელი გაგვაქვს ქვეყნის გარეთ" - ამიკო ჩოხარაძე КВН-ში მონაწილეობასა და კრიტიკაზე

"ვშრომობთ ბიჭები, საქართველოს სახელი გაგვაქვს ქვეყნის გარეთ" - ამიკო ჩოხარაძე КВН-ში მონაწილეობასა და კრიტიკაზე

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები რუსულ КВН-ში ბოლო წლებია აქტიურად მონაწილეობს. ქართველმა "მხიარულებმა და საზრიანებმა" ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და მათი მონაწილეობით შოუს მერვედფინალი რუსეთის პირველი არხის ეთერში 16 აპრილს გავიდა. ქართული ცეკვა, ცნობილი ქართულ სიმღერები რუსული ტექსტით, შიგადაშიგ ქართული სიტყვები და კავკასიური აქცენტი - ამ გამოსვლაშიც ქართველებმა კარგად ნაცადი ძველი "ხრიკები" გამოიყენეს.

ქართველების КВН-ში გამოსვლას საქართველოში ტრადიციულად კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. AMBEBI.GE იუმორისტ ამიკო ჩოხარიძეს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების ერთ-ერთი წევრია.

- ჩვენ ვთამაშობთ უმაღლეს ლიგაში, გადავედით ნახევარფინალში და მიზანი გვაქვს, ფინალშიც მოვხვდეთ, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. საქართველოს "კავეენის" ნაკრები ბოლო წლებში დიდ წარმატებებს აღწევს, სანამ ფინალი ჩატარდება, მანამდე მიწვეული ვართ ფესტივალზე Голосящий КиВи́Н, სადაც 2016 წელს პრეზიდენტის თასი ავიღეთ. მოკლედ, ვშრომობთ ბიჭები და საქართველოს სახელი გაგვაქვს ქვეყნის გარეთ.

იხილეთ ქართველების გამოსვლის ვიდეო

- თუმცა, საქართველოში კრიტიკა დაიმსახურეთ ამის გამო...

- კრიტიკას ჯობია გვერდით დაგვიდგეს ეს ხალხი, მხარი დაგვიჭიროს და პატრიოტიზმი გამოიჩინონ, გაიაზრონ, რომ ჩვენ რუსულ გუნდებს ვუგებთ. პირიქით, უნდა უხაროდეთ ჩვენი წარმატება. არც გვაქვს დრო, ყველას ვუსმინოთ, ვინც გვაკრიტიკებს. კონკრეტულ გვარებს და სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ ისეთი ადამიანები გვაკრიტიკებს, რომლებიც ამ თამაშს 1991-92 წლებში თამაშობდნენ რუსეთში, როცა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა იყო. ისინი ჩადიოდნენ რუსეთში, ამ თამაშს თამაშობდნენ და ჰქონდათ პოლიტიკური ხუმრობები. ჩვენ პოლიტიკური ხუმრობები არ გვაქვს.

- ფუმფულა მიშკაზე იხუმრეთ, სააკაშვილზე ხუმრობა არაა პოლიტიკური ხუმრობა?

- ამ ადამიანზე ხუმრობის უამრავი საბაბი არსებობს, ამიტომ არ ვთვლით, რომ ეს პოლიტიკური ხუმრობა იყო. კონკრეტული მწარე ხუმრობები არ გვაქვს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გაცილებით თბილად ვხუმრობთ, ვამბობთ, ჯობია ვიმეგობროთ.

- ნიკოლოზ ცისკარიძე როგორ დაითანხმეთ თანამშრომლობაზე?

- როცა გაიგო საქართველოს ნაკრებს სჭირდებოდა, სიხარულით დაგვიდგა გვერდით. არც მეგონა ქართულად თუ საუბრობდა, გურული ადამიანია, გაერთო ჩვენთან ერთად რეპეტიციებზე და კარგადაც იხუმრა. ჰონორარის გარეშე დაგვიდგა გვერდით, სოსო პავლიაშვილი და გრიგორი ლეპსიც დაგვეხმარნენ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენი თავი გააცნონ მაყურებელს. ხალხი თბილად გვხვდება, გვაფასებენ. ყველა ადამიანისგან ვგრძნობთ სიყვარულს.

- თქვენზე ამბობენ, რომ რუსეთში გადახვედით საცხოვრებლად, მართალია?

- ჩემზე ბევრი ჭორი დადის, ჯერჯერობით არსად არ გადასულვარ. ამ ეტაპზე საქართველოში ვარ, მაგრამ ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "Это Грузины, გენაცვალე" - ქართველების მორიგი გამოსვლა რუსულ КВН-ში, რომელმაც ქართველები აღაშფოთა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება