პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღალტექნოლოგიური საფლავი - რას გულისხმობს ქართველების უნიკალური გამოგონება, რომელიც მიცვალებულზე მოგონებებს აცოცხლებს
მაღალტექნოლოგიური საფლავი - რას გულისხმობს ქართველების უნიკალური გამოგონება, რომელიც მიცვალებულზე მოგონებებს აცოცხლებს

რას არ აღ­მო­ა­ჩენ სა­საფ­ლა­ო­ზე ხე­ტი­ა­ლი­სას... ზოგი გმი­რი იყო, ზოგი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, პო­ე­ტი ან მუ­სი­კო­სი, ზო­გიც უბ­რა­ლო მოკ­ვდა­ვი, რო­მე­ლიც უყ­ვარ­დათ იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ იყო ადა­მი­ა­ნი. საფ­ლა­ვე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ზო­გი­ერ­თი სა­ერ­თოდ მი­ვი­წყე­ბუ­ლი...

ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბა კი სწო­რედ მა­შინ მთავ­რდე­ბა, როცა ის აღა­რა­ვის ას­ხოვს. არა­და, ამ ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლებ­მა და­ტო­ვეს მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­და­ცე­მაც მო­მავ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

თუმ­ცა, ამი­ე­რი­დან სა­საფ­ლა­ო­ზე ხე­ტი­ა­ლი­სას შე­საძ­ლოა აღ­მო­ა­ჩი­ნოთ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი საფ­ლა­ვი, რო­მე­ლიც მას­ზე და­ტა­ნე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი QR-კო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, იქ დაკ­რძა­ლულ ადა­მი­ან­ზე კვა­ლი­ფი­ცი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით. სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდა უნი­კა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის მქო­ნე კომ­პა­ნია "ქრო­ნო­სი", რომ­ლის მი­ზა­ნი სწო­რედ გარ­დაც­ვლილ­თა ხსოვ­ნის სა­თა­ნა­დოდ შე­ნახ­ვაა.

"ქრო­ნო­სი" გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­ხმო­ბით ინა­ხავს ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ: ის­ტო­რია მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, სუ­რა­თე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი, ოჯა­ხის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და საფ­ლა­ვის მი­სა­მარ­თი.

"QR ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მზად­დე­ბა "ქრო­ნო­სი" - პა­ტა­რა ზო­მის ქვა, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა კოდი. ქრო­ნო­სი მო­თავ­სდე­ბა სა­საფ­ლა­ო­ზე. იქ მი­სულ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, QR წამ­კი­თხვე­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით, გახ­სნან ამ პი­როვ­ნე­ბის ვებგ­ვერ­დი და გა­ი­გონ უფრო მეტი მის შე­სა­ხებ. ასე­ვე, მომ­ზა­დე­ბუ­ლია ვებგ­ვერ­დი, რო­მელ­ზეც, გან­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბაზა და ვი­ზი­ტორს ძი­ე­ბის ველ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ჩა­წე­რით შე­ეძ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და წა­კი­თხვა," - გან­მარ­ტავს "ქრო­ნო­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ან­მა ორ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან ერ­თად შექ­მნა. პარტნი­ო­რე­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში დიდი ხა­ნია საქ­მი­ა­ნო­ბენ და ერთ დღე­საც გა­უჩ­ნდათ იდეა, შე­ექ­მნათ პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­ზე მო­გო­ნე­ბებს შე­ი­ნა­ხავ­და და თა­ო­ბებს გა­დას­ცემ­და. ეს კი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ანუ იმ სფე­როს დახ­მა­რე­ბით გა­ა­კე­თეს, რო­მელ­საც კარ­გად იც­ნობ­დნენ.

"არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი გმი­რი იყოს, რომ მისი ის­ტო­რია თა­ო­ბებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. მა­გა­ლი­თად, ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი ბა­ბუ­ის შე­სა­ხებ მო­გო­ნე­ბე­ბი ბე­ბი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბით ისევ ცო­ცხლობს. თუმ­ცა, ბე­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ის და­ი­კარ­გე­ბა, რაც გულ­და­სა­წყვე­ტია. ამი­ტო­მაც შევ­ქმე­ნით ქვა ქრო­ნო­სი," - გან­მარ­ტავს კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მაია ხო­ფე­რია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ანა­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტი არ არ­სე­ბობს. იდე­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და დახ­ვე­წის პრო­ცეს­ში პარტნი­ო­რებ­მა ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეს სხვა ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ და აღ­მოჩ­ნდა, რომ იქ მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი არ­სე­ბობს და საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობს. ქარ­თუ­ლი ბა­ზარ­ზე კი ის ორი დღეა ხელ­მი­საწ­ვდო­მია და დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბას მალე შეძ­ლებს.

"ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი ერი. სო­ცი­ა­ლუ­რა­დაც აქ­ტი­უ­რე­ბი ვართ. სმარ­ტფო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს აქვს. QR ტექ­ნო­ლო­გია კი ნაც­ნო­ბი და მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. ის გვხვდე­ბა პრო­დუქ­ტი­ის შე­ფუთ­ვა­ზე, გა­ჩე­რე­ბებ­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ პას­პორტზე, მან­ქა­ნის სა­ნომ­რე ნიშ­ნებ­ზე. რა­ტო­მაც არა საფ­ლა­ვებ­ზე? მით უმე­ტეს, რომ ასეთ კარგ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ვფიქ­რობ, იქ­ნე­ბა ისე­თი ხალ­ხიც ვინც ამას ცუ­დად გა­ი­გებს და ნე­გა­ტი­უ­რად გა­ნე­წყო­ბა. თუმ­ცა, აქ მთა­ვა­რი ისაა, რომ ყვე­ლას ვი­საც უყ­ვარს თა­ვი­სი წი­ნა­პა­რი და მისი ხსოვ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს, ამის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა," - ამ­ბობს გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

სა­ი­ტის ბა­ზის მეშ­ვე­ო­ბით, და­კარ­გუ­ლი საფ­ლა­ვე­ბის მო­ძებ­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

"ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა წი­ნაპ­რის საფ­ლა­ვი და­კარ­გუ­ლია და ვერ პო­უ­ლო­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი სა­ი­ტი ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლია. მას­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი "გუ­გლის" რუ­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყო­ვე­ლი საფ­ლა­ვის ზუს­ტი მი­სა­მარ­თი და ოჯა­ხის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი. ასე და­კარ­გუ­ლი საფ­ლა­ვის მო­ძებ­ნა ბევ­რად მარ­ტივ­დე­ბა," - გან­მარ­ტავს მაია ხო­ფე­რია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ოჯა­ხი­დან მოხ­დე­ბა. ოჯა­ხის თან­ხმო­ბით, აიტ­ვირ­თე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი თუ ტექ­სტუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა. თუმ­ცა იქ­ნე­ბა ცენ­ზუ­რაც. კომ­პა­ნი­ა­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ნე­გა­ტი­უ­რი მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბის მცდე­ლო­ბაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. ეს კი ავ­ტო­მა­ტუ­რად და­იბ­ლო­კე­ბა.

"ვფიქ­რობთ, მო­თხოვ­ნა ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნის­გან იქ­ნე­ბა. მო­გო­ნე­ბას ასა­კი არ აქვს. არც სიყ­ვა­რულს. შე­და­რე­ბით დიდი ასა­კის თა­ო­ბის­გა­ნაც ვე­ლო­დე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას. ემო­ცია, რაც ჩვენ შე­თა­ვა­ზე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ასა­კობ­რი­ვი ხა­ზით არ ისა­ზღვრე­ბა," - ამ­ბობს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

"ქრო­ნო­სის ქვის" ფასი 55 ლა­რი­დან იწყე­ბა. სტან­დარ­ტუ­ლი ქვა კვად­რა­ტის ფორ­მის შავი გრან­ტი­საა. მისი ზო­მაა 10 სმ - 10სმ. თუმ­ცა კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს მწვა­ნე და წი­თე­ლი ფე­რის არ­ჩე­ვან­საც სთა­ვა­ზობს. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა ფორ­მის ქვის შეკ­ვე­თაც.

"შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საკ­მა­ოდ დიდი გეგ­მა გვაქვს. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტი გახ­და, მის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნა­საც ვგეგ­მავთ. ასე­ვე, ვგეგ­მავთ, რომ იგი­ვე ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­ვი­ყე­ნოთ პან­თე­ო­ნებ­სა და აქ­ტი­ურ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში მსურ­ვე­ლი მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ამა თუ იმ გმი­რის ის­ტო­რი­ი­სა ან ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის შე­სა­ხებ. ის ინ­გლი­სურ ენა­ზე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ჩვენ ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად ვართ. ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გი იქე­ბა, მსგავ­სი კო­დე­ბის აქ­ტი­ურ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბა. ხში­რად და­დი­ან ტუ­რის­ტე­ბი და არ იცი­ან კონ­კრე­ტუ­ლად რა ად­გილ­ზე არი­ან ან რა ძეგლს უყუ­რე­ბენ," - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც "ქრო­ნო­სი" შე­ი­ნა­ხავს, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა­ზე მძლავრ "ღრუბ­ლო­ვან " (Microsoft Azure) სერ­ვე­რებ­ზე გან­თავ­სდე­ბა. ეს კი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბას და შე­ნახ­ვის მუდ­მი­ვო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ვებგ­ვერ­დის (www.qronosi.ge), ისე ტე­ლე­ფო­ნის (2 880-990) სა­შუ­ა­ლე­ბით.

(R)

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მაღალტექნოლოგიური საფლავი - რას გულისხმობს ქართველების უნიკალური გამოგონება, რომელიც მიცვალებულზე მოგონებებს აცოცხლებს

მაღალტექნოლოგიური საფლავი - რას გულისხმობს ქართველების უნიკალური გამოგონება, რომელიც მიცვალებულზე მოგონებებს აცოცხლებს

რას არ აღმოაჩენ სასაფლაოზე ხეტიალისას... ზოგი გმირი იყო, ზოგი გამომგონებელი, პოეტი ან მუსიკოსი, ზოგიც უბრალო მოკვდავი, რომელიც უყვარდათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იყო ადამიანი. საფლავები განსხვავებულია, ზოგიერთი საერთოდ მივიწყებული...

ადამიანის არსებობა კი სწორედ მაშინ მთავრდება, როცა ის აღარავის ასხოვს. არადა, ამ ქვეყნიდან წასულებმა დატოვეს მოგონებები, რომელთა გადაცემაც მომავლისთვის მნიშვნელოვანია...

თუმცა, ამიერიდან სასაფლაოზე ხეტიალისას შესაძლოა აღმოაჩინოთ მაღალტექნოლოგიური საფლავი, რომელიც მასზე დატანებული უნიკალური QR-კოდის საშუალებით, იქ დაკრძალულ ადამიანზე კვალიფიციურ ინფორმაციას მოგაწვდით. საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა უნიკალური კონცეფციის მქონე კომპანია "ქრონოსი", რომლის მიზანი სწორედ გარდაცვლილთა ხსოვნის სათანადოდ შენახვაა.

"ქრონოსი" გარდაცვლილი ადამიანების წარმომადგენლების თანხმობით ინახავს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ: ისტორია მისი ცხოვრების შესახებ, სურათები და ვიდეოები, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია და საფლავის მისამართი.

"QR ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება "ქრონოსი" - პატარა ზომის ქვა, რომელზეც დატანილი იქნება კოდი. ქრონოსი მოთავსდება სასაფლაოზე. იქ მისულ პირებს საშუალება ექნებათ, QR წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით, გახსნან ამ პიროვნების ვებგვერდი და გაიგონ უფრო მეტი მის შესახებ. ასევე, მომზადებულია ვებგვერდი, რომელზეც, განთავსებული იქნება ბაზა და ვიზიტორს ძიების ველში მიცვალებულის სახელისა და გვარის ჩაწერით შეეძლება აღნიშნული ინფორმაციის მიღება და წაკითხვა," - განმარტავს "ქრონოსის" დამფუძნებელი გიორგი მაჭავარიანი.

უნიკალური პროდუქტი გიორგი მაჭავარიანმა ორ თანადამფუძნებელთან ერთად შექმნა. პარტნიორები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დიდი ხანია საქმიანობენ და ერთ დღესაც გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ადამიანზე მოგონებებს შეინახავდა და თაობებს გადასცემდა. ეს კი საინფორმაციო ტექნოლოგიების ანუ იმ სფეროს დახმარებით გააკეთეს, რომელსაც კარგად იცნობდნენ.

"არ არის აუცილებელი ადამიანი გმირი იყოს, რომ მისი ისტორია თაობებმა შეინარჩუნონ. მაგალითად, ჩემი გარდაცვლილი ბაბუის შესახებ მოგონებები ბებიას დამსახურებით ისევ ცოცხლობს. თუმცა, ბებიას გარდაცვალების შემდეგ ის დაიკარგება, რაც გულდასაწყვეტია. ამიტომაც შევქმენით ქვა ქრონოსი," - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი მაია ხოფერია.

საქართველოში ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს. იდეის ჩამოყალიბებისა და დახვეწის პროცესში პარტნიორებმა ინფორმაცია მოიძიეს სხვა ქვეყნების შესახებ და აღმოჩნდა, რომ იქ მსგავსი შეთავაზებები არსებობს და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. ქართული ბაზარზე კი ის ორი დღეა ხელმისაწვდომია და დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ პოპულარობის მოპოვებას მალე შეძლებს.

"ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებულია ჩვენი ერი. სოციალურადაც აქტიურები ვართ. სმარტფონი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს. QR ტექნოლოგია კი ნაცნობი და მიღებული პრაქტიკაა. ის გვხვდება პროდუქტიის შეფუთვაზე, გაჩერებებზე, ავტომობილის ტექ პასპორტზე, მანქანის სანომრე ნიშნებზე. რატომაც არა საფლავებზე? მით უმეტეს, რომ ასეთ კარგ მიზანს ემსახურება. ვფიქრობ, იქნება ისეთი ხალხიც ვინც ამას ცუდად გაიგებს და ნეგატიურად განეწყობა. თუმცა, აქ მთავარი ისაა, რომ ყველას ვისაც უყვარს თავისი წინაპარი და მისი ხსოვნის შენარჩუნება სურს, ამის კარგი საშუალება ეძლევა," - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.

საიტის ბაზის მეშვეობით, დაკარგული საფლავების მოძებნაც შესაძლებელი იქნება.

"ხშირია შემთხვევები, როცა წინაპრის საფლავი დაკარგულია და ვერ პოულობენ. ამ შემთხვევაში ჩვენი საიტი ძალიან პრაქტიკულია. მასში ჩაშენებული "გუგლის" რუკების საშუალებით, ყოველი საფლავის ზუსტი მისამართი და ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია იქნება მითითებული. ასე დაკარგული საფლავის მოძებნა ბევრად მარტივდება," - განმარტავს მაია ხოფერია.

აღნიშნული ინფორმაციის მიღება ოჯახიდან მოხდება. ოჯახის თანხმობით, აიტვირთება ნებისმიერი ვიზუალური თუ ტექსტუალური მასალა. თუმცა იქნება ცენზურაც. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ნეგატიური მასალის განთავსების მცდელობაც შეიძლება გამოვლინდეს. ეს კი ავტომატურად დაიბლოკება.

"ვფიქრობთ, მოთხოვნა ყველა თაობის ადამიანისგან იქნება. მოგონებას ასაკი არ აქვს. არც სიყვარულს. შედარებით დიდი ასაკის თაობისგანაც ველოდებით დაინტერესებას. ემოცია, რაც ჩვენ შეთავაზებას უკავშირდება, ასაკობრივი ხაზით არ ისაზღვრება," - ამბობს მაჭავარიანი.

"ქრონოსის ქვის" ფასი 55 ლარიდან იწყება. სტანდარტული ქვა კვადრატის ფორმის შავი გრანტისაა. მისი ზომაა 10 სმ - 10სმ. თუმცა კომპანია მომხმარებელს მწვანე და წითელი ფერის არჩევანსაც სთავაზობს. ასევე, შესაძლებელია სხვა ფორმის ქვის შეკვეთაც.

"შეთავაზებების განვითარების საკმაოდ დიდი გეგმა გვაქვს. თუ საქართველოში მოთხოვნადი პროდუქტი გახდა, მის საზღვარგარეთ გატანასაც ვგეგმავთ. ასევე, ვგეგმავთ, რომ იგივე ტექნოლოგია გამოვიყენოთ პანთეონებსა და აქტიურ ტურისტულ ადგილებში. ამ შემთხვევაში მსურველი მიიღებს ინფორმაციას ამა თუ იმ გმირის ისტორიისა ან ისტორიული ძეგლის შესახებ. ის ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ტურიზმის განვითარებისთვისაც ძალიან კარგი იქება, მსგავსი კოდების აქტიურ ტურისტულ ადგილებზე განთავსება. ხშირად დადიან ტურისტები და არ იციან კონკრეტულად რა ადგილზე არიან ან რა ძეგლს უყურებენ," - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც "ქრონოსი" შეინახავს, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მძლავრ "ღრუბლოვან " (Microsoft Azure) სერვერებზე განთავსდება. ეს კი ინფორმაციის დაცულობას და შენახვის მუდმივობას უზრუნველყოფს.

კომპანიასთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ვებგვერდის (www.qronosi.ge), ისე ტელეფონის (2 880-990) საშუალებით.

(R)

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი