მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები, რომელთა წაკითხვასაც ბილ გეიტსი გირჩევთ
წიგნები, რომელთა წაკითხვასაც ბილ გეიტსი გირჩევთ

ბილ გე­იტ­სი გარ­და სა­კუ­თა­რი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ბიზ­ნე­სი­სა ცნო­ბი­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი­თაც. ბავ­შვო­ბა­ში სრუ­ლად წა­უ­კი­თხავს თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის მსოფ­ლიო ენ­ციკ­ლო­პე­დია ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით. წიგ­ნე­ბის­გან მისი მო­წყვე­ტა იმ­დე­ნად რთუ­ლი ყო­ფი­ლა, რომ მის­მა მშობ­ლე­ბა შე­მო­ი­ღეს სა­ო­ჯა­ხო წესი: არა­ნა­ი­რი წიგ­ნი სა­დი­ლის დროს. ბილ გე­იტ­სი ზრდას­რულ ასაკ­შიც გა­მო­ირ­ჩე­ვა წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით და პე­რი­ო­დუ­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­სი რჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ეს წიგ­ნე­ბი კი ყო­ველ­თვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და მო­ი­ცავს თე­მებს პო­ლი­ტი­კი­დან, ბიზ­ნე­სი­დან, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­დან და ა.შ. "არას­დროს მიგ­რძვნია, რომ სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს ისე ძლი­ე­რად, რო­გორც დღეს. რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ცოდ­ნის შე­სა­ძე­ნად მცი­რე არ­ჩე­ვა­ნი იყო. ჩემს მშობ­ლებს ჰქონ­დათ მსოფ­ლიო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის მრა­ვალ­ტო­მე­უ­ლი, რო­მელ­საც მე ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით ვკი­თხუ­ლობ­დი. მაგ­რამ იმ დროს არ არ­სე­ბობ­და ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი, ვი­დეო ლექ­ცი­ე­ბი, პოდ­კას­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ იდე­ებ­სა და მო­აზ­როვ­ნე­ებს გა­მაც­ნობ­და და რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც დღეს გვაქვს", წერს ბილ გე­იტ­სი.

წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე წიგნს, რო­მელ­თაც ბილ გე­იტ­სი ურ­ჩევს იმ მკი­თხველს, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სფე­რო­თი და სურს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­დეს თი­თო­ე­ულ­ზე. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-მა უკვე ქარ­თუ­ლა­დაც გა­მოს­ცა.

დენი რო­ჯერ­სის "კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შეძ­რა მსოფ­ლიო"

ბოლო ოთხი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძლი­ერ­მა ნო­ვა­ტო­რულ­მა PR კამ­პა­ნი­ებ­მა ხელი შე­უ­წყო თა­ნა­მედ­რო­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბას. მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფის, "WPP"-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, მარ­ტინ სო­რე­ლის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით, წიგ­ნი "კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შეძ­რა მსოფ­ლიო" მოგ­ვი­თხრობს მსოფ­ლი­ოს 9 გა­დამ­წყვე­ტი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ და არ­კვევს, თუ რა გახ­და მათი წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი. ავ­ტო­რი იკ­ვლევს მათ სტრა­ტე­გი­ებ­სა და ტაქ­ტი­კას, იმ სუ­რა­თებ­სა და ხა­ტებს, რომ­ლე­ბიც მათ შექ­მნეს და ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც მათ უკან იდ­გნენ. თი­თო­ე­უ­ლი თავი წა­მო­ად­გენს თე­მის ჩაღ­რმა­ვე­ბულ კვლე­ვას (მა­გა­ლი­თად, "Dove"-ის ნამ­დვი­ლი სი­ლა­მა­ზის კამ­პა­ნია, ლონ­დო­ნის 2012 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი) და გვთა­ვა­ზობს თა­ნა­მედ­რო­ვე PR ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მათი ისეთ კულ­ტუ­რულ კერ­პებ­თან კავ­ში­რის დე­ტა­ლურ ან­გა­რიშს, რო­გო­რე­ბიც არი­ან სა­მე­ფო ოჯა­ხი, მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი, დე­ვიდ ბექ­ჰე­მი, რო­ლინგ სტო­უნ­ზი და ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბებ­თან, რო­გო­რი­ცა­აა ბა­რაკ ობა­მას 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნია.

დე­ვიდ ფოს­ტერ უო­ლე­სის "სი­მე­ბის თე­ო­რია"

ამ წიგნს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ფი­ზი­კას­თან, თუმ­ცა თუ მას მა­ტა­რე­ბელ­ში და თვითმფრი­ნავ­ში წა­ი­კი­თხავთ, მისი სა­ხელ­წო­დე­ბის გამო, უდა­ოდ სუ­პერ-ჭკვი­ა­ნი გა­მოჩ­ნდე­ბით. "სი­მე­ბის თე­ო­რია", რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ჩოგ­ბურ­თის შე­სა­ხებ უო­ლე­სის მიერ და­წე­რი­ლი ხუთი სა­უ­კე­თე­სო ეს­სეს კრე­ბუ­ლია. ეს ის სპორ­ტია, რო­მელ­საც ბილ გე­იტსმა თავი მა­იკ­რო­სოფ­ტში მუ­შა­ო­ბი­სას და­ა­ნე­ბა და ახლა ისევ დიდი გა­ტა­ცე­ბით მის­დევს. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, თა­მა­შობ­დეთ ან, თუნ­დაც, უყუ­რებ­დეთ ჩოგ­ბურთს, რომ ეს წიგ­ნი მო­გე­წო­ნოთ. გარ­დაც­ვლი­ლი ავ­ტო­რი ისე ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებ­და კა­ლამს, რო­გორც რო­ჯერ ფე­დე­რე­რი - ჩო­განს. ამ ნა­მუ­შე­ვარ­შიც, ისე­ვე, რო­გორც სხვა წიგ­ნებ­ში, უი­ლეს­მა იპო­ვა არა­ერ­თი გზა, სა­ოც­რად მოდ­რი­კოს და და­ი­მორ­ჩი­ლოს ენა. "ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სურს მეტი გა­ი­გონ სპორ­ტის სამ­ყა­რო­ზე ეს წიგ­ნი ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა" წერს ბილ გე­იტ­სი

ჯონ კინ­გის "ლი­დე­რო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა" - ყო­ვე­ლი კომ­პა­ნია წარ­მო­ად­გენს ტომს, ხოლო თუ ის დი­დია, მა­შინ 150-მდე ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ტო­მე­ბის ქსელს, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ და ურ­თი­ერ­თო­ბენ. ეს ტო­მე­ბი უფრო ძლი­ე­რია ვიდ­რე გუნ­დე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბი და თა­ვად აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბიც კი. ორ ათე­ულ­ზე მეტ კორ­პო­რა­ცი­ა­ში 24 000-მდე ადა­მი­ა­ნის 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზედ­მი­წევ­ნი­თი შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ლო­გან­მა, კინ­გმა და ფი­შერ-რა­ით­მა და­ა­ზუს­ტეს და გან­სა­ზღვრეს სა­ერ­თო თე­მა­ტი­კა: კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ტო­მებ­ზე, ტო­მე­ბის ძა­ლას გან­სა­ზღვრავს ტო­მობ­რი­ვი კულ­ტუ­რა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რა კი ტო­მის ეფექ­ტი­ან­მა ლი­დერ­მა უნდა და­ამ­ყა­როს. იმ ლი­დე­რე­ბის­თვის, მე­ნე­ჯე­რე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ვერ გა­უ­გე­ბენ თა­ვი­ანთ ტომს და ვერც მათ მო­ტი­ვი­რე­ბა­სა და გაზ­რდას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, თა­ნა­მედ­რო­ვე ბიზ­ნე­სის და­ნა­წევ­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ბრა­ი­ან თრე­ი­სის "შე­ჭა­მე ბა­ყა­ყი"

ბრა­ი­ან თრე­ი­სის "შე­ჭა­მე ბა­ყა­ყი" დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და პი­რა­დი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის ინ­დუსტრი­ის მთა­ვა­რი იდე­ე­ბი­სა და ტექ­ნი­კა­თა ნა­ზა­ვია. წიგ­ნი აღ­წერს დრო­ის არა­ე­ფექ­ტუ­რად ხარ­ჯვის დაძ­ლე­ვის არა­ერთ გზას და ამ ტექ­ნი­კებს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მად წარ­მო­ა­ჩენს. თხრო­ბა უმარ­ტი­ვე­სი ტერ­მი­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, წიგნ­ში ვერ­სად წა­ა­წყდე­ბით ჟარ­გო­ნებს ან მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვებს არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად. ყვე­ლა რჩე­ვა ავ­ტო­რის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მო­დის და წიგ­ნის მთა­ვა­რი ფო­კუ­სიც სწო­რედ მყი­სი­ე­რი და ეფექ­ტი­ა­ნი გზე­ბის ძი­ე­ბაა.

არჩი ბრა­უ­ნის "მითი ძლი­ე­რი ლი­დე­რის შე­სა­ხებ"

ბოლო დრო­ინ­დელ­მა და­უნ­დო­ბელ­მა სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლებ­მა უბიძ­გა ბილ გე­იტს, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რის მიერ 2014 წელს და­წე­რი­ლი ეს წიგ­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ერ­ჩია. იგი 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თვის ტი­პებს - კარ­გს, ცუდ­სა და მა­ხინჯს. ბრა­უ­ნი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ლი­დე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი შე­აქვთ, ძი­რი­თა­დად, არ არი­ან ისი­ნი, ვი­საც ჩვენ "ძლი­ერ ლი­დე­რე­ბად" მი­ვიჩ­ნევთ. პი­რი­ქით, ეს არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სხვებ­თან და აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ არ­ცერთ ადა­მი­ანს არ აქვს და არც უნდა ჰქონ­დეს პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე. ბრა­უ­ნი ვერ იწინ­სწარ­მე­ტყვე­ლებ­და, რო­გო­რი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვე­ბი­და მის წიგნს 2016 წლის ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას.

გრე­თჩენ ბა­ქე­ის "ქსე­ლი"

ეს წიგ­ნი არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი ჩვე­ნი დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი ელექტრო­ქ­სე­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს და ის ბილ გე­იტ­სის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტია - "წიგ­ნი მი­წი­ერ რა­ღა­ცებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლია". ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ამ თე­მას შთამ­ბეჭ­და­ვად მი­იჩ­ნევს, არის ის, რომ და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში მისი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო პროგ­რა­მის წერა ობი­ექ­ტის­თვის, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქსელს აკონ­ტრო­ლებ­და. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ არას­დროს და­ფიქ­რე­ბულ­ხართ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ აღ­წევს ელექტრო­ო­ბა თქვე­ნამ­დე, ეს წიგ­ნი მა­ინც და­გარ­წმუ­ნებთ იმა­ში, რომ ელექტრო ქსე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ინ­ჟინ­რო სა­ოც­რე­ბაა. მე­ტიც, იმა­ზეც და­გა­ფიქ­რებთ, რა­ტომ არის ელექტრო­ქ­სე­ლის მო­დერ­ნი­ზე­ბა ამ­დე­ნად კომ­პლექ­სუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი კა­ცობ­რი­ო­ბის მო­მავ­ლის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

წიგნები, რომელთა წაკითხვასაც ბილ გეიტსი გირჩევთ

წიგნები, რომელთა წაკითხვასაც ბილ გეიტსი გირჩევთ

ბილ გეიტსი გარდა საკუთარი სახელგანთქმული ბიზნესისა ცნობილია ლიტერატურის სიყვარულითაც. ბავშვობაში სრულად წაუკითხავს თავისი მშობლების მსოფლიო ენციკლოპედია ანბანის მიხედვით. წიგნებისგან მისი მოწყვეტა იმდენად რთული ყოფილა, რომ მისმა მშობლება შემოიღეს საოჯახო წესი: არანაირი წიგნი სადილის დროს. ბილ გეიტსი ზრდასრულ ასაკშიც გამოირჩევა წიგნების სიყვარულით და პერიოდულად სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას თავისი რჩეული წიგნების შესახებ. ეს წიგნები კი ყოველთვის მრავალფეროვანია და მოიცავს თემებს პოლიტიკიდან, ბიზნესიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან და ა.შ. „არასდროს მიგრძვნია, რომ სწავლის შესაძლებლობა მაქვს ისე ძლიერად, როგორც დღეს. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, საკუთარი ძალებით ცოდნის შესაძენად მცირე არჩევანი იყო. ჩემს მშობლებს ჰქონდათ მსოფლიო ენციკლოპედიის მრავალტომეული, რომელსაც მე ანბანის მიხედვით ვკითხულობდი. მაგრამ იმ დროს არ არსებობდა ონლაინ კურსები, ვიდეო ლექციები, პოდკასტები, რომლებიც ახალ იდეებსა და მოაზროვნეებს გამაცნობდა და რისი საშუალებაც დღეს გვაქვს“, წერს ბილ გეიტსი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე წიგნს, რომელთაც ბილ გეიტსი ურჩევს იმ მკითხველს, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროთი და სურს, რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ფლობდეს თითოეულზე. რამდენიმე მათგანი გამომცემლობა პალიტრა L-მა უკვე ქართულადაც გამოსცა.

დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“

ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ძლიერმა ნოვატორულმა PR კამპანიებმა ხელი შეუწყო თანამედროვე პოპულარული კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. მსოფლიოს უდიდესი მარკეტინგული საკომუნიკაციო ჯგუფის, „WPP“-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ სორელის წინასიტყვაობით, წიგნი „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ მოგვითხრობს მსოფლიოს 9 გადამწყვეტი კამპანიის შესახებ და არკვევს, თუ რა გახდა მათი წარმატების მიზეზი. ავტორი იკვლევს მათ სტრატეგიებსა და ტაქტიკას, იმ სურათებსა და ხატებს, რომლებიც მათ შექმნეს და ძლიერ პიროვნებებს, რომლებიც მათ უკან იდგნენ. თითოეული თავი წამოადგენს თემის ჩაღრმავებულ კვლევას (მაგალითად, „Dove“-ის ნამდვილი სილამაზის კამპანია, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები) და გვთავაზობს თანამედროვე PR ტექნოლოგიებისა და მათი ისეთ კულტურულ კერპებთან კავშირის დეტალურ ანგარიშს, როგორებიც არიან სამეფო ოჯახი, მარგარეტ ტეტჩერი, დევიდ ბექჰემი, როლინგ სტოუნზი და ისეთ მნიშვნელოვან ამბებთან, როგორიცააა ბარაკ ობამას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია.

დევიდ ფოსტერ უოლესის „სიმების თეორია“

ამ წიგნს არაფერი აქვს საერთო ფიზიკასთან, თუმცა თუ მას მატარებელში და თვითმფრინავში წაიკითხავთ, მისი სახელწოდების გამო, უდაოდ სუპერ-ჭკვიანი გამოჩნდებით. „სიმების თეორია", რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩოგბურთის შესახებ უოლესის მიერ დაწერილი ხუთი საუკეთესო ესსეს კრებულია. ეს ის სპორტია, რომელსაც ბილ გეიტსმა თავი მაიკროსოფტში მუშაობისას დაანება და ახლა ისევ დიდი გატაცებით მისდევს. არ არის აუცილებელი, თამაშობდეთ ან, თუნდაც, უყურებდეთ ჩოგბურთს, რომ ეს წიგნი მოგეწონოთ. გარდაცვლილი ავტორი ისე ოსტატურად იყენებდა კალამს, როგორც როჯერ ფედერერი - ჩოგანს. ამ ნამუშევარშიც, ისევე, როგორც სხვა წიგნებში, უილესმა იპოვა არაერთი გზა, საოცრად მოდრიკოს და დაიმორჩილოს ენა. „ადამიანებისთვის, რომელთაც სურს მეტი გაიგონ სპორტის სამყაროზე ეს წიგნი ნამდვილი აღმოჩენაა“ წერს ბილ გეიტსი

ჯონ კინგის “ლიდერობის ხელოვნება“ - ყოველი კომპანია წარმოადგენს ტომს, ხოლო თუ ის დიდია, მაშინ 150-მდე ადამიანისგან შემდგარი ტომების ქსელს, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ და ურთიერთობენ. ეს ტომები უფრო ძლიერია ვიდრე გუნდები, კომპანიები და თავად აღმასრულებელი დირექტორებიც კი. ორ ათეულზე მეტ კორპორაციაში 24 000-მდე ადამიანის 10 წლის განმავლობაში ზედმიწევნითი შესწავლის შედეგად, ლოგანმა, კინგმა და ფიშერ-რაითმა დააზუსტეს და განსაზღვრეს საერთო თემატიკა: კომპანიის წარმატება დამოკიდებულია მის ტომებზე, ტომების ძალას განსაზღვრავს ტომობრივი კულტურა, წარმატებული კორპორატიული კულტურა კი ტომის ეფექტიანმა ლიდერმა უნდა დაამყაროს. იმ ლიდერებისთვის, მენეჯერებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ვერ გაუგებენ თავიანთ ტომს და ვერც მათ მოტივირებასა და გაზრდას მოახერხებენ, თანამედროვე ბიზნესის დანაწევრებულ სამყაროში წარმატების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება.

ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“

ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“ დროის მენეჯმენტისა და პირადი პროდუქტიულობის ინდუსტრიის მთავარი იდეებისა და ტექნიკათა ნაზავია. წიგნი აღწერს დროის არაეფექტურად ხარჯვის დაძლევის არაერთ გზას და ამ ტექნიკებს ადამიანებისთვის მარტივად ხელმისაწვდომად წარმოაჩენს. თხრობა უმარტივესი ტერმინებით მიმდინარეობას, წიგნში ვერსად წააწყდებით ჟარგონებს ან მეცნიერულ კვლევებს არგუმენტების გასამყარებლად. ყველა რჩევა ავტორის პირადი გამოცდილებიდან მოდის და წიგნის მთავარი ფოკუსიც სწორედ მყისიერი და ეფექტიანი გზების ძიებაა.

არჩი ბრაუნის „მითი ძლიერი ლიდერის შესახებ“

ბოლო დროინდელმა დაუნდობელმა საარჩევნო ბრძოლებმა უბიძგა ბილ გეიტს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის მიერ 2014 წელს დაწერილი ეს წიგნი მკითხველისთვის ერჩია. იგი 50 წლის განმავლობაში სწავლობდა პოლიტიკური მართვის ტიპებს - კარგს, ცუდსა და მახინჯს. ბრაუნი გვიჩვენებს, რომ ლიდერები, რომლებსაც ისტორიაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ, ძირითადად, არ არიან ისინი, ვისაც ჩვენ „ძლიერ ლიდერებად" მივიჩნევთ. პირიქით, ეს არიან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თანამშრომლობენ სხვებთან და აცნობიერებენ, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე. ბრაუნი ვერ იწინსწარმეტყველებდა, როგორი რეზონანსი მოჰყვებიდა მის წიგნს 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისას.

გრეთჩენ ბაქეის „ქსელი“

ეს წიგნი არც მეტი არც ნაკლები ჩვენი დაძველებული ელექტროქსელის შესახებ მოგვითხრობს და ის ბილ გეიტსის ერთ-ერთი ფავორიტია - „წიგნი მიწიერ რაღაცებზე, რომლებიც მომაჯადოებელია". ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ თემას შთამბეჭდავად მიიჩნევს, არის ის, რომ დამამთავრებელ კლასში მისი პირველი სამსახური იყო პროგრამის წერა ობიექტისთვის, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის ელექტროენერგიის ქსელს აკონტროლებდა. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასდროს დაფიქრებულხართ იმის შესახებ, თუ როგორ აღწევს ელექტროობა თქვენამდე, ეს წიგნი მაინც დაგარწმუნებთ იმაში, რომ ელექტრო ქსელი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო საოცრებაა. მეტიც, იმაზეც დაგაფიქრებთ, რატომ არის ელექტროქსელის მოდერნიზება ამდენად კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხი კაცობრიობის მომავლისთვის.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს