პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... " - მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა
"ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... " - მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა

ახალ­გაზ­რ­დებს სი­ცი­ვე­ში თბი­ლად ჩაც­მა არ უყ­ვართ. ზოგს თხე­ლი ტყა­ვის ქურ­თუ­კის ქვეშ, ასე­ვე თხე­ლი პე­რან­გი აც­ვია. ლა­მის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე შარ­ვა­ლი, სა­ზა­ფხუ­ლო კე­დებ­ზე აქვთ ამოც­მუ­ლი. მოკ­ლეყე­ლი­ა­ნი წინ­დი­დან, სი­ცი­ვის­გან გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი კო­ჭი მო­უ­ჩან­თ... შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არ შე­ამ­ჩ­ნიო ქუ­ჩა­ში, გა­ჩე­რე­ბა­ზე ან ტრან­ს­პორ­ტ­ში, მო­ბუ­ზუ­ლი, აჭარ­ხ­ლე­ბუ­ლი და სი­ცი­ვის­გან გა­შა­ვე­ბუ­ლი... კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ იც­ვა­მენ ასე? ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რი პა­სუ­ხი აქვს, - მოს­წონს, მო­და­შია, მი­სი სტი­ლია; "უ­ნი­ში" არ ცი­ვა და გზა­ში არა უშავს, რო­გორ­ღაც მო­ით­მენს...

ანუ­კი, 18 წლის:

- არ შე­მიძ­ლია თბი­ლად ჩაც­მა. მირ­ჩევ­ნია, მცი­ო­დეს და ის მეც­ვას, რაც მომ­წონს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს უხ­დე­ბა და მთლი­ა­ნო­ბა­ში, კარგ "ვიდ­ზე" ხარ. რაც მთა­ვა­რია, გიხ­დე­ბა და რო­დე­საც ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რომ შე­ნი თა­ვი მოგ­წონს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ წარ­მა­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი გზა გავ­ლი­ლი გაქვს...

- თბი­ლი ტან­საც­მ­ლის გე­მოვ­ნე­ბით შე­ხა­მე­ბა და ჩაც­მა არ შე­იძ­ლე­ბა?

- არ მომ­წონს, ფი­გუ­რა არ იკ­ვე­თე­ბა... გამ­ხ­და­რი აგე­ბუ­ლე­ბა, თხე­ლი კი­დუ­რე­ბი და მა­ღა­ლი კი­სე­რი არ ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ შა­ლით შევ­ფუთ­ნე. ბა­რემ ჩად­რით ვივ­ლი და ეგაა. სულ ვცდი­ლობ, ფორ­მა­ში ვი­ყო, წო­ნა ვა­კონ­ტ­რო­ლო და ყვე­ლა სე­ზონ­ზე კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე... სა­მო­სი, ზამ­თ­რის დად­გო­მამ­დე სა­მი თვით ად­რე გა­მო­ვი­წე­რე ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ი­დან და ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის ჩა­ვიც­ვამ­დი...

- ამ ზამ­თარს არა­ერ­თხელ გა­ცივ­დით, რო­გორც ვი­ცი.

- დი­ახ, ასეა... ბო­ლო გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ, "ქა­ლუ­რი" პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მ­ნა და ახ­ლაც ვმკურ­ნა­ლობ. დე­და­ჩე­მი კუდ­ში დამ­დევ­და, თბი­ლად ჩა­იც­ვიო და მარ­თ­ლა ჩა­ფუთ­ნი­ლი დავ­დი­ო­დი. ლექ­ცი­ა­ზე რომ შევ­დი­ო­დი, იმ­დენ ხანს ვუნ­დე­ბო­დი გახ­დას, ყვე­ლა მე დამ­ცი­ნო­და. ერთ დღე­საც შევ­წყ­ვი­ტე და ძა­ლი­ან თხლად წა­ვე­დი. ძა­ლი­ან მცი­ვა, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... პალ­ტო, თბი­ლი შარ­ფე­ბი, შარ­ვ­ლე­ბი და კა­ბე­ბი დე­და­ჩე­მის­გან მა­ლუ­ლად გა­ვა­ჩუ­ქე. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რომ "დი­დი გა­ცი­ვე­ბის" შემ­დეგ, სახ­ლი­დან თბი­ლად ჩაც­მუ­ლი გავ­სულ­ვარ და ლიფ­ტ­ში ან სა­დარ­ბა­ზო­ში გა­მიხ­დია... ჩა­ფუთ­ნი­ლი ვერ ვმოძ­რა­ობ და ვკომ­პ­ლექ­ს­დე­ბი. ჩე­მი ლექ­ტო­რე­ბი რომ მეტყ­ვი­ან, შენ ქმნი ამ ჯგუფ­ში მო­დის ხაზ­სო, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვიწყ­დე­ბა, გა­ცი­ვე­ბაც, სი­ცხეც და თა­ვის ტკი­ვი­ლიც. ამას ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნავს ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რომ ხარ, ამი­ტო­მაც მომ­წონ­ხა­რო. ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ჩე­მი სტი­ლი და ჩაც­მის სი­თა­მა­მე. რო­დე­საც დავ­ბერ­დე­ბი, ბე­ბი­ა­ჩე­მი­ვით ჩა­ვიც­ვამ, შა­ლის წინ­დებს... მა­ნამ­დე გვა­ცა­დეთ, ცხოვ­რე­ბით დავ­ტ­კ­ბეთ.

ნია, 21 წლის:

- მთე­ლი დე­კემ­ბე­რი ტო­პით ვი­ა­რე... და­ქალ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა კა­ნა­დი­დან. მა­გის ხათ­რით გა­ვი­კე­თე ტა­ტუ თე­ძო­ზე, რო­მე­ლიც ფერ­დამ­დე "ა­დის"... შემ­დეგ ამ ტა­ტუს გა­მო ყვე­ლა "კოფ­თა" ტო­პად გა­და­ვა­კე­თე. მა­ღალ­წე­ლი­ან შარ­ვ­ლებს ვყი­დუ­ლობ­დი და დე­დაც მშვი­დად იყო, წე­ლი თბი­ლად გექ­ნე­ბაო... ლა­მა­ზი, ბრტყე­ლი მუც­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, მუდ­მი­ვად დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი, დღე­ში მხო­ლოდ ჭი­ქა ყა­ვა­სა და ერთ კრუ­ა­სან­ზე შე­მეძ­ლო ყოფ­ნა. დი­ლა-სა­ღა­მოს ათ-ათ "პრესს" ვა­კე­თებ­დი... გა­რეთ, გრძე­ლი მო­საც­მე­ლი მეც­ვა, რო­მე­ლიც წელ­ზე იკ­ვ­რე­ბო­და და შიგ­ნით რა მეც­ვა, დე­და არ მი­კონ­ტ­რო­ლებ­და, რად­გან ჩემ­ზე ად­რე გა­დი­ო­და სახ­ლი­დან და შინ ჩემ შემ­დეგ ბრუნ­დე­ბო­და... ერთ დღე­საც, მე­გობ­რე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ბარ­ში ვა­პი­რებ­დით წას­ვ­ლას. მე ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ძვლებ­ში მამ­ტ­ვ­რევ­და და სახ­ლ­ში აკან­კა­ლე­ბუ­ლი მო­ვე­დი. მივ­ხ­ვ­დი, რომ მა­ღა­ლი სი­ცხე მქონ­და. დე­დას და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, - იქ­ნებ სამ­სა­ხუ­რი­დან ცო­ტა ად­რე წა­მოხ­ვი­დე-მეთ­ქი. არ მახ­სოვს დე­დის მოს­ვ­ლა. გონს სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მო­ვე­დი.

ბო­ლომ­დე ჯერ კი­დევ ვერ გა­მოვ­ძ­ვე­რი. ფილ­ტ­ვებ­ზე და­მი­ტო­ვა კვა­ლი... სი­ცხე­ე­ბი აღარ მქონ­და, მაგ­რამ ღა­მე სპაზ­მუ­რი ხვე­ლე­ბა მე­წყე­ბო­და. ოფ­ლი მას­ხამ­და და ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვახ­ვე­ლებ­დი... დე­დამ ბა­კუ­რი­ან­ში გა­მიშ­ვა. ძა­ლი­ა­ნაც რომ მნდო­მო­და, გაპ­რან­ჭ­ვის თა­ვი არ მქონ­და. ასი მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, ვიღ­ლე­ბო­დი და ქო­შინს ვი­წყებ­დი. არც მახ­სოვს, რამ­დე­ნი ლა­რის მე­დი­კა­მენ­ტი დავ­ლიე... აღარც ახა­ლი წე­ლი მი­ხა­რო­და, აღარც შო­ბა... მთე­ლი იან­ვა­რი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და თერ­მო­მეტ­რის ცქე­რით დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა... გა­მოც­დე­ბი ჩა­უ­ბა­რე­ბე­ლი დამ­რ­ჩა. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი. იმ გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მო­ვე­დი, რო­დე­საც ბა­კუ­რი­ან­ში მივ­დი­ო­დით და მე­ზობ­ლებ­მა შო­რი­დან მო­მი­კი­თხეს, თით­ქოს კეთ­რი მქო­ნო­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... " - მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა

"ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... " - მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა

ახალ­გაზ­რ­დებს სი­ცი­ვე­ში თბი­ლად ჩაც­მა არ უყ­ვართ. ზოგს თხე­ლი ტყა­ვის ქურ­თუ­კის ქვეშ, ასე­ვე თხე­ლი პე­რან­გი აც­ვია. ლა­მის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე შარ­ვა­ლი, სა­ზაფხუ­ლო კე­დებ­ზე აქვთ ამოც­მუ­ლი. მოკ­ლეყე­ლი­ა­ნი წინ­დი­დან, სი­ცი­ვის­გან გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი კო­ჭი მო­უ­ჩან­თ... შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არ შე­ამ­ჩ­ნიო ქუ­ჩა­ში, გა­ჩე­რე­ბა­ზე ან ტრან­ს­პორ­ტ­ში, მო­ბუ­ზუ­ლი, აჭარ­ხ­ლე­ბუ­ლი და სი­ცი­ვის­გან გა­შა­ვე­ბუ­ლი... კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ იც­ვა­მენ ასე? ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რი პა­სუ­ხი აქვს, - მოს­წონს, მო­და­შია, მი­სი სტი­ლია; "უ­ნი­ში" არ ცი­ვა და გზა­ში არა უშავს, რო­გორ­ღაც მო­ით­მენს...

ანუ­კი, 18 წლის:

- არ შე­მიძ­ლია თბი­ლად ჩაც­მა. მირ­ჩევ­ნია, მცი­ო­დეს და ის მეც­ვას, რაც მომ­წონს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს უხ­დე­ბა და მთლი­ა­ნო­ბა­ში, კარგ "ვიდ­ზე" ხარ. რაც მთა­ვა­რია, გიხ­დე­ბა და რო­დე­საც ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რომ შე­ნი თა­ვი მოგ­წონს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ წარ­მა­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი გზა გავ­ლი­ლი გაქვს...

- თბი­ლი ტან­საც­მ­ლის გე­მოვ­ნე­ბით შე­ხა­მე­ბა და ჩაც­მა არ შე­იძ­ლე­ბა?

- არ მომ­წონს, ფი­გუ­რა არ იკ­ვე­თე­ბა... გამ­ხ­და­რი აგე­ბუ­ლე­ბა, თხე­ლი კი­დუ­რე­ბი და მა­ღა­ლი კი­სე­რი არ ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ შა­ლით შევ­ფუთ­ნე. ბა­რემ ჩად­რით ვივ­ლი და ეგაა. სულ ვცდი­ლობ, ფორ­მა­ში ვი­ყო, წო­ნა ვა­კონ­ტ­რო­ლო და ყვე­ლა სე­ზონ­ზე კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე... სა­მო­სი, ზამ­თ­რის დად­გო­მამ­დე სა­მი თვით ად­რე გა­მო­ვი­წე­რე ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ი­დან და ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის ჩა­ვიც­ვამ­დი...

- ამ ზამ­თარს არაერთხელ გაცივდით, რო­გორც ვი­ცი.

- დი­ახ, ასეა... ბო­ლო გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ, "ქა­ლუ­რი" პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მ­ნა და ახ­ლაც ვმკურ­ნა­ლობ. დე­და­ჩე­მი კუდ­ში დამ­დევ­და, თბი­ლად ჩა­იც­ვიო და მარ­თ­ლა ჩა­ფუთ­ნი­ლი დავ­დი­ო­დი. ლექ­ცი­ა­ზე რომ შევ­დი­ო­დი, იმ­დენ ხანს ვუნ­დე­ბო­დი გახ­დას, ყვე­ლა მე დამ­ცი­ნო­და. ერთ დღე­საც შევ­წყ­ვი­ტე და ძა­ლი­ან თხლად წა­ვე­დი. ძა­ლი­ან მცი­ვა, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... პალ­ტო, თბი­ლი შარ­ფე­ბი, შარ­ვ­ლე­ბი და კა­ბე­ბი დე­და­ჩე­მის­გან მა­ლუ­ლად გა­ვა­ჩუ­ქე. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რომ "დი­დი გა­ცი­ვე­ბის" შემ­დეგ, სახ­ლი­დან თბი­ლად ჩაც­მუ­ლი გავ­სულ­ვარ და ლიფ­ტ­ში ან სა­დარ­ბა­ზო­ში გა­მიხ­დია... ჩა­ფუთ­ნი­ლი ვერ ვმოძ­რა­ობ და ვკომ­პ­ლექ­ს­დე­ბი. ჩე­მი ლექ­ტო­რე­ბი რომ მეტყ­ვი­ან, შენ ქმნი ამ ჯგუფ­ში მო­დის ხაზ­სო, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვიწყ­დე­ბა, გა­ცი­ვე­ბაც, სიცხეც და თა­ვის ტკი­ვი­ლიც. ამას ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნავს ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რომ ხარ, ამი­ტო­მაც მომ­წონ­ხა­რო. ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ჩე­მი სტი­ლი და ჩაც­მის სი­თა­მა­მე. რო­დე­საც დავ­ბერ­დე­ბი, ბე­ბი­ა­ჩე­მი­ვით ჩა­ვიც­ვამ, შა­ლის წინ­დებს... მა­ნამ­დე გვა­ცა­დეთ, ცხოვ­რე­ბით დავ­ტ­კ­ბეთ.

ნია, 21 წლის:

- მთე­ლი დე­კემ­ბე­რი ტო­პით ვი­ა­რე... და­ქალ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა კა­ნა­დი­დან. მა­გის ხათ­რით გა­ვი­კე­თე ტა­ტუ თე­ძო­ზე, რო­მე­ლიც ფერ­დამ­დე "ა­დის"... შემ­დეგ ამ ტა­ტუს გა­მო ყვე­ლა "კოფ­თა" ტო­პად გა­და­ვა­კე­თე. მა­ღალ­წე­ლი­ან შარ­ვ­ლებს ვყი­დუ­ლობ­დი და დე­დაც მშვი­დად იყო, წე­ლი თბი­ლად გექ­ნე­ბაო... ლა­მა­ზი, ბრტყე­ლი მუც­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, მუდ­მი­ვად დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი, დღე­ში მხო­ლოდ ჭი­ქა ყა­ვა­სა და ერთ კრუ­ა­სან­ზე შე­მეძ­ლო ყოფ­ნა. დი­ლა-სა­ღა­მოს ათ-ათ "პრესს" ვა­კე­თებ­დი... გა­რეთ, გრძე­ლი მო­საც­მე­ლი მეც­ვა, რო­მე­ლიც წელ­ზე იკ­ვ­რე­ბო­და და შიგ­ნით რა მეც­ვა, დე­და არ მი­კონ­ტ­რო­ლებ­და, რად­გან ჩემ­ზე ად­რე გა­დი­ო­და სახ­ლი­დან და შინ ჩემ შემ­დეგ ბრუნ­დე­ბო­და... ერთ დღე­საც, მე­გობ­რე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ბარ­ში ვა­პი­რებ­დით წას­ვ­ლას. მე ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ძვლებ­ში მამ­ტ­ვ­რევ­და და სახ­ლ­ში აკან­კა­ლე­ბუ­ლი მო­ვე­დი. მივ­ხ­ვ­დი, რომ მა­ღა­ლი სიცხე მქონ­და. დე­დას და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, - იქ­ნებ სამ­სა­ხუ­რი­დან ცო­ტა ად­რე წა­მოხ­ვი­დე-მეთ­ქი. არ მახ­სოვს დე­დის მოს­ვ­ლა. გონს სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მო­ვე­დი.

ბო­ლომ­დე ჯერ კიდევ ვერ გა­მოვ­ძ­ვე­რი. ფილ­ტ­ვებ­ზე და­მი­ტო­ვა კვა­ლი... სიცხე­ე­ბი აღარ მქონ­და, მაგ­რამ ღა­მე სპაზ­მუ­რი ხვე­ლე­ბა მეწყე­ბო­და. ოფ­ლი მას­ხამ­და და ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვახ­ვე­ლებ­დი... დე­დამ ბა­კუ­რი­ან­ში გა­მიშ­ვა. ძა­ლი­ა­ნაც რომ მნდო­მო­და, გაპ­რან­ჭ­ვის თა­ვი არ მქონ­და. ასი მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, ვიღ­ლე­ბო­დი და ქო­შინს ვიწყებ­დი. არც მახ­სოვს, რამ­დე­ნი ლა­რის მე­დი­კა­მენ­ტი დავ­ლიე... აღარც ახა­ლი წე­ლი მი­ხა­რო­და, აღარც შო­ბა... მთე­ლი იან­ვა­რი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და თერ­მო­მეტ­რის ცქე­რით დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა... გა­მოც­დე­ბი ჩა­უ­ბა­რე­ბე­ლი დამ­რ­ჩა. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი. იმ გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მო­ვე­დი, რო­დე­საც ბა­კუ­რი­ან­ში მივ­დი­ო­დით და მე­ზობ­ლებ­მა შო­რი­დან მო­მი­კითხეს, თით­ქოს კეთ­რი მქო­ნო­და... განაგრძეთ კითხვა

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის აჭარელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"