კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GEM Fest-ის მესამე სეზონის line up-ის საბოლოო შემადგენლობა ცნობილი გახდა
GEM Fest-ის მესამე სეზონის line up-ის საბოლოო შემადგენლობა ცნობილი გახდა

დღეს თბი­ლი­სის ვ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში GEM Fest-ის დამ­ფუძ­ნებლმა, გი­ორ­გი სი­გუ­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და Check in Georgia-ს კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი და­ეს­წრო და აუ­დი­ტო­რი­ას მი­მარ­თა.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და line up-ის სა­ბო­ლოო შე­მად­გენ­ლო­ბა, რაც თა­ვი­სი მას­შტა­ბით, მსოფ­ლიო დო­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის რან­გი­საა. GEM Fest-ის მე­სა­მე სე­ზო­ნი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მას­შტა­ბურ სა­ხეს მი­ი­ღებს და ანაკ­ლი­ა­ში ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 14 ივ­ლი­სი­დან 14 აგ­ვის­ტომ­დე 8 სცე­ნა­ზე 500 არ­ტის­ტი და­უკ­რავს, ხოლო ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში 1300-მდე ივენ­თი მო­ე­წყო­ბა.

GEM Fest-ზე მსოფ­ლი­ოს #1 დი­ჯეი მარ­ტინ გა­რიქ­სი და­უკ­რავს და მხო­ლოდ ერთი დღით, 3 აპ­რილს (ორ­შა­ბათს) მარ­ტინ გა­რიქ­სის ივენთზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ და­ბალ ფა­სად - 25 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა.

GEM Fest-ზე წელს, 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­ტინ გა­რიქ­სის სტივ აოკი, პოლ კალ­კბ­რე­ნე­რი, სო­ლო­მუ­ნი, აქ­სე­ლინ­გრო­სო და სხვა მსოფ­ლიო მას­შტა­ბის არ­ტის­ტე­ბი და­უკ­რა­ვენ და სო­ფელ გან­მუ­ხურ­ში და­გეგ­მი­ლი ფეს­ტი­ვა­ლი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის რან­გის იქ­ნე­ბა.

line up-ის მას­შტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, GEM Fest-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი BBC გახ­და. სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და სწო­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად, ფეს­ტი­ვალ­ზე 2017 წელს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ათი­ა­თა­სო­ბით უცხო­ელ ტუ­რისტს ელი­ან, რომ­ლე­ბიც სა­მეგ­რე­ლო­ში ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს და­ხარ­ჯა­ვენ.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დღეს ასე­ვე გაჟ­ღერ­და, რომ GEM Fest გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში შევა, რო­გორც ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­საც ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა. ის გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში, ასე­ვე ჩა­ი­წე­რე­ბა, რო­გორც ყვე­ლა­ზე მეტი არ­ტის­ტის და ყვე­ლა­ზე მეტი "ივენ­თის"/ღო­ნის­ძი­ე­ბის მქო­ნე ფეს­ტი­ვა­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

GEM Fest-ის მესამე სეზონის line up-ის საბოლოო შემადგენლობა ცნობილი გახდა

GEM Fest-ის მესამე სეზონის line up-ის საბოლოო შემადგენლობა ცნობილი გახდა

დღეს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში GEM Fest-ის დამფუძნებლმა, გიორგი სიგუამ პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და Check in Georgia-ს კოორდინატორი ქეთი ბოჭორიშვილი დაესწრო და აუდიტორიას მიმართა.

დღეს ცნობილი გახდა line up-ის საბოლოო შემადგენლობა, რაც თავისი მასშტაბით, მსოფლიო დონის მუსიკალური ფესტივალების რანგისაა. GEM Fest-ის მესამე სეზონი უპრეცედენტოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს და ანაკლიაში ერთი თვის განმავლობაში, 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე 8 სცენაზე 500 არტისტი დაუკრავს, ხოლო ფესტივალის ფარგლებში 1300-მდე ივენთი მოეწყობა.

GEM Fest-ზე მსოფლიოს #1 დიჯეი მარტინ გარიქსი დაუკრავს და მხოლოდ ერთი დღით, 3 აპრილს (ორშაბათს) მარტინ გარიქსის ივენთზე დასასწრები ბილეთი უპრეცედენტოდ დაბალ ფასად - 25 ლარად გაიყიდება.

GEM Fest-ზე წელს, 1 თვის განმავლობაში, მარტინ გარიქსის სტივ აოკი, პოლ კალკბრენერი, სოლომუნი, აქსელინგროსო და სხვა მსოფლიო მასშტაბის არტისტები დაუკრავენ და სოფელ განმუხურში დაგეგმილი ფესტივალი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ფესტივალების რანგის იქნება.

line up-ის მასშტაბურობიდან გამომდინარე, GEM Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა. სწორედ საერთაშორისო მედიის აქტიური ჩართულობითა და სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგად, ფესტივალზე 2017 წელს ორგანიზატორები ათიათასობით უცხოელ ტურისტს ელიან, რომლებიც სამეგრელოში ათეულობით მილიონ დოლარს დახარჯავენ.

პრესკონფერენციაზე დღეს ასევე გაჟღერდა, რომ GEM Fest გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ის გინესის რეკორდების წიგნში, ასევე ჩაიწერება, როგორც ყველაზე მეტი არტისტის და ყველაზე მეტი “ივენთის”/ღონისძიების მქონე ფესტივალი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება