სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესმა მორაგბე გოგონამ "X ფაქტორის" სცენაზე სტეფანე ააცეკვა
ულამაზესმა მორაგბე გოგონამ "X ფაქტორის" სცენაზე სტეფანე ააცეკვა

ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში "X ფაქ­ტო­რის" შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შოუს ახა­ლი, მე­ო­თხე სე­ზო­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლად სი­ურპრი­ზე­ბი­თა და ბევ­რი აღ­მო­ჩე­ნით იქ­ნე­ბა სავ­სე.

შოუს შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლის - მა­რი­ამ გო­გუ­ა­ძის გა­მო­ჩე­ნას ჟი­უ­რის წევ­რე­ბი და მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდა. მენ­ტო­რე­ბის გა­ო­ცე­ბა მის­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა გა­მო­იწ­ვი­ეს - აღ­მოჩ­ნდა რომ მა­რი­ა­მი მო­რაგ­ბეა, რო­მელ­საც კას­ტინგზე რაგ­ბის გუნდ "შვიდ­ქა­ლას" წევ­რე­ბი გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. მა­რი­ა­მის სიმ­ღე­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სტე­ფა­ნე მო­ხიბ­ლა, რო­მელ­მაც მო­რაგ­ბე გო­გო­ნას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე იცეკ­ვა კი­დეც.

მა­რი­ა­მი წარ­სულ­ში ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო, 7 თვის წინ კი ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა და მო­რაგ­ბე გახ­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი და­უფრ­თხო, რად­გან ბი­ჭებს მისი ეში­ნი­ათ.

"ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი რაგ­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მინ­დო­და თა­მა­ში მეს­წავ­ლა, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი ამის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიძ­ლი­ე­რე იყო სა­ჭი­რო. როცა პირ­ველ ვარ­ჯიშ­ზე მი­ვე­დი, სულ სხვა­ნა­რად აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ფე­რი, თურ­მე მხო­ლოდ სის­წრა­ფეა მთა­ვა­რი. რაც მო­რაგ­ბე გავ­ხდი უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ და არაფ­რის მე­ში­ნია. რაგ­ბის გამო ჯგუ­ფი­და­ნაც კი წა­მო­ვე­დი, რად­გან რე­პე­ტი­ცია და ვარ­ჯი­შე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ო­და. ამი­ტომ სოლო მომ­ღე­რა­ლი გავ­ხდი" - გვი­თხრა მა­რი­ამ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს 11 თვის ასა­კი­დან მღე­რის: "სა­ნამ ლა­პა­რაკს და­ვი­წყებ­დი, მა­ნამ­დე ვმღე­რო­დი. ბა­ბუა სუფ­რას­თან როცა იჯდა, გვერ­დით და­მის­ვამ­და და კრი­მან­ჭულს ვმღე­რო­დი" - გვი­თხრა მა­რი­ამ­მა.

ასე­ვე ნა­ხეთ: იმი­ჯშეც­ვლილ­მა მაგ­და ვა­სა­ძემ "X ფაქ­ტო­რის" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ულამაზესმა მორაგბე გოგონამ "X ფაქტორის" სცენაზე სტეფანე ააცეკვა

ულამაზესმა მორაგბე გოგონამ "X ფაქტორის" სცენაზე სტეფანე ააცეკვა

ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. შოუს ახალი, მეოთხე სეზონი ტრადიციულად სიურპრიზებითა და ბევრი აღმოჩენით იქნება სავსე.

შოუს შესარჩევ ტურზე ახალგაზრდა მომღერლის - მარიამ გოგუაძის გამოჩენას ჟიურის წევრები და მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა. მენტორების გაოცება მისმა გულშემატკივრებმა გამოიწვიეს - აღმოჩნდა რომ მარიამი მორაგბეა, რომელსაც კასტინგზე რაგბის გუნდ "შვიდქალას" წევრები გულშემატკივრობდნენ. მარიამის სიმღერამ განსაკუთრებით სტეფანე მოხიბლა, რომელმაც მორაგბე გოგონასთან ერთად სცენაზე იცეკვა კიდეც.

მარიამი წარსულში ჩოგბურთელი იყო, 7 თვის წინ კი ოცნება აიხდინა და მორაგბე გახდა. როგორც თავად ამბობს, ამან თაყვანისმცემლები დაუფრთხო, რადგან ბიჭებს მისი ეშინიათ.

"ყოველთვის ვიყავი რაგბის გულშემატკივარი, მინდოდა თამაში მესწავლა, მაგრამ ვფიქრობდი ამისთვის განსაკუთრებული სიძლიერე იყო საჭირო. როცა პირველ ვარჯიშზე მივედი, სულ სხვანარად აღმოჩნდა ყველაფერი, თურმე მხოლოდ სისწრაფეა მთავარი. რაც მორაგბე გავხდი უფრო თავდაჯერებული ვარ და არაფრის მეშინია. რაგბის გამო ჯგუფიდანაც კი წამოვედი, რადგან რეპეტიცია და ვარჯიშები ერთმანეთს ემთხვეოდა. ამიტომ სოლო მომღერალი გავხდი" - გვითხრა მარიამმა.

რაც შეეხება სიმღერას, როგორც თავად ამბობს 11 თვის ასაკიდან მღერის: "სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდე ვმღეროდი. ბაბუა სუფრასთან როცა იჯდა, გვერდით დამისვამდა და კრიმანჭულს ვმღეროდი" - გვითხრა მარიამმა.

ასევე ნახეთ: იმიჯშეცვლილმა მაგდა ვასაძემ "X ფაქტორის" შესარჩევ ტურზე ფურორი მოახდინა

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"