კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - მამა გიორგის გასათავისუფლებლად სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ
ადვოკატი - მამა გიორგის გასათავისუფლებლად სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თავ­დე­ბო­ბა ჩვენ ვერ მო­ვი­პო­ვეთ, რომ შევ­თა­ვა­ზოთ სა­სა­მარ­თლოს. შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით ალ­ბათ უფრო გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ვა­ყე­ნებთ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნას წი­ნა­სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, სა­სა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბა, მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­დან 72 სა­ათ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­და­ხედ­ვა­ზე იმ­სჯე­ლოს.

რო­გორც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დაც­ვის მხა­რე და­ა­ყე­ნებს შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რომ დე­კა­ნოზს შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა გა­უ­უქ­მდეს და გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა ალ­ბათ მო­ი­თხოვს, რომ და­ტო­ვონ პა­ტიმ­რო­ბა­ში, ჩვე­ნი პო­ზი­ცია კი იქ­ნე­ბა, რომ არაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, იმ სა­ფუძ­ვლე­ბით, რა­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რა აპე­ლი­რებს. ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს შევ­თა­ვა­ზებთ სა­სა­მარ­თლოს, გა­აჩ­ნია რო­გო­რი იქ­ნე­ბა პო­ზი­ცი­ე­ბი და რო­გორ და­ა­სა­ბუ­თებს ამ შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თავ­დე­ბო­ბა ვერ მო­ვი­პო­ვეთ, რომ შევ­თა­ვა­ზოთ სა­სა­მარ­თლოს და ალ­ბათ უფრო გი­რა­ოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ვა­ყე­ნებთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით. ზო­გა­დად იყო სა­უ­ბა­რი, რომ თავ­დებ­ში ჩად­გო­მოდ­ნენ მამა გი­ორ­გის, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­კა­ნო­ზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ლო­დინს, რო­გორც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი გა­უ­ჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლოს აქამ­დე დაც­ვის მხა­რის არ­ცერ­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბია.

"მი­ჭირს მო­ლო­დი­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან რა­საც ვუ­ყუ­რებთ, ყვე­ლა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­უკ­მა­ყო­ფი­ლა სა­სა­მარ­თლომ მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რას და არ­ცერ­თი ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, თუნ­დაც წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბის გა­მო­კი­თხვა­ზე და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

24 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა. შუ­ამ­დგომ­ლო­ბას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო დღეს გა­ნი­ხი­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ადვოკატი - მამა გიორგის გასათავისუფლებლად სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ

ადვოკატი - მამა გიორგის გასათავისუფლებლად სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ

სასულიერო პირების თავდებობა ჩვენ ვერ მოვიპოვეთ, რომ შევთავაზოთ სასამართლოს. შესაბამისად, ალტერნატივის სახით ალბათ უფრო გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დავაყენებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას წინასაგამოძიებო ვადის გაგრძელებაზე დააკმაყოფილებს, სასამართლო ვალდებული ხდება, მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 72 საათში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელოს.

როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დეკანოზს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმდეს და გათავისუფლდეს.

"პროკურატურა ალბათ მოითხოვს, რომ დატოვონ პატიმრობაში, ჩვენი პოზიცია კი იქნება, რომ არაა მიზანშეწონილი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, იმ საფუძვლებით, რაზეც პროკურატურა აპელირებს. ალტერნატივის სახით ძალიან ბევრ რამეს შევთავაზებთ სასამართლოს, გააჩნია როგორი იქნება პოზიციები და როგორ დაასაბუთებს ამ შემთხვევაში პროკურატურა პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობას. სამწუხაროდ, სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ, რომ შევთავაზოთ სასამართლოს და ალბათ უფრო გირაოს შუამდგომლობას დავაყენებთ ალტერნატივის სახით. ზოგადად იყო საუბარი, რომ თავდებში ჩადგომოდნენ მამა გიორგის, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება დეკანოზის გათავისუფლების მოლოდინს, როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, ამაზე საუბარი გაუჭირდება, ვინაიდან სასამართლოს აქამდე დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია.

"მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, რადგან რასაც ვუყურებთ, ყველა შუამდგომლობა დაუკმაყოფილა სასამართლომ მხოლოდ პროკურატურას და არცერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუნდაც წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

24 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა. შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ