მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს კულინარიული ატლასი"
"საქართველოს კულინარიული ატლასი"

ქარ­თუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან შე­მო­სუ­ლი და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თი წყა­რო მოგ­ვე­პო­ვე­ბა. არ­სე­ბობს ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით აღად­გე­ნენ მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის ტრა­დი­ცი­ულ რა­ცი­ონს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე. ევ­რო­პი­სა და აზი­ის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს იყო აბ­რე­შუ­მის გზა, უამ­რავ­მა სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლამ, კვე­ბის კულ­ტუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­მა, სა­რი­ტუ­ა­ლო, რე­ლი­გი­ურ­მა, სუფ­რის ტრა­დი­ცი­ებ­მა და ქცე­ვის ეტი­კეტ­მა, კერ­ძის რე­ცეპტ­მა თუ სა­ნე­ლე­ბელ­მა მო­ი­ყა­რა თავი. სა­ნე­ლებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ამა თუ იმ კერ­ძის ეროვ­ნულ ხა­სი­ათ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც. ამ მხრივ სა­გუ­ლის­ხმო ჩანს ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა არა მარ­ტო მათ სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბებ­ზე, არა­მედ ეთ­ნი­კურ ნიშ­ნებ­ზე, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, საკ­ვე­ბი­სად­მი ეთ­ნოფ­სი­ქო­ლო­გი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რაც თა­ვის მხრივ, ესო­დენ ღირ­საც­ნობს ხდის ქვე­ყა­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი კვე­ბის კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ას.

ერთი სი­ტყვით, მა­სა­ლა უხვი და სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა ერთ წიგნ­ში მათი თავ­მოყ­რა დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა.

24 აპ­რილს, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, "სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ატ­ლა­სის რვა­ტო­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი ტომი გა­მო­ი­ცე­მა. გა­მო­ცე­მის ინი­ცი­ა­ტო­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ია.

წიგ­ნის ავ­ტო­რებ­მა ქეთი ადე­იშ­ვილ­მა და ირმა იანტბე­ლი­ძემ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­ა­რეს და მო­ძი­ე­ბულ და და­სუ­რა­თე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ერთ ნაშ­რომ­ში მო­უ­ყა­რეს თავი. შეხ­ვდნენ რო­გორც ცნო­ბილ ის­ტო­რი­კო­სებს, ეთ­ნოგ­რა­ფებს, კუ­ლი­ნა­რებს, ასე­ვე სა­ხელ­გან­თქმულ კუბ­და­რის მცხო­ბელს - სვა­ნეთ­ში, ლო­რის გა­მომ­ყვანს - რა­ჭა­ში, აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის უბად­ლო მცხო­ბელს - აჭა­რა­ში, ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი ჩურ­ჩხე­ლის ამომ­ვლებს - კა­ხეთ­ში, ელარ­ჯის მომ­ზა­დე­ბით მთელ სა­მეგ­რე­ლო­ში სა­ხელ­გან­თქმულ ბე­ბოს, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ცველ და მო­ა­მა­გე ადა­მი­ა­ნებს იმე­რეთ­ში, მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხეთ­ში, ქარ­თლში... და ასე, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აით­ვი­სეს "სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ატ­ლა­სი".

ქეთი ადე­იშ­ვი­ლი:

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე ბევ­რი და­წე­რი­ლა. ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­ი­ცე­მო­და წიგ­ნე­ბი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ, მაგ­რამ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის წიგ­ნი, სა­დაც, ქარ­თულ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი თით­ქმის ყვე­ლა ეროვ­ნე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც იქ­ნე­ბო­და მო­თხრო­ბი­ლი, აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ამო­ცა­ნა სწო­რედ ამ­გვა­რი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად მდი­და­რი, ერ­თგვა­რად უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მის შექ­მნა იყო.

- რა მა­სა­ლა იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ატ­ლა­სის" პირ­ველ ტომ­ში?

- სა­გა­ზა­ფხუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ. ამ პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი იმარ­თე­ბა - აღ­დგო­მა, ნოვ­რუზ ბა­ი­რა­მი, კლო­ჭი, ფე­სა­ხი. ყვე­ლა ტრა­დი­ცი­ა­სა და დღე­სას­წა­ულს შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტია მი­ვუ­ძღვე­ნით, რომ­ლებ­შიც თემა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კუ­თხით გა­იშ­ლე­ბა.

ირმა იანტბე­ლი­ძე:

- სა­ნამ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ­დით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბა­სა და ინ­ტე­რესს გა­ვე­ცა­ნით. გა­მოც­დი­ლე­ბაც დაგ­ვიგ­როვ­და, რად­გან მე და ქე­თის 2 წიგ­ნი გვაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის თე­მა­ზე. უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, ვა­კე­თებთ კუ­ლი­ნა­რი­ულ ჟურ­ნალს "გემ­რი­ე­ლია". ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მკი­თხველ­თან. ასე რომ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვი­ცით მათი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ."

სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ატ­ლა­სი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მკი­თხველს, გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოს ცხოვ­რე­ბა და ინ­ტე­რე­სე­ბის არე­ა­ლი.

ჩვენს წიგნს კი­დევ ერთი დე­ტა­ლი გა­ნას­ხვა­ვებს ყვე­ლა სხვა გა­მო­ცე­მი­სა­გან - "სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ატ­ლა­სის" თი­თო­ე­ულ ტომ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბათ, ნა­ხოთ სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი კუ­თხი­დან, ად­გი­ლობ­რი­ვი მზა­რე­უ­ლის მიერ ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი და მო­ის­მი­ნოთ ამ კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას­თან, მირ­თმე­ვის კულ­ტუ­რა­სა და რე­ცეპ­ტის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი.

- რა­ტომ უნდა იყოს ყვე­ლა ოჯახ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ატ­ლა­სი"?

- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ასე­თი წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ ჯერ არ გა­მო­ცე­მუ­ლა. წიგნ­ში ნა­ხავთ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, მათ ის­ტო­რი­ას, მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს უხვი ფო­ტო­მა­სა­ლით. ამას­თა­ნა­ვე, ეს არის ერ­თგვა­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის, მისი კულ­ტუ­რის, ეთ­ნოგ­რა­ფი­ის, ის­ტო­რი­ის, ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე, სუფ­რის გა­წყო­ბის წეს­სა და სუფ­რის ეტი­კეტ­საც გვას­წავ­ლის.

იგი ისე­თი­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რო­გო­რიც არის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბით. მათ ათწლე­უ­ლე­ბი­სა და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად და­იმ­კვიდ­რეს თავი და გა­ამ­დიდ­რეს იგი. მი­ვი­ღებთ ძა­ლი­ან ბევრ და სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვას, მა­გა­ლი­თად, ღვი­ნი­სა და კერ­ძის შე­ხა­მე­ბის შე­სა­ხებ. წიგნ­ში იქ­ნე­ბა ღვი­ნი­სა და ყვე­ლის რუ­კე­ბი. ამა თუ იმ პრო­დუქ­ტის სა­ხე­ო­ბებ­ში კარ­გად გა­სარ­კვე­ვად ჩვენ შევ­ქმე­ნით ცნო­ბა­რი ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებ­ზე, რაც, ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა მკი­თხველს სხვა­დას­ხვა ინ­გრე­დი­ენ­ტის ზუს­ტად ამოც­ნო­ბა­ში.

პ.ს. უნი­კა­ლუ­რი რვა­ტო­მე­უ­ლის - "სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ატ­ლა­სის" პირ­ვე­ლი ტო­მის შე­ძე­ნა 24 აპ­რი­ლი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ეკა სა­ლა­ღა­ია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"საქართველოს კულინარიული ატლასი"

"საქართველოს კულინარიული ატლასი"

ქართული და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული და დამკვიდრებული კულინარიული სისტემების შესახებ არაერთი წყარო მოგვეპოვება. არსებობს ეთნოგრაფიული მასალები, რომელთა მიხედვით აღადგენენ მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის ტრადიციულ რაციონს ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყანაში, რომელიც ამავე დროს იყო აბრეშუმის გზა, უამრავმა საინტერესო მასალამ, კვების კულტურის თავისებურებებმა, სარიტუალო, რელიგიურმა, სუფრის ტრადიციებმა და ქცევის ეტიკეტმა, კერძის რეცეპტმა თუ სანელებელმა მოიყარა თავი. სანელებლების მიხედვით ამა თუ იმ კერძის ეროვნულ ხასიათსა და მნიშვნელობაზე მიუთითებდა ივანე ჯავახიშვილიც. ამ მხრივ საგულისხმო ჩანს ყურადღების გამახვილება არა მარტო მათ საგემოვნო თვისებებზე, არამედ ეთნიკურ ნიშნებზე, თავისებურებებზე, საკვებისადმი ეთნოფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე, რაც თავის მხრივ, ესოდენ ღირსაცნობს ხდის ქვეყანაში დამკვიდრებული კვების კულტურის ისტორიას.

ერთი სიტყვით, მასალა უხვი და საინტერესოა, თუმცა ერთ წიგნში მათი თავმოყრა დღემდე ვერ მოხერხდა.

24 აპრილს, საქართველოში პირველად, "საქართველოს კულინარიული ატლასის რვატომეულის პირველი ტომი გამოიცემა. გამოცემის ინიციატორი გამომცემლობა "პალიტრა L"-ია.

წიგნის ავტორებმა ქეთი ადეიშვილმა და ირმა იანტბელიძემ მთელი საქართველო მოიარეს და მოძიებულ და დასურათებულ ინფორმაციას ერთ ნაშრომში მოუყარეს თავი. შეხვდნენ როგორც ცნობილ ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს, კულინარებს, ასევე სახელგანთქმულ კუბდარის მცხობელს - სვანეთში, ლორის გამომყვანს - რაჭაში, აჭარული ხაჭაპურის უბადლო მცხობელს - აჭარაში, ყველაზე გემრიელი ჩურჩხელის ამომვლებს - კახეთში, ელარჯის მომზადებით მთელ სამეგრელოში სახელგანთქმულ ბებოს, კულინარიული ტრადიციების დამცველ და მოამაგე ადამიანებს იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში, ქართლში... და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისეს "საქართველოს კულინარიული ატლასი".

ქეთი ადეიშვილი:

- ქართულ სამზარეულოზე ბევრი დაწერილა. ბარბარე ჯორჯაძიდან მოყოლებული, პერიოდულად გამოიცემოდა წიგნები ქართული სამზარეულოს შესახებ, მაგრამ ფართომასშტაბიანი კულინარიული რეცეპტების წიგნი, სადაც, ქართულთან ერთად, საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის კულინარიული ტრადიციების შესახებაც იქნებოდა მოთხრობილი, აქამდე არ არსებობდა. ჩვენი პროექტის ამოცანა სწორედ ამგვარი, ინფორმაციულად მდიდარი, ერთგვარად უნიკალური გამოცემის შექმნა იყო.

- რა მასალა იქნება თავმოყრილი "საქართველოს კულინარიული ატლასის" პირველ ტომში?

- საგაზაფხული ტრადიციების შესახებ მოგითხრობთ. ამ პერიოდში არაერთი რელიგიური დღესასწაული იმართება - აღდგომა, ნოვრუზ ბაირამი, კლოჭი, ფესახი. ყველა ტრადიციასა და დღესასწაულს შესაბამისი სტატია მივუძღვენით, რომლებშიც თემა ეთნოგრაფიული, ისტორიული და კულინარიული კუთხით გაიშლება.

ირმა იანტბელიძე:

- სანამ წიგნზე მუშაობას დავიწყებდით, ბევრი ადამიანის შეხედულებასა და ინტერესს გავეცანით. გამოცდილებაც დაგვიგროვდა, რადგან მე და ქეთის 2 წიგნი გვაქვს გამოცემული კულინარიის თემაზე. უკვე მერამდენე წელია, ვაკეთებთ კულინარიულ ჟურნალს "გემრიელია". ხშირი ურთიერთობა გვაქვს განსხვავებული გემოვნებისა და ინტერესების მკითხველთან. ასე რომ, ძალიან ბევრი რამ ვიცით მათი მოთხოვნების შესახებ."

საქართველოს კულინარიული ატლასი საშუალებას მისცემს მკითხველს, გაიმრავალფეროვნოს ცხოვრება და ინტერესების არეალი.

ჩვენს წიგნს კიდევ ერთი დეტალი განასხვავებს ყველა სხვა გამოცემისაგან - "საქართველოს კულინარიული ატლასის" თითოეულ ტომში შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ სპეციალურად მომზადებული ვიდეოები კონკრეტული კუთხიდან, ადგილობრივი მზარეულის მიერ ტრადიციული კერძის მომზადების პროცესი და მოისმინოთ ამ კერძის მომზადებასთან, მირთმევის კულტურასა და რეცეპტის ისტორიასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო ამბები.

- რატომ უნდა იყოს ყველა ოჯახში "საქართველოს კულინარიული ატლასი"?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი წიგნი საქართველოს კულინარიული თავისებურებების შესახებ ჯერ არ გამოცემულა. წიგნში ნახავთ ტრადიციული ქართული კერძების მრავალფეროვნებას, მათ ისტორიას, მომზადების პროცესს უხვი ფოტომასალით. ამასთანავე, ეს არის ერთგვარი ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს უამრავ ინფორმაციას ქვეყნის, მისი კულტურის, ეთნოგრაფიის, ისტორიის, ზნე-ჩვეულებების შესახებ და ასევე, სუფრის გაწყობის წესსა და სუფრის ეტიკეტსაც გვასწავლის.

იგი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც არის ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით. მათ ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში საქართველოს კულინარიული კულტურის განუყოფელ ნაწილად დაიმკვიდრეს თავი და გაამდიდრეს იგი. მივიღებთ ძალიან ბევრ და სასარგებლო რჩევას, მაგალითად, ღვინისა და კერძის შეხამების შესახებ. წიგნში იქნება ღვინისა და ყველის რუკები. ამა თუ იმ პროდუქტის სახეობებში კარგად გასარკვევად ჩვენ შევქმენით ცნობარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება მკითხველს სხვადასხვა ინგრედიენტის ზუსტად ამოცნობაში.

პ.ს. უნიკალური რვატომეულის - "საქართველოს კულინარიული ატლასის" პირველი ტომის შეძენა 24 აპრილიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება შესაძლებელი.

ეკა სალაღაია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს