სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუთხარი საკუბოვედ ხარ ჩაცმულითქო და ირანულ დივანს შემადარა" - სტეფანე და გიორგი გაბუნია "X ფაქტორში" კინკლაობას აგრძელებენ
"ვუთხარი საკუბოვედ ხარ ჩაცმულითქო და ირანულ დივანს შემადარა" - სტეფანე და გიორგი გაბუნია "X ფაქტორში" კინკლაობას აგრძელებენ

"რუს­თა­ვი 2"-ზე X ფაქ­ტო­რი იწყე­ბა. შოუს ახა­ლი, მე­ო­თხე სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბი უკვე გა­ი­მარ­თა. ახალ სე­ზონ­ში შოუს წამ­ყვა­ნე­ბად მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რე­ლი და ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი დუ­ე­ტი მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა: ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი და რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი.

შოუს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ვარ­სკვლა­ვუ­რი ჟი­უ­რი ჰყავს: მე­ო­თხე სე­ზონ­ში კვლავ ვი­ხი­ლავთ მომ­ღე­რა­ალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს, შოუს უბ­რუნ­დე­ბა სტე­ფა­ნე და ტრა­დი­ცი­უ­ლად იქ­ნე­ბა ჟი­უ­რი­ში ორგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის სრუ­ლი­ად ახალ წევ­რს, ის გახ­ლავთ ლელა წურ­წუ­მია. მომ­ღე­რა­ლი შო­უ­ში მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს შე­უ­ერ­თდა და მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე იზ­რუ­ნებს.

შოუს ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს არც მე­ო­თხე სე­ზონ­ზე მო­აკ­ლდე­ბა სტე­ფა­ნე­სა და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ძვე­ლე­ბუ­რი კინ­კლა­ო­ბა. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად აკ­რი­ტი­კე­ბენ ერ­თმა­ნეთს ჩაც­მუ­ლო­ბის, მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის, თუ რეპ­ლი­კე­ბის გამო, ჟი­უ­რის ქალი წევ­რე­ბი კი "მშვი­დო­ბის მტრე­დე­ბის" როლს ირ­გე­ბენ.

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია: "ეს რა გა­მი­კე­თეს, სტე­ფა­ნეს გვერ­დით დამ­სვეს. ცოტა ხან­ში დი­ვან­ზე წა­მო­გორ­დე­ბა და ეს დი­ვა­ნი მე ვიქ­ნე­ბი. დღეს ჩაც­მის გამო გა­მაკ­რი­ტი­კა, მე ვუ­თხა­რი სა­კუ­ბო­ვედ ხარ ჩაც­მუ­ლი­თქო და მან ირა­ნულ დი­ვანს შე­მა­და­რა. მე და­ვი­წყე ეს კინ­კლა­ო­ბა, სა­ზი­ზღრო­ბებს ვე­უბ­ნე­ბი, ის უფრო პო­ზი­ტი­უ­რად მე­ხუმ­რე­ბა"

სტე­ფა­ნე: "კარ­გია გი­ორ­გი რომ მი­ზის გვერ­დით, კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. დღეს რაც ნა­ხეთ, ჩვე­ნი კინ­კლა­ო­ბის და­სა­წყი­სია, უკე­თესს და­ე­ლო­დეთ"

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურ­სან­ტებს, გი­ორ­გიც და სტე­ფა­ნეც კრი­ტი­კუ­ლი მენ­ტო­რე­ბი არი­ან, რა­ზეც მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც მე­ტყვე­ლებს.

სტე­ფა­ნე: "კას­ტინ­გის პირ­ვე­ლი­ვე დღეს უკვე ორი ფა­ვო­რი­ტი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ერ­თსაც თუ აღ­მო­ვა­ჩენთ, უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტი. მე იმ ასაკ­ში აღარ ვარ, რა­საც ვფიქ­რობ, ის რომ არ ვთქვა. მირ­ჩევ­ნია ვიყო ის, რა­საც ვფიქ­რობ, ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. რამ­დე­ნი მო­ნა­წი­ლეც გა­მო­ვა სცე­ნა­ზე, იმ­დენ­ნა­ირ სტე­ფა­ნეს იხი­ლავთ"

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია: "ამ სე­ზონ­ზე ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა გა­ვა­კე­თე, ახალ­გაზ­რდე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კას უფრო მღე­რი­ან ქას­ტინგზე, ადრე პი­რი­ქით იყო, უფრო ძველ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებ­დნენ. ჟი­უ­რის ახა­ლი წევ­რი გვყავს ლელა წურ­წუ­მია, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი შე­მო­ი­ტა­ნა, ის თავს არ მო­ა­ტყუ­ე­ბი­ნებს არა­ვის, სა­მარ­თლი­ა­ნი და კრი­ტი­კუ­ლი მენ­ტო­რია, რაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზეც აი­სა­ხე­ბა"

ლელა წურ­წუ­მია: "ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად ვხვდე­ბო­დი ამ სე­ზონ­ზე და­მი­ძა­ხებ­დნენ ჟი­უ­რი­ში. შრო­მა­ტე­ვა­დი და ამა­ვე დროს სა­ინ­ტე­რე­სოა ასეთ პრო­ექ­ტებ­ში მუ­შა­ო­ბა. აქ შენს თვალ­წინ იბა­დე­ბი­ან მომ­ღერ­ლე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის მათი სწორ გზა­ზე და­ყე­ნე­ბა. მათ ნა­ყო­ფი­ე­რი და შე­მო­სავ­ლი­ა­ნი კა­რი­ე­რა უნდა ჰქონ­დეთ.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და სა­კუ­თა­რი რე­პერ­ტუ­ა­რი ჰქონ­დეს ვარ­სკვლავს, ქა­ვე­რე­ბი მა­ინც დრო­ე­ბი­თია. დღეს მო­ვის­მი­ნე რამ­დე­ნი­მე ისე­თი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც აქვს სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წინ გვაქვს..."

რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი "X ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე და სცე­ნის მიღ­მა - ადევ­ნეთ თვალ­ყუ­რი AMBEBI.GE-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ვუთხარი საკუბოვედ ხარ ჩაცმულითქო და ირანულ დივანს შემადარა" - სტეფანე და გიორგი გაბუნია "X ფაქტორში" კინკლაობას აგრძელებენ

"ვუთხარი საკუბოვედ ხარ ჩაცმულითქო და ირანულ დივანს შემადარა" - სტეფანე და გიორგი გაბუნია "X ფაქტორში" კინკლაობას აგრძელებენ

"რუსთავი 2"-ზე X ფაქტორი იწყება. შოუს ახალი, მეოთხე სეზონის პირველი შესარჩევი ტურები უკვე გაიმართა. ახალ სეზონში შოუს წამყვანებად მაყურებლის საყვარელი და ძალიან ენერგიული დუეტი მოგვევლინება: ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი.

შოუს განახლებული და ძალიან ვარსკვლავური ჟიური ჰყავს: მეოთხე სეზონში კვლავ ვიხილავთ მომღერაალ სოფო ნიჟარაძეს, შოუს უბრუნდება სტეფანე და ტრადიციულად იქნება ჟიურიში ორგზის გამარჯვებული მწვრთნელი - ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. რაც შეეხება ჟიურის სრულიად ახალ წევრს, ის გახლავთ ლელა წურწუმია. მომღერალი შოუში მეგობრებსა და კოლეგებს შეუერთდა და მომავალი ვარსკვლავების შერჩევაზე იზრუნებს.

შოუს ერთგულ მაყურებელს არც მეოთხე სეზონზე მოაკლდება სტეფანესა და გიორგი გაბუნიას ძველებური კინკლაობა. ჟიურის წევრები ტრადიციულად აკრიტიკებენ ერთმანეთს ჩაცმულობის, მუსიკალური გემოვნების, თუ რეპლიკების გამო, ჟიურის ქალი წევრები კი "მშვიდობის მტრედების" როლს ირგებენ.

გიორგი გაბუნია: "ეს რა გამიკეთეს, სტეფანეს გვერდით დამსვეს. ცოტა ხანში დივანზე წამოგორდება და ეს დივანი მე ვიქნები. დღეს ჩაცმის გამო გამაკრიტიკა, მე ვუთხარი საკუბოვედ ხარ ჩაცმულითქო და მან ირანულ დივანს შემადარა. მე დავიწყე ეს კინკლაობა, საზიზღრობებს ვეუბნები, ის უფრო პოზიტიურად მეხუმრება"

სტეფანე: "კარგია გიორგი რომ მიზის გვერდით, კომფორტულად ვგრძნობ თავს. დღეს რაც ნახეთ, ჩვენი კინკლაობის დასაწყისია, უკეთესს დაელოდეთ"

რაც შეეხება კონკურსანტებს, გიორგიც და სტეფანეც კრიტიკული მენტორები არიან, რაზეც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც მეტყველებს.

სტეფანე: "კასტინგის პირველივე დღეს უკვე ორი ფავორიტი აღმოვაჩინე. ერთსაც თუ აღმოვაჩენთ, უკვე წარმატებული იქნება პროექტი. მე იმ ასაკში აღარ ვარ, რასაც ვფიქრობ, ის რომ არ ვთქვა. მირჩევნია ვიყო ის, რასაც ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესოა. რამდენი მონაწილეც გამოვა სცენაზე, იმდენნაირ სტეფანეს იხილავთ"

გიორგი გაბუნია: "ამ სეზონზე ახალი აღმოჩენა გავაკეთე, ახალგაზრდები თანამედროვე მუსიკას უფრო მღერიან ქასტინგზე, ადრე პირიქით იყო, უფრო ძველ სიმღერებს ასრულებდნენ. ჟიურის ახალი წევრი გვყავს ლელა წურწუმია, რომელმაც თავისი ხასიათი შემოიტანა, ის თავს არ მოატყუებინებს არავის, სამართლიანი და კრიტიკული მენტორია, რაც გადაწყვეტილებებზეც აისახება"

ლელა წურწუმია: "ინტუიციურად ვხვდებოდი ამ სეზონზე დამიძახებდნენ ჟიურიში. შრომატევადი და ამავე დროს საინტერესოა ასეთ პროექტებში მუშაობა. აქ შენს თვალწინ იბადებიან მომღერლები, მაგრამ მთავარი პრობლემა არის მათი სწორ გზაზე დაყენება. მათ ნაყოფიერი და შემოსავლიანი კარიერა უნდა ჰქონდეთ.

აუცილებელია ინდივიდუალიზმი და საკუთარი რეპერტუარი ჰქონდეს ვარსკვლავს, ქავერები მაინც დროებითია. დღეს მოვისმინე რამდენიმე ისეთი შემსრულებელი, რომელსაც აქვს საკუთარი ინდივიდუალიზმი, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს..."

როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება