მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან?" - რა კადრებს ავრცელებს ანა მარგველაშვილი
"როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან?" - რა კადრებს ავრცელებს ანა მარგველაშვილი

პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მი­მარ­თვას და ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს. რო­გორც ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი წერს, კად­რებ­ში ჩანს მისი მე­გო­ბა­რი მი­ხე­ილ თა­თა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც "ჩა­უ­დეს 18 აბი სუ­ბო­ტექ­სი". კად­რებ­ზე ასა­ხუ­ლი არი­ან თა­თა­რაშ­ვი­ლი და პრე­ზი­დენ­ტის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს უღე­ბენ ვი­დე­ოს, ჯი­ბე­ებს იჩხრე­კენ და აჩ­ვე­ნე­ბენ კადრში, რომ არა­ფე­რი უდევთ.

"ჩემს მე­გო­ბარს მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვილს ჩა­უ­დეს 18 აბი სუ­ბო­ტექ­სი სუ­რა­მის გზატ­კე­ცილ­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი ახ­სნის გა­რე­შე!! ვავ­რცე­ლებ ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი ჩა­დე­ბამ­დე 2 დღით ადრე, სა­დაც ჩანს, რომ ის ფლობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას მის­თვის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­დე­ბის შე­სა­ხებ!!!!! რო­დემ­დე უნდა ვი­ტან­დეთ მსგავს საქ­ცი­ელს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან? გთხოვთ გა­ავ­რცე­ლოთ!!!!!!" - წერს ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვილს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 17 მარტს აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. თა­თა­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რის მე­გო­ბა­რია. მას 18 აბი სუ­ბო­ტექ­სის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ედე­ბა ბრა­ლად.

გო­გო­ჭუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ის რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე თა­თა­რაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. გო­გო­ჭუ­რის თქმით, ამის შემ­დეგ თა­თა­რიშ­ვი­ლი "პრა­დოს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბებს არ მო­იხ­მარს და მას სუ­ბო­ტექ­სი არ ჰქო­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან?" - რა კადრებს ავრცელებს ანა მარგველაშვილი

"როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან?" - რა კადრებს ავრცელებს ანა მარგველაშვილი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას და ვიდეოს ავრცელებს. როგორც ანა მარგველაშვილი წერს, კადრებში ჩანს მისი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი, რომელსაც "ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი". კადრებზე ასახული არიან თათარაშვილი და პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომლებიც ერთმანეთს უღებენ ვიდეოს, ჯიბეებს იჩხრეკენ და აჩვენებენ კადრში, რომ არაფერი უდევთ.

"ჩემს მეგობარს მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი სურამის გზატკეცილზე ყველანაირი ახსნის გარეშე!! ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც არის გადაღებული ჩადებამდე 2 დღით ადრე, სადაც ჩანს, რომ ის ფლობდა ინფორმაციას მისთვის სავარაუდო ჩადების შესახებ!!!!! როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან? გთხოვთ გაავრცელოთ!!!!!!" - წერს ანა მარგველაშვილი.

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ მიხეილ თათარიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მარტს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარია. მას 18 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

გოგოჭურის განცხადებით, ის რიკოთის უღელტეხილზე თათარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გოგოჭურის თქმით, ამის შემდეგ თათარიშვილი "პრადოს" მარკის ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ მოიხმარს და მას სუბოტექსი არ ჰქონია.

გია ბარამიძე დაქორწინდა - "მე და ჩემმა ანუტამ ხელი მოვაწერეთ და ქართულ-უკრაინული ოჯახი იურიდიულადაც შედგა"

"ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ბავშვობის გმირი გარდაიცვალა" - შოთა არველაძე მარადონას გარდაცვალებას ეხმიანება და მასთან ერთად გადაღებულ ისტორიულ კადრებს აქვეყნებს

"ადგილი აქვს ხატის არა აღდგენას, არამედ ხელყოფას" - რას წერს "საყდრისის კომიტეტი" სვანურ ტაძარში დაცული ღვთისმშობლის ხატის რესტავრაციაზე