მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო ძაღლების როლი ომებში
სამხედრო ძაღლების როლი ომებში

ძაღ­ლი, რო­გორც ადა­მი­ა­ნის ოთხფე­ხა ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი, ომ­შიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, კა­ცობ­რი­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით ადრე ჩაწ­ვდა ამ ცხო­ვე­ლის უპი­რა­ტეს თვი­სე­ბებს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­ში, რო­გო­რიც ომია... ძაღ­ლებს ომებ­ში იყე­ნებ­დნენ ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი, ბერ­ძნე­ბი, სპარ­სე­ლე­ბი, რო­მა­ე­ლე­ბი... ბერ­ძნებ­სა და რო­მა­ე­ლებს ძაღ­ლე­ბის­თვის ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია ჰქონ­დათ და­კის­რე­ბუ­ლი, მათ გუ­შა­გე­ბად და პატ­რუ­ლი­რე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ...

ომის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ძაღ­ლე­ბის ფუნ­ქცი­აც და და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც გა­ი­ზარ­და. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძაღ­ლის ჯი­შია გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი. ასე­ვე, ბელ­გი­უ­რი მა­ლი­ნო­ი­სი და ჰო­ლან­დი­უ­რი ნა­გა­ზი.

1970 წლის­თვის ამე­რი­კის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს 1600-ზე მეტი ძაღ­ლი ჰყავ­და. ახლა მათი რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 530-მდე შემ­ცირ­და. ძაღ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად, ლექ­ლენ­დის ავი­ა­ბა­ზა­ში გაწ­ვრთნეს. ეს ერ­თა­დერ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რო­მე­ლიც ძაღ­ლებს სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით წვრთნის.

ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო ძაღ­ლე­ბი სახ­ლებ­ში, პატ­რო­ნებ­თან მიჰ­ყავ­დათ, თუ არ ჩავ­თვლით ვი­ეტ­ნა­მის ომს, - იქ მო­ნა­წი­ლე ძაღ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­უ­გე­ბა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ევ­თა­ნა­ზია ჩა­უ­ტარ­დათ... 2000 წელს ბილ კლინ­ტონ­მა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შეც­ვა­ლა და შე­დე­გად, სამ­ხედ­რო ძაღ­ლე­ბის ისევ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის ნე­ბარ­თვა მი­ი­ღეს...

ძაღ­ლე­ბის ფუნ­ქცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ავ­ღა­ნეთ­შიც - კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მიერ მიმ­დი­ნა­რე ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით გაწ­რთვნი­ლი სამ­ხედ­რო ძაღ­ლე­ბიც მსა­ხუ­რო­ბენ. ისი­ნი ეძე­ბენ ნარ­კო­ტი­კებს, ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს, გზებ­ზე და­მა­ლულ ბომ­ბებ­სა და ნაღ­მებს, ეხ­მა­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის პოვ­ნა­ში. ომში ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოთხფე­ხა ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან და ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სად იღე­ბენ ტრავ­მებს, ჭრი­ლო­ბებს, მედ­ლებ­სა და სამ­ხედ­რო ჯილ­დო­ებს. ზოგ­ჯერ იღუ­პე­ბი­ან ბრძო­ლის ველ­ზე.

ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, სამ­ხედ­რო ძაღ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ და ამი­ტომ, ხში­რად მათი სა­მიზ­ნე ოთხფე­ხა ჯა­რის­კა­ცე­ბიც არი­ან.

სამ­ხედ­რო ძაღ­ლებს ამე­რი­კა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით, ძაღლსა­შე­ნებ­ში წვრთნი­ან და ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სი 13 თვეს გრძელ­დე­ბა, სა­დაც მათ ნაღ­მე­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის პოვ­ნას, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ბრძა­ნე­ბებ­ზე და­მორ­ჩი­ლე­ბას ას­წვლი­ან. ამას­თან, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, შვე­ულმფრე­ნე­ბის, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმას აჩ­ვე­ვენ.

ექ­სპერტთა აზ­რით, ავ­ღა­ნუ­რი მიწა და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ონ ნაღმს და კი­დევ 14 მი­ლი­ონ აუ­ფეთ­ქე­ბე­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლას "ინა­ხავს" და მის პოვ­ნა­ში, დე­ტექ­ტორ­ზე ეფექ­ტუ­რია ძაღ­ლი. სამ­ხედ­რო ძაღ­ლის გაწ­ვრთნა საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ზოგ­ჯერ ასე­თი ოთხფე­ხა ჯა­რის­კა­ცის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70,000 დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა... ერთი მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი რამ, არა­ვინ სა­უბ­რობს, რამ­დე­ნია ასე­თი ძაღ­ლე­ბის სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა...

რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ საქ­მე­ში მხო­ლოდ სამ­ხედ­რო ძაღ­ლე­ბი არ არი­ან მო­წი­ნა­ვე, - ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ავ­ღა­ნეთ­ში მომ­ხდარ ამ­ბავს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სამ­მა უპატ­რო­ნო ძაღ­ლმა, რომ­ლე­ბიც ავ­ღა­ნეთ­ში მყოფ ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო­ებს ჰყავ­დათ შეჩ­ვე­უ­ლი, 50 ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლე იხ­სნა...

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჯა­რის­კა­ცებ­მა სამი უპატ­რო­ნო ძაღ­ლი შე­ი­ფა­რეს, რომ­ლებ­საც რუ­ფუ­სი, საშა და ტარ­გე­ტი და­არ­ქვეს. ერთ ღა­მეს ბა­ზა­ზე შეჭ­რა ყუმ­ბა­რე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა გა­და­წყვი­ტა. ძაღ­ლებ­მა უცხო ადა­მი­ა­ნი ყნოს­ვით "ამო­იც­ნეს" და ყეფა ატე­ხეს.

ორ­მხრი­ვი სრო­ლი­სას 5 ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­იჭ­რა. დაჭ­რი­ლი იყო ერთ-ერთი ძაღ­ლი სა­შაც, რო­მე­ლიც ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა... და­ნარ­ჩე­ნი ორი გა­დარ­ჩნენ.

მი­სი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჯა­რის­კა­ცებ­მა ორი­ვე ძაღ­ლი ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნეს და ძაღ­ლის ყო­ლის მსურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უპო­ვეს. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ტერ­გე­ტი პატ­რონს გა­ე­პა­რა. შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა ის ქუ­ჩა­ში იპო­ვეს და ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარს ჩა­ა­ბა­რეს, სა­დაც მას შემ­თხვე­ვით ევ­თა­ნა­ზია გა­უ­კე­თეს... "ეს იყო ჩემი შეც­დო­მა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ვნა­ნობ და ჩემს თავს ვე­რას­დროს ვა­პა­ტი­ებ... მე მას ჯე­რო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბა ვერ მი­ვაქ­ციე", - წერ­და ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო თა­ვის სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე. 

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

სამხედრო ძაღლების როლი ომებში

სამხედრო ძაღლების როლი ომებში

ძაღლი, როგორც ადამიანის ოთხფეხა ერთგული მეგობარი, ომშიც აქტიურად გამოიყენება. როგორც ჩანს, კაცობრიობა გაცილებით ადრე ჩაწვდა ამ ცხოველის უპირატეს თვისებებს ისეთ მნიშვნელოვან პროცეში, როგორიც ომია... ძაღლებს ომებში იყენებდნენ ეგვიპტელები, ბერძნები, სპარსელები, რომაელები... ბერძნებსა და რომაელებს ძაღლებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული, მათ გუშაგებად და პატრულირებისთვის იყენებდნენ...

ომის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ძაღლების ფუნქციაც და დანიშნულებაც გაიზარდა. ამ მხრივ განსაკუთრებული ძაღლის ჯიშია გერმანული ნაგაზი. ასევე, ბელგიური მალინოისი და ჰოლანდიური ნაგაზი.

1970 წლისთვის ამერიკის საჰაერო ძალებს 1600-ზე მეტი ძაღლი ჰყავდა. ახლა მათი რაოდენობა დაახლოებით 530-მდე შემცირდა. ძაღლების უმეტესობა სამხედროებთან ერთად, ლექლენდის ავიაბაზაში გაწვრთნეს. ეს ერთადერთი დაწესებულებაა შეერთებულ შტატებში, რომელიც ძაღლებს სამხედრო დანიშნულებით წვრთნის.

ომიდან დაბრუნების შემდეგ, სამხედრო ძაღლები სახლებში, პატრონებთან მიჰყავდათ, თუ არ ჩავთვლით ვიეტნამის ომს,  - იქ მონაწილე ძაღლებს ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილებით ევთანაზია ჩაუტარდათ... 2000 წელს ბილ კლინტონმა კანონმდებლობა შეცვალა და შედეგად, სამხედრო ძაღლების ისევ სახლში დაბრუნების ნებართვა მიიღეს...

ძაღლების ფუნქცია მნიშვნელოვანია ავღანეთშიც - კოალიციური ძალების მიერ მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ჯარისკაცებთან ერთად სპეციალური პროგრამით გაწრთვნილი სამხედრო ძაღლებიც მსახურობენ. ისინი ეძებენ ნარკოტიკებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გზებზე დამალულ ბომბებსა და ნაღმებს, ეხმარებიან ადამიანებს უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების პოვნაში. ომში ისინი ჩვეულებრივი ოთხფეხა ჯარისკაცები არიან და ადამიანების მსგავსად იღებენ ტრავმებს, ჭრილობებს, მედლებსა და სამხედრო ჯილდოებს. ზოგჯერ იღუპებიან ბრძოლის ველზე.

ტერორისტებისთვის კარგად არის ცნობილი, სამხედრო ძაღლების შესაძლებლობების შესახებ და ამიტომ, ხშირად მათი სამიზნე ოთხფეხა ჯარისკაცებიც არიან.

სამხედრო ძაღლებს ამერიკაში სპეციალური პროგრამით, ძაღლსაშენებში წვრთნიან და ინტენსიური კურსი 13 თვეს გრძელდება, სადაც მათ ნაღმებისა და ნარკოტიკების პოვნას, ასევე, სხვადასხვა ბრძანებებზე დამორჩილებას ასწვლიან. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღის, შვეულმფრენების, სამხედრო ტექნიკის და აფეთქებების ხმას აჩვევენ.

ექსპერტთა აზრით, ავღანური მიწა დაახლოებით 1 მილიონ ნაღმს და კიდევ 14 მილიონ აუფეთქებელი საბრძოლო მასალას "ინახავს" და მის პოვნაში, დეტექტორზე ეფექტურია ძაღლი. სამხედრო ძაღლის გაწვრთნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზოგჯერ ასეთი ოთხფეხა ჯარისკაცის ღირებულება 70,000 დოლარს აღემატება... ერთი მნიშნველოვანი  რამ, არავინ საუბრობს, რამდენია ასეთი ძაღლების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა... 

როგორც ირკვევა, ამ საქმეში მხოლოდ სამხედრო ძაღლები არ არიან მოწინავე, - ინტერნეტში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ავღანეთში მომხდარ ამბავს, რომლის მიხედვითაც, სამმა უპატრონო ძაღლმა, რომლებიც ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ჰყავდათ შეჩვეული, 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა...

რამდენიმე წლის წინ, ჯარისკაცებმა სამი უპატრონო ძაღლი შეიფარეს, რომლებსაც რუფუსი, საშა და ტარგეტი დაარქვეს. ერთ ღამეს ბაზაზე შეჭრა ყუმბარებით შეიარაღებულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა გადაწყვიტა. ძაღლებმა უცხო ადამიანი ყნოსვით "ამოიცნეს" და ყეფა ატეხეს.

ორმხრივი სროლისას 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა. დაჭრილი იყო ერთ-ერთი ძაღლი საშაც, რომელიც ჭრილობებისგან გარდაიცვალა... დანარჩენი ორი გადარჩნენ.

მისიის დასრულების შემდეგ, ჯარისკაცებმა ორივე ძაღლი ამერიკაში წაიყვანეს და ძაღლის ყოლის მსურველი ადამიანები უპოვეს. გარკვეული დროის შემდეგ, ტერგეტი პატრონს გაეპარა. შესაბამისმა სამსახურებმა ის ქუჩაში იპოვეს და ცხოველთა თავშესაფარს ჩააბარეს, სადაც მას შემთხვევით ევთანაზია გაუკეთეს... "ეს იყო ჩემი შეცდომა, რომელსაც ძალიან ვნანობ და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ... მე მას ჯეროვანი ყურადღება ვერ მივაქციე", - წერდა ამერიკელი სამხედრო თავის სოციალურ გვერდზე. 

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე