კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნუცა მახვილაძის უეცარ სიკვდილზე: "ეს არის ელვისებური ფორმა, ორგანოებს თიშავს საათებში..."
რას ყვება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნუცა მახვილაძის უეცარ სიკვდილზე: "ეს არის ელვისებური ფორმა, ორგანოებს თიშავს საათებში..."

ქარ­თვე­ლი ექი­მი, ქეთი ლობ­ჟა­ნი­ძე, საფ­რან­გეთ­ში მუ­შა­ობს და პა­რიზ­ში, "ბი­შას" კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ტე­ლე­წამ­ყვან მაია ასა­თი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, 18 წლის ნუცა მახ­ვი­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­გო­ბა­რი კო­ლე­გე­ბი ჰყავს. ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი ამ­ბობს, რომ ნუ­ცას მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ის ელ­ვი­სე­ბუ­რი ფორ­მა ჰქონ­და, რის დრო­საც გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ძა­ლი­ან მცი­რეა.

გო­გო­ნა 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავად­მყო­ფობ­და. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რივ ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას ჰგავ­და, მაგ­რამ უცებ შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წო. "ეს იყო ელ­ვი­სე­ბუ­რი მე­ნინ­გო­კო­კცე­მია. სა­ა­თებ­ში ხდე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი, მერე კი უკვე მი­ზე­რუ­ლია შან­სე­ბი. 3 დღე გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტის კლი­ნი­კა ჰქონ­და, მე-4 დღეს - ართრალ­გია (სას­ხრე­ბის ტკი­ვი­ლი) და მე-5 დღეს გო­ნე­ბა და­კარ­გა. მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ის ნიშ­ნე­ბი მა­ნამ­დე არ ჩან­და, სა­ა­თებ­ში დამ­ძიმ­და" - ამ­ბობს "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ქეთი ლობ­ჟა­ნი­ძე. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ ფრან­გმა ექი­მებ­მა ქარ­თველ გო­გო­ნას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს.

- საფ­რან­გეთ­ში უყუ­რა­დღე­ბოდ ვინ და­ტო­ვებ­და ამ ნიშ­ნებს?! ასეთ დროს უნდა ატე­ხო გან­გა­ში, წი­თე­ლი ხაზი შე­მო­ავ­ლო შე­ნო­ბას და რო­მე­ლი ექი­მი გა­ბე­დავ­და რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე გაბ­რუ­ნე­ბას მე­ნინ­გიტ­ზე ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში?! პრო­ფი­ლაქ­ტი­კა უტარ­დე­ბა კონ­ტაქ­ტში მყო­ფებს და ფეხ­ზე დგას ყვე­ლა. აქ ვი­ღაც "ექ­სპერ­ტი" ამ­ტკი­ცებს, შე­ე­შინ­და ექიმს და გა­იქ­ცაო?! ეს გახ­ლავთ ელ­ვი­სე­ბუ­რი ფორ­მა და ორ­გა­ნო­ებს თი­შავს სა­ა­თებ­ში. სას­წრა­ფომ პირ­და­პირ გა­და­იყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში მა­შინ, როცა გა­მო­ი­ძა­ხეს და მკურ­ნა­ლო­ბაც სა­უ­კე­თე­სო ჰქონ­და, და­ნარ­ჩე­ნი ტყუ­ი­ლია. ნუ­ცას შემ­თხვე­ვა­ში ენ­ტე­რო­ვირუ­სის კლა­სი­კუ­რი სიმპტო­მი იყო და ასეთ დროს მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ის ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრან­გუ­ლი კლი­ნი­კა "ბი­შას" რე­ა­ნი­მა­ცი­ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

- ასეთ დროს გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ არის?

- მე­ნინ­გი­ტის კერა რომ ყო­ფი­ლი­ყო სად­მე, გაძ­ლი­ე­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბა­ზე აიყ­ვან­დნენ, სას­წრა­ფოდ და­აწ­ვენ­დნენ, გა­მო­იკ­ვლევ­დნენ, პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ან­ტი­ბი­ო­ტიკს და­უ­წყებ­დნენ და ცხა­დია, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი გა­იზ­რდე­ბო­და... ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ენ­ტე­რო­ვირუ­სის სიმპტო­მით ყვე­ლას ვერ და­აწ­ვე­ნენ, ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ას­თან ერ­თად თუ იმუ­ნი­ტე­ტის დე­ფი­ცი­ტიც იყო, ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლი­და...

ახლა გა­ვარ­კვიე, რომ აქ, თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში, პა­ნა­ცე­ად ქცე­უ­ლა დი­ე­ტო­მა­ნია, წყა­როს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. პა­რი­ზულ სტრეს­ში, ოჯა­ხე­ბი­დან შორს მყო­ფი ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც ისე­დაც ურ­თუ­ლე­სი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა აქვთ, ნა­ხევ­რად შიმ­ში­ლო­ბენ. სტრე­სი, გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შაო და დი­ე­ტა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სარ­ყე­ვად - იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბამ­დე. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, მი­ხე­დონ და და­ი­თან­ხმონ შვი­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნის კურ­სი მა­ინც ჩა­ი­ტა­რონ დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რას ყვება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნუცა მახვილაძის უეცარ სიკვდილზე: "ეს არის ელვისებური ფორმა, ორგანოებს თიშავს საათებში..."

რას ყვება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნუცა მახვილაძის უეცარ სიკვდილზე: "ეს არის ელვისებური ფორმა, ორგანოებს თიშავს საათებში..."

ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე, საფრანგეთში მუშაობს და პარიზში, "ბიშას" კლინიკაში, სადაც ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი, 18 წლის ნუცა მახვილაძე გარდაიცვალა, მეგობარი კოლეგები ჰყავს. ქალბატონი ქეთი ამბობს, რომ ნუცას მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმა ჰქონდა, რის დროსაც გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა.

გოგონა 5 დღის განმავლობაში ავადმყოფობდა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას ჰგავდა, მაგრამ უცებ შეუქცევადი პროცესები დაიწო. "ეს იყო ელვისებური მენინგოკოკცემია. საათებში ხდება შეუქცევადი ცვლილებები, მერე კი უკვე მიზერულია შანსები. 3 დღე გასტროენტერიტის კლინიკა ჰქონდა, მე-4 დღეს - ართრალგია (სასხრების ტკივილი) და მე-5 დღეს გონება დაკარგა. მენინგოკოკცემიის ნიშნები მანამდე არ ჩანდა, საათებში დამძიმდა" - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში ქეთი ლობჟანიძე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- გავრცელებული ინფორმაციით სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ ფრანგმა ექიმებმა ქართველ გოგონას ყურადღება არ მიაქციეს.

- საფრანგეთში უყურადღებოდ ვინ დატოვებდა ამ ნიშნებს?! ასეთ დროს უნდა ატეხო განგაში, წითელი ხაზი შემოავლო შენობას და რომელი ექიმი გაბედავდა რეაგირების გარეშე გაბრუნებას მენინგიტზე ეჭვის შემთხვევაში?! პროფილაქტიკა უტარდება კონტაქტში მყოფებს და ფეხზე დგას ყველა. აქ ვიღაც "ექსპერტი" ამტკიცებს, შეეშინდა ექიმს და გაიქცაო?! ეს გახლავთ ელვისებური ფორმა და ორგანოებს თიშავს საათებში. სასწრაფომ პირდაპირ გადაიყვანა კლინიკაში მაშინ, როცა გამოიძახეს და მკურნალობაც საუკეთესო ჰქონდა, დანარჩენი ტყუილია. ნუცას შემთხვევაში ენტეროვირუსის კლასიკური სიმპტომი იყო და ასეთ დროს მენინგოკოკცემიის ამოცნობა შეუძლებელია. ჩემი ინფორმაციით, ფრანგული კლინიკა "ბიშას" რეანიმაციამ ყველაფერი გააკეთა.

- ასეთ დროს გადარჩენის შანსი არ არის?

- მენინგიტის კერა რომ ყოფილიყო სადმე, გაძლიერებულ ყურადღებაზე აიყვანდნენ, სასწრაფოდ დააწვენდნენ, გამოიკვლევდნენ, პირველივე წუთებიდან ანტიბიოტიკს დაუწყებდნენ და ცხადია, გადარჩენის შანსი გაიზრდებოდა... ქვეყნის მასშტაბით ენტეროვირუსის სიმპტომით ყველას ვერ დააწვენენ, ფიზიკურად შეუძლებელია. მენინგოკოკცემიასთან ერთად თუ იმუნიტეტის დეფიციტიც იყო, ვერაფერი უშველიდა...

ახლა გავარკვიე, რომ აქ, თინეიჯერებში, პანაცეად ქცეულა დიეტომანია, წყაროს ვერ დავასახელებ. პარიზულ სტრესში, ოჯახებიდან შორს მყოფი ბავშვები, რომლებსაც ისედაც ურთულესი სასწავლო პროგრამა აქვთ, ნახევრად შიმშილობენ. სტრესი, გონებრივი სამუშაო და დიეტა სრულიად საკმარისია ჯანმრთელობის შესარყევად - იმუნოდეფიციტიდან დაწყებული ფსიქიკურ აშლილობამდე. ყველას მოვუწოდებ, მიხედონ და დაითანხმონ შვილები, ვიტამინის კურსი მაინც ჩაიტარონ დეფიციტის შესავსებად.

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია კახა კალაძის მდგომარეობა - ექიმი კომენტარს აკეთებს