სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური მერიაში - მთავრობის სხდომაზე ოპოზიციონერები არ შეუშვეს: "კანონზე მაღლა დგას ნარმანია?"
ხმაური მერიაში - მთავრობის სხდომაზე ოპოზიციონერები არ შეუშვეს: "კანონზე მაღლა დგას ნარმანია?"

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში მთავ­რო­ბის და­ხუ­რუ­ლი სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უწყე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10:00 სა­ა­თის­თვის მი­ვიდ­ნენ, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე არ შე­უშ­ვეს. მე­რი­ის შე­სას­ვლელ­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ექ­ვსი დე­პუ­ტა­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა მათ სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

მე­რი­ა­ში იყ­ვნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი: ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი, სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე, მა­რი­კა და­თუ­კიშ­ვი­ლი, შო­რე­ნა ბუხ­რაშ­ვი­ლი.

"სულ რომ სა­სე­ირ­ნოდ და ყა­ვის და­სა­ლე­ვად ვი­ყოთ მო­სუ­ლი, მა­ინც არ აქვთ უფ­ლე­ბა, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბი არ შე­უშ­ვან" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს.

"საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბი ვართ და უფ­ლე­ბა არ აქვთ დაგ­ვაბ­რკო­ლონ მე­რი­ა­ში შეს­ვლა­ზე, მით უმე­ტეს, რომ გა­სარ­თო­ბად არ ვართ მო­სუ­ლი აქ ამ დი­ლა­ად­რი­ან. თბი­ლი­სის მე­რია არის მი­ლი­ო­ნი­ან კო­რუფ­ცი­ულ სკან­დალ­ში ჩაფ­ლუ­ლი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რი გვინ­და", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ დე­პუ­ტა­ტებს სხდო­მა­ზე შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, თუმ­ცა მათ უარი თქვეს. ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს მე­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ მე­რი­ა­ში შე­უშ­ვებ­დნენ, თუმ­ცა საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და მე­რი­ა­ში აღარ შევ­ლენ და მე­რია და­ტო­ვეს. საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­რი­ამ და­არ­ღვია კა­ნო­ნი, როცა დე­პუ­ტა­ტე­ბი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე არ შე­უშ­ვა მა­შინ, როცა ისი­ნი შეს­ვლას ცდი­ლობ­დნენ.

დე­პუ­ტა­ტე­ბი თბი­ლი­სის მერ და­ვით ნარ­მა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას გეგ­მა­ვენ. რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბის თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე არ­შეშ­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბაა.

"ჩვენ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვი­თხოვ­დით, რომ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო კა­ნო­ნი. არ­სად წე­რია, შე­მო­გიშ­ვებთ, არ შე­მო­გიშ­ვებთ. აქ მო­ვე­დით და უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით და­უბ­რკო­ლებ­ლად. კა­ნონ­ზე მაღ­ლა დგას ნარ­მა­ნია? არა­ვის სახ­ვე­წა­რი არ არის, შეგ­ვიშ­ვან თუ არა. არის კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბი, რა­ტომ მო­პა­რეს თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ლი­ო­ნი და რა­ტომ ჩა­უ­დეს ვი­ღაც ტიპს ჯი­ბე­ში. ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­ვე­ტა­რე­ბი­ნეთ. ასე ელა­პა­რა­კოს თა­ვის ოჯა­ხის წევ­რებს ნარ­მა­ნია. თა­ვის ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლებს აუკ­რძა­ლოს და მერე მის­ცეს ნება მე­რი­ა­ში შეს­ვლის", - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის მე­რია გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებს, რომ­ლე­ბიც დღეს მე­რი­ა­ში მი­ვიდ­ნენ და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბა სცა­დეს. რო­გორც მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად ცდი­ლო­ბენ აჟი­ო­ტა­ჟის შექ­მნას.

"გვინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად ცდი­ლო­ბენ აჟი­ო­ტა­ჟის შექ­მნას. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს აქვს უფ­ლე­ბა და­ეს­წროს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მას, თუ სხდო­მა წი­ნას­წარ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და­ხუ­რუ­ლად და შე­სა­ბა­მი­სად, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­საც მი­ე­ცათ სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­პუ­ტა­ტებს თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის მო­თხოვ­ნით წი­ნას­წარ არ მო­უ­მარ­თავთ, შე­სა­ბა­მი­სად, მას შემ­დეგ რაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ დას­წრე­ბოდ­ნენ სხდო­მას, სა­კი­თხი შე­თან­ხმდა მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან და მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დე­პუ­ტა­ტე­ბი სხდო­მას არ და­ეს­წრნენ, რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ მათი ქმე­დე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე შოუს მო­წყო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ხმაური მერიაში - მთავრობის სხდომაზე ოპოზიციონერები არ შეუშვეს: "კანონზე მაღლა დგას ნარმანია?"

ხმაური მერიაში - მთავრობის სხდომაზე ოპოზიციონერები არ შეუშვეს: "კანონზე მაღლა დგას ნარმანია?"

დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც უწყებაში დაახლოებით 10:00 საათისთვის მივიდნენ, მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს. მერიის შესასვლელში თბილისის საკრებულოს ექვსი დეპუტატი იმყოფებოდა, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა.

მერიაში იყვნენ დეპუტატები: ალეკო ელისაშვილი, ხათუნა სამნიძე, მამუკა ახვლედიანი, სევდია უგრეხელიძე, მარიკა დათუკიშვილი, შორენა ბუხრაშვილი.

"სულ რომ სასეირნოდ და ყავის დასალევად ვიყოთ მოსული, მაინც არ აქვთ უფლება,  საკრებულოს დეპუტატები არ შეუშვან" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს.

"საკრებულოს დეპუტატები ვართ და უფლება არ აქვთ დაგვაბრკოლონ მერიაში შესვლაზე, მით უმეტეს, რომ გასართობად არ ვართ მოსული აქ ამ დილაადრიან. თბილისის მერია არის მილიონიან კორუფციულ სკანდალში ჩაფლული და ამასთან დაკავშირებით საუბარი გვინდა", - განაცხადა ელისაშვილმა.

რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ დეპუტატებს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მათ უარი თქვეს. ოპოზიციონერ დეპუტატებს მერიის უსაფრთხოების სამსახურმა განუცხადა, რომ მერიაში შეუშვებდნენ, თუმცა საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ უკვე დაგვიანებულია და მერიაში აღარ შევლენ და მერია დატოვეს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მერიამ დაარღვია კანონი, როცა დეპუტატები მთავრობის სხდომაზე არ შეუშვა მაშინ, როცა ისინი შესვლას ცდილობდნენ.

დეპუტატები თბილისის მერ დავით ნარმანიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ. როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საკრებულოს დეპუტატების თბილისის მთავრობის სხდომაზე არშეშვება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა.

"ჩვენ ნახევარი საათის განმავლობაში მოვითხოვდით, რომ შესრულებულიყო კანონი. არსად წერია, შემოგიშვებთ, არ შემოგიშვებთ. აქ მოვედით და უნდა შევსულიყავით დაუბრკოლებლად. კანონზე მაღლა დგას ნარმანია? არავის სახვეწარი არ არის, შეგვიშვან თუ არა. არის კონკრეტული კითხვები, რატომ მოპარეს თბილისის მოსახლეობას მილიონი და რატომ ჩაუდეს ვიღაც ტიპს ჯიბეში. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ დაუბრკოლებლად გავეტარებინეთ. ასე ელაპარაკოს თავის ოჯახის წევრებს ნარმანია. თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებს აუკრძალოს და მერე მისცეს ნება მერიაში შესვლის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერია განცხადებით გამოეხმაურა საკრებულოს დეპუტატებს, რომლებიც დღეს მერიაში მივიდნენ და მთავრობის სხდომაზე დასწრება სცადეს. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას.

"გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება დაესწროს დედაქალაქის მთავრობის სხდომას, თუ სხდომა წინასწარ არ არის გამოცხადებული დახურულად და შესაბამისად, საკრებულოს წევრებსაც მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს თბილისის მერიისთვის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით წინასწარ არ მოუმართავთ, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრებს სურვილი ჰქონდათ დასწრებოდნენ სხდომას, საკითხი შეთანხმდა მთავრობის წევრებთან და მათ ამის საშუალება მიეცათ.

მიუხედავად ამისა, დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მედიისა და საზოგადოების წინაშე შოუს მოწყობას ემსახურებოდა", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."