მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე დიმიტრი ეკლესიაში დაპირისპირების შესახებ...
მეუფე დიმიტრი ეკლესიაში დაპირისპირების შესახებ...

თუ ამ პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ჩემს სი­ტყვებს კი­თხუ­ლობს, პი­რა­დად მას მივ­მარ­თავ - სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ზანს ვერ მი­აღ­წევს, რად­გან შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­ში არ მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე დი­მიტ­რის თქმით, ის ვერ იტყვის, რას გუ­ლის­ხმობ­და მე­უ­ფე პეტ­რე, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და­კა­ვე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­ში მე­უ­ფე დი­მიტ­რის პო­ზი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ცე­სი მთლი­ა­ნად ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

"ფაქ­ტია, ეს მხო­ლოდ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ კი არა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია - ვინც ეს და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ფიქ­რობ­და, რომ სა­პატ­რი­არ­ქო­ში მძაფრ შიდა და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. თუ ამ პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ჩემს სი­ტყვებს კი­თხუ­ლობს, პი­რა­დად მას მივ­მარ­თავ - სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ზანს ვერ მი­აღ­წევს, რად­გან შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­ში არ მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ.

მიტ­რო­პო­ლი­ტი აცხა­დებს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას ვერ და­არ­ღვევს და ვიდ­რე ბრა­ლი არ და­უმ­ტკიც­დე­ბა, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა თუ ეს დამ­ტკიც­და, მე­უ­ფის თქმით, მა­მა­ლა­ძე მთელ ამ პრო­ცესს მარ­ტო ვერ და­გეგ­მავ­და.

"კი­დევ ვინ არის მთელ ამ არა­ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში გა­რე­უ­ლი, სა­სუ­ლი­ე­რო თუ სა­ე­რო პირი, ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვარ - გა­მო­ძი­ე­ბის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი", - დას­ძი­ნა მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია, მიტ­რო­პო­ლი­ტი აცხა­დებს, რომ მა­მა­ლა­ძე ბა­თუმ­ში მო­ძღვრად მარ­თა­ლია მან აკურ­თხა, თუმ­ცა თბი­ლის­ში დე­კა­ნო­ზი მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და.

"არა­ვინ მკი­თხა აზრი, არც საქ­მის კურ­სში ჩა­მა­ყე­ნეს ერთი წლის წინ, რომ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და­ნიშ­ვნას ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელ პო­ზი­ცი­ა­ზე აპი­რებ­დნენ. ეს მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­ვი­ტყვე, რაც ყვე­ლა­ფე­რი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 27 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში, ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მეუფე დიმიტრი ეკლესიაში დაპირისპირების შესახებ...

მეუფე დიმიტრი ეკლესიაში დაპირისპირების შესახებ...

თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მეუფე დიმიტრის თქმით, ის ვერ იტყვის, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, როდესაც განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება საპატრიარქოში მეუფე დიმიტრის პოზიციის დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული, თუმცა მიიჩნევს, რომ პროცესი მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ფაქტია, ეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ კი არა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესია - ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში მძაფრ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დაარღვევს და ვიდრე ბრალი არ დაუმტკიცდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა თუ ეს დამტკიცდა, მეუფის თქმით, მამალაძე მთელ ამ პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა.

"კიდევ ვინ არის მთელ ამ არანორმალურ ვითარებაში გარეული, სასულიერო თუ საერო პირი, ლოდინის რეჟიმში ვარ - გამოძიების პასუხს ველოდები", - დასძინა მეუფე დიმიტრიმ.

რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მასთან დაახლოებული პირია, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მამალაძე ბათუმში მოძღვრად მართალია მან აკურთხა, თუმცა თბილისში დეკანოზი მისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

"არავინ მკითხა აზრი, არც საქმის კურსში ჩამაყენეს ერთი წლის წინ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დანიშვნას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე აპირებდნენ. ეს მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 27 თებერვლის ნომერში, ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი