მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან დიდ შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად" - მეუფე პეტრეს ეჭვით, "ეს ყველაფერი" პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრისადმი იყო მიმართული
"ძალიან დიდ შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად" - მეუფე პეტრეს ეჭვით, "ეს ყველაფერი" პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრისადმი იყო მიმართული

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე პეტ­რემ დღეს ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"მე ვამ­ბობ, რომ მამა გი­ორ­გი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო", - ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე პეტ­რემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

"მო­ვი­ნა­ხუ­ლე მამა გი­ორ­გი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩემი პროგ­ნო­ზი და ეჭ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თით­ქმის 100%-ით გა­მარ­თლდა. ძა­ლი­ან დიდ სკან­დალ­ში და შარ­ში გა­ეხ­ვია ეკ­ლე­სია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერ­თად. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ბრძე­ნი ადა­მი­ა­ნი არას­დროს ჩა­იგ­დებს თავს გან­საც­დელ­ში, წი­ნას­წარ განსჭვრეტს, რომ აი­რი­დოს თა­ვი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი გან­საც­დე­ლი, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი კი ცდი­ლობს, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მი­დან, მისი შეც­დო­მი­დან იპო­ვოს კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი.

ახლა მთა­ვა­რია, ჭკუა მა­ინც აღ­მო­აჩ­ნდეთ, სიბ­რძნეს რაც შე­ე­ხე­ბა, ვხე­დავთ, რომ სიბ­რძნე არც ეკ­ლე­სი­ა­ში და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არ აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. მე ვამ­ბობ, რომ მამა გი­ორ­გი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ და აღ­ნიშ­ნა, რომ რაც მოხ­და, არის "კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი", მზაკ­ვრუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი ინ­ტრი­გა, რო­მელ­შიც ყვე­ლა გა­ეხ­ვა".

"თუ მამა გი­ორ­გის ამ­ბა­ვი გო­ნივ­რუ­ლად, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად არ გა­და­წყდე­ბა, და­მერ­წმუ­ნეთ, გირ­გვლი­ა­ნის და ყვე­ლა სხვა 9-წლი­ა­ნი უსინ­დი­სო მმარ­თვე­ლო­ბის დროს დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს შე­იძ­ლე­ბა აღე­მა­ტე­ბო­დეს, თუ ბო­ლომ­დე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სა­მარ­თლი­ა­ნად და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რად არ იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეჭ­ვობს, რომ "ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე მი­მარ­თუ­ლი იყო ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ დი­მიტ­რის წი­ნა­აღ­მდეგ". მე­უ­ფე პეტ­რეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ვინ ებ­რძვის მე­უ­ფე დი­მიტ­რის.

"გარ­და პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა, ჩემი ეჭ­ვია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე იყო მი­მარ­თუ­ლი ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ, მე­უ­ფე დი­მიტ­რის წი­ნა­აღ­მდეგ... დღემ­დე იბ­რძვი­ან ის ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მსგავ­სი მმარ­თვე­ლო­ბა და­ამ­კვიდ­რა ქვე­ყა­ნა­ში და ეკ­ლე­სი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ქა­ლის ( შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი) მმარ­თვე­ლო­ბა ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე არის ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია და ნამ­დვი­ლად ამ სა­უ­კუ­ნო პრობ­ლე­მას ჩვენ ქარ­თვე­ლი ერი ერ­თად და ქრის­ტეს მო­სიყ­ვა­რუ­ლე, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე და ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თად მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე. შო­რე­ნა წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მტრე­ბის პო­ზი­ცი­ას, ამას მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ძალიან დიდ შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად" - მეუფე პეტრეს ეჭვით, "ეს ყველაფერი" პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრისადმი იყო მიმართული

"ძალიან დიდ შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად" - მეუფე პეტრეს ეჭვით, "ეს ყველაფერი" პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრისადმი იყო მიმართული

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.

"მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო", - ამის შესახებ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა.

"მოვინახულე მამა გიორგი. მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს კარგი გამოსავალი.

ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ, სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო", - განაცხადა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ რაც მოხდა, არის "კაგებეშნიკური", მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა".

"თუ მამა გიორგის ამბავი გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, დამერწმუნეთ, გირგვლიანის და ყველა სხვა 9-წლიანი უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს, თუ ბოლომდე სახელმწიფოებრივად სამართლიანად და მართლმადიდებლურად არ იქნება გადაწყვეტილი", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეჭვობს, რომ "ეს ყველაფერი ასევე მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ". მეუფე პეტრეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ებრძვის მეუფე დიმიტრის.

"გარდა პირადი ინტერესებისა, ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ... დღემდე იბრძვიან ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში და ეკლესიაში. სამწუხაროდ, ამ ქალის ( შორენა თეთრუაშვილი) მმართველობა ათწლეულების მანძილზე არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ნამდვილად ამ საუკუნო პრობლემას ჩვენ ქართველი ერი ერთად და ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად ერთად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი