პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა ვაკეში - ექიმის კომენტარი დაჭრილის მდომარეობაზე და ვითარება შემთხვევის ადგილზე
სროლა ვაკეში - ექიმის კომენტარი დაჭრილის მდომარეობაზე და ვითარება შემთხვევის ადგილზე

ვა­კე­ში, შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ნა­წი­ლი, სა­დაც წუ­ხელ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და, კვლავ გა­და­კე­ტი­ლია. პე­რი­მეტ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი ლენ­ტი­თაა შე­მო­სა­ზღვრუ­ლი. ად­გილ­ზე კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი ისევ მუ­შა­ო­ბენ, რის გა­მოც კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა პო­ლი­ცი­ას შე­ზღუ­დუ­ლი აქვს.

შემ­თხვე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით სრო­ლის ხმა იყო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, ავ­ტო­მო­ბილს კი ტყვი­ის კვა­ლი აქვს.

დაჭ­რილს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უტარ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია.

პა­ცი­ენტს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ორი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ქი­რურ­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი გვა­ხა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 22 წლის პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში ღა­მით, 01:30 სა­ათ­ზე, ფილ­ტვი­სა და თე­ძოს მი­და­მო­ებ­ში ჭრი­ლო­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს.

"პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით. იყო მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა. ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა. ასე­ვე იყო მე­ო­რე ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა თე­ძოს მი­და­მო­ებ­ში, რო­მე­ლიც მი­ე­მარ­თე­ბო­და ხერ­ხემ­ლის­კენ და გა­ჩე­რე­ბუ­ლია ხერ­ხემ­ლის სვეტ­თან. პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა რჩე­ბა მძი­მე", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გვა­ხა­რი­ამ.

ვა­კე­ში, შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა გვი­ან ღა­მით მოხ­და. და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი BMW-ს მარ­კის ჯიპს გა­უხ­სნეს, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, მათ შო­რის იყო ინ­ტერ­პო­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც და­იჭ­რა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სროლა ვაკეში - ექიმის კომენტარი დაჭრილის მდომარეობაზე და ვითარება შემთხვევის ადგილზე

სროლა ვაკეში - ექიმის კომენტარი დაჭრილის მდომარეობაზე და ვითარება შემთხვევის ადგილზე

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩის ნაწილი, სადაც წუხელ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, კვლავ გადაკეტილია. პერიმეტრი სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე კრიმინალისტები ისევ მუშაობენ, რის გამოც კონკრეტულ მონაკვეთზე მოქალაქეებისთვის გადაადგილება პოლიციას შეზღუდული აქვს.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით სროლის ხმა იყო. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, ავტომობილს კი ტყვიის კვალი აქვს.

დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია.

პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გვახარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე, ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.

"პაციენტი შემოვიდა კომბინირებული დაზიანებებით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით. იყო მარჯვენა ფილტვის მრავლობითი დაზიანება. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ასევე იყო მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თეძოს მიდამოებში, რომელიც მიემართებოდა ხერხემლისკენ და გაჩერებულია ხერხემლის სვეტთან. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება მძიმე", - აღნიშნა გიორგი გვახარიამ.

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. არაოფიციალური ცნობით, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"