პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილზე - ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონის ბინძურ საქმეებს შეექმნა, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ჩართულობის შემდეგ
მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილზე - ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონის ბინძურ საქმეებს შეექმნა, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ჩართულობის შემდეგ

ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის პეტ­რე ცა­ა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ზე დიდი დის­კომ­ფორ­ტი პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენტს შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს და მის საქ­მე­ებს შე­ექ­მნა, რაც მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სამ­სა­ხურ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის შემ­დეგ წარ­მოჩ­ნდა.

მე­უ­ფე პეტ­რემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დღეს გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს სთხო­ვა გა­აძ­ლი­ე­რონ და პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნონ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის მდგო­მა­რე­ო­ბა და მისი უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი.

"ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია რა ფაქ­ტიც გაჟ­ღერ­და. მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა და თხოვ­ნა, რომ ძა­ლი­ან გუ­ლის­ყუ­რით მო­ე­კი­დოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი ამ ფაქტს. მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, რად­გან გაჟ­ღე­რე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია მთელს მო­სახ­ლო­ე­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქტს, რომ დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე უკვე ორი წე­ლია ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურს და კლი­ნი­კას, რო­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბევ­რი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი იყო კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბი­სა, თუ სხვა­დას­ხვა ფაქ­ტე­ბი­სა. ასე­ვე, ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში, სწო­რედ მამა გი­ორ­გის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი უამ­რა­ვი მამ­ხი­ლე­ბე­ლი სა­კი­თხე­ბი, არ­სე­ბუ­ლი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო კო­რუფ­ცი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ჩემს მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ და­ხა­რის­ხე­ბულ პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა და პი­როვ­ნე­ბას, ე.წ. რუხი კარ­დი­ნა­ლის და ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის სა­ხით. არ არ­სე­ბობს ორი აზრი, რომ ეს არის გაგ­რძე­ლე­ბა და ეს არის ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ქა­ო­სუ­რი და ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის სა­ხით არ­სე­ბობს სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში და ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის წა­მო­წე­ვა ხდე­ბა პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი პრობ­ლე­მის გა­და­ფარ­ვი­სათ­ვის", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტი, შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი მარ­თავ­და ეკო­ნო­მი­კურ სამ­სა­ხურს და ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურს, ვიდ­რე აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

"რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე დიდი დის­კომ­ფორ­ტი ამ ქალ­ბა­ტონს შე­ექ­მნა და მის ბინ­ძურ საქ­მე­ებს, რო­მე­ლიც წარ­მოჩ­ნდა მამა გი­ორ­გის ამ სამ­სა­ხურ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის შემ­დეგ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თხოვ­ნა მექ­ნე­ბა სას­ჯე­ლაღ­რუ­ლე­ბის უწყე­ბის მი­მართ და იმე­დია, ეს ნა­ფიქ­რი ექ­ნე­ბა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ გა­აძ­ლი­ე­რონ და პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნონ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის მდგო­მა­რე­ო­ბა და მისი უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი, ვიდ­რე მამა გი­ორ­გი და­არ­ღვევს დუ­მილს და და­ი­წყებს სი­მარ­თლის მტკი­ცედ სა­უ­ბარს",- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­არ­ღვი­ოს დუ­მი­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა.

"რაც ჩემი თავი მახ­სოვს, სა­პატ­რი­არ­ქოს, კერ­ძოდ ამ არა­ჯან­საღ მმარ­თვე­ლო­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე­ში, წლე­ბის მან­ძილ­ზე ხში­რად ვრცელ­დე­ბა მსგავ­სი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, შან­ტა­ჟი, პი­რა­დად პატ­რი­არ­ქის და­შან­ტა­ჟე­ბა, რომ არა­ერ­თგზის უც­დი­ათ და ჰქონ­და მცდე­ლო­ბა მისი მო­წამ­ვლი­სა. ეს თემა არ­სე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც ინ­ტრი­გე­ბით მარ­თავს დღემ­დე სა­პატ­რი­არ­ქოს და პოსტსაბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბაა. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ პრო­კუ­რატ­რა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა 1981 წელს, რა მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით აღ­მოჩ­ნდა სა­პატ­რი­არ­ქო­ში, და რო­გორ მო­ი­პო­ვა ასე­თი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მა­შინ რო­დე­საც დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­უ­გე­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მკვლე­ლო­ბა არ არის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და რომ­ლის დამ­ხო­ბა­ში ლო­მის წილი მი­უ­ძღვით იმ ძა­ლებს, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც არის სა­პატ­რი­არ­ქოს "რუხი კარ­დი­ნა­ლი", - გა­ნა­ცხა­და პეტ­რე ცა­ა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილზე - ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონის ბინძურ საქმეებს შეექმნა, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ჩართულობის შემდეგ

მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილზე - ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონის ბინძურ საქმეებს შეექმნა, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ჩართულობის შემდეგ

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, ყველაზე დიდი დისკომფორტი პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს და მის საქმეებს შეექმნა, რაც მამა გიორგი მამალაძის სამსახურში ჩართულობის შემდეგ წარმოჩნდა.

მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პროკურატურის მიერ დღეს გახმაურებულ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა და შესაბამის უწყებებს სთხოვა გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული.

"ძალიან უხერხულია რა ფაქტიც გაჟღერდა. მინდა გამოვხატო ჩემი პირადი მოსაზრება და თხოვნა, რომ ძალიან გულისყურით მოეკიდოს საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტს. მაღალ პროფესიონალი ადამიანები იყვნენ ჩართული, რადგან გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მთელს მოსახლოებაში, საზოგადოებაში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და კლინიკას, რომელთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული გარიგებისა, თუ სხვადასხვა ფაქტებისა. ასევე, ქონების მართვის სამსახურში, სწორედ მამა გიორგის მიერ აღმოჩენილი უამრავი მამხილებელი საკითხები, არსებული არასახარბიელო კორუფციულ მდგომარეობას, რომელიც ჩემს მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დახარისხებულ პრობლემას უკავშირდება და პიროვნებას, ე.წ. რუხი კარდინალის და ჩრდილოვანი მმართველობის სახით. არ არსებობს ორი აზრი, რომ ეს არის გაგრძელება და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ქაოსური და ჩრდილოვანი მმართველობის სახით არსებობს სამწუხაროდ საქართველოს საპატრიარქოში და ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისათვის", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მისივე თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მართავდა ეკონომიკურ სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს, ვიდრე აღნიშნულ თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე დაინიშნებოდა.

"რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება სასჯელაღრულების უწყების მიმართ და იმედია, ეს ნაფიქრი ექნება ჩვენს ხელისუფლებას, რომ გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, ვიდრე მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაიწყებს სიმართლის მტკიცედ საუბარს",- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე მოსაზრებით, მამა გიორგი მამალაძემ აუცილებლად უნდა დაარღვიოს დუმილი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გამოძიება.

"რაც ჩემი თავი მახსოვს, საპატრიარქოს, კერძოდ ამ არაჯანსაღ მმართველობასთან სიახლოვეში, წლების მანძილზე ხშირად ვრცელდება მსგავსი დეზინფორმაცია, შანტაჟი, პირადად პატრიარქის დაშანტაჟება, რომ არაერთგზის უცდიათ და ჰქონდა მცდელობა მისი მოწამვლისა. ეს თემა არსებულმა ქალბატონმა, რომელიც ინტრიგებით მართავს დღემდე საპატრიარქოს და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა. კარგი იქნება თუ პროკურატრა ძირფესვიანად დაინტერესდება, როგორ აღმოჩნდა 1981 წელს, რა მკვლელობის ბრალდებით აღმოჩნდა საპატრიარქოში, და როგორ მოიპოვა ასეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება, მაშინ როდესაც დღემდე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობა არ არის გამოძიებული და რომლის დამხობაში ლომის წილი მიუძღვით იმ ძალებს, რომელთა წარმომადგენელიც არის საპატრიარქოს "რუხი კარდინალი", - განაცხადა პეტრე ცაავამ.

გალელ ახალგაზრდას, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

კორონავირუსით გარდაცვლილი მასწავლებელი 51-ე სკოლაში 2019-დან აღარ მუშაობდა - პედაგოგის შვილის კომენტარი და დირექტორი სკოლაში არსებულ ვითარებაზე

ვინ არის პროექტების მენეჯერი? - CIU მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ