სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი 4 წლის შვილი გაჰყვიროდა: "დედას პური, არტისტის პური იყიდეთ!" - ლაურა რეხვიაშვილი ოჯახზე და სოფელში გატარებულ წლებზე
"ჩემი 4 წლის შვილი გაჰყვიროდა: "დედას პური, არტისტის პური იყიდეთ!" - ლაურა რეხვიაშვილი ოჯახზე და სოფელში გატარებულ წლებზე

"ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც გული მწყდე­ბა, ის არის, რომ ბნელ ეპო­ქა­ში და­ვი­ბა­დე და არა იმა­ში, რო­მელ­შიც ახლა ვცხოვ­რობ... მოკ­ლედ, იყო ბნე­ლი და უკუ­ნი, ჩვენ­თვის მსოფ­ლი­ოს კარი ჩა­კე­ტი­ლი გახ­ლდათ - სწო­რედ ამ დროს მოხ­და ჩემი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია", - ამ­ბობს მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბოლო დროს, პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სი­დედ­რის - ეგო­ნას როლს თა­მა­შობს.

ის თა­ვის დრო­ზე დიდ­მა რე­ჟი­სორ­მა, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა... მას კი­ნო­შიც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. თუმ­ცა, გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ფილმმა - "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა.

- თუ­მა­ნიშ­ვი­ლის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნე­ე­ბით მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ვმოგ­ზა­უ­რობ­დით. არ დარ­ჩე­ნი­ლა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, ჩვენს თე­ატრზე მო­თხოვ­ნა არ ჰქო­ნო­და. სპექ­ტაკლმა "დონ ჟუ­ა­ნი", რო­მე­ლიც დიდი მა­ესტროს, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა იყო, მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა და უცხო­ელ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­ა­ფა­სა...

მსა­ხი­ო­ბის­თვის უცხო­ეთ­ში გას­ტრო­ლი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თან - ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცი­დან თა­ვი­სუ­ფალ, გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში გავ­დი­ო­დით და მერე ისევ "სიბ­ნე­ლე­ში" ვბრუნ­დე­ბო­დით... არ­გენ­ტი­ნა­ში, ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში მა­შინ­დელ­მა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა და და­უნ­დო­ბელ­მა კრი­ტი­კოს­მა ჩემ­ზე თქვა: "ასე­თი ბუ­ე­ნოს-აი­რე­სის სცე­ნას არ უნა­ხავს" და იმის მერე, 25 წე­ლი­წა­დი უძ­რა­ო­ბა მერ­გო წი­ლად... ჩაბ­ნელ­და, ჩაქ­ვე­მეხ­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ერ­თმა­ნეთს ვეს­რო­ლეთ...

ჩემს მე­უღ­ლეს მოს­კო­ვი­დან კურ­სე­ლე­ბი ურე­კავ­დნენ და სთხოვ­დნენ, მათ­თან სა­მუ­შა­ოდ ჩა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის დღეს თა­ვი­სი საბ­ჭო­თა პას­პორ­ტი დაწ­ვა. არა­და, მე­გობ­რე­ბი სწო­რედ იმ ქვეყ­ნი­დან უხ­მობ­დნენ და მა­შინ აი, რა მი­თხრა: "მე და შენ თუ ერ­თნი ვართ და გინ­და ჩემ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, იცო­დე, არ­სად წა­ვალ. ასე ვის­ხდე­ბით, შიმ­ში­ლის­გან და­ვი­ხო­ცე­ბით იმი­ტომ, რომ ვინც იქ მე­ძა­ხის, მტე­რია და მტერ­საც ის უნდა, რომ წა­ვი­დე!.."

- გარ­და იმი­სა, რომ აქ დარ­ჩით, მალე სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში გა­დახ­ვე­დით და სა­კუ­თარ მე­ურ­ნე­ო­ბას მო­ე­კი­დეთ...

- თა­ვი­დან­ვე მქონ­და მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი და უნა­რი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ასე მოხ­და - 5 დედ­მა­მიშ­ვი­ლი­დან ჩემ­სა­ვით სო­ფელ­ზე არა­ვინ გა­და­რე­უ­ლა. ამი­ტომ სულ ვამ­ბობ, - სოფ­ლე­ლი ვარ-მეთ­ქი. ჩემ­ში თუკი რა­ი­მე კარ­გი არ­სე­ბობს, თუ მე­ცო­დე­ბა, მიყ­ვარს, ვოც­ნე­ბობ, ადა­მი­ა­ნებს ვეხ­მა­რე­ბი, იმ სამ­ყა­როს, სოფ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე და სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნებს ჭარ­ბად ჰქონ­დათ. დიახ, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­ის­პირ­ში ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ, გაჰ­ქონ­დათ, ჭირ­სა და ლხინს იზი­ა­რებ­დნენ...

- ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყა­ვით სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებ­ში ჩარ­თუ­ლი?

- პა­ტა­რა­ო­ბა­ში თოხ­სა და ბარს ხელ­ში არა­ვინ მა­ჭე­რი­ნებ­და. ქუ­ჩა­ში, ხე­ებ­ზე, ტყე­ში, მინ­დორ­ში ვარ გაზ­რდი­ლი. სახ­ლში და­სა­ძი­ნებ­ლად შევ­დი­ო­დი. ოჯა­ხი სა­დი­ლად რომ დაჯ­დე­ბო­და, მე მე­ძებ­დნენ და დედა კაკ­ლის სა­ბერ­ტყი ჯო­ხით მა­ში­ნებ­და, - ხი­დან ჩა­მო­დიო... სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და; ისე­თი, რომ წლე­ბის შემ­დეგ მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი მეხ­ვე­წე­ბო­და, - შენი ამ­ბე­ბი და­წე­რეო. თუმ­ცა, რად უნ­დო­და, არ ვიცი. რო­გორც ჩანს, ჩემს მო­ნა­ყოლ­ში ნო­ვე­ლებს ხე­დავ­და...

- კა­ხეთ­ში კი გაზ­რდილ­ხართ, მაგ­რამ რა­ჭუ­ლი გვა­რი გაქვთ...

- კი, წარ­მო­შო­ბით, დე­დით და მა­მით სუფ­თა სის­ხლის რაჭ­ვე­ლი ვარ. კა­ხეთ­ში რომ მოვ­ხვდი, ესეც ჩვე­ნი ქვეყ­ნის შავ­ბნე­ლი, კო­მუ­ნის­ტუ­რი ვე­რა­გო­ბის შე­დე­გია. ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წარ­თმე­ვა, მთის მოშ­ლა ახლა კი არ და­წყე­ბუ­ლა, ეს ჭირი ქვე­ყა­ნას ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ შე­უჩ­ნდა. ქლუ­ხო­რის რა­ი­ო­ნი ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვ­მა მა­შინ "წა­ი­ღო", მე რომ და­ვი­ბა­დე, კერ­ძოდ, კუ­რორ­ტი წე­ბელ­და აინ­ტე­რე­სებ­და...

- რას გვე­ტყვით, 90-იან წლებ­ში სოფ­ლად გა­და­სუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა?

- მა­მის სახ­ლში, სო­ფელ რუ­ის­პირ­ში წა­ვე­დით. დედა და და მა­შინ ცო­ცხლე­ბი მყავ­და, მამა კი აღარ იყო. მქონ­და ვე­ნა­ხი, სახ­ლი, კარი, ბო­სე­ლი, ბოს­ტა­ნი... ვხნავ­დით, ვბა­რავ­დით, ვთოხ­ნი­დით, ვწამ­ლავ­დით, ვზრდი­დით ქა­თა­მებს, ღო­რებს, ძრო­ხას ვწვე­ლი­დით, რძის პრო­დუქ­ტებს ვამ­ზა­დებ­დით. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვიცი ეს საქ­მე და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა გავ­ყი­დეთ და იმ თან­ხით სა­ვე­ლე ღუ­მე­ლი ვი­ყი­დეთ, სა­დაც პურს ვა­ცხობ­დით. 4 ტო­მა­რა ფქვილს ხე­ლით ვზელ­დით. შე­ვი­ძი­ნეთ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მსგავ­სი მან­ქა­ნა და გა­მომ­ცხვა­რი პური გა­სა­ყი­დად ბა­ზარ­ში მიგვქონ­და. ჩემი შვი­ლი, 4 წლის მათე მო­ა­ჯირ­ზე შე­მოჯ­დე­ბო­და, ხელ­ში პურს და­ი­ჭერ­და და ყვი­რო­და: "დე­დას პური, არ­ტის­ტის პური, იყი­დეთ!" იმ პე­რი­ოდს ახ­ლაც სი­ცი­ლით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სით­ბო­თი იხ­სე­ნე­ბენ. ზოგს პური მარ­თლა უნ­დო­და და ყი­დუ­ლობ­და, ზოგი მა­თეს გამო იმე­ტებ­და ფულს. ჰოდა, ამ სი­კე­თეს რა და­მა­ვი­წყებს?..

თბი­ლის­ში ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა რომ უჭირ­დათ, მე მა­შინ რუ­ის­პირ­ში დედ­ლებს ვკლავ­დი. ყვე­ლა­ფე­რი სახ­ლში მქონ­და, გა­რეთ არა­ფერ­ზე გავ­დი­ო­დი. 4 ღორს რომ დაკ­ლავ და 10-15 დე­და­ლი კვერ­ცხს რომ და­გი­დებს, სა­დღა უნდა გახ­ვი­დე?

მოკ­ლედ, თან­ხა კა­პიკ-კა­პიკ ვაგ­რო­ვეთ და ჩვე­ნი და­ნა­ზო­გით მი­წაც მო­ვი­მა­ტეთ. მერე ჩემი მე­უღ­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში წა­ვი­და, ამ­დე­ნი­ვე მი­წის ფარ­თო­ბის შე­ძე­ნა გა­და­წყვი­ტა და გვი­თხრა, - აი­ღეთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ, და­თე­სეთ, მო­ხა­ნი­თო. თუმ­ცა, ბოლო დროს მი­წის ნაკ­ვეთ­ზე ვე­რა­ფე­რიც ვერ გა­ვა­კე­თეთ... ხორ­ბა­ლი სამ­ჯერ დავ­თე­სეთ ("ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პე­რი­ოდ­ში): პირ­ვე­ლად, პრე­ზი­დენ­ტის პროგ­რა­მა­ში ჩა­ვერ­თეთ, რო­დე­საც ხორ­ბა­ლი "ჯა­გე­რი" და სი­მინ­დის "პი­ო­ნე­რი" თეს­ვის პე­რი­ო­დი იყო. გვპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ ხელს შეგ­ვი­წყობ­დნენ, ოღონდ, პრო­დუქ­ცი­ას რომ მი­ი­ღებთ, ვალს გაგ­ვის­ტუმ­რებ­თო. მოკ­ლედ, ის ციკ­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გაგ­ვა­ტა­რეს, რა­შიც მთე­ლი სო­ფე­ლი და­საქმდა - 100 ტონა ხორ­ბა­ლი და 20 ტონა სი­მინ­დი - ხა­რის­ხი­ა­ნი მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღეთ. ქარ­თუ­ლი ხორ­ბლით ივ­სე­ბო­და მან­ქა­ნე­ბი, შემ­დეგ იწო­ნე­ბო­და, გა­საშ­რო­ბად მიჰ­ქონ­დათ. ჩემი 19 წლის სტუ­დენ­ტი შვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ხორ­ბალ­ში ცხოვ­რობ­და და იმ მო­სა­ვალ­ზე დიდ იმედს ამ­ყა­რებ­და, მაგ­რამ მთავ­რო­ბამ ვერ შეძ­ლო, რომ გა­საშ­რო­ბი ფარ­თო­ბით უზ­რუნ­ველ­ვე­ყა­ვით (სა­დღაც აა­შე­ნეს, მაგ­რამ წყალ­მა მოს­ტა­ცათ, სა­დღაც ჩა­ინ­გრა). გა­მო­ვი­და, რომ სა­ხელ­მწი­ფომ "დაგ­ვი­კი­და".

კონ­ტრაქ­ტის მი­ხედ­ვით, ჩვენ უნდა შეგ­ვე­ფუ­თა და მას უნდა წა­ე­ღო, მაგ­რამ როცა რე­ა­ლი­ზა­ცია უნდა მომ­ხდა­რი­ყო, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ჩვენ­თვის პრე­ზი­დენ­ტის პროგ­რა­მა დას­რულ­და (ხორ­ბლის ნა­წი­ლი გა­ფუჭ­და, ზოგი თაგ­ვმა შე­ჭა­მა, ზოგი ქი­რას დას­ჭირ­და, ზოგი წყალ­მა და­ალ­პო). მოკ­ლედ, მა­შინ­დელ აღე­ბულ ვალს დღემ­დე ვიხ­დით. მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბევ­რი აღ­მოჩ­ნდა... ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ მო­ვით­მი­ნეთ, რომ ჩავ­თვა­ლეთ: საქ­მეს ვინც არ აკე­თებს, იმას არ უფუჭ­დე­ბა არა­ფე­რი... ახლა, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა ქნა?! არა­ფე­რი. არა­და, თუ მარ­თლა გინ­და ქვეყ­ნის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბა, ცოტა სხვა­ნა­ი­რად უნდა იმოქ­მე­დო. ჩემი ვა­ლი­დან არა­ფე­რი გა­ნუ­ლე­ბუ­ლა.

თუმ­ცა, კი­დევ გავ­რის­კეთ და ხორ­ბა­ლი დავ­თე­სეთ, ოღონდ, ქარ­თუ­ლი ჯი­შის, რო­მე­ლიც არ ამო­ვი­და იმი­ტომ, რომ ქარ­თულს სოკო აქვს, თეს­ლად არ არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი... სა­ერ­თო­დაც, ხორ­ბლის ბიზ­ნე­სი მა­ში­ნაც და ახ­ლაც მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლია... ასე რომ, ხორ­ბალ­ზე სა­ბო­ლო­ოდ ვთქვით უარი და გა­დავ­წყვი­ტეთ, 10 ჰექ­ტარ­ზე ვე­ნა­ხი ჩაგ­ვე­ყა­რა. რქა­წი­თე­ლი გა­ვა­შე­ნეთ. ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ნერ­გე­ბი ჩავ­ყა­რეთ, ბა­ლა­ხის მო­სა­წამ­ლი ქი­მი­აც არ შეგ­ვი­ტა­ნია.

სე­რი­ალ­ში ჩემს პერ­სო­ნაჟს ეგო­ნა და­არ­ქვეს. მეც, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­გო­ნა, რომ შრო­მით რა­ღაც გა­მო­ვი­დო­და, მაგ­რამ მე მხო­ლოდ მე­გო­ნა...

- რას გვე­ტყვით თქვენს შვილ­ზე?

- მათე მო­ნა­ცე­მე­ბით სრულ­ყო­ფი­ლი აქ­ტი­ო­რია, ყვე­ლა თვი­სე­ბა აქვს იმის­თვის, რომ იყოს გა­და­სა­რე­ვი მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ის­კენ გა­ხედ­ვაც არ უნდა, ამი­ტომ ვარ მშვი­დად. სო­ცი­ო­ლო­გია აირ­ჩია. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა... ბავ­შვო­ბა­ში კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ არ მქონ­და, სკო­ლის და­მა­არ­სებ­ლებს შევ­თა­ვა­ზე, რომ იქვე მე­ტყვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდნენ და 7 წელი ვას­წავ­ლი­დი. უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ისე ჩა­ა­ბა­რა, არა­ფე­რი გა­მი­გია. 90-ია­ნებ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, გაჩ­ნდა ნა­ნი­ნა­ნატ­რი ბავ­შვი და ვერც გად­მოვ­ცემ იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც მისი ბავ­შვო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და. სახ­ლში ლა­მის მუხ­ლებ­ზე დავ­დი­ო­დი და ბავ­შვს ხელ­ში ისე ვა­ტა­რებ­დი, ფან­ჯრებს არ ვე­კა­რე­ბო­დი, რომ ტყვია არ შე­მოფ­რე­ნი­ლი­ყო - მა­შინ ვაშ­ლი­ჯვარ­ში ვცხოვ­რობ­დით... მოკ­ლედ, არც ისე მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ მა­ინც მად­ლო­ბა ღმერ­თს ყვე­ლაფ­რის­თვის.

- მე­უღ­ლეც ხე­ლო­ვა­ნია, რე­ჟი­სო­რი, არა?

- ჩემი მე­უღ­ლე და­ვით ნაც­ვლიშ­ვი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რია. თა­ვის დრო­ზე, მოს­კოვ­ში აქვს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ რეზო ჩხე­ი­ძემ, 1990 წელს, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, ტარ­კოვ­სკის ფრი­ა­დო­სა­ნი სტუ­დენ­ტი, მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა. სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რო­გორც პერ­სპექ­ტი­ულ ადა­მი­ანს, იქ ტო­ვებ­დნენ, მაგ­რამ არ დარ­ჩა. აქ რომ ჩა­მო­ვი­და, ერთი ფილ­მის ("ლე­ო­ნარ­დო") გა­და­ღე­ბა მო­ას­წრო. თენ­გიზ აბუ­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, ის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­დევ­რი იყო, მერე კი იმ სუ­რათს არ­ნა­ხუ­ლი ამ­ბა­ვი გა­დახ­და: წლე­ბის წინ, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე გა­მო­ცხად­და, იმ დღეს რუს­თა­ველ­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბი ფირ­ზე ასა­ხა, ყვე­ლა­ფე­რი დო­კუ­მენ­ტუ­რად, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით გა­და­ი­ღო, მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დელ­მა "კა­გე­ბემ" არ ვიცი, რის ფა­სად და რო­გორ, ეს ნა­მუ­შე­ვა­რი გა­აქ­რო. არა­და, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" ლა­ბო­რა­ტო­რია-სა­ცავ­ში რე­ჟი­სო­რის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე ვე­რა­ვინ შე­ვი­დო­და და გა­მო­ვი­დო­და. და­ი­კარ­გა ფილ­მის 6 ნა­წი­ლი, მთე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა...

სა­ნამ და­ი­კარ­გე­ბო­და, ხომ გი­თხა­რით, ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ: თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს, ელ­დერ შენ­გე­ლა­ი­ას და რეზო ჩხე­ი­ძეს. თენ­გიზ აბუ­ლა­ძე იმ პე­რი­ოდ­ში უკვე ავად­მყო­ფობ­და და ფილ­მის სა­ნა­ხა­ვად ლო­გი­ნი­დან წა­მო­ა­ყე­ნეს. მეც იქ ვი­ყა­ვი. სუ­რა­თი რომ დამ­თავ­რდა, ხელი ჯი­ბე­ში ჩა­ი­ყო, რა­ღაც თეთ­რი წამ­ლის აბი ამო­ი­ღო და ასე თქვა, - ფილ­მის ყუ­რე­ბამ წამ­ლის და­ლე­ვა და­მა­ვი­წყა, წყა­ლი მო­მი­ტა­ნეთ! წა­მა­ლი რომ და­ლია, რუ­სუ­ლად თქვა: "ეტო შე­დევრ!" იქ­ნებ ჩვე­ნე­ბა დავ­ნიშ­ნოთ, კი­დევ უნდა ვნა­ხო, "პა­ტა­მუ ჩტო, ეტო შე­დევრ!" მა­ესტრო ნა­მუ­შევ­რებს ასე იშ­ვი­ა­თად აფა­სებ­და... თუმ­ცა, იმ შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, ფილ­მის ექ­ვსი ნა­წი­ლი და­ი­კარ­გა. ალ­ბათ, გა­ა­ნად­გუ­რეს. ფილ­მი სხვა კად­რე­ბით აღად­გი­ნა, მაგ­რამ ახლა უკვე მე ვი­ტყვი: "ეტო პო მო­ე­მუ, უჟე ნე შე­დევრ!"

თუმ­ცა, რა­ღაც მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ეს ფილ­მი მონ­პე­ლი­ე­ზე მოხ­ვდა, სახ­ლში ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტიც გვაქვს, კე­დელ­ზე დიდი პლა­კა­ტი გვი­კი­დია. ფილ­მის პრე­მი­ე­რას ოთარ იო­სე­ლი­ა­ნიც ეს­წრე­ბო­და, თვი­თონ წა­რად­გი­ნა. მონ­პე­ლი­ეს ჟი­უ­რი­სა და კრი­ტი­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი მი­ე­ნი­ჭა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ჩემი 4 წლის შვილი გაჰყვიროდა: "დედას პური, არტისტის პური იყიდეთ!" - ლაურა რეხვიაშვილი ოჯახზე და სოფელში გატარებულ წლებზე

"ჩემი 4 წლის შვილი გაჰყვიროდა: "დედას პური, არტისტის პური იყიდეთ!" - ლაურა რეხვიაშვილი ოჯახზე და სოფელში გატარებულ წლებზე

"ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ბნელ ეპოქაში დავიბადე და არა იმაში, რომელშიც ახლა ვცხოვრობ... მოკლედ, იყო ბნელი და უკუნი, ჩვენთვის მსოფლიოს კარი ჩაკეტილი გახლდათ - სწორედ ამ დროს მოხდა ჩემი, როგორც მსახიობის რეალიზაცია", - ამბობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, რომელიც ბოლო დროს, პოპულარულ სერიალში, "ჩემი ცოლის დაქალები" ყველაზე ცნობილი სიდედრის - ეგონას როლს თამაშობს.

ის თავის დროზე დიდმა რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილმა აღმოაჩინა... მას კინოშიც არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. თუმცა, გიორგი შენგელაიას ფილმმა - "სიყვარული ყველას უნდა" გამორჩეული წარმატება მოუტანა.

- თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგასტროლო ტურნეებით მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდით. არ დარჩენილა ცივილიზებული ქვეყანა, ჩვენს თეატრზე მოთხოვნა არ ჰქონოდა. სპექტაკლმა "დონ ჟუანი", რომელიც დიდი მაესტროს, მიხეილ თუმანიშვილის ორიგინალური გადაწყვეტა იყო, მსოფლიო მოიარა და უცხოელმა მაყურებელმა შეაფასა...

მსახიობისთვის უცხოეთში გასტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თან - ჩაკეტილი სივრციდან თავისუფალ, განსხვავებულ სამყაროში გავდიოდით და მერე ისევ "სიბნელეში" ვბრუნდებოდით... არგენტინაში, ბუენოს-აირესში მაშინდელმა ყველაზე ცნობილმა და დაუნდობელმა კრიტიკოსმა ჩემზე თქვა: "ასეთი ბუენოს-აირესის სცენას არ უნახავს" და იმის მერე, 25 წელიწადი უძრაობა მერგო წილად... ჩაბნელდა, ჩაქვემეხდა ჩვენი ქვეყანა, ერთმანეთს ვესროლეთ...

ჩემს მეუღლეს მოსკოვიდან კურსელები ურეკავდნენ და სთხოვდნენ, მათთან სამუშაოდ ჩასულიყო, მაგრამ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს თავისი საბჭოთა პასპორტი დაწვა. არადა, მეგობრები სწორედ იმ ქვეყნიდან უხმობდნენ და მაშინ აი, რა მითხრა: "მე და შენ თუ ერთნი ვართ და გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება, იცოდე, არსად წავალ. ასე ვისხდებით, შიმშილისგან დავიხოცებით იმიტომ, რომ ვინც იქ მეძახის, მტერია და მტერსაც ის უნდა, რომ წავიდე!.."

- გარდა იმისა, რომ აქ დარჩით, მალე საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში გადახვედით და საკუთარ მეურნეობას მოეკიდეთ...

- თავიდანვე მქონდა მიწის სიყვარული და უნარი მასთან ურთიერთობის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მოხდა - 5 დედმამიშვილიდან ჩემსავით სოფელზე არავინ გადარეულა. ამიტომ სულ ვამბობ, - სოფლელი ვარ-მეთქი. ჩემში თუკი რაიმე კარგი არსებობს, თუ მეცოდება, მიყვარს, ვოცნებობ, ადამიანებს ვეხმარები, იმ სამყაროს, სოფლის დამსახურებაა, სადაც გავიზარდე და სადაც ეს ყველაფერი ადამიანებს ჭარბად ჰქონდათ. დიახ, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ერთმანეთი უყვარდათ, გაჰქონდათ, ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ...

- ბავშვობიდანვე იყავით სამეურნეო საქმეებში ჩართული?

- პატარაობაში თოხსა და ბარს ხელში არავინ მაჭერინებდა. ქუჩაში, ხეებზე, ტყეში, მინდორში ვარ გაზრდილი. სახლში დასაძინებლად შევდიოდი. ოჯახი სადილად რომ დაჯდებოდა, მე მეძებდნენ და დედა კაკლის საბერტყი ჯოხით მაშინებდა, - ხიდან ჩამოდიო... საინტერესო ბავშვობა მქონდა; ისეთი, რომ წლების შემდეგ მიშა თუმანიშვილი მეხვეწებოდა, - შენი ამბები დაწერეო. თუმცა, რად უნდოდა, არ ვიცი. როგორც ჩანს, ჩემს მონაყოლში ნოველებს ხედავდა...

- კახეთში კი გაზრდილხართ, მაგრამ რაჭული გვარი გაქვთ...

- კი, წარმოშობით, დედით და მამით სუფთა სისხლის რაჭველი ვარ. კახეთში რომ მოვხვდი, ესეც ჩვენი ქვეყნის შავბნელი, კომუნისტური ვერაგობის შედეგია. ტერიტორიების წართმევა, მთის მოშლა ახლა კი არ დაწყებულა, ეს ჭირი ქვეყანას ჯერ კიდევ წლების წინ შეუჩნდა. ქლუხორის რაიონი ნიკიტა ხრუშჩოვმა მაშინ "წაიღო", მე რომ დავიბადე, კერძოდ, კურორტი წებელდა აინტერესებდა...

- რას გვეტყვით, 90-იან წლებში სოფლად გადასული ხელოვანებისთვის ცხოვრება როგორი აღმოჩნდა?

- მამის სახლში, სოფელ რუისპირში წავედით. დედა და და მაშინ ცოცხლები მყავდა, მამა კი აღარ იყო. მქონდა ვენახი, სახლი, კარი, ბოსელი, ბოსტანი... ვხნავდით, ვბარავდით, ვთოხნიდით, ვწამლავდით, ვზრდიდით ქათამებს, ღორებს, ძროხას ვწველიდით, რძის პროდუქტებს ვამზადებდით. შესანიშნავად ვიცი ეს საქმე და სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს. იმ პერიოდში თბილისში ერთოთახიანი ბინა გავყიდეთ და იმ თანხით საველე ღუმელი ვიყიდეთ, სადაც პურს ვაცხობდით. 4 ტომარა ფქვილს ხელით ვზელდით. შევიძინეთ სამარშრუტო ტაქსის მსგავსი მანქანა და გამომცხვარი პური გასაყიდად ბაზარში მიგვქონდა. ჩემი შვილი, 4 წლის მათე მოაჯირზე შემოჯდებოდა, ხელში პურს დაიჭერდა და ყვიროდა: "დედას პური, არტისტის პური, იყიდეთ!" იმ პერიოდს ახლაც სიცილით, სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ. ზოგს პური მართლა უნდოდა და ყიდულობდა, ზოგი მათეს გამო იმეტებდა ფულს. ჰოდა, ამ სიკეთეს რა დამავიწყებს?..

თბილისში ადამიანებს ცხოვრება რომ უჭირდათ, მე მაშინ რუისპირში დედლებს ვკლავდი. ყველაფერი სახლში მქონდა, გარეთ არაფერზე გავდიოდი. 4 ღორს რომ დაკლავ და 10-15 დედალი კვერცხს რომ დაგიდებს, სადღა უნდა გახვიდე?

მოკლედ, თანხა კაპიკ-კაპიკ ვაგროვეთ და ჩვენი დანაზოგით მიწაც მოვიმატეთ. მერე ჩემი მეუღლის ბიძაშვილმა, რომელიც უცხოეთში წავიდა, ამდენივე მიწის ფართობის შეძენა გადაწყვიტა და გვითხრა, - აიღეთ და გამოიყენეთ, დათესეთ, მოხანითო. თუმცა, ბოლო დროს მიწის ნაკვეთზე ვერაფერიც ვერ გავაკეთეთ... ხორბალი სამჯერ დავთესეთ ("ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში): პირველად, პრეზიდენტის პროგრამაში ჩავერთეთ, როდესაც ხორბალი "ჯაგერი" და სიმინდის "პიონერი" თესვის პერიოდი იყო. გვპირდებოდნენ, რომ ხელს შეგვიწყობდნენ, ოღონდ, პროდუქციას რომ მიიღებთ, ვალს გაგვისტუმრებთო. მოკლედ, ის ციკლი თავიდან ბოლომდე გაგვატარეს, რაშიც მთელი სოფელი დასაქმდა - 100 ტონა ხორბალი და 20 ტონა სიმინდი - ხარისხიანი მოსავალი მივიღეთ. ქართული ხორბლით ივსებოდა მანქანები, შემდეგ იწონებოდა, გასაშრობად მიჰქონდათ. ჩემი 19 წლის სტუდენტი შვილი, შეიძლება ითქვას, რომ ხორბალში ცხოვრობდა და იმ მოსავალზე დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ მთავრობამ ვერ შეძლო, რომ გასაშრობი ფართობით უზრუნველვეყავით (სადღაც ააშენეს, მაგრამ წყალმა მოსტაცათ, სადღაც ჩაინგრა). გამოვიდა, რომ სახელმწიფომ "დაგვიკიდა".

კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ უნდა შეგვეფუთა და მას უნდა წაეღო, მაგრამ როცა რეალიზაცია უნდა მომხდარიყო, დასახელებული პრობლემების გამო, ჩვენთვის პრეზიდენტის პროგრამა დასრულდა (ხორბლის ნაწილი გაფუჭდა, ზოგი თაგვმა შეჭამა, ზოგი ქირას დასჭირდა, ზოგი წყალმა დაალპო). მოკლედ, მაშინდელ აღებულ ვალს დღემდე ვიხდით. მსგავს სიტუაციაში ბევრი აღმოჩნდა... ეს ყველაფერი იმიტომ მოვითმინეთ, რომ ჩავთვალეთ: საქმეს ვინც არ აკეთებს, იმას არ უფუჭდება არაფერი... ახლა, ახალმა ხელისუფლებამ რა ქნა?! არაფერი. არადა, თუ მართლა გინდა ქვეყნის ფეხზე დაყენება, ცოტა სხვანაირად უნდა იმოქმედო. ჩემი ვალიდან არაფერი განულებულა.

თუმცა, კიდევ გავრისკეთ და ხორბალი დავთესეთ, ოღონდ, ქართული ჯიშის, რომელიც არ ამოვიდა იმიტომ, რომ ქართულს სოკო აქვს, თესლად არ არის დამუშავებული... საერთოდაც, ხორბლის ბიზნესი მაშინაც და ახლაც მონოპოლიზებულია... ასე რომ, ხორბალზე საბოლოოდ ვთქვით უარი და გადავწყვიტეთ, 10 ჰექტარზე ვენახი ჩაგვეყარა. რქაწითელი გავაშენეთ. ბიოლოგიურად სუფთა ნერგები ჩავყარეთ, ბალახის მოსაწამლი ქიმიაც არ შეგვიტანია.

სერიალში ჩემს პერსონაჟს ეგონა დაარქვეს. მეც, მთელი ცხოვრება მეგონა, რომ შრომით რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...

- რას გვეტყვით თქვენს შვილზე?

- მათე მონაცემებით სრულყოფილი აქტიორია, ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ იყოს გადასარევი მსახიობი, მაგრამ ამ პროფესიისკენ გახედვაც არ უნდა, ამიტომ ვარ მშვიდად. სოციოლოგია აირჩია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა... ბავშვობაში კერძო სკოლაში სწავლობდა. გადახდის საშუალება რომ არ მქონდა, სკოლის დამაარსებლებს შევთავაზე, რომ იქვე მეტყველების გაკვეთილები ჩამეტარებინა. სიამოვნებით დამთანხმდნენ და 7 წელი ვასწავლიდი. უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩააბარა, არაფერი გამიგია. 90-იანებშია დაბადებული, გაჩნდა ნანინანატრი ბავშვი და ვერც გადმოვცემ იმ საშინელებას, რაც მისი ბავშვობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. სახლში ლამის მუხლებზე დავდიოდი და ბავშვს ხელში ისე ვატარებდი, ფანჯრებს არ ვეკარებოდი, რომ ტყვია არ შემოფრენილიყო - მაშინ ვაშლიჯვარში ვცხოვრობდით... მოკლედ, არც ისე მარტივი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, მაგრამ მაინც მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

- მეუღლეც ხელოვანია, რეჟისორი, არა?

- ჩემი მეუღლე დავით ნაცვლიშვილი კინორეჟისორია. თავის დროზე, მოსკოვში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ რეზო ჩხეიძემ, 1990 წელს, როგორც წარმატებული ახალგაზრდა, ტარკოვსკის ფრიადოსანი სტუდენტი, მოსკოვიდან ჩამოიყვანა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, როგორც პერსპექტიულ ადამიანს, იქ ტოვებდნენ, მაგრამ არ დარჩა. აქ რომ ჩამოვიდა, ერთი ფილმის ("ლეონარდო") გადაღება მოასწრო. თენგიზ აბულაძის შეფასებით, ის ნამუშევარი შედევრი იყო, მერე კი იმ სურათს არნახული ამბავი გადახდა: წლების წინ, როდესაც დამოუკიდებლობის დღე გამოცხადდა, იმ დღეს რუსთაველზე მომხდარი ფაქტები ფირზე ასახა, ყველაფერი დოკუმენტურად, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით გადაიღო, მაგრამ იმდროინდელმა "კაგებემ" არ ვიცი, რის ფასად და როგორ, ეს ნამუშევარი გააქრო. არადა, კინოსტუდია "ქართული ფილმის" ლაბორატორია-საცავში რეჟისორის ხელმოწერის გარეშე ვერავინ შევიდოდა და გამოვიდოდა. დაიკარგა ფილმის 6 ნაწილი, მთელი დოკუმენტური მასალა...

სანამ დაიკარგებოდა, ხომ გითხარით, ნანახი ჰქონდათ: თენგიზ აბულაძეს, ელდერ შენგელაიას და რეზო ჩხეიძეს. თენგიზ აბულაძე იმ პერიოდში უკვე ავადმყოფობდა და ფილმის სანახავად ლოგინიდან წამოაყენეს. მეც იქ ვიყავი. სურათი რომ დამთავრდა, ხელი ჯიბეში ჩაიყო, რაღაც თეთრი წამლის აბი ამოიღო და ასე თქვა, - ფილმის ყურებამ წამლის დალევა დამავიწყა, წყალი მომიტანეთ! წამალი რომ დალია, რუსულად თქვა: "ეტო შედევრ!" იქნებ ჩვენება დავნიშნოთ, კიდევ უნდა ვნახო, "პატამუ ჩტო, ეტო შედევრ!" მაესტრო ნამუშევრებს ასე იშვიათად აფასებდა... თუმცა, იმ შეფასების შემდეგ, ფილმის ექვსი ნაწილი დაიკარგა. ალბათ, გაანადგურეს. ფილმი სხვა კადრებით აღადგინა, მაგრამ ახლა უკვე მე ვიტყვი: "ეტო პო მოემუ, უჟე ნე შედევრ!"

თუმცა, რაღაც მაქინაციებით, სრულიად მოულოდნელად, ეს ფილმი მონპელიეზე მოხვდა, სახლში ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც გვაქვს, კედელზე დიდი პლაკატი გვიკიდია. ფილმის პრემიერას ოთარ იოსელიანიც ესწრებოდა, თვითონ წარადგინა. მონპელიეს ჟიურისა და კრიტიკის სპეციალური პრიზი მიენიჭა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი