მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ბ. და 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რ.გ., ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ზ.ბ. შპს "კა­პი­ტალ გრუ­პის" კუთ­ვნი­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მო­ი­ჯა­რე მძღოლს თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­მარ­შრუ­ტო ხაზ­ზე მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ, გარ­კვე­ულ თან­ხას სის­ტე­მა­ტუ­რად, უკა­ნო­ნოდ სძა­ლავ­და. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში, მო­ი­ჯა­რე მძღოლ­მა ზ.ბ.-ს თან­ხის მი­ცე­მა შე­უ­წყვი­ტა, რის გა­მოც, და­ვის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, ზ.ბ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რს - რ.გ.-ს და­უ­კავ­შირ­და და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 17 იან­ვარს რ.გ.-მ და ზ.ბ.-მ, სარ­გებ­ლის მი­ღე­ბი­სა და და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მიზ­ნით, თბი­ლის­ში, გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ე.წ. "ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა" მო­ა­წყვეს, SKYPE-ის მეშ­ვე­ო­ბით და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს - ლ. ხ.-ს, რო­მელ­მაც მხა­რე­ე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ ე.წ. "ქურ­დუ­ლი კა­ნო­ნე­ბის" თა­ნახ­მად, და­ზა­რა­ლე­ბულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხა­და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა.

გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ბ. შპს "კაპიტალ გრუპის" კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ სძალავდა. მიმდინარე წლის იანვარში, მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ.-ს თანხის მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც, დავის გადაწყვეტის მიზნით, ზ.ბ. ქურდული სამყაროს წევრს - რ.გ.-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ.-მ და ზ.ბ.-მ, სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ. "ქურდული გარჩევა" მოაწყვეს, SKYPE-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს - ლ. ხ.-ს, რომელმაც მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. "ქურდული კანონების" თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ