მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრეტენზიები აქვთ გურულებს ჩინურ კომპანიასთან: "სოფლის ტაძრის კედელი დაიბზარა, არც ჩვენს სახლებს ადგას კარგი დღე"
რა პრეტენზიები აქვთ გურულებს ჩინურ კომპანიასთან: "სოფლის ტაძრის კედელი დაიბზარა, არც ჩვენს სახლებს ადგას კარგი დღე"

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის აკე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, კა­რი­ე­რის მოქ­მე­დე­ბას, სა­ი­და­ნაც ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლის გა­ზიდ­ვა ხდე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს. მათი თქმით, მძი­მე­წო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის ხშირ­მა მოძ­რა­ო­ბამ და­ა­ზი­ა­ნა სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის კედ­ლე­ბი.

"ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას გა­აქვს ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ჩვე­ნი სოფ­ლის მთე­ბი­დან ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლა. მო­ვიდ­ნენ და ნა­ხონ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამათ თვით­ნე­ბო­ბას სა­ზღვა­რი აღარ აქვს. ბევრ ჩვენ­განს სა­ყა­ნე ფარ­თო­ბე­ბი დაგ­ვი­ზი­ა­ნეს, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არა­ვი­ნაა. არ ვართ წი­ნა­აღ­მდე­გი ავ­ტო­ბა­ნი გა­კეთ­დეს, მაგ­რამ ისე არ უნდა მოხ­დეს, რომ ერთი საქ­მის გა­კე­თე­ბით, მე­ო­რე და­ვა­ზი­ა­ნოთ. მძი­მე­წო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის ხში­რი მოძ­რა­ო­ბის გამო, სოფ­ლის ტაძ­რის კე­დე­ლი და­იბ­ზა­რა. არც ჩვენს სახ­ლებს ად­გას კარ­გი დღე. ვი­თხოვთ, შეგ­ვახ­ვედ­რონ კომ­პე­ტენ­ტურ პი­რებს, რო­მელ­თაც გა­ვაც­ნობთ ჩვენს პო­ზი­ცი­ას და პრობ­ლე­მას", - ამ­ბობს აკე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა "გუ­რია ნი­უს­თან" სა­უ­ბა­რი­სას.

აქ­ცი­ა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­სახ­ვედ­რად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ზაზა ურუ­შა­ძეც იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის პო­ზი­ცია მო­ის­მი­ნა და შუ­ამ­დგომ­ლო­ბაც გა­წია. გამ­გებ­ლის და­პი­რე­ბით, გა­და­წყდა, რომ კა­რი­ე­რის მფლო­ბე­ლი აკე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას 20 იან­ვარს შეხ­ვდე­ბა.

წყა­რო: gurianews.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რა პრეტენზიები აქვთ გურულებს ჩინურ კომპანიასთან: "სოფლის ტაძრის კედელი დაიბზარა, არც ჩვენს სახლებს ადგას კარგი დღე"

რა პრეტენზიები აქვთ გურულებს ჩინურ კომპანიასთან: "სოფლის ტაძრის კედელი დაიბზარა, არც ჩვენს სახლებს ადგას კარგი დღე"

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, კარიერის მოქმედებას, საიდანაც ავტობანის მშენებლობისთვის ინერტული მასალის გაზიდვა ხდება, ადგილობრივი მოსახლეობა დაუშვებლად მიიჩნევს. მათი თქმით, მძიმეწონიანი მანქანების ხშირმა მოძრაობამ დააზიანა სოფელში არსებული მაცხოვრის სახელობის ტაძრის კედლები.

"ჩინურ კომპანიას გააქვს ავტობანის მშენებლობისთვის ჩვენი სოფლის მთებიდან ინერტული მასალა. მოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაა, ამათ თვითნებობას საზღვარი აღარ აქვს. ბევრ ჩვენგანს საყანე ფართობები დაგვიზიანეს, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა. არ ვართ წინააღმდეგი ავტობანი გაკეთდეს, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთი საქმის გაკეთებით, მეორე დავაზიანოთ. მძიმეწონიანი მანქანების ხშირი მოძრაობის გამო, სოფლის ტაძრის კედელი დაიბზარა. არც ჩვენს სახლებს ადგას კარგი დღე. ვითხოვთ, შეგვახვედრონ კომპეტენტურ პირებს, რომელთაც გავაცნობთ ჩვენს პოზიციას და პრობლემას", - ამბობს აკეთის მოსახლეობა "გურია ნიუსთან" საუბარისას.

აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობის პოზიცია მოისმინა და შუამდგომლობაც გაწია. გამგებლის დაპირებით, გადაწყდა, რომ კარიერის მფლობელი აკეთის მოსახლეობას 20 იანვარს შეხვდება.

წყარო: gurianews.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა