საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება იმერეთში გამოვლენილ თაღლითობასთან დაკავშირებით
სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება იმერეთში გამოვლენილ თაღლითობასთან დაკავშირებით

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე საქ­მის აღ­ძვრა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და,- ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე საქ­მის აღ­ძვრა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. მას შემ­დეგ რაც, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და "ლი­ბერ­თი ბან­კში" გაჩ­ნდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ იმე­რე­თის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სამ­ხა­რეო ცენ­ტრში ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ნან­სურ დარ­ღვე­ვებს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­ის­წავ­ლა მა­სა­ლე­ბი და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა ჩა­მო­არ­თვა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე პირს. მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის­თვის გა­და­ე­ცა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­სა და შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია იმე­რე­თის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სამ­ხა­რეო ცენ­ტრის 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას მსგავ­სი, შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თობ­ლი­ვად გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ყალ­ბი მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სა­პენ­სიო თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რი გზით და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, "სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" იმე­რე­თის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სამ­ხა­რეო ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­ა­კა­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, იმ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის სა­ხე­ლით, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ ან იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, თუმ­ცა "სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" ბა­ზა­ში ფიქ­სირ­დე­ბოდ­ნენ აქ­ტი­უ­რად და შე­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ პენ­სი­ის ჩა­რი­ცხვა, შე­ავ­სეს გა­ნა­ცხა­დე­ბი პენ­სი­ის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე, რაც მათ მი­ერ­ვე დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იქნა. შემ­დგომ, "ლი­ბერ­თი ბან­კში" წა­რად­გი­ნეს ყალ­ბი მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბი და მინ­დო­ბილ პი­რებ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი იქნა პენ­სი­ო­ნე­რის ან­გა­რიშ­ზე მიბ­მუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი ბა­რა­თე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება იმერეთში გამოვლენილ თაღლითობასთან დაკავშირებით

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება იმერეთში გამოვლენილ თაღლითობასთან დაკავშირებით

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანხების მითვისების ფაქტზე საქმის აღძვრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოხდა,- ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანხების მითვისების ფაქტზე საქმის აღძვრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოხდა. მას შემდეგ რაც, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და "ლიბერთი ბანკში" გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევებს კონკრეტული პირების მხრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა შეისწავლა მასალები და ახსნა-განმარტება ჩამოართვა საქმესთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს. მოპოვებული ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებულია იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2 თანამშრომელი. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად განაგრძობს მუშაობას მსგავსი, შესაძლო დარღვევების გამოსავლენად", - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, "სოციალური მომსახურების სააგენტოს" იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ, "ლიბერთი ბანკში" წარადგინეს ყალბი მინდობილობები და მინდობილ პირებზე დამზადებული იქნა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი