პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო გახდება რუსეთის, თურქეთის და ირანის საჯიჯგნი ტერიტორია, ამ სამ ქვეყანას შორის ასეთი კულისური შეთანხმება უკვე არსებობს" - რას წერს გია ხუხაშვილი
"საქართველო გახდება  რუსეთის, თურქეთის და ირანის საჯიჯგნი ტერიტორია,  ამ სამ ქვეყანას შორის ასეთი კულისური შეთანხმება უკვე არსებობს" - რას წერს გია ხუხაშვილი

"კო­ბა­ხი­ძის გახ­ში­რე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი ბოლო დროს ჩი­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში არ იყო რი­გი­თი მოვ­ლე­ნე­ბი", - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "შეგ­ნე­ბუ­ლად და მე­თო­დუ­რად ხერ­გავს და წვავს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­კენ მი­მა­ვალ გზებს".

"სრუ­ლი­ად ცხა­დია, რომ ბი­ძი­ნა შეგ­ნე­ბუ­ლად და მე­თო­დუ­რად ხერ­გავს და წვავს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­კენ მი­მა­ვალ გზებს და ხი­დებს.შე­სა­ბა­მი­სად, მისი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის - რუ­სე­თის, თურ­ქე­თის და ირა­ნის სა­ჯიჯგნი ტე­რი­ტო­რია, რუ­სე­თის უპი­რო­ბო დო­მი­ნა­ცი­ით.

ამ სამ ქვე­ყა­ნას შო­რის ასე­თი კუ­ლი­სუ­რი შე­თან­ხმე­ბა უკვე არ­სე­ბობს “3+3” ფორ­მა­ტის სა­ხით.

არა­ნა­ირ ყალბ სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე სა­უ­ბა­რი, რა თქმა უნდა, არ არის, თუნ­დაც იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ იმ ტი­პის ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რა­საც ბი­ძი­ნა აშე­ნებს, სჭირ­დე­ბა უზარ­მა­ზა­რი რე­სურ­სე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნია.ამ მიზ­ნით, სა­ერ­თო შე­თან­ხმე­ბით, რუ­სეთს ამ ეტაპ­ზე შე­მოჰ­ყავს კი­დევ ერთი მო­თა­მა­შე - ჩი­ნე­თი, რომ­ლის ხე­ლი­თაც უნდა შე­იქ­მნას ერ­თგვა­რი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ფონ­დი, სის­ტე­მის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­მოშ­ლის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

კო­ბა­ხი­ძის გახ­ში­რე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი ბოლო დროს ჩი­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში არ იყო რი­გი­თი მოვ­ლე­ნე­ბი.

ჩი­ნე­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით, რუ­სე­თი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სის და­ფარ­ვის გარ­და, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბით მის მი­მართ, მიზ­ნად ისა­ხავს აშშ-სგან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბო­ლო­ოდ მოკ­ვე­თას, რად­გან ყვე­ლას­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ტრამ­პის­თვის ჩი­ნე­თის სად­მე გა­მო­ჩე­ნა “წი­თე­ლი ნაჭ­რის” აფ­რი­ა­ლე­ბის ტოლ­ფა­სია.ეს არის უახ­ლო­ე­სი ერთი-ორი წლის სა­ვა­რა­უ­დო გეგ­მა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თი უკვე ღიად და­ი­წყებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი დო­მი­ნან­ტუ­რი ინ­ტე­რე­სის გა­მო­ჩე­ნას.

ასე­თია პერ­სპექ­ტი­ვა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას შე­უძ­ლია შე­უ­შა­ლოს ხელი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით", - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"საქართველო გახდება რუსეთის, თურქეთის და ირანის საჯიჯგნი ტერიტორია, ამ სამ ქვეყანას შორის ასეთი კულისური შეთანხმება უკვე არსებობს" - რას წერს გია ხუხაშვილი

"საქართველო გახდება  რუსეთის, თურქეთის და ირანის საჯიჯგნი ტერიტორია,  ამ სამ ქვეყანას შორის ასეთი კულისური შეთანხმება უკვე არსებობს" - რას წერს გია ხუხაშვილი

"კობახიძის გახშირებული ვიზიტები ბოლო დროს ჩინეთის საელჩოში არ იყო რიგითი მოვლენები", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი "შეგნებულად და მეთოდურად ხერგავს და წვავს ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალ გზებს".

"სრულიად ცხადია, რომ ბიძინა შეგნებულად და მეთოდურად ხერგავს და წვავს ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალ გზებს და ხიდებს.შესაბამისად, მისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო გახდება რეგიონალური მოთამაშეების - რუსეთის, თურქეთის და ირანის საჯიჯგნი ტერიტორია, რუსეთის უპირობო დომინაციით.

ამ სამ ქვეყანას შორის ასეთი კულისური შეთანხმება უკვე არსებობს “3+3” ფორმატის სახით.

არანაირ ყალბ სუვერენიტეტზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ტიპის ძალადობრივი რეჟიმის სტაბილურობის შენარჩუნებას, რასაც ბიძინა აშენებს, სჭირდება უზარმაზარი რესურსები, რაც საქართველოს არ გააჩნია.ამ მიზნით, საერთო შეთანხმებით, რუსეთს ამ ეტაპზე შემოჰყავს კიდევ ერთი მოთამაშე - ჩინეთი, რომლის ხელითაც უნდა შეიქმნას ერთგვარი სტაბილიზაციის ფონდი, სისტემის სავარაუდო ჩამოშლის პრევენციისთვის.

კობახიძის გახშირებული ვიზიტები ბოლო დროს ჩინეთის საელჩოში არ იყო რიგითი მოვლენები.

ჩინეთის გააქტიურებით, რუსეთი საკუთარი ინტერესის დაფარვის გარდა, რაც განპირობებულია ქართული საზოგადოების მიუღებლობით მის მიმართ, მიზნად ისახავს აშშ-სგან საქართველოს საბოლოოდ მოკვეთას, რადგან ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ტრამპისთვის ჩინეთის სადმე გამოჩენა “წითელი ნაჭრის” აფრიალების ტოლფასია.ეს არის უახლოესი ერთი-ორი წლის სავარაუდო გეგმა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი უკვე ღიად დაიწყებს საქართველოში საკუთარი დომინანტური ინტერესის გამოჩენას.

ასეთია პერსპექტივა, რომლის განხორციელებას მხოლოდ ქართული საზოგადოების უკომპრომისო ბრძოლას შეუძლია შეუშალოს ხელი, ცივილიზებული სამყაროს აქტიური მხარდაჭერით", - წერს გია ხუხაშვილი.