კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდალში 32 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა
წინანდალში 32 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში 32 წლის მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სა­ნა­დი­რო თო­ფით მოკ­ლა, შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მიმ­დი­ნა­რე წლის 21 ნო­ემ­ბერს პო­ლი­ცი­ამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, დამ­ზა­დე­ბა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა, თუმ­ცა თე­ლა­ვის სა­სა­მარ­თლომ იგი გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"შსს-ს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108- ე მუხ­ლით და­ი­წყო.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 9 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, 1984 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ა.ბ.-მ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე - 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ე.შ. თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით, თა­ვის არე­ში დაჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღით თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. კერ­ძოდ, თა­ვის არე­ში, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით თავი და­იჭ­რა. იგი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ბად­რა­გის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 3 დე­კემ­ბერს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ა.ბ-ს მი­მართ, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი და­ამ­ტკი­ცა. მო­სა­მარ­თლემ ა.ბ-ს 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.შ-სთან მი­ახ­ლო­ვე­ბა და სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი აუკ­რძა­ლა. რა­საც ა.ბ. არ და­ე­მორ­ჩი­ლა.

უფრო ადრე, 2016 წლის 21 ნო­ემ­ბერს, შსს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ამ დრო­ის­თვის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ა. ბ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, დამ­ზა­დე­ბა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე ნა­წი­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლით). თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მო­თხო­ვი­ლი იქნა პა­ტიმ­რო­ბა, მაგ­რამ თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ა.ბ-ს სა­პა­ტიმ­რო გი­რაო 8000 ლარი შე­უ­ფარ­და, რო­მე­ლიც მან გა­და­ი­ხა­და და 2016 წლის 1 დე­კემ­ბერს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლდა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

წინანდალში 32 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

წინანდალში 32 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 32 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მიმდინარე წლის 21 ნოემბერს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავა, თუმცა თელავის სასამართლომ იგი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

"შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108- ე მუხლით დაიწყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საღამოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, 1984 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილი მეუღლე - 1987 წელს დაბადებულ ე.შ. თავის საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში დაჭრა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის იარაღით თვითმკვლელობა სცადა. კერძოდ, თავის არეში, სანადირო თოფიდან გასროლით თავი დაიჭრა. იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს მიმართ, ყოფილ მეუღლესთან არსებული კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა. მოსამართლემ ა.ბ-ს 30 დღის განმავლობაში ე.შ-სთან მიახლოვება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა. რასაც ა.ბ. არ დაემორჩილა.

უფრო ადრე, 2016 წლის 21 ნოემბერს, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა. ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე ნაწილის მესამე და მეოთხე ნაწილით). თელავის რაიონული პროკურატურის მიერ, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვილი იქნა პატიმრობა, მაგრამ თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს საპატიმრო გირაო 8000 ლარი შეუფარდა, რომელიც მან გადაიხადა და 2016 წლის 1 დეკემბერს პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ