მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის ლოგიკას თუკი გავყვებით, საერთოდ უნდა შეწყვიტოს ახალგაზრდამ აზროვნება" - კოკო გამსახურდია სხვადსხვა დროის განათლების მინისტრებზე
"მის ლოგიკას თუკი გავყვებით, საერთოდ უნდა შეწყვიტოს ახალგაზრდამ აზროვნება" - კოკო გამსახურდია სხვადსხვა დროის განათლების მინისტრებზე

კოკო გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს სხვადსხვა დრო­ის გან­თლე­ბის მი­ნის­ტრე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი:

"...მა­გა­ლი­თად ვთქვათ კი­თხვაა: რით გან­სხვავ­დე­ბა და­რე­ჯა­ნი ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­სა­გან? შენ იტყვი - ნი­ჩი­ვო სებე - და და­ი­წყებ ფიქ­რს..."

ვერ გა­ვი­გე რა უნდა ამ კაცს. ასე მეჩ­ვე­ნე­ბა, მის ლო­გი­კას თუკი გავ­ყვე­ბით, სა­ერ­თოდ უნდა შე­წყვი­ტოს ახალ­გაზ­რდამ აზ­როვ­ნე­ბა და რა­ღაც ისე­თი უნა­რე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვოს, რო­მე­ლიც აზ­როვ­ნე­ბის­თვის გვერდს აგ­ვავ­ლე­ვი­ნებს. ისე გა­მო­დის, რომ ამა­ოდ და­მაშ­ვრა­ლა კა­ცობ­რი­ო­ბა პლა­ტო­ნი­დან ჰე­გე­ლამ­დე.

რომ გა­და­ხე­დო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­აღ­დგე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრებს, უკუს­ვლის გარ­კვე­ულ ლო­გი­კას შე­ამ­ჩნევ:

ლია ან­დღუ­ლა­ძე - ქვეყ­ნის­თვის და ერის­თვის თავ­და­დე­ბა.

ალე­კო კარ­ტო­ზია - პრე­ტენ­ზია გა­ნათ­ლე­ბა­სა და ინ­ტე­ლექ­ტზე, რამ­დე­ნა­დაც შე­ვარ­დნა­ძის კა­ბი­ნეტ­ში თავს დებ­დნენ, ევ­რო­პა შე­მოგ­ვყავ­სო.

კახა ლო­მა­ია - "ენ­ჯე­ოშ­ნი­კუ­რი სული", რე­ფორ­მა, რე­ფორ­მა და რე­ფორ­მა. ნო­მი­ნა­ლის­ტუ­რი, მაგ­რამ მა­ინც. შემ­დეგ შაშ­კი­ნი - იგი­ვე, ოღონდ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი, ჩი­ნოვ­ნი­კურ სულ­ზე დამ­ყნი­ლი.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი 2013-2015 წლებ­ში - დიდ­ხანს ვე­ძებ­დი გუ­გლ­ში ამ ქა­ლის სა­ხელს და გვარს. ვი­პო­ვე ბო­ლოს. ქალი კი მახ­სოვს, სხვა ბევ­რი ვე­რა­ფე­რი გა­ვიხ­სე­ნე.

და ბო­ლოს ტრე­ნინ­გმა­ის­ტე­რი ანტი-კომბლე. კაცი, რო­მელ­მაც დღემ­დე უც­ნა­უ­რი გა­მოთ­ქმე­ბით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი.

P.S. და­ვი­ჯე­რო "ნი­ჩე­ვო სე­ბეს" იტყვის ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე? "ნე­ვერ მა­ინდ" თუ არ გა­უვ­ლი­და თავ­ში, "აი დაგ­ვერ­ხა" მა­ინც გა­ე­ფიქ­რე­ბი­ნა ამ ბედკ­რულს".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "ზღაპ­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი დღის წეს­რი­გით შე­ფა­სე­ბა სიბ­რიყ­ვეა" - ახალ­გაზ­რდა ფი­ლო­სო­ფო­სის პა­სუ­ხი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს

კომბლეს ღია წე­რი­ლი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"მის ლოგიკას თუკი გავყვებით, საერთოდ უნდა შეწყვიტოს ახალგაზრდამ აზროვნება" - კოკო გამსახურდია სხვადსხვა დროის განათლების მინისტრებზე

"მის ლოგიკას თუკი გავყვებით, საერთოდ უნდა შეწყვიტოს ახალგაზრდამ აზროვნება" - კოკო გამსახურდია სხვადსხვა დროის განათლების მინისტრებზე

კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს სხვადსხვა დროის განთლების მინისტრების შესახებ წერს:

"საქართველოს განათლების მინისტრი:

"...მაგალითად ვთქვათ კითხვაა: რით განსხვავდება დარეჯანი ოთარაანთ ქვრივისაგან? შენ იტყვი - ნიჩივო სებე - და დაიწყებ ფიქრს..."

ვერ გავიგე რა უნდა ამ კაცს. ასე მეჩვენება, მის ლოგიკას თუკი გავყვებით, საერთოდ უნდა შეწყვიტოს ახალგაზრდამ აზროვნება და რაღაც ისეთი უნარები გამოიმუშავოს, რომელიც აზროვნებისთვის გვერდს აგვავლევინებს. ისე გამოდის, რომ ამაოდ დამაშვრალა კაცობრიობა პლატონიდან ჰეგელამდე.

რომ გადახედო დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს განათლების მინისტრებს, უკუსვლის გარკვეულ ლოგიკას შეამჩნევ:

ლია ანდღულაძე - ქვეყნისთვის და ერისთვის თავდადება.

ალეკო კარტოზია - პრეტენზია განათლებასა და ინტელექტზე, რამდენადაც შევარდნაძის კაბინეტში თავს დებდნენ, ევროპა შემოგვყავსო.

კახა ლომაია - "ენჯეოშნიკური სული", რეფორმა, რეფორმა და რეფორმა. ნომინალისტური, მაგრამ მაინც. შემდეგ შაშკინი - იგივე, ოღონდ გაორმაგებული, ჩინოვნიკურ სულზე დამყნილი.

განათლების მინისტრი 2013-2015 წლებში - დიდხანს ვეძებდი გუგლში ამ ქალის სახელს და გვარს. ვიპოვე ბოლოს. ქალი კი მახსოვს, სხვა ბევრი ვერაფერი გავიხსენე.

და ბოლოს ტრენინგმაისტერი ანტი-კომბლე. კაცი, რომელმაც დღემდე უცნაური გამოთქმებით დაგვამახსოვრა თავი.

P.S. დავიჯერო "ნიჩევო სებეს" იტყვის ქართველი მოსწავლე? "ნევერ მაინდ" თუ არ გაუვლიდა თავში, "აი დაგვერხა" მაინც გაეფიქრებინა ამ ბედკრულს".

წაიკითხეთ ასევე: "ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით შეფასება სიბრიყვეა" - ახალგაზრდა ფილოსოფოსის პასუხი განათლების მინისტრს

კომბლეს ღია წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას

სამუდამო გამარჯვება კორონავირუსზე? - ამერიკელი მეცნიერები სუპერვაქცინის შექმნაზე მუშაობენ

ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან

KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დაჯილდოვდა