კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - რუსთავში, მტკვარში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია
შსს - რუსთავში, მტკვარში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია

რუს­თავ­ში, მტკვარ­ში ნა­პოვ­ნი მა­მა­კა­ცი მოკ­ლუ­ლია. ამის შე­სა­ხებ "ამ­ბე­ბი.გე"-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, 1994 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ძ.-ს რუს­თავ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 1987 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ა.ზ.-მ ბლაგ­ვი საგ­ნით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი მტკვარ­ში ჩა­აგ­დო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ა.ზ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მდი­ნა­რე მტკვარ­ში მე­თევ­ზემ ცხე­და­რი შე­ნიშ­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ. მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და და­ი­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და მკვლე­ლო­ბის ფაქტს. კერ­ძოდ, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ა.ზ.-მ რუს­თავ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1994 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ძ.-ს თა­ვის არე­ში ბლაგ­ვი საგ­ნით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, იგი მდი­ნა­რე მტკვარ­ში ჩა­აგ­დო და მი­ი­მა­ლა", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს, რუს­თავ­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შსს - რუსთავში, მტკვარში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია

შსს - რუსთავში, მტკვარში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია

რუსთავში, მტკვარში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია. ამის შესახებ "ამბები.გე"-ს შსს-ში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი მტკვარში ჩააგდო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ