მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია" - ზვიად გამსახურდია მაფიებზე
"საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია" - ზვიად გამსახურდია მაფიებზე

"სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­ცი­პი­რე­ბუ­ლი მე­რი­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო წყო­ბი­ლე­ბი­სა და მისი და­მაბ­რკო­ლებ­ლე­ბი - ასე და­ვარ­ქმევ­დი მე FB-ს სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ მის გა­მო­ნათ­ქვა­მებს მა­ფი­ა­ზე, რაც დღეს ისე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­გორც არას­დროს.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იგი აჩ­ვე­ნებს თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა 1921 წლის 25 თე­ბერ­ვლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რა­მაც კი­დევ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა 1972 წლი­დან, რო­დე­საც შე­ვარ­დნა­ძე ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ს.

არას­წო­რია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თე­ზი­სი, თით­ქოს მა­ფია ჩნდე­ბა იქ, სა­დაც სი­ღა­რი­ბეა. პი­რი­ქით - მა­ფია თა­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს სი­ღა­რი­ბეს, უსა­მარ­თლო­ბას და უწეს­რი­გო­ბას. სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ფია აღორ­ძინ­და ასე­ვე კულ­ტუ­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცალ­კე თე­მაა მა­ფია ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში. ადა­მი­ან­თა ეს ქსე­ლი ერთ მთლი­ა­ნო­ბას ქმნი­და საბ­ჭო­თა ნო­მენკლა­ტუ­რას­თან და KGB-თან. ამ ყო­ვე­ლი­ვემ გა­მო­იწ­ვია ჯერ გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, შემ­დეგ რეპ­რე­სი­ე­ბი, ბო­ლოს კი ხალ­ხის მა­სობ­რი­ვი გა­დი­ნე­ბა ქვეყ­ნი­დან.

ზ. გამ­სა­ხურ­დია: "მა­ფი­ო­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ესო­დენ დიდი სიმ­რავ­ლე, პირ­ველ რიგ­ში, კო­მუ­ნის­ტუ­რი, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი წყო­ბი­ლე­ბის მან­კი­ე­რე­ბაა, ვი­ნა­ი­დან მან მო­უს­პო ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი გზით შე­მო­სავ­ლის ქო­ნი­სა, კარ­გი ცხოვ­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვი­სა მოღ­ვა­წე­ო­ბის ამა თუ იმ სფე­რო­ში, ამი­ტომ მიჰ­ყვეს ხელი უკა­ნო­ნო და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გზას, რი­თაც გამ­რავ­ლდნენ მა­ფი­ე­ბი. ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვად და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უპი­რის­პირ­დე­ბი­ან სი­მარ­თლეს, სი­კე­თეს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, კა­ნო­ნი­ე­რე­ბას. მათ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა დამ­სჯე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უსარ­გებ­ლოა; ისევ და ისევ სა­ჭი­როა იმ სის­ტე­მის დან­გრე­ვა, რა­მაც ეს ყო­ვე­ლი­ვე წარ­მოშ­ვა. ამ სის­ტე­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია არის სა­ჭი­რო, მისი მი­სა­და­გე­ბა ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბი­სად­მი, შე­მო­სავ­ლის გაზ­რდა, რათა ადა­მი­ან­მა შე­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში არ და­არ­ღვი­ოს კა­ნო­ნი­ე­რე­ბა.

ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო წყო­ბი­ლე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვევს შემ­დგომ ამ მა­ფი­ე­ბის დაშ­ლას, ისი­ნი შე­წყვე­ტენ არ­სე­ბო­ბას. სა­ნამ კო­მუ­ნის­ტუ­რი სის­ტე­მის რე­ცი­დი­ვე­ბი გვექ­ნე­ბა, მა­ფია ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს."

ზ. გამ­სა­ხურ­დია: "პა­ტა­რა სა­მე­ფო­ე­ბი, პა­ტა­რა იმ­პე­რი­ე­ბი კულ­ტუ­რა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში უნდა მო­ის­პოს. აქ პა­ტა­რა ლი­დე­რე­ბი – მე­ფე­ე­ბი და თა­ვა­დე­ბი – არი­ან, რომ­ლე­ბიც თა­ვის კლანს იკ­რე­ბენ გარ­შე­მო. ეს კლა­ნი შემ­დეგ იბ­რძვის თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, თა­ვი­სი მო­გე­ბის­თვის და ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. რო­დე­საც უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გახ­დე­ბა მმარ­თვე­ლო­ბა ამ სფე­რო­ებ­ში, ეს გა­მო­იწ­ვევს ამ მა­ფი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­წყვე­ტას.

სა­ქარ­თვე­ლო სამ­ხრე­თის ქვე­ყა­ნაა და აქ ზარ­მაც­თა, მუქ­თა­ხო­რა­თა და უსაქ­მურ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლია".

კოკო გამ­სა­ხურ­დია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია" - ზვიად გამსახურდია მაფიებზე

"საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია" - ზვიად გამსახურდია მაფიებზე

"საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ კონციპირებული მერიტოკრატიული მოდელი სახელმწიფო წყობილებისა და მისი დამაბრკოლებლები - ასე დავარქმევდი მე FB-ს სივრცეში გავრცელებულ მის გამონათქვამებს მაფიაზე, რაც დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.

უპირველეს ყოვლისა, იგი აჩვენებს თუ რა მიმართულებით განვითარდა ჩვენი საზოგადოება 1921 წლის 25 თებერვლიდან მოყოლებული, რამაც კიდევ სხვა განზომილება შეიძინა 1972 წლიდან, როდესაც შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში საქართველოს სსრ-ს.

არასწორია გავრცელებული თეზისი, თითქოს მაფია ჩნდება იქ, სადაც სიღარიბეა. პირიქით - მაფია თავად განაპირობებს სიღარიბეს, უსამართლობას და უწესრიგობას. სრულიად განსაკუთრებული მაფია აღორძინდა ასევე კულტურასა და ხელოვნებაში. და რასაკვირველია, ცალკე თემაა მაფია ეკლესიის წიაღში. ადამიანთა ეს ქსელი ერთ მთლიანობას ქმნიდა საბჭოთა ნომენკლატურასთან და KGB-თან. ამ ყოველივემ გამოიწვია ჯერ გადატრიალება, შემდეგ რეპრესიები, ბოლოს კი ხალხის მასობრივი გადინება ქვეყნიდან.

ზ. გამსახურდია: "მაფიოზური დაჯგუფებების ესოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა, ვინაიდან მან მოუსპო ადამიანს საშუალება კანონიერი და სამართლიანი გზით შემოსავლის ქონისა, კარგი ცხოვრებისა და წარმატების მიღწევისა მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ მიჰყვეს ხელი უკანონო და დანაშაულებრივ გზას, რითაც გამრავლდნენ მაფიები. ეს არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც უპირისპირდებიან სიმართლეს, სიკეთეს, ჭეშმარიტებას, კანონიერებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა დამსჯელი ორგანოების მეშვეობით, რასაკვირველია, უსარგებლოა; ისევ და ისევ საჭიროა იმ სისტემის დანგრევა, რამაც ეს ყოველივე წარმოშვა. ამ სისტემის ლიბერალიზაცია არის საჭირო, მისი მისადაგება ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებისადმი, შემოსავლის გაზრდა, რათა ადამიანმა შემოსავლის ძიებაში არ დაარღვიოს კანონიერება.

ჩვენი სახელმწიფო წყობილების გაჯანსაღება, ეკონომიკური ღონისძიებები გამოიწვევს შემდგომ ამ მაფიების დაშლას, ისინი შეწყვეტენ არსებობას. სანამ კომუნისტური სისტემის რეციდივები გვექნება, მაფია ყოველთვის იარსებებს."

ზ. გამსახურდია: "პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის, თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.

საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია".

კოკო გამსახურდია

"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა.... მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, მე რა უნდა ვუთხრაო" - გიორგი კეკელიძე

კახა კალაძის ემოციური შეხვედრა შვილებთან - რა კადრებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი კლინიკის დატოვების შემდეგ

"ეს დღეებია იმატებს ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია, რომ კიდევ ბევრ თანაქალაქელს დავკარგავ. აცრა, პირბადე და რეგულაციები - მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს!" - ექიმი დავით გადელია