მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურიოზული დარღვევები და ინციდენტები არჩევნების მეორე ტურში
კურიოზული დარღვევები და ინციდენტები არჩევნების მეორე ტურში

30 ოქ­ტომ­ბერს პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური იმარ­თე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 50 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ტარ­დე­ბა, აქე­დან თბი­ლი­სის 18 და რე­გი­ო­ნე­ბის - 32 ოლ­ქში. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ყვე­ლა იმ ოლ­ქში და­ი­ნიშ­ნა, სა­დაც კან­დი­დატ­მა "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით" გან­სა­ზღვრუ­ლი 50%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ვერ შეძ­ლო.

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, ტრა­დი­ცი­უ­ლად ფიქ­სირ­დე­ბა კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ოლ­ქში თუ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, რო­მელ­თაც დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აფიქ­სი­რე­ბენ. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყი­ზი­ლა­ჯლოს 50-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით, რომ ერთ-ერ­თმა დამ­კვირ­ვე­ბელ­მა სა­არ­ჩევ­ნო კა­ბი­ნის ფარ­დის გა­და­წე­ვის შემ­დეგ ყვი­რი­ლი და­ი­წყო, რომ კა­ბი­ნა­ში 41 რი­ცხვი იყო და­წე­რი­ლი. 50-ე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რის ნი­ზა­მა­დინ მუ­რა­დო­ვის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა სა­არ­ჩევ­ნო კა­ბი­ნა­ში, კე­დელ­ზე "41" თა­ვად და­წე­რა, შემ­დეგ კი შე­ე­ცა­და ვი­თა­რე­ბა ისე წარ­მო­ე­ჩი­ნა, ვი­თომ ეს წარ­წე­რა მა­ნამ­დე იყო. უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, სამი მოწ­მე არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­წე­რა თა­ვად ამ პირ­მა გა­ა­კე­თა. მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნულ პირს უბა­ნი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში 18.09 ოლ­ქის 32-ე უბან­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და, რის გა­მოც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ და­ი­წყო ტი­რი­ლი, შე­იქ­მნა ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ვე­ღარ ახერ­ხებ­დნენ თა­ვი­ან­თი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. დამ­კვირ­ვე­ბელ­მა და ცეს­კოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს მი­უ­თი­თეს, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­უ­ძა­ხებ­დნენ პო­ლი­ცი­ას, რის შემ­დე­გაც პრობ­ლე­მა აღ­მო­ი­ფხვრა.

ასე­ვე, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯოს 23.11 ოლ­ქის 38-ე უბან­ზე გა­და­სა­ტა­ნი ყუთი მი­ი­ტა­ნეს მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე, მაგ­რამ ხმა არ მი­ა­ცე­მი­ნეს ამომ­რჩე­ველს, რად­გა­ნაც ჩათ­ვა­ლეს, რომ ჯან­მრთე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ეს ყუთი კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა და­აბ­რუ­ნეს უბან­ზე, მაგ­რამ დამ­კვირ­ვებ­ლის მი­თი­თე­ბის შემ­დეგ კვლავ უკან წა­ი­ღეს, თუმ­ცა იმ ამომ­რჩე­ველს ხმა მა­ინც არ მი­ა­ცე­მი­ნეს. ამის შემ­დეგ ამომ­რჩე­ვე­ლი თა­ვი­სით მი­ვი­და უბან­ზე და არც იქ მი­ა­ცე­მი­ნეს ხმა რად­გან გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის სი­ა­ში იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და ქუ­თა­ი­სის მე-80 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში, სა­დაც სა­კონ­ტრო­ლო ბი­უ­ლე­ტენ­ზე კო­მი­სი­ის სამ წევ­რს ხელ­მო­წე­რა და­ა­ვი­წყდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას. უბ­ნის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, დარ­ღვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მე-80 უბან­ში შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე გაგ­რძელ­და.

რუს­თა­ვის #24 უბან­ზე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რის მხრი­დან ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი. თუმ­ცა, უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რის, თა­მაზ ზა­ზა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რის, თა­მაზ ნო­ზა­ძის მხრი­დან ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია - ნო­ზა­ძემ ფული წყლის მო­სა­ტა­ნად მის­ცა ერთ-ერთ ნაც­ნობს. "კო­მი­სი­ის წევ­რს, ერთ-ერთ დამ­კვირ­ვე­ბელს პი­რა­დად მე ვთხო­ვე ვინ­მე გა­ეგ­ზავ­ნა მა­ღა­ზი­ი­დან წყლის სა­ყიდ­ლად. თა­მაზ ნო­ზა­ძემ ფული მის­ცა ახ­ლო­ბელს და მა­ღა­ზი­ა­ში წყლის მო­სა­ტა­ნად გა­აგ­ზავ­ნა", - გა­ნა­ცხა­და ზა­ზა­ძემ. თა­მაზ ნო­ზა­ძის თქმით, ახ­ლო­ბელს მის­ცა 10 ლარი და სთხო­ვა მა­ღა­ზი­ი­დან 10 ლიტ­რი­ა­ნი წყა­ლი და სი­გა­რე­ტი მო­ე­ტა­ნა.

ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და რუს­თა­ვის #10 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზეც. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დამ­კვირ­ვებ­ლის თქმით, სა­ოლ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უბან­ზე არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ვი­და და მას მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და: "შა­ყი­რობს და ღლა­ბუ­ცობს. ვდგა­ვარ, მო­დის, მიდ­გე­ბა წინ, მი­პა­ჭუ­ნებს თვა­ლებს, ვარ­დებს მო­გარ­თმევთ... გა­მო­ი­ძა­ხეთ პატ­რუ­ლი და ის გა­არ­კვევს არის თუ არა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" - აღ­ნიშ­ნა დამ­კვირ­ვე­ბელ­მა.

მარ­კი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი მის­ვლის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში. ამ ფაქ­ტზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ცეს­კო-ს სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ მომ­დევ­ნო. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დარ­ჩათ მარ­კი­რე­ბა ხელ­ზე, რაც მი­ქე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია. სა­უბ­ნო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­მა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცეს.

მარ­კი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლის მის­ვლის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და ბა­თუ­მის 63-ე უბან­ზეც. ამ უბ­ნის ნა­კა­დის მომ­წეს­რი­გე­ბელ­მა 8-10 მარ­კი­რე­ბა­გავ­ლი­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი და­ა­ფიქ­სი­რა, რომ­ლე­ბიც მარ­კი­რე­ბის მი­ზე­ზად ციტ­რუ­სის კვალს ასა­ხე­ლებ­დნენ.

"მან­და­რინს ჭიშ­კარ­თან არი­გე­ბენ თუ რა ხდე­ბო­და არ ვიცი. ვი­საც ჰქონ­და მარ­კი­რე­ბა ხელ­ზე, მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა რომ ჭამა მან­და­რი­ნი. და­ი­ბა­ნეს ხელი, მაგ­რამ მა­ინც ჩან­და მარ­კი­რე­ბის კვა­ლი. უარი ვუ­თხა­რით, არ მი­ვა­ცე­მი­ნეთ ხმა და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი წა­ვიდ­ნენ. სამი ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან გა­ჯი­უტ­და, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წია, მათი პი­რა­დო­ბე­ბის ქსე­რო­ას­ლე­ბი გა­და­ვი­ღეთ და გვაქვს საქ­მე­ში. მან­და­რი­ნი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­იყ­ვა­ნეს", - აღ­ნიშ­ნა უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რემ რა­მაზ სე­ფერ­თე­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

კურიოზული დარღვევები და ინციდენტები არჩევნების მეორე ტურში

კურიოზული დარღვევები და ინციდენტები არჩევნების მეორე ტურში

30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა "საარჩევნო კოდექსით" განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

საარჩევნო პროცესის პარალელურად, ტრადიციულად ფიქსირდება კურიოზული სიტუაციები სხვადასხვა ოლქში თუ საარჩევნო უბანზე, რომელთაც დამკვირვებლები აფიქსირებენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოხდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო კაბინის ფარდის გადაწევის შემდეგ ყვირილი დაიწყო, რომ კაბინაში 41 რიცხვი იყო დაწერილი. 50-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ნიზამადინ მურადოვის განცხადებით, აღნიშნულმა პირმა საარჩევნო კაბინაში, კედელზე "41" თავად დაწერა, შემდეგ კი შეეცადა ვითარება ისე წარმოეჩინა, ვითომ ეს წარწერა მანამდე იყო. უბნის თავმჯდომარის თქმით, სამი მოწმე არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული წარწერა თავად ამ პირმა გააკეთა. მომხდარი ფაქტის შემდეგ აღნიშნულ პირს უბანი დაატოვებინეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, თბილისში 18.09 ოლქის 32-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო ტირილი, შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, კომისიის წევრები ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. დამკვირვებელმა და ცესკოს წარმომადგენელმა პარტიის წარმომადგენელს მიუთითეს, რომ მსგავსი ქმედების გაგრძელების შემთხვევაში გამოუძახებდნენ პოლიციას, რის შემდეგაც პრობლემა აღმოიფხვრა.

ასევე, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთი მიიტანეს მითითებულ მისამართზე, მაგრამ ხმა არ მიაცემინეს ამომრჩეველს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს ყუთი კომისიის წევრებმა დააბრუნეს უბანზე, მაგრამ დამკვირვებლის მითითების შემდეგ კვლავ უკან წაიღეს, თუმცა იმ ამომრჩეველს ხმა მაინც არ მიაცემინეს. ამის შემდეგ ამომრჩეველი თავისით მივიდა უბანზე და არც იქ მიაცემინეს ხმა რადგან გადასატანი ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული.

პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისის მე-80 საარჩევნო უბანში, სადაც საკონტროლო ბიულეტენზე კომისიის სამ წევრს ხელმოწერა დაავიწყდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ეცნობა საოლქო საარჩევნო კომისიას. უბნის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, დარღვევის მიუხედავად საარჩევნო პროცესი მე-80 უბანში შეფერხებების გარეშე გაგრძელდა.

რუსთავის #24 უბანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. თუმცა, უბნის თავმჯდომარის, თამაზ ზაზაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, თამაზ ნოზაძის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია - ნოზაძემ ფული წყლის მოსატანად მისცა ერთ-ერთ ნაცნობს. "კომისიის წევრს, ერთ-ერთ დამკვირვებელს პირადად მე ვთხოვე ვინმე გაეგზავნა მაღაზიიდან წყლის საყიდლად. თამაზ ნოზაძემ ფული მისცა ახლობელს და მაღაზიაში წყლის მოსატანად გააგზავნა", - განაცხადა ზაზაძემ. თამაზ ნოზაძის თქმით, ახლობელს მისცა 10 ლარი და სთხოვა მაღაზიიდან 10 ლიტრიანი წყალი და სიგარეტი მოეტანა.

ინციდენტი მოხდა რუსთავის #10 საარჩევნო უბანზეც. "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის თქმით, საოლქოს წარმომადგენელი უბანზე არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და მას მუშაობის საშუალებას არ აძლევდა: "შაყირობს და ღლაბუცობს. ვდგავარ, მოდის, მიდგება წინ, მიპაჭუნებს თვალებს, ვარდებს მოგართმევთ... გამოიძახეთ პატრული და ის გაარკვევს არის თუ არა ნასვამ მდგომარეობაში" - აღნიშნა დამკვირვებელმა.

მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლის ფაქტი დაფიქსირდა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ მომდევნო. მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ მარკირება ხელზე, რაც მიქელაძის ინფორმაციით, პრაქტიკულად გამორიცხულია. საუბნო-საარჩევნო კომისიებმა კანონის შესაბამისად, აღნიშნულ პირებს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს.

მარკირებული ამომრჩევლის მისვლის ფაქტი დაფიქსირდა ბათუმის 63-ე უბანზეც. ამ უბნის ნაკადის მომწესრიგებელმა 8-10 მარკირებაგავლილი ამომრჩეველი დააფიქსირა, რომლებიც მარკირების მიზეზად ციტრუსის კვალს ასახელებდნენ.

"მანდარინს ჭიშკართან არიგებენ თუ რა ხდებოდა არ ვიცი. ვისაც ჰქონდა მარკირება ხელზე, მიზეზად დაასახელა რომ ჭამა მანდარინი. დაიბანეს ხელი, მაგრამ მაინც ჩანდა მარკირების კვალი. უარი ვუთხარით, არ მივაცემინეთ ხმა და განაწყენებული წავიდნენ. სამი ადამიანი ძალიან გაჯიუტდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, მათი პირადობების ქსეროასლები გადავიღეთ და გვაქვს საქმეში. მანდარინი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყვანეს", - აღნიშნა უბნის თავმჯდომარემ რამაზ სეფერთელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."