სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"25 წლის ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერცერთ ასაკში..." - როგორ ულოცავს ბაჩო ახალაიას მეუღლე დაბადების დღეს
"25 წლის ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერცერთ ასაკში..." - როგორ ულოცავს ბაჩო ახალაიას მეუღლე დაბადების დღეს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია დღეს იუ­ბი­ლა­რია. ექსმი­ნისტრს მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და­ბა­დე­ბის დღეს "ფე­ის­ბუქ­ზე" ულო­ცავს.

"25 წლის ახალ­გაზ­რა ბიჭ­მა გა­ბე­და ის, რაც ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს ვერ­ცერთ ასაკ­ში და ცხოვ­რე­ბის ვერ­ცერთ ეტაპ­ზე ვერ გა­ა­კე­თა, სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი პა­ტა­რა ბიჭი და­უ­პი­რის­პირ­და ყვე­ლა­ზე სა­შიშ ინ­სტი­ტუტს - "ქურ­დულ სამ­ყა­როს" და წელ­ში გა­ტე­ხა საბ­ჭო­თა ქარ­თუ­ლი მა­ფია, მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა - უზარ­მა­ზა­რი ქრთა­მის შე­თა­ვა­ზე­ბით და­წყე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

მერე იყო მის­თვის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი არ­მია... 28 წლის ასაკ­ში ჩა­ი­ბა­რა სრუ­ლი­ად დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ჯარი, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გაწ­მინ­და რუ­სუ­ლი აჩ­რდი­ლის­გან. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იცხოვ­რა რი­გით ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად ყა­ზარ­მა­ში, რათა უფრო კარ­გად გა­ე­გო მათი გუ­ლის­ცე­მა. ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი გა­ხა­და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი, სამ­ხედ­რო აკა­დე­მია და კა­დეტ­თა სკო­ლა. ქარ­თულ­მა არ­მი­ამ მო­ი­პო­ვა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნდო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რე­ი­ტინ­გებ­ში სა­პატ­რი­არ­ქო­სად­მი ნდო­ბა­საც გა­და­უს­წრო.

მერე იყო სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი ეგო­ნა ბევ­რს. მან ესეც შეძ­ლო და ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცა, რომ მთა­ვა­რია მო­ინ­დო­მო და ყვე­ლა­ფე­რი მიღ­წე­ვა­დია.

32 წლის ასაკ­ში მას ხელ-ფეხი შე­უკ­რეს, 25-ჯერ გა­მო­უ­ტა­ნეს და­პა­ტიმ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა უკვე ცი­ხე­ში თა­ვის ფე­ხით მი­სულს, ეს ნა­ბი­ჯიც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დად­გა, იმი­ტომ რომ პა­ტი­ვი სცა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას... და ბო­ლოს, უბ­რა­ლოდ იმი­ტომ რომ იცო­და მარ­თა­ლი იყო. ამ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­შიც კი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, 13-ჯერ გა­მარ­თლდა, 13 სხვა­დას­ხვა მო­სა­მარ­თლეს ათ­ქმე­ვი­ნა რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა უკვე 4 წე­ლია მა­ინც ცი­ხე­ში ზის, არა­და რამ­დენ ძა­ლი­ან მა­გარ საქ­მეს გა­ა­კე­თებ­და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ.

დღეს ეს ბიჭი 36 წლის გახ­და, ჯერ ისევ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა, ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს. სი­ბე­რე კი ტკბი­ლი ექ­ნე­ბა გაგ­რა­ში, შვი­ლე­ბის, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში - ერთი პა­ტა­რა კოხ­ტა სახ­ლი გაგ­რის სა­ნა­პი­რო­ზე და პა­ტა­რა იახ­ტა, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა იფ­რი­ა­ლებს...", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"25 წლის ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერცერთ ასაკში..." - როგორ ულოცავს ბაჩო ახალაიას მეუღლე დაბადების დღეს

"25 წლის ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერცერთ ასაკში..." - როგორ ულოცავს ბაჩო ახალაიას მეუღლე დაბადების დღეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს იუბილარია. ექსმინისტრს მეუღლე ანი ნადარეიშვილი დაბადების დღეს "ფეისბუქზე" ულოცავს.

"25 წლის ახალგაზრა ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერცერთ ასაკში და ცხოვრების ვერცერთ ეტაპზე ვერ გააკეთა, სრულიად გამოუცდელი პატარა ბიჭი დაუპირისპირდა ყველაზე საშიშ ინსტიტუტს - "ქურდულ სამყაროს" და წელში გატეხა საბჭოთა ქართული მაფია, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობისა - უზარმაზარი ქრთამის შეთავაზებით დაწყებული, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დამთავრებული.

მერე იყო მისთვის სათაყვანებელი ქართული არმია... 28 წლის ასაკში ჩაიბარა სრულიად დემორალიზებული ჯარი, რომელიც მალევე გაწმინდა რუსული აჩრდილისგან. 6 თვის განმავლობაში იცხოვრა რიგით ჯარისკაცებთან ერთად ყაზარმაში, რათა უფრო კარგად გაეგო მათი გულისცემა. ყველაზე პრესტიჟული გახადა სამხედრო სამსახური, სამხედრო აკადემია და კადეტთა სკოლა. ქართულმა არმიამ მოიპოვა ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოებაში და რეიტინგებში საპატრიარქოსადმი ნდობასაც გადაუსწრო.

მერე იყო სამხედრო მრეწველობა, პირველი ქართული სამხედრო მრეწველობა, რომლის განხორციელება ფანტაზიის ნაყოფი ეგონა ბევრს. მან ესეც შეძლო და ყველას დაუმტკიცა, რომ მთავარია მოინდომო და ყველაფერი მიღწევადია.

32 წლის ასაკში მას ხელ-ფეხი შეუკრეს, 25-ჯერ გამოუტანეს დაპატიმრების ბრძანება უკვე ციხეში თავის ფეხით მისულს, ეს ნაბიჯიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგა, იმიტომ რომ პატივი სცა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართულ საზოგადოებას... და ბოლოს, უბრალოდ იმიტომ რომ იცოდა მართალი იყო. ამ უმძიმეს პერიოდშიც კი გამორჩეული იყო, 13-ჯერ გამართლდა, 13 სხვადასხვა მოსამართლეს ათქმევინა რომ უდანაშაულოა. მიუხედავად ამისა უკვე 4 წელია მაინც ციხეში ზის, არადა რამდენ ძალიან მაგარ საქმეს გააკეთებდა ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ.

დღეს ეს ბიჭი 36 წლის გახდა, ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს. სიბერე კი ტკბილი ექნება გაგრაში, შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების გარემოცვაში - ერთი პატარა კოხტა სახლი გაგრის სანაპიროზე და პატარა იახტა, რომელზეც ქართული ხუთჯვრიანი დროშა იფრიალებს...", - წერს ნადარეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს