პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავა - ზუგდიდში სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ჰოლანდიის მოქალაქე, ქმარი უკრაინის მოქალაქეა, შვილები -ამერიკის, რა კავშირი აქვს სამეგრელოსთან?
გოგა ხაინდრავა - ზუგდიდში სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ჰოლანდიის მოქალაქე, ქმარი უკრაინის მოქალაქეა, შვილები -ამერიკის, რა კავშირი აქვს სამეგრელოსთან?

რა კავ­ში­რი აქვს სან­დრა რუ­ლოვსს სა­მეგ­რე­ლოს­თან, ერთი მა­ინ­ტე­რე­სებს, მე რა კავ­ში­რი მაქვს ვიცი, მე ოდი­შე­ლი აზ­ნა­უ­რი ვარ, წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან, - ამის შე­სა­ხებ რე­ჟი­სორ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გოგა ხა­ინ­დრა­ვამ ზუგ­დიდ­ში, ქუ­თა­ის­სა და მთაწ­მინ­დის ოლ­ქებ­ში წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებ­ზე ისა­უბ­რა. კონ­კრე­ტუ­ლად, გოგა ხა­ინ­დრა­ვამ გიგი წე­რე­თე­ლი­სა და კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. მისი შე­ფა­სე­ბით, გიგი წე­რე­თე­ლი "კონ­ფორ­მიზ­მის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა", კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი კი, ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. მან ასე­ვე ისა­უბ­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ნიკა რუ­რუ­ას შე­სა­ხებ და ნიკა რუ­რუ­ას "ბო­რო­ტე­ბის საძ­მოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი" უწო­და. მისი შე­ფა­სე­ბით, წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. ხა­ინ­დრა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იყ­ვა­ნა, ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ამ კი, ის ტან­კე­ბი უკან შე­მო­იყ­ვა­ნა.

"ზუგ­დიდ­ში ქალ­ბა­ტო­ნი სან­დრა რუ­ლოვ­სი იყ­რის კენ­ჭს, ჰო­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქე, ქმა­რი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, შვი­ლე­ბი ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რა შუ­ა­შია სა­მეგ­რე­ლო­ში სან­დრა რუ­ლოვ­სი, ერთი გა­მა­გე­ბი­ნეთ, თუ არა ეს და­უ­ო­კე­ბე­ლი ჟინი კე­თილ­დღე­ო­ბის, სა­კუ­თა­რი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის და ინ­ტე­რე­სე­ბის. რა კავ­ში­რი აქვს სან­დრა რუ­ლოვსს სა­მეგ­რე­ლოს­თან მა­ინ­ტე­რე­სებს, მე რა კავ­ში­რი მაქვს ვიცი, მე ოდი­შე­ლი აზ­ნა­უ­რი ვარ, წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან. აი, სან­დრა რუ­ლოვ­სი რა შუ­ა­შია, მეგ­რე­ლებს მინ­და ვკი­თხო, ჩემი მიწა-წყლის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რა შუ­ა­შია, ან რა კავ­ში­რი აქვს სა­ერ­თოდ? სან­დრა რუ­ლოვსს ჰო­ლან­დია არ უყ­ვარს, ჰო­ლან­დი­ა­ში ჩა­ვი­დეს, იქ პრობ­ლე­მე­ბი არ არის? იქ ხალ­ხს ზრუნ­ვა არ სჭირ­დე­ბა? ან ამე­რი­კა­ში, სა­დაც ახლა ცხოვ­რობს, ან უკ­რა­ი­ნა­ში, თა­ვის ქმარ­თან ერ­თად. რა­ტომ მა­ინც და მა­ინც სა­მეგ­რე­ლო­ში?- იმი­ტომ რომ იქ არის ბუდე - კოხ­ტა კო­დუ­ე­ბის, მე­გის ქარ­და­ვე­ბის, ახა­ლა­ი­ე­ბის. იმ ბუ­დე­ზე დაყ­რდნო­ბით ცდი­ლო­ბენ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­დეს, ამი­ტომ არის სან­დრა რუ­ლოვ­სი იქ მივ­ლე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გოგა ხა­ინ­დრა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თა და ამ არ­ჩე­ვანს კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რებს 30 ოქ­ტომ­ბერს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გოგა ხაინდრავა - ზუგდიდში სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ჰოლანდიის მოქალაქე, ქმარი უკრაინის მოქალაქეა, შვილები -ამერიკის, რა კავშირი აქვს სამეგრელოსთან?

გოგა ხაინდრავა - ზუგდიდში სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ჰოლანდიის მოქალაქე, ქმარი უკრაინის მოქალაქეა, შვილები -ამერიკის, რა კავშირი აქვს სამეგრელოსთან?

რა კავშირი აქვს სანდრა რულოვსს სამეგრელოსთან, ერთი მაინტერესებს, მე რა კავშირი მაქვს ვიცი, მე ოდიშელი აზნაური ვარ, წარმოშობით სამეგრელოდან, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გოგა ხაინდრავამ ზუგდიდში, ქუთაისსა და მთაწმინდის ოლქებში წარდგენილ კანდიდატებზე ისაუბრა. კონკრეტულად, გოგა ხაინდრავამ გიგი წერეთელისა და კობა ნარჩემაშვილის შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, გიგი წერეთელი "კონფორმიზმის განსახიერებაა", კობა ნარჩემაშვილი კი, ყველაზე ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა შევარდნაძის ხელისუფლებიდან. მან ასევე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილისა და ნიკა რურუას შესახებ და ნიკა რურუას "ბოროტების საძმოს წარმომადგენელი" უწოდა. მისი შეფასებით, წარსული და მომავალი უპირისპირდება ერთმანეთს. ხაინდრავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა რუსული ბაზები საქართველოდან გაიყვანა, ნიკოლოზ რურუამ კი, ის ტანკები უკან შემოიყვანა.

"ზუგდიდში ქალბატონი სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ჰოლანდიის მოქალაქე, ქმარი უკრაინის მოქალაქე, შვილები ამერიკის მოქალაქეები, რა შუაშია სამეგრელოში სანდრა რულოვსი, ერთი გამაგებინეთ, თუ არა ეს დაუოკებელი ჟინი კეთილდღეობის, საკუთარი პატივმოყვარეობის და ინტერესების. რა კავშირი აქვს სანდრა რულოვსს სამეგრელოსთან მაინტერესებს, მე რა კავშირი მაქვს ვიცი, მე ოდიშელი აზნაური ვარ, წარმოშობით სამეგრელოდან. აი, სანდრა რულოვსი რა შუაშია, მეგრელებს მინდა ვკითხო, ჩემი მიწა-წყლის წარმომადგენლებს, რა შუაშია, ან რა კავშირი აქვს საერთოდ? სანდრა რულოვსს ჰოლანდია არ უყვარს, ჰოლანდიაში ჩავიდეს, იქ პრობლემები არ არის? იქ ხალხს ზრუნვა არ სჭირდება? ან ამერიკაში, სადაც ახლა ცხოვრობს, ან უკრაინაში, თავის ქმართან ერთად. რატომ მაინც და მაინც სამეგრელოში?- იმიტომ რომ იქ არის ბუდე - კოხტა კოდუების, მეგის ქარდავების, ახალაიების. იმ ბუდეზე დაყრდნობით ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება გაგრძელდეს, ამიტომ არის სანდრა რულოვსი იქ მივლენილი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და ამ არჩევანს კიდევ ერთხელ დაადასტურებს 30 ოქტომბერს.