სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფრანგეთში, რკინიგზის სადგურზე, ორი დღე ვიჯექი და ვიყინებოდი" - წარმატებული ჩოგბურთელის კარიერული გზა
"საფრანგეთში, რკინიგზის სადგურზე, ორი დღე ვიჯექი და ვიყინებოდი" - წარმატებული ჩოგბურთელის კარიერული გზა

27 წლის ჩოგ­ბურ­თე­ლი - სო­ფიო შა­ფა­თა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი და "პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი" გახ­ლავთ. მისი კა­რი­ე­რუ­ლი გზა აღ­მართ-დაღ­მარ­თე­ბი­თაა სავ­სე. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩოგ­ბურთში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სო­ფი­ოს ფარ-ხმა­ლი არ და­უყ­რია და საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­თვის თავი არ და­უ­ნე­ბე­ბია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის­თვის სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია შე­მო­სავ­ლის წყა­როა, თუმ­ცა ამ დო­ნის მი­საღ­წე­ვად მას უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა მო­უხ­და.

ახ­ლა­ხან სო­ფიო შა­ფა­თა­ვა სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბის, ტან­საც­მლი­სა და ჩოგ­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი მსოფ­ლიო ბრენ­დე­ბის სა­ხეც გახ­და... სპორ­ტსმენ­მა ისიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ სპორ­ტუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლას აპი­რებს...

- ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში საკ­მა­ოდ გვი­ან - 10 წლი­სამ და­ვი­წყე. თავ­და­პირ­ვე­ლად, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის მიზ­ნით ვთა­მა­შობ­დი. შემ­დეგ, მარ­ტი­ნა ჰინ­გი­სის სა­ხით კერ­პი გა­მიჩ­ნდა და ვარ­ჯი­ში ამის გამო გან­ვაგ­რძე. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ჩემს კერპს სად­მე შე­ჯიბ­რე­ბა­ზე შევ­ხვედ­რო­დი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით მარ­ტი­ნა ჰინ­გის­თან შეხ­ვედ­რის ბედ­ნი­ე­რე­ბა ბევ­რჯერ მხვდა წი­ლად. ის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ. მას­თან ერ­თად ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ყო­ველ­თვის მე­რი­დე­ბა. ამ ადა­მი­ანს ვიც­ნობ და ჩემ­თვის ეს საკ­მა­რი­სია.

- შენს კერპს კორტზე შეხ­ვედ­რი­ხარ?

- არა. საკ­მა­ოდ უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი, როცა მან ერ­თე­ულ­თა თან­რიგ­ში თა­მაშს თავი და­ა­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მას­თან ას­პა­რე­ზო­ბა ვერ მო­ვას­წა­რი. ახლა მხო­ლოდ წყვი­ლე­ბის შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გა­მო­დის.

- ჩოგ­ბურ­თის თა­მა­შის და­სა­წყე­ბად, სა­უ­კე­თე­სო ასა­კი რო­მე­ლია?

- როცა თა­მა­ში და­ვი­წყე, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ძა­ლი­ან გვი­ა­ნია, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვაო. სა­ერ­თოდ, ჩოგ­ბურ­თი სპორ­ტის ისე­თი სა­ხე­ო­ბაა, რაც უფრო ადრე და­ი­წყებ, უფრო გა­გი­ად­ვილ­დე­ბა... სა­უ­კე­თე­სო ასა­კი 7 წე­ლია: ბავ­შვი უკვე კარ­გად აზ­როვ­ნებს, შე­უძ­ლია, აით­ვი­სოს, რა­საც მწვრთნე­ლი ეუბ­ნე­ბა...GზაPრესს

- ჩოგ­ბურთში შენი კა­რი­ე­რა რო­გორ გან­ვი­თარ­და? წარ­მა­ტე­ბას მა­ლე­ვე მი­აღ­წიე?

- ცხოვ­რე­ბა­ში სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მქონ­და: ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დავ­დი­ო­დი, მა­თე­მა­ტი­კურ კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, ინ­გლი­სურ ენას გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ვე­უფ­ლე­ბო­დი... ექი­მო­ბა მინ­დო­და. ჩოგ­ბურთს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ზა­ფხუ­ლო­ბით, გა­სარ­თო­ბად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რად­გან ამ დროს სას­კო­ლო არ­და­დე­გე­ბი მქონ­და და მე­ცა­ლა. წარ­მა­ტე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ყო­ველ­თვის ვი­გებ­დი. თა­ვის დრო­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ვი­გე, 14-დან 16 წლამ­დე ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში. ბევ­რი კარ­გი მო­თა­მა­შე გვყავ­და. მეც აზარ­ტუ­ლი ვი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ისე­თი გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლია, რომ იმე­დი არ მქონ­და, თუ ჩოგ­ბურთს ბო­ლომ­დე, პრო­ფე­სი­უ­ლად მივ­ყვე­ბო­დი, არა­და, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ზე მა­ბო­დებ­და, ისე მიყ­ვარ­და! არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე კი დავ­მდგარ­ვარ - ახლა რა გა­ვა­კე­თო, ჩოგ­ბურთს თავი და­ვა­ნე­ბო-მეთ­ქი? ზოგ­ჯერ თვე­ო­ბით არ მი­ვარ­ჯი­შია. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემი მშობ­ლე­ბიც ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ახლა სწავ­ლას მი­ხე­დეო, - რად­გან ტრე­ნა­ჟო­რე­ბის დარ­ბაზ­ში, ჩოგ­ბურ­თის კორტზე ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დი, ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას უამ­რავ დროს ვუთ­მობ­დი... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემი კა­რი­ე­რა ძა­ლი­ან რთუ­ლად გან­ვი­თარ­და - აღ­მართ-დაღ­მარ­თე­ბით სავ­სე იყო...

- პირ­ვე­ლი შე­ჯიბ­რე­ბა ალ­ბათ გახ­სოვს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"საფრანგეთში, რკინიგზის სადგურზე, ორი დღე ვიჯექი და ვიყინებოდი" - წარმატებული ჩოგბურთელის კარიერული გზა

"საფრანგეთში, რკინიგზის სადგურზე, ორი დღე ვიჯექი და ვიყინებოდი" - წარმატებული ჩოგბურთელის კარიერული გზა

27 წლის ჩოგბურთელი - სოფიო შაფათავა საქართველოს ნაკრების წევრი და "პირველი ჩოგანი" გახლავთ. მისი კარიერული გზა აღმართ-დაღმართებითაა სავსე. საქართველოში, ჩოგბურთში არსებული რთული სიტუაციის მიუხედავად, სოფიოს ფარ-ხმალი არ დაუყრია და საყვარელი საქმისთვის თავი არ დაუნებებია. წარმატებული ჩოგბურთელისთვის საკუთარი პროფესია შემოსავლის წყაროა, თუმცა ამ დონის მისაღწევად მას უამრავი სირთულის გადალახვა მოუხდა.

ახლახან სოფიო შაფათავა სპორტული ფეხსაცმელების, ტანსაცმლისა და ჩოგნების მწარმოებელი ცნობილი მსოფლიო ბრენდების სახეც გახდა... სპორტსმენმა ისიც გაგვიმხილა, რომ სპორტული ფსიქოლოგიის შესწავლას აპირებს...

- ჩოგბურთის თამაში საკმაოდ გვიან - 10 წლისამ დავიწყე. თავდაპირველად, წონაში დაკლების მიზნით ვთამაშობდი. შემდეგ, მარტინა ჰინგისის სახით კერპი გამიჩნდა და ვარჯიში ამის გამო განვაგრძე. ყოველთვის მინდოდა, ჩემს კერპს სადმე შეჯიბრებაზე შევხვედროდი... მოგვიანებით მარტინა ჰინგისთან შეხვედრის ბედნიერება ბევრჯერ მხვდა წილად. ის ძალიან სასიამოვნო პიროვნება გახლავთ. მასთან ერთად ფოტოს გადაღება ყოველთვის მერიდება. ამ ადამიანს ვიცნობ და ჩემთვის ეს საკმარისია.

- შენს კერპს კორტზე შეხვედრიხარ?

- არა. საკმაოდ უმცროსი ვიყავი, როცა მან ერთეულთა თანრიგში თამაშს თავი დაანება. სამწუხაროდ, მასთან ასპარეზობა ვერ მოვასწარი. ახლა მხოლოდ წყვილების შეჯიბრებებზე გამოდის.

- ჩოგბურთის თამაშის დასაწყებად, საუკეთესო ასაკი რომელია?

- როცა თამაში დავიწყე, მეუბნებოდნენ, - ძალიან გვიანია, არაფერი გამოგივაო. საერთოდ, ჩოგბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, რაც უფრო ადრე დაიწყებ, უფრო გაგიადვილდება... საუკეთესო ასაკი 7 წელია: ბავშვი უკვე კარგად აზროვნებს, შეუძლია, აითვისოს, რასაც მწვრთნელი ეუბნება...GზაPრესს

- ჩოგბურთში შენი კარიერა როგორ განვითარდა? წარმატებას მალევე მიაღწიე?

- ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები მქონდა: ფორტეპიანოზე დავდიოდი, მათემატიკურ კლასში ვსწავლობდი, ინგლისურ ენას გაძლიერებულად ვეუფლებოდი... ექიმობა მინდოდა. ჩოგბურთს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. შეჯიბრებებში ზაფხულობით, გასართობად ვმონაწილეობდი, რადგან ამ დროს სასკოლო არდადეგები მქონდა და მეცალა. წარმატებას რაც შეეხება, შეჯიბრებებში ყოველთვის ვიგებდი. თავის დროზე, საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე, 14-დან 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. ბევრი კარგი მოთამაშე გვყავდა. მეც აზარტული ვიყავი. უბრალოდ, საქართველოში სპორტის ეს სახეობა ისეთი განუვითარებელია, რომ იმედი არ მქონდა, თუ ჩოგბურთს ბოლომდე, პროფესიულად მივყვებოდი, არადა, სპორტის ამ სახეობაზე მაბოდებდა, ისე მიყვარდა! არჩევანის წინაშე კი დავმდგარვარ - ახლა რა გავაკეთო, ჩოგბურთს თავი დავანებო-მეთქი? ზოგჯერ თვეობით არ მივარჯიშია. ბუნებრივია, ჩემი მშობლებიც ნერვიულობდნენ. მეუბნებოდნენ, - ახლა სწავლას მიხედეო, - რადგან ტრენაჟორების დარბაზში, ჩოგბურთის კორტზე ბევრ დროს ვატარებდი, ფიზიკურ მომზადებას უამრავ დროს ვუთმობდი... შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კარიერა ძალიან რთულად განვითარდა - აღმართ-დაღმართებით სავსე იყო...

- პირველი შეჯიბრება ალბათ გახსოვს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი