სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი და რუსი ბიზნესმენების შვილების გრანდიოზული ქორწილი მოსკოვში - რას წერს პრესა ფხაკაძე-ჩიგირინსკებზე
ქართველი და რუსი ბიზნესმენების შვილების გრანდიოზული ქორწილი მოსკოვში - რას წერს პრესა ფხაკაძე-ჩიგირინსკებზე

რუ­სუ­ლი გლა­მუ­რუ­ლი პრე­სა აჭ­რელ­და მოს­კოვ­ში 18-19 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თუ­ლი ქორ­წი­ლის დე­ტა­ლე­ბით. მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რე­ბი ქარ­თვე­ლი და რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შვი­ლე­ბი - მი­ხა­ილ ჩი­გი­რინ­სკი და ნატა ფხა­კა­ძე არი­ან.

ალექ­სან­დრ ჩი­გი­რინ­სკის უფ­როს­მა შვილ­მა 25 წლის მი­კამ ცო­ლად ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის - ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის შვი­ლი ნატა ფხა­კა­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ლი ებ­რა­უ­ლი წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჩა­ტარ­და. ცე­რე­მო­ნი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე პა­ტარ­ძალ­მა ქმრის სარ­წმუ­ნო­ე­ბა მი­ი­ღო.

იხი­ლეთ კად­რე­ბი ქორ­წი­ლი­დან

ცე­რე­მო­ნია მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე ელი­ტურ სა­სახ­ლე­ში Zhavoronki Event Hall-ში გა­ი­მარ­თა. წვე­უ­ლე­ბა­ზე უამ­რა­ვი ბევ­რი ცნო­ბი­ლი სახე იყო მიწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი, ბრი­ტა­ნუ­ლი ჯგუ­ფი BLUE, ქეთა თო­ფუ­რია მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და სხვა. ცე­რე­მო­ნი­ას ბერა ბრეჟნე­ვა და მაქ­სიმ გალ­კი­ნი უძღვე­ბოდ­ნენ.

რუ­სეთ­ში გლა­მუ­რულ წრე­ებ­ში მიკა ჩი­გი­რინ­სკის და ნატა ფხა­კა­ძის წყვილს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და ხან­გრძლივ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. მი­კამ საყ­ვა­რელ ქალს ხელი ნიუ-იორკში, ცენ­ტრა­ლურ პარკში სთხო­ვა.

ვახ­ტანგ ფხა­კა­ძე თბი­ლის­ში კარ­გად ცნო­ბი­ლია მისი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ბიზ­ნე­სით. მას პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ლუ­ტე­ცია" აქვს, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ივ რო­შეს", "მა­კის", "კალ­ცე­დო­ნი­ა­სა" და "ინ­ტი­მი­სი­მის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტაც მა­მის კვალს გაყ­ვა და სი­ლა­მა­ზის ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა, ალექ­სან­დრ ჩი­გი­რინ­სკის, ის წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლია, თუმ­ცა წლე­ბია რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. მისი უფ­რო­სი ძმა შალ­ვა ჩი­გი­რინ­სკი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მე­ტად ცნო­ბი­ლია. ქუ­თა­ის­ში და­ბა­დე­ბულ­მა, დე­დით ებ­რა­ელ­მა და მა­მით ბერ­ძენ­მა ძმებ­მა ჩი­გი­რინ­სკებ­მა რუ­სეთ­ში არ­ნა­ხუ­ლი ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვეს. 2010 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ალექ­სან­დრ ჩი­გი­რინ­სკის ქო­ნე­ბა 500 მი­ლი­ონს აჭარ­ბებ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მის უფ­როს ძმას, შალ­ვას, წლე­ბია "ფორბსის" რუ­სუ­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად 100 ყვე­ლა­ზე მდი­და­რი რუ­სის რე­ი­ტინ­გში, პირ­ველ 50-ში ხვდე­ბა. შალ­ვა ჩი­გი­რინ­სკი მი­ლი­არ­დე­ბის მფლო­ბე­ლია. სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბე­ბით, მისი ქო­ნე­ბა, 2-2,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. 2016 წელს ის აშშ-ში კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტა­ტის ქა­ლაქ გრინ­ვიჩ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. ის არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნი ყვე­ლა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფ­და. 66 წლის შალ­ვა ჩი­გი­რინ­სკი 50 000 დო­ლა­რის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ქართველი და რუსი ბიზნესმენების შვილების გრანდიოზული ქორწილი მოსკოვში - რას წერს პრესა ფხაკაძე-ჩიგირინსკებზე

ქართველი და რუსი ბიზნესმენების შვილების გრანდიოზული ქორწილი მოსკოვში - რას წერს პრესა ფხაკაძე-ჩიგირინსკებზე

რუსული გლამურული პრესა აჭრელდა მოსკოვში 18-19 სექტემბერს გამართული ქორწილის დეტალებით. მთავარი მოქმედი გმირები ქართველი და რუსი ბიზნესმენების შვილები - მიხაილ ჩიგირინსკი და ნატა ფხაკაძე არიან.

ალექსანდრ ჩიგირინსკის უფროსმა შვილმა 25 წლის მიკამ ცოლად ქართველი ბიზნესმენის - ვახტანგ ფხაკაძის შვილი ნატა ფხაკაძე მოიყვანა. ქორწილი ებრაული წესების გათვალისწინებით ჩატარდა. ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე პატარძალმა ქმრის სარწმუნოება მიიღო.

იხილეთ კადრები ქორწილიდან

ცერემონია მოსკოვის გარეუბანში მდებარე ელიტურ სასახლეში Zhavoronki Event Hall-ში გაიმართა. წვეულებაზე უამრავი ბევრი ცნობილი სახე იყო მიწვეული, მათ შორის სოსო პავლიაშვილი, ფილიპ კირკოროვი, ბრიტანული ჯგუფი BLUE, ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად და სხვა. ცერემონიას ბერა ბრეჟნევა და მაქსიმ გალკინი უძღვებოდნენ.

რუსეთში გლამურულ წრეებში მიკა ჩიგირინსკის და ნატა ფხაკაძის წყვილს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ხანგრძლივ წყვილად მიიჩნევენ. მიკამ საყვარელ ქალს ხელი ნიუ-იორკში, ცენტრალურ პარკში სთხოვა.

ვახტანგ ფხაკაძე თბილისში კარგად ცნობილია მისი პარფიუმერული ბიზნესით. მას პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია" აქვს, ასევე, საქართველოში "ივ როშეს", "მაკის", "კალცედონიასა" და "ინტიმისიმის" დამფუძნებელია. მისი ქალიშვილი ნატაც მამის კვალს გაყვა და სილამაზის ბიზნესშია ჩართული.

რაც შეეხება, ალექსანდრ ჩიგირინსკის, ის წარმოშობით ქართველია, თუმცა წლებია რუსეთში ცხოვრობს. მისი უფროსი ძმა შალვა ჩიგირინსკი, საზოგადოებისთვის მეტად ცნობილია. ქუთაისში დაბადებულმა, დედით ებრაელმა და მამით ბერძენმა ძმებმა ჩიგირინსკებმა რუსეთში არნახული ქონება დააგროვეს. 2010 წლის მონაცემებით, ალექსანდრ ჩიგირინსკის ქონება 500 მილიონს აჭარბებდა.

რაც შეეხება მის უფროს ძმას, შალვას, წლებია "ფორბსის" რუსული ვერსიის თანახმად 100 ყველაზე მდიდარი რუსის რეიტინგში, პირველ 50-ში ხვდება. შალვა ჩიგირინსკი მილიარდების მფლობელია. სხვადასხვა შეფასებებით, მისი ქონება, 2-2,3 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს. 2016 წელს ის აშშ-ში კონექტიკუტის შტატის ქალაქ გრინვიჩში დააპატიმრეს. ის არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ეჭვმიტანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენი ყველა ბრალდებას უარყოფდა. 66 წლის შალვა ჩიგირინსკი 50 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."

"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?

"აღარ მომწონს ჩემი გარეგნობა, ცხვირი, ტუჩი...გავხდი ფილტრის მსხვერპლი" - თიკა ფაცაცია საზოგადოებას მიმართავს