კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცენტრ პოინტმა" თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა: "მაიას გარეშე ყველაფერი ჩამკვდარია..."
"ცენტრ პოინტმა" თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა: "მაიას გარეშე ყველაფერი ჩამკვდარია..."

კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვეს. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის გამო, კომ­პა­ნია, პრაქ­ტი­კუ­ლად, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და ვერ მუ­შა­ობს.

"საქ­მი­ა­ნო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ძა­ლი­ან გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია. პრო­ექ­ტე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია. ინ­ვეს­ტო­რე­ბი მა­ი­ას­თან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ და არ ახ­ვედ­რე­ბენ. პრო­კუ­რა­ტუ­რას ვთხო­ვეთ, რომ ინ­ვეს­ტორს მი­ე­ცეს მა­ი­ას­თან, თუნ­დაც ცი­ხე­ში შეს­ვლის და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამა­ზეც უარი გვი­თხრეს. ერ­თა­დერ­თი, რაც გვა­ჩე­რებს, მა­ი­ას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბაა. ამ­ჟა­მად ერ­თა­დერთ ობი­ექ­ტზე მი­დის მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლის პრო­ექ­ტიც ხელ­მო­წე­რი­ლი იყო ჯერ კი­დევ მა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე. კომ­პა­ნი­ა­ში ახლა მარ­ტო 5 თა­ნამ­შრო­მე­ლია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­შია გაშ­ვე­ბუ­ლი. ვხვდე­ბით ინ­ვეს­ტო­რებს, ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებთ ობი­ექ­ტებს, თუმ­ცა მა­ი­ას გა­რე­შე ეს ყვე­ლა­ფე­რი დღეს ჩამ­კვდა­რია", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და ხელ­მძღვა­ნელს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­სა და გაფ­ლან­გავ­ში ედე­ბა ბრა­ლი. საქ­მე რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს მო­ი­ცავს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თზე - "ბა­თუ­მის მაგ­ნო­ლი­ას" საქ­მე­ზე მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. მას­თან ერ­თად ასე­ვე პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და "ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რას" დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი მინ­დე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ცენტრ პოინტმა" თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა: "მაიას გარეშე ყველაფერი ჩამკვდარია..."

"ცენტრ პოინტმა" თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა: "მაიას გარეშე ყველაფერი ჩამკვდარია..."

კომპანია "ცენტრ პოინტის" თანამშრომლების უმეტესობა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნის გამო, კომპანია, პრაქტიკულად, პარალიზებულია და ვერ მუშაობს.

"საქმიანობა, პრაქტიკულად, ძალიან გაძნელებულია. პროექტები გაჩერებულია. ინვესტორები მაიასთან შეხვედრას ითხოვენ და არ ახვედრებენ. პროკურატურას ვთხოვეთ, რომ ინვესტორს მიეცეს მაიასთან, თუნდაც ციხეში შესვლის და მუშაობის საშუალება, ამაზეც უარი გვითხრეს. ერთადერთი, რაც გვაჩერებს, მაიას წინასწარი პატიმრობაა. ამჟამად ერთადერთ ობიექტზე მიდის მუშაობა, რომელის პროექტიც ხელმოწერილი იყო ჯერ კიდევ მაიას დაპატიმრებამდე. კომპანიაში ახლა მარტო 5 თანამშრომელია, დანარჩენები უხელფასო შვებულებაშია გაშვებული. ვხვდებით ინვესტორებს, ვათვალიერებინებთ ობიექტებს, თუმცა მაიას გარეშე ეს ყველაფერი დღეს ჩამკვდარია", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთზე - "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მასთან ერთად ასევე პატიმრობაში იმყოფება "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი და "ცენტრ პოინტ აჭარას" დირექტორი ირაკლი მინდელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."