პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - პოლიტიკოსების გაშუქების კუთხით "ინტერპრესნიუსი" ობიექტური და მიუკერძოებელია
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - პოლიტიკოსების გაშუქების კუთხით "ინტერპრესნიუსი" ობიექტური და მიუკერძოებელია

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­შუ­ქე­ბის კუ­თხით "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლია და სა­იტ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არ გვხვდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი ჯო­ლო­გუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ბეჭ­დურ და ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მებ­ზე მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებ­და.

"პრე­სა­ში გვხვდე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი, ეს არ ეხე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ არ­სე­ბულ ყვე­ლა გა­ზეთს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ში სის­ტე­მა­ტუ­რად გვხვდე­ბა სი­ძულ­ვი­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ფრა­ზე­ბი, არის ფაქ­ტე­ბი ცალ­მხრი­ვად გა­შუ­ქე­ბი­სა, არის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი მსჯე­ლო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან. ონ­ლა­ინ მე­დი­ა­ში ეს ნაკ­ლე­ბად შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ობი­ექ­ტუ­რად გა­შუქ­დეს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მებ­ში ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია", - გა­ნა­ცხა­და ჯო­ლო­გუ­ამ.

შე­ნიშ­ვნა, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მებ­თან აქვთ, არის ის, რომ გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვთ კო­მერ­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მი­თი­თე­ბის გა­რე­შე ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ი­ტებ­ზე გან­თავ­სე­ბა.

ჯო­ლო­გუ­ას თქმით, გა­მო­ცე­მებს მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვთ, რომ ეს არის ანა­ზღა­უ­რე­ბის თუ სხვა სარ­გებ­ლის შე­დე­გად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს", ჯო­ლო­გუ­ას გან­მარ­ტე­ბით, ის ერთ-ერთი ვებ-გვერ­დია, რო­მე­ლიც უთი­თებს, რომ ესა თუ ის მა­სა­ლა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გან­თავ­სდა, "თუმ­ცა მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რი აბ­რე­ვი­ა­ტუ­რით, რაც საკ­მა­რი­სი არ არის".

"ვერ მოვ­თხოვთ ყვე­ლა მკი­თხველს, რომ ტერ­მი­ნი გა­ი­გოს. რად­გან ამას აწერს, შე­უძ­ლია, ბა­რემ მი­უ­თი­თოს, რომ მა­სა­ლა არის რეკ­ლა­მა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­შუ­ქე­ბის თვალ­საზ­რი­სით, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ობი­ექ­ტუ­რად და მი­უკ­რძო­ებ­ლად აშუ­ქებს და ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბი არ გვხვდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯო­ლო­გუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დია პა­ლიტ­რის სხვა გა­მო­ცე­მებს, ჯო­ლო­გუ­ას თქმით, "კვი­რის პა­ლიტ­რა" იცავს მე­დია სტან­დარ­ტებს, რაც შე­ე­ხე­ბა "ambebi.ge"-ს, "allnews.ge"-ს და "palitratv.ge"-ს, ჯო­ლო­გუ­ას გან­მარ­ტე­ბით, მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინ­გის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნულ სა­ი­ტებ­ზე ჭარ­ბობ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ნე­გა­ტი­უ­რი გა­შუ­ქე­ბა, თუმ­ცა ახლა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ობი­ექ­ტუ­რად აშუ­ქე­ბენ მოვ­ლე­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - პოლიტიკოსების გაშუქების კუთხით "ინტერპრესნიუსი" ობიექტური და მიუკერძოებელია

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - პოლიტიკოსების გაშუქების კუთხით "ინტერპრესნიუსი" ობიექტური და მიუკერძოებელია

პოლიტიკოსების გაშუქების კუთხით "ინტერპრესნიუსი" ობიექტური და მიუკერძოებელია და საიტზე ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევების შემთხვევები არ გვხვდება, - ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა გიორგი ჯოლოგუამ განაცხადა, რომელიც ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებზე მონიტორინგს ახორციელებდა.

"პრესაში გვხვდება ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევები, ეს არ ეხება მონიტორინგის ქვეშ არსებულ ყველა გაზეთს, მაგრამ რამდენიმე მათგანში სისტემატურად გვხვდება სიძულვილის გამომხატველი ფრაზები, არის ფაქტები ცალმხრივად გაშუქებისა, არის დაუსაბუთებელი მსჯელობა ჟურნალისტების მხრიდან. ონლაინ მედიაში ეს ნაკლებად შეინიშნება, ისინი ცდილობენ, ობიექტურად გაშუქდეს მიმდინარე მოვლენები, ონლაინ გამოცემებში ნაკლებად გვხვდება შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია", - განაცხადა ჯოლოგუამ.

შენიშვნა, რომელიც არასამთავრობოებს ონლაინგამოცემებთან აქვთ, არის ის, რომ გაფორმებული აქვთ კომერციული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებების ფარგლებში მითითების გარეშე ხდება ინფორმაციის საიტებზე განთავსება.

ჯოლოგუას თქმით, გამოცემებს მითითებული არ აქვთ, რომ ეს არის ანაზღაურების თუ სხვა სარგებლის შედეგად გამოქვეყნებული მასალა, რაც სერიოზული პრობლემაა.

რაც შეეხება უშუალოდ "ინტერპრესნიუსს", ჯოლოგუას განმარტებით, ის ერთ-ერთი ვებ-გვერდია, რომელიც უთითებს, რომ ესა თუ ის მასალა ხელშეკრულების ფარგლებში განთავსდა, "თუმცა მხოლოდ ინგლისური აბრევიატურით, რაც საკმარისი არ არის".

"ვერ მოვთხოვთ ყველა მკითხველს, რომ ტერმინი გაიგოს. რადგან ამას აწერს, შეუძლია, ბარემ მიუთითოს, რომ მასალა არის რეკლამა. პოლიტიკოსების გაშუქების თვალსაზრისით, "ინტერპრესნიუსი" ობიექტურად და მიუკრძოებლად აშუქებს და ასევე ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევები არ გვხვდება", - განაცხადა ჯოლოგუამ.

რაც შეეხება მედია პალიტრის სხვა გამოცემებს, ჯოლოგუას თქმით, "კვირის პალიტრა" იცავს მედია სტანდარტებს, რაც შეეხება "ambebi.ge"-ს, "allnews.ge"-ს და "palitratv.ge"-ს, ჯოლოგუას განმარტებით, მედიამონიტორინგის დასაწყისში აღნიშნულ საიტებზე ჭარბობდა საპარლამენტო ოპოზიციის ნეგატიური გაშუქება, თუმცა ახლა აღნიშნული გამოცემები ობიექტურად აშუქებენ მოვლენებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"