კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 შესაძლო ომი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება
10 შესაძლო ომი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება

ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ბოლო თვე­ებ­ში სი­რი­ი­სა და ერა­ყის მნიშ­ვნე­ლო­ვან ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­კარ­გა კონ­ტრო­ლი. ის­ლა­მის­ტე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი მათ მთა­ვარ ქა­ლა­ქებ­ზე - რა­ქა­სა და მო­სულ­ზე ამ­ზა­დე­ბენ თავ­დას­ხმებს.

The Washington Post-ის ბე­ი­რუ­თის ბი­უ­როს კო­რეს­პონ­დენ­ტი ლიზ სლაი ასა­ხე­ლებს 10 შე­საძ­ლო ომს, რომ­ლე­ბიც რე­გი­ონ­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა.

1. სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბი სი­რი­ე­ლი არა­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სლა­ის თქმით, ეს კონ­ფლიქ­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე და­წყე­ბუ­ლია. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს თურ­ქეთ­მა და მის­მა მო­კავ­ში­რე სი­რი­ელ­მა მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა თურ­ქეთ-სი­რი­ის სა­ზღვარ­ზე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან" ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცია და­ი­წყეს. კამ­პა­ნი­ის კი­დევ ერთი სა­მიზ­ნე სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბი გახ­დნენ, რო­მელ­თა ექ­სპან­სია ამ რა­ი­ონ­ში თურ­ქე­თის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. აშშ მხარს უჭერს კონ­ფლიქ­ტის ორი­ვე მხა­რეს და შე­ტა­კე­ბე­ბის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დებს.

2. თურ­ქე­თი სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ჯერ­ჯე­რო­ბით სი­რი­ა­ში თურ­ქუ­ლი არ­მი­ის მოქ­მე­დე­ბე­ბი არა­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. თუმ­ცა, ლიზ სლა­ის აზ­რით, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბით და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე თურ­ქე­თის შეჭ­რა: სა­ზღვარ­ზე დე-ფაქ­ტო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქურ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბა ან­კა­რას ძა­ლი­ან არ მოს­წონს. წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

10 შესაძლო ომი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება

10 შესაძლო ომი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება

ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამური სახელმწიფო" ბოლო თვეებში სირიისა და ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე დაკარგა კონტროლი. ისლამისტების მოწინააღმდეგეები მათ მთავარ ქალაქებზე - რაქასა და მოსულზე ამზადებენ თავდასხმებს.

The Washington Post-ის ბეირუთის ბიუროს კორესპონდენტი ლიზ სლაი ასახელებს 10 შესაძლო ომს, რომლებიც რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება.

1. სირიელი ქურთები სირიელი არაბების წინააღმდეგ. სლაის თქმით, ეს კონფლიქტი, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია. აგვისტოს ბოლოს თურქეთმა და მისმა მოკავშირე სირიელმა მეამბოხეებმა თურქეთ-სირიის საზღვარზე "ისლამური სახელმწიფოსაგან" ტერიტორიების განთავისუფლების ოპერაცია დაიწყეს. კამპანიის კიდევ ერთი სამიზნე სირიელი ქურთები გახდნენ, რომელთა ექსპანსია ამ რაიონში თურქეთის უკმაყოფილებას იწვევს. აშშ მხარს უჭერს კონფლიქტის ორივე მხარეს და შეტაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

2. თურქეთი სირიელი ქურთების წინააღმდეგ. ჯერჯერობით სირიაში თურქული არმიის მოქმედებები არაბებით დასახლებული ტერიტორიებით შემოიფარგლება. თუმცა, ლიზ სლაის აზრით, არაა გამორიცხული სირიელი ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზე თურქეთის შეჭრა: საზღვარზე დე-ფაქტო დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს არსებობა ანკარას ძალიან არ მოსწონს. წაიკითხეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა