მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ხდება დაუნდობელი ნუცა შანშიაშვილი?
როდის ხდება დაუნდობელი ნუცა შანშიაშვილი?

"მგზნე­ბა­რე და იმ­პულ­სუ­რია, მისი დე­ვი­ზია: "უკე­თე­სია, გა­ა­კე­თო და ინა­ნო, ვიდ­რე - არ გა­ა­კე­თო და ინა­ნო". არც ისე ცუდი ფსი­ქო­ლო­გია, ადა­მი­ან­თა აზ­რე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის ამოც­ნო­ბა და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაც კი შე­უძ­ლია. მისი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მდო­რედ წა­რი­მარ­თე­ბო­და, რომ არა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სწრაფ­ვა სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სად­მი. გრძნო­ბებს, რო­მე­ლიც ტან­ჯვით არ არის შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი, იგი არ ცნობს", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ეს კი მომ­ღე­რალ ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გია იმ დო­ნე­ზე არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რომ ას­ტრო­ლოგ­თან ვი­ზიტ­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ანრი ჯო­ხა­ძემ შე­მიდ­გი­ნა. ერთი რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი: მთა­ვა­რი შემ­ქმნე­ლის იქით, არა­ნა­ი­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ არ­სე­ბობს. უფა­ლი არის დიდი სი­ნათ­ლის ენერ­გია, რო­მე­ლიც მარ­თავს ყვე­ლა­ფერს და მის ქვე­მოთ მზე, მთვა­რე, ვარ­სკვლა­ვე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბიც ამ მთა­ვარ ძა­ლას­თან თუ ვიქ­ნე­ბით კავ­შირ­ში, ყვე­ლა­ფე­რი აგ­ვის­რულ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ას­ტრო­ლო­გი­ას და მას­თან ერ­თად ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს აზრი ეკარ­გე­ბა. სამ­ყა­როს ერ­თი­ა­ნი ძალა მარ­თავს, ჩვენ ყვე­ლა­ნი ვარ­სკვლა­ვებ­ზე კი არა, ერ­თმა­ნეთ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ანრი თა­ვად მო­რი­ე­ლია... მი­თხრა, რომ ქალ­წუ­ლე­ბი არ უყ­ვარს. არა­და, მსმე­ნია, რომ მო­რი­ე­ლე­ბი და ქალ­წუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს კარ­გად უგე­ბენ. ჩემს პი­რად ჰო­როს­კოპ­ში ას­ცე­დენ­ტი მყავს მერ­წყულ­ში. მერ­წყუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გიჟი პი­როვ­ნე­ბაა. ანრი მე­უბ­ნე­ბა, შენი მერ­წყუ­ლი არ "ჩარ­თო", თო­რემ გავ­გიჟ­დე­ბიო (იცი­ნის).

მე პი­რა­დად მო­რი­ე­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბი. ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში მათ უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. კა­რი­ე­რა­ში ძა­ლი­ან დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი მო­რი­ე­ლებ­თან ერ­თად გა­და­მიდ­გამს.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 3 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რთუ­ლი ხა­სი­ა­თი­თა და მეწვრილ­მა­ნე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ზედ­მე­ტად დრა­მა­ტუ­ლად აღიქ­ვა­მენ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. შენს შემ­თხვე­ვა­ში ასეა?

- რა სი­სუ­ლე­ლეა. ციფ­რი სამი ყვე­ლა­ზე კარ­გი ციფ­რია. ჩემ­ში ეს სირ­თუ­ლე არ არ­სე­ბობს. ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ ად­ვი­ლია. დრა­მა­ტიზ­მი სცე­ნა­ზე მაქვს, დრა­მა­ტუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ვარ. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კი მის­გან შორს ვდგა­ვარ.

- "მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, უზა­დო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და წვრილ­მა­ნე­ბის მი­მართ დიდი ყუ­რა­დღე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა".

- პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით ნამ­დვი­ლად გა­მო­ვირ­ჩე­ვი, ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ.

- პე­დან­ტი ხარ?

- არა.

- "ყვე­ლა­ზე მე­ტად დრო­ის უყა­ი­რა­თოდ ხარ­ჯვა და ფე­თხუ­მო­ბა აღი­ზი­ა­ნებს".

- ეს ისაა, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. მა­გა­ზე მშვე­ნი­ე­რი არა­ფე­რი არ­სე­ბობს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფე­თხუ­მი ვარ. სა­კონ­ცერ­ტო კა­ბე­ბი თავ­ზე მაყ­რია, არ ვიცი, სად წა­ვი­ღო.

- "რა­საც ქალ­წუ­ლის წყო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია, ეს ქა­ო­სია. მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი ჰქონ­დეს მი­ჩე­ნი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­თუ პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ტან­საც­მე­ლი, ცხოვ­რე­ბაც კი და­გეგ­მი­ლი და გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი აქვს".

- ნე­ტავ ეგრე იყოს. მე თა­ვად ქა­ო­სუ­რი და ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას მინ­დო­ბი­ლი ვარ. არა­ფერს ვა­ლა­გებ, რად­გან ვიცი, რომ რაც და­სა­ლა­გე­ბე­ლია, იმას ღმერ­თი თა­ვად და­ა­ლა­გებს. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ყვე­ლა­ფერს ვუ­რევ და ყვე­ლა­ფერს ხე­ლოვ­ნე­ბის "იარ­ლიყს" ვა­ნი­ჭებ. იქ, სა­დაც და­ლა­გე­ბუ­ლია, ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის. ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, სი­გი­ჟეა, ბევ­რი ექ­სპრომ­ტია. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ამ­ბე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­თაა სავ­სე.

- მო­მავ­ლის და­გეგ­მვა გჩ­ვე­ვია?

- ხან­და­ხან მინ­და დავ­გეგ­მო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის არ გა­მომ­დის. კონ­ცერ­ტი წი­ნას­წარ თუ არ და­გეგ­მე, ისე არა­ფე­რი გა­მო­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ცხოვ­რე­ბას, ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა კაცი ბჭობს და ღმერ­თი იცი­ნის. ხვალ სად წა­ვალ, მო­მა­ვალ დღეს რო­გორ გა­ვა­ტა­რებ, აზ­რზე არა ვარ.

- "ბუ­ნე­ბა­ში უსაქ­მურ ქალ­წულს პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ ნა­ხავთ. თუ სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებს, სახ­ლში იფუს­ფუ­სებს და ასე მა­ინც გა­მო­ნა­ხავს საქ­მეს".

- კი, ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯახ­ში ფუს­ფუსს, ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ ეს ჩემი საქ­მე არ არის. მე სახ­ლის ადა­მი­ა­ნი არა ვარ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როდის ხდება დაუნდობელი ნუცა შანშიაშვილი?

როდის ხდება დაუნდობელი ნუცა შანშიაშვილი?

"მგზნებარე და იმპულსურია, მისი დევიზია: "უკეთესია, გააკეთო და ინანო, ვიდრე - არ გააკეთო და ინანო". არც ისე ცუდი ფსიქოლოგია, ადამიანთა აზრებისა და სურვილების ამოცნობა და წინასწარმეტყველებაც კი შეუძლია. მისი ცხოვრება ძალიან მდორედ წარიმართებოდა, რომ არა გადამეტებული სწრაფვა სასიყვარულო თავგადასავლებისადმი. გრძნობებს, რომელიც ტანჯვით არ არის შელამაზებული, იგი არ ცნობს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ეს კი მომღერალ ნუცა შანშიაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია იმ დონეზე არ მაინტერესებს, რომ ასტროლოგთან ვიზიტზე მივსულიყავი. პირადი ჰოროსკოპი ჩემმა მეგობარმა, ანრი ჯოხაძემ შემიდგინა. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: მთავარი შემქმნელის იქით, არანაირი ჭეშმარიტება არ არსებობს. უფალი არის დიდი სინათლის ენერგია, რომელიც მართავს ყველაფერს და მის ქვემოთ მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ყვავილები და ადამიანებიც ამ მთავარ ძალასთან თუ ვიქნებით კავშირში, ყველაფერი აგვისრულდება. აქედან გამომდინარე, ასტროლოგიას და მასთან ერთად ძალიან ბევრ რამეს აზრი ეკარგება. სამყაროს ერთიანი ძალა მართავს, ჩვენ ყველანი ვარსკვლავებზე კი არა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული.

ანრი თავად მორიელია... მითხრა, რომ ქალწულები არ უყვარს. არადა, მსმენია, რომ მორიელები და ქალწულები ერთმანეთს კარგად უგებენ. ჩემს პირად ჰოროსკოპში ასცედენტი მყავს მერწყულში. მერწყული აბსოლუტურად დამოუკიდებელი, გიჟი პიროვნებაა. ანრი მეუბნება, შენი მერწყული არ "ჩართო", თორემ გავგიჟდებიო (იცინის).

მე პირადად მორიელებზე ვგიჟდები. ჩემს წარმატებაში მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით. კარიერაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები მორიელებთან ერთად გადამიდგამს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ 3 სექტემბერს დაბადებული ადამიანები რთული ხასიათითა და მეწვრილმანეობით გამოირჩევიან. ზედმეტად დრამატულად აღიქვამენ მიმდინარე მოვლენებს. შენს შემთხვევაში ასეა?

- რა სისულელეა. ციფრი სამი ყველაზე კარგი ციფრია. ჩემში ეს სირთულე არ არსებობს. ჩემთან ურთიერთობა საკმაოდ ადვილია. დრამატიზმი სცენაზე მაქვს, დრამატული მსახიობი ვარ. რეალურ ცხოვრებაში კი მისგან შორს ვდგავარ.

- "მოწესრიგებულია, უზადო პასუხისმგებლობითა და წვრილმანების მიმართ დიდი ყურადღებით გამოირჩევა".

- პასუხისმგებლობის გრძნობით ნამდვილად გამოვირჩევი, ძალიან მობილიზებული ვარ.

- პედანტი ხარ?

- არა.

- "ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა და ფეთხუმობა აღიზიანებს".

- ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. მაგაზე მშვენიერი არაფერი არსებობს. ჩვეულებრივი ფეთხუმი ვარ. საკონცერტო კაბები თავზე მაყრია, არ ვიცი, სად წავიღო.

- "რასაც ქალწულის წყობიდან გამოყვანა შეუძლია, ეს ქაოსია. მისთვის აუცილებელია, გარშემო ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი. აქედან გამომდინარე, არათუ პირადი ნივთები და ტანსაცმელი, ცხოვრებაც კი დაგეგმილი და გადანაწილებული აქვს".

- ნეტავ ეგრე იყოს. მე თავად ქაოსური და ცხოვრების დინებას მინდობილი ვარ. არაფერს ვალაგებ, რადგან ვიცი, რომ რაც დასალაგებელია, იმას ღმერთი თავად დაალაგებს. პირად ურთიერთობაშიც ყველაფერს ვურევ და ყველაფერს ხელოვნების "იარლიყს" ვანიჭებ. იქ, სადაც დალაგებულია, ხელოვნება არ არის. ხელოვნება თავისუფლებაა, სიგიჟეა, ბევრი ექსპრომტია. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ამბები ხშირ შემთხვევაში მოულოდნელობებითაა სავსე.

- მომავლის დაგეგმვა გჩვევია?

- ხანდახან მინდა დავგეგმო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. კონცერტი წინასწარ თუ არ დაგეგმე, ისე არაფერი გამოვა. რაც შეეხება ცხოვრებას, ეს ის შემთხვევაა, როცა კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის. ხვალ სად წავალ, მომავალ დღეს როგორ გავატარებ, აზრზე არა ვარ.

- "ბუნებაში უსაქმურ ქალწულს პრაქტიკულად ვერ ნახავთ. თუ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს, სახლში იფუსფუსებს და ასე მაინც გამონახავს საქმეს".

- კი, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ოჯახში ფუსფუსს, ყველაფერი ვიცი, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. მე სახლის ადამიანი არა ვარ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება