მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯვრისწერა 55 წლის შემდეგ..." - მოხუცი წყვილის ემოციური ფოტოსესია ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში
"ჯვრისწერა 55 წლის შემდეგ..." - მოხუცი წყვილის ემოციური ფოტოსესია ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში

"ჯვრის­წე­რა 55 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ "... - Toro Photography-ის ამ ფო­ტო­სე­სი­ას ქარ­თველ ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ფო­ტოგ­რაფ გი­ორ­გი ტო­რონ­ჯა­ძის ფო­ტო­სე­სი­ის გმი­რე­ბი მისი მე­უღ­ლის ბე­ბია და ბა­ბუა - 80 წლის ცოლ-ქმა­რი არი­ან, რომ­ლებ­მაც ჯვა­რი 55-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ და­ი­წე­რეს.

"ძა­ლი­ან მა­გა­რი გრძნო­ბაა, როცა მსგავს ფო­ტო­სე­სი­ას იღებ, ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მე­გო­ნა პირ­ვე­ლად მე­ჭი­რა ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ხელ­ში. ყვე­ლა კადრს სა­თუ­თად ვარ­ჩევ­დი, თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­დან 55 წლის მერე ნუ­კას ბე­ბია პა­პას დავ­წე­რეთ ჯვა­რი თე­ლავ­ში, ამ ულა­მა­ზეს ად­გილ­ზე, მი­ხა­რია, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ამ ამ­ბის მო­ნა­წი­ლე ვარ", - წერს ფო­ტოგ­რა­ფი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

AMBEBI.GE ამ გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ფო­ტო­სე­სი­ის ავ­ტორს პი­რა­დად და­უ­კავ­შირ­და და მის­გან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი მო­ის­მი­ნა:

- ესე­ნი ჩემი მე­უღ­ლის ბე­ბია და ბა­ბუა არი­ან. შვი­ლებს დიდ­ხანს უნ­დო­დათ მათ ჯვა­რი და­ე­წე­რათ, მაგ­რამ აქამ­დე ამას ვერ ახერ­ხებ­დნენ, მე კი, რო­გორც სი­ძეს, ჯვრის­წე­რა­ზე უარი ვერ მი­თხრეს, და­ი­წე­რეს ჯვა­რი და ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვი­ღეთ.

ამ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სას პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ვღე­ლავ­დი, რთუ­ლია 80 წლის ადა­მი­ან­თან მუ­შა­ო­ბა და იმ ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მა რაც მათ აქვთ. ძი­რი­თა­დად იმ დროს ვი­ღებ­დი ფო­ტო­ებს, როცა ამას ვერ ხვდე­ბოდ­ნენ ისი­ნი, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვი ემო­ცია აღ­ბეჭ­დი­ლი­ყო კადრზე.

- მო­ე­წო­ნათ ფო­ტო­ე­ბი?

- აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, არ ეგო­ნათ ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თუ მოყ­ვე­ბო­და. თვალ­ზე ცრემ­ლიც მო­ად­გათ, როცა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი ნა­ხეს. 80 წლის ასაკ­ში ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბის და­ნახ­ვამ ორ­მა­გად გა­მა­ბედ­ნი­ე­რა. 55 წლის წინ პა­პამ სა­მეგ­რე­ლო­დან წა­მო­იყ­ვა­ნა თე­ლავ­ში ბე­ბია, ჰყავთ ორი შვი­ლი, 5 შვი­ლიშ­ვი­ლი და ერთი შვილ­თაშ­ვი­ლი და ასე ცხოვ­რო­ბენ ამ­დე­ნი წე­ლია...

- ად­ვი­ლად და­ი­თან­ხმეთ ბებო გვირ­გვინ­ზე და ყვა­ვი­ლებ­ზე?

- ბე­ბია პი­რი­ქით უფრო მონ­დო­მე­ბუ­ლი იყო, უყ­ვარს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. ბა­ბუა რთუ­ლად და­ვი­თან­ხმეთ "ბა­ბო­ჩკის" გა­კე­თე­ბა­ზე, მაგ­რამ უარი მა­ინც ვერ გვი­თხრა. ჯვა­რიც მათ სახ­ლთან ახ­ლოს, ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

Wedding after 55 years of love – Elderly couple’s incredible photo shoot in Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ჯვრისწერა 55 წლის შემდეგ..." - მოხუცი წყვილის ემოციური ფოტოსესია ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში

"ჯვრისწერა 55 წლის შემდეგ..." - მოხუცი წყვილის ემოციური ფოტოსესია ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში

"ჯვრისწერა 55 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ "... - Toro Photography-ის ამ ფოტოსესიას ქართველ ფეისბუქ-მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოგრაფ გიორგი ტორონჯაძის ფოტოსესიის გმირები მისი მეუღლის ბებია და ბაბუა - 80 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომლებმაც ჯვარი 55-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაიწერეს.

"ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა მსგავს ფოტოსესიას იღებ, ისე ვნერვიულობდი, მეგონა პირველად მეჭირა ფოტოაპარატი ხელში. ყველა კადრს სათუთად ვარჩევდი, თანაცხოვრებიდან 55 წლის მერე ნუკას ბებია პაპას დავწერეთ ჯვარი თელავში, ამ ულამაზეს ადგილზე, მიხარია, მეამაყება, რომ ამ ამბის მონაწილე ვარ", - წერს ფოტოგრაფი ფეისბუქის პირად გვერდზე.

AMBEBI.GE ამ გულისამაჩუყებელი ფოტოსესიის ავტორს პირადად დაუკავშირდა და მისგან საინტერესო დეტალები მოისმინა:

- ესენი ჩემი მეუღლის ბებია და ბაბუა არიან. შვილებს დიდხანს უნდოდათ მათ ჯვარი დაეწერათ, მაგრამ აქამდე ამას ვერ ახერხებდნენ, მე კი, როგორც სიძეს, ჯვრისწერაზე უარი ვერ მითხრეს, დაიწერეს ჯვარი და ფოტოებიც გადავიღეთ.

ამ ფოტოების გადაღებისას პატარა ბავშვივით ვღელავდი, რთულია 80 წლის ადამიანთან მუშაობა და იმ ემოციის გადმოცემა რაც მათ აქვთ. ძირითადად იმ დროს ვიღებდი ფოტოებს, როცა ამას ვერ ხვდებოდნენ ისინი, რადგან ბუნებრივი ემოცია აღბეჭდილიყო კადრზე.

- მოეწონათ ფოტოები?

- აღფრთოვანებულები არიან, არ ეგონათ ასეთი გამოხმაურება თუ მოყვებოდა. თვალზე ცრემლიც მოადგათ, როცა გამოხმაურებები ნახეს. 80 წლის ასაკში ასეთი ბედნიერების დანახვამ ორმაგად გამაბედნიერა. 55 წლის წინ პაპამ სამეგრელოდან წამოიყვანა თელავში ბებია, ჰყავთ ორი შვილი, 5 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი და ასე ცხოვრობენ ამდენი წელია...

- ადვილად დაითანხმეთ ბებო გვირგვინზე და ყვავილებზე?

- ბებია პირიქით უფრო მონდომებული იყო, უყვარს ფოტოების გადაღება. ბაბუა რთულად დავითანხმეთ "ბაბოჩკის" გაკეთებაზე, მაგრამ უარი მაინც ვერ გვითხრა. ჯვარიც მათ სახლთან ახლოს, ღვთისმშობლის ტაძარში დაიწერეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

Wedding after 55 years of love – Elderly couple’s incredible photo shoot in Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი