პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსი გალერეა" - წიგნების დიდი სივრცე ახლა უკვე ბათუმში
"ბიბლუსი გალერეა" - წიგნების დიდი სივრცე ახლა უკვე ბათუმში

ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად არ ვარ, ვი­საც კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში, ჭიქა ყა­ვით ხელ­ში, წიგ­ნის კი­თხვა უყ­ვარს. თბი­ლის­ში ასე­თი ად­გი­ლი, სა­დაც შვი­ლებ­თან ერ­თა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მი­ტა­რე­ბია დრო, "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­აა". გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია; სი­გა­რე­ტის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე; წიგ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი და ად­გილ­ზე კი­თხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; იქვე წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი იტა­ლი­უ­რი მე­ნიუ - მეტი რა უნდა მო­ინ­დო­მო, ჩა­უჯ­დე­ბი და წა­ი­კი­თხავ რა­საც გინ­და და რამ­დენ­ხან­საც გინ­და. ხში­რად მი­ფიქ­რია - რა სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და მსგავ­სი გა­რე­მოს არ­სე­ბო­ბა ბა­თუმ­ში. ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც ყო­ველ ზა­ფხულს ისე­ვე რო­გორც ჩემ­თვის, ალ­ბათ უა­მა­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. შვე­ბუ­ლე­ბა, მუ­სი­კა­ლუ­რი ფე­სი­ტა­ვე­ლე­ბი თუ სხვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბა და რაც მთა­ვა­რია, ზღვა - ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს "აი­ძუ­ლებს" რამ­დე­ნი­მე დღით მა­ინც ეწ­ვი­ოს ბა­თუმს. წიგ­ნის კი­თხვის ჩვე­უ­ლე­ბა კი ბა­თუმ­შიც ჩვე­უ­ლე­ბად რჩე­ბა და გა­რუ­ჯვის, დას­ვე­ნე­ბი­სა თუ გარ­თო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, დღე­ში ერთი-ორი სა­ა­თით მა­ინც, ჩემს საყ­ვა­რელ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვუბ­რუნ­დე­ბი. ალ­ბათ ხვდე­ბით, რა სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იყო ჩემ­თვის, რო­დე­საც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ის" სივ­რცით სარ­გებ­ლო­ბა ბა­თუმ­შიც შე­მიძ­ლია.

იგი­ვე კონ­ცეფ­ცია: სუფ­თა, სი­გა­რე­ტის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე, მყუდ­რო ინ­ტე­რი­ე­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი და იტა­ლი­უ­რი კაფე "ჩი გუს­ტა!". "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" ამ­ჯე­რად უკვე ბა­თუმ­ში ელის სტუმ­რებს. რაც მთა­ვა­რია, ეს არ არის სე­ზო­ნუ­რი სა­ჩუ­ქა­რი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის თუ ტუ­რის­ტე­ბის­თვის. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" იქ­ნე­ბა სივ­რცე, სა­დაც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა მის­ვლა. ბა­თუ­მის ცენ­ტრში, მე­მედ აბა­ში­ძი­სა და ვაჟა- ფშა­ვე­ლას ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­იხ­სნა და უამ­რავ სტუ­მარს უმას­პინ­ძლა.

გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე DJ რემ­ბო ზრუ­ნავ­და. სა­ღა­მოს 8 სა­ა­თი­დან კი იო­ა­ნე არა­ბუ­ლის ბენდმა სტუმ­რებს ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა გა­უ­ზი­ა­რა. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ამ" ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტა და სტუმ­რე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით თუ სა­ჩუქ­რე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რა: დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტა­რა სტუმ­რე­ბის­თვის ნა­ყი­ნი 50% - იანი ფას­დაკ­ლე­ბით იყი­დე­ბო­და, სა­ღა­მოს კი ბიბ­ლუს­მა ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლე­ბი შეს­თა­ვა­ზა სტუმ­რებს 30% -იანი ფას­დაკ­ლე­ბით. ბიბ­ლუ­სის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს დაგ­რო­ვე­ბი­თი ბა­რა­თე­ბიც გა­და­ე­ცათ სა­ჩუქ­რად, რო­მელ­ზეც გახ­სნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი და­ე­რი­ცხათ. გა­ი­მარ­თა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ვიქ­ტო­რი­ნე­ბი...მოკ­ლედ, "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა", ჩვე­ულ ფორ­მა­ში, ამ­ჟა­მად უკვე ბა­თუმ­ში ამუ­შავ­და. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის არის, რომ წიგ­ნე­ბის პა­ტა­რა "ქა­ლა­ქი" არა მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში, არა­მედ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამსპინ­ძლებს ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც და ტუ­რის­ტებ­საც.

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, უცხო­ე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა გსურთ თუ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ჟან­რე­ბის გრძე­ლი სიის მი­ხედ­ვით წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რამ­დე­ნი წლის ხართ და რო­გო­რია თქვე­ნი პრო­ფე­სია. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­გო­რია თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი - "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" თქვენს იმე­დებს და მო­ლო­დი­ნებს ნამ­დვი­ლად არ გა­აც­რუ­ებს. ამა­ში კი ბა­თუმ­ში გახ­სნილ "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" პირ­ვე­ლი­ვე ვი­ზი­ტი­სას დარ­წმუნ­დე­ბით. თბი­ლის­ში "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ის" ხში­რი სტუ­მა­რი თუ ხართ, იმის აღ­ნიშ­ვნაც საკ­მა­რი­სია, რომ ბა­თუ­მუ­რი ბიბ­ლუ­სი, გან­წყო­ბით და შე­მოთ­ვა­ზე­ბე­ბით, იდენ­ტუ­რია. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მხო­ლოდ ყა­ვის­ფერ-კრე­მის­ფე­რი ფე­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით შექ­მნი­ლი ინ­ტე­რი­ე­რი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ნა­თე­ბი და კაფე "ჩი გუს­ტას!" სივ­რცეა. სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო­ებს, სხვა­დას­ხვა წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რას და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებს ბა­თუ­მუ­რი ბიბ­ლუ­სიც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. ასე რომ, თუ ბა­თუმ­ში ხართ, ახ­ლა­ვე ეს­ტუმ­რეთ ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ერ­თად იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოც და­ა­გე­მოვ­ნეთ.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ბიბლუსი გალერეა" - წიგნების დიდი სივრცე ახლა უკვე ბათუმში

"ბიბლუსი გალერეა" - წიგნების დიდი სივრცე ახლა უკვე ბათუმში

ერთადერთი ადამიანი ნამდვილად არ ვარ, ვისაც კომფორტულ გარემოში, ჭიქა ყავით ხელში, წიგნის კითხვა უყვარს. თბილისში ასეთი ადგილი, სადაც შვილებთან ერთადაც სიამოვნებით გამიტარებია დრო, "ბიბლუსი გალერეაა". განსხვავებული კონცეფცია; სიგარეტის გამონაბოლქვისგან თავისუფალი სივრცე; წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი და ადგილზე კითხვის შესაძლებლობა; იქვე წასახემსებელი იტალიური მენიუ - მეტი რა უნდა მოინდომო, ჩაუჯდები და წაიკითხავ რასაც გინდა და რამდენხანსაც გინდა. ხშირად მიფიქრია - რა სასიამოვნო იქნებოდა მსგავსი გარემოს არსებობა ბათუმში. ქალაქი, რომელიც ყოველ ზაფხულს ისევე როგორც ჩემთვის, ალბათ უამარავი ადამიანისთვის აქტუალური ხდება. შვებულება, მუსიკალური ფესიტაველები თუ სხვა მრავალფეროვანი აქტივობა და რაც მთავარია, ზღვა - ნებისმიერ ჩვენგანს "აიძულებს" რამდენიმე დღით მაინც ეწვიოს ბათუმს. წიგნის კითხვის ჩვეულება კი ბათუმშიც ჩვეულებად რჩება და გარუჯვის, დასვენებისა თუ გართობის პარალელურად, დღეში ერთი-ორი საათით მაინც, ჩემს საყვარელ ლიტერატურას ვუბრუნდები. ალბათ ხვდებით, რა სასიამოვნო სიახლე იყო ჩემთვის, როდესაც აღმოვაჩინე, რომ "ბიბლუსი გალერეის" სივრცით სარგებლობა ბათუმშიც შემიძლია.

იგივე კონცეფცია: სუფთა, სიგარეტის გამონაბოლქვისგან თავისუფალი სივრცე, მყუდრო ინტერიერი, ლიტერატურის მრავალფეროვანი არჩევანი და იტალიური კაფე "ჩი გუსტა!". "ბიბლუსი გალერეა" ამჯერად უკვე ბათუმში ელის სტუმრებს. რაც მთავარია, ეს არ არის სეზონური საჩუქარი ადგილობრივებისთვის თუ ტურისტებისთვის. "ბიბლუსი გალერეა" იქნება სივრცე, სადაც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისვლა. ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძისა და ვაჟა- ფშაველას ქუჩების კვეთაზე "ბიბლუსი გალერეა" სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და უამრავ სტუმარს უმასპინძლა.

გახსნის ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყო. სასიამოვნო მუსიკალური გარემოს შექმნაზე DJ რემბო ზრუნავდა. საღამოს 8 საათიდან კი იოანე არაბულის ბენდმა სტუმრებს ცოცხალი მუსიკა გაუზიარა. "ბიბლუსი გალერეამ" ტრადიციას არ უღალატა და სტუმრები მრავალფეროვანი აქტივობებით თუ საჩუქრებით გაანებივრა: დღის განმავლობაში პატარა სტუმრებისთვის ნაყინი 50% - იანი ფასდაკლებით იყიდებოდა, საღამოს კი ბიბლუსმა ალკოჰოლურ სასმელები შესთავაზა სტუმრებს 30% -იანი ფასდაკლებით. ბიბლუსის დამთვალიერებლებს დაგროვებითი ბარათებიც გადაეცათ საჩუქრად, რომელზეც გახსნის დღესთან დაკავშირებით გაორმაგებული ქულები დაერიცხათ. გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინები...მოკლედ, "ბიბლუსი გალერეა", ჩვეულ ფორმაში, ამჟამად უკვე ბათუმში ამუშავდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ წიგნების პატარა "ქალაქი" არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში უამსპინძლებს ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც.

მნიშვნელობა არ აქვს, უცხოენოვანი ლიტერატურა გსურთ თუ თქვენთვის საინტერესო ჟანრების გრძელი სიის მიხედვით წარმატებული არჩევანის გაკეთება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხართ და როგორია თქვენი პროფესია. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია თქვენი ფინანსური შესაძლებლობები - "ბიბლუსი გალერეა" თქვენს იმედებს და მოლოდინებს ნამდვილად არ გააცრუებს. ამაში კი ბათუმში გახსნილ "ბიბლუსი გალერეაში" პირველივე ვიზიტისას დარწმუნდებით. თბილისში "ბიბლუსი გალერეის" ხშირი სტუმარი თუ ხართ, იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ ბათუმური ბიბლუსი, განწყობით და შემოთვაზებებით, იდენტურია. განსხვავებული მხოლოდ ყავისფერ-კრემისფერი ფერების კომბინაციით შექმნილი ინტერიერი, ორიგინალური სანათები და კაფე "ჩი გუსტას!" სივრცეა. საინტერესო საღამოებს, სხვადასხვა წიგნების ავტორებთან შეხვედრას და მრავალფეროვან ღონისძიებებს ბათუმური ბიბლუსიც შემოგთავაზებთ. ასე რომ, თუ ბათუმში ხართ, ახლავე ესტუმრეთ ამ განსაკუთრებულ ადგილს და მრავალფეროვან ლიტერატურასთან ერთად იტალიური სამზარეულოც დააგემოვნეთ.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს