კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სენტაპეტროლიუმის” დამფუძნებლები - დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ “სენტაპეტროლიუმის“ დამფუძლებლების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა საეჭვოა
“სენტაპეტროლიუმის” დამფუძნებლები - დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ “სენტაპეტროლიუმის“ დამფუძლებლების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა საეჭვოა

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­უ­მის" დამ­ფუძ­ლებ­ლე­ბის საქ­მე­ზე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნა სა­ეჭ­ვოა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­უ­მის" დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თეს.

"ზაალ ია­კო­ბი­ძი­სა და და­ვით მი­მი­ნოშ­ვი­ლის სა­ჩი­ვა­რის სა­ფუძ­ველ­ზე, 2013 წლი­დან აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის #074080113802 საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დე­სის 181-ე (გა­მო­ძალ­ვა) და 194-ე (ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა) მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე.

აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, 2015 წლის 25 აგ­ვის­ტოს გა­მო­ძი­ე­ბამ და­ნიშ­ნა სა­სა­ქონ­ლო ექ­სპერ­ტი­ზა და ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­იგ­ზავ­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის­გან პა­სუხს ითხოვ­და შემ­დეგ შე­კი­თხვებ­ზე: 1. რა თან­ხას შე­ად­გენ­და შპს "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­მი­სა" და შპს "ბე­მო­ნის" აქ­ტი­ვე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის მო­მენ­ტი­სათ­ვის; 2. რა თან­ხას შე­ად­გენ­და შპს "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­უ­მი­სა" და შპს "ბე­მო­ნის" წი­ლე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა სხვა სა­წარ­მო­ებ­ში; 3. რა თან­ხას შე­ად­გენ­და შპს "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­უ­მი­სა" და შპს "ბე­მო­ნის", რო­გორც ბიზ­ნეს სა­წარ­მოს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის მო­მე­ტი­სათ­ვის.

ექ­სპერ­ტი­ზა ექვს თვე­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის სა­სა­ქონ­ლო და ფი­ნან­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გი­ორ­გი ჩა­დუ­ნელ­მა გა­მო­ძი­ე­ბას რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა წე­რი­ლით, სა­დაც და­მა­ტე­ბით დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ითხოვ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლით მი­მარ­თავ­და შპს "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­უ­მი­სა" და შპს "ბე­მო­ნის" დი­რექ­ტო­რებს ზაალ ია­კო­ბი­ძე­სა და და­ვით მი­მი­ნოშ­ვილს, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში გა­მო­ძი­ე­ბას აწ­ვდიდ­ნენ მი­თი­თე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას.

გა­მო­ძი­ე­ბა კი, აღ­ნიშ­ნულს ექ­სპერ­ტი­ზას გა­დას­ცემ­და. 2016 წლის 29 თე­ბერ­ვალს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის სა­სა­ქონ­ლო და ფი­ნან­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გი­ორ­გი ჩა­დუ­ნელ­მა გას­ცა დას­კვნა და სა­მი­ვე შე­კი­თხვის პა­სუ­ხად, აქ­ტი­ვე­ბის, წი­ლე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრა 22 200 000 აშშ დო­ლა­რით (ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხა).

სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვის პრო­ცეს­ში გა­ირ­კვა, რომ 2016 წლის ივ­ნის­ში შპს "სან­პეტ­რო­ლი­უმ­ჯორ­ჯია"-მ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის იმა­ვე დე­პარ­ტა­მენტს და­უკ­ვე­თა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა და ითხოვ­და აქ­ტი­ვე­ბის შე­ფა­სე­ბას, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ­ზე გი­ორ­გი ჩა­დუ­ნელ­მა, მის მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნით უპა­სუ­ხა, რომ ექ­სპერ­ტი­ზა ვერ გას­ცემ­და სა­თა­ნა­დო დას­კვნას, რად­გან "სან­პეტ­რო­ლიმ­ჯორ­ჯია"-მ სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცია ვერ წარ­მო­ად­გი­ნა.

2016 წლის ივ­ლის­ში "სან­პეტ­რო­ლი­უმ­ჯორ­ჯია"-მ ისევ და­უკ­ვე­თა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა იმა­ვე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და ექ­სპერ­ტი­ზის­გან ითხოვ­და შპს "სან­პეტრლი­უმ­ჯორ­ჯია"-სა და შპს "ჯორ­ჯი­ან­პეტ­რო­ლი­უ­მექ­ვი­თიზ"-ის მიერ ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შპს "ბე­მო­ნი"-სა და შპს "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­უ­მი"-სა­გან შე­ძე­ნი­ლი აქ­ტი­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გან­სა­ზღვრას.

ივ­ნის­ში და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში გი­ორ­გი ჩა­დუ­ნე­ლი მი­უ­თი­თებ­და, რომ "სან­პეტრლი­უმ­ჯორ­ჯია"-მ სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცია ვერ წარ­მო­ად­გი­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, მან, რო­გორც ექ­სპერ­ტმა ვერ გან­სა­ზღვრა ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ძი­ე­ბის­გან მო­ი­პო­ვა "სენ­ტა"-სა და "ბე­მო­ნის"-გან მი­წო­დე­ბუ­ლი სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია, დას­კვნის გა­ცე­მაც აღარ "გა­ჭირ­ვე­ბია".

25 აგ­ვის­ტოს, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ნიშ­ნულ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, 29 თე­ბერ­ვალს გი­ორ­გი ჩა­დუ­ნელ­მა დას­კვნა გას­ცა და შემ­დეგ, 17 დღე­ში, 17 მარტს, "სან­პეტ­რო­ლი­უმ­ჯორ­ჯია"-ს მიერ ივ­ლის­ში დაკ­ვე­თი­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გა­ცე­მაც არ და­ა­ყოვ­ნა.

სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს სა­სა­ქონ­ლო და ფი­ნან­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის გი­ორ­გი ჩა­დუ­ნე­ლის მიერ გა­ცე­მუ­ლი ორი­ვე დას­კვნა სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­ში, რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დღეს უკვე გა­მოკ­ვლე­უ­ლია. 2016 წლის 8 აგ­ვის­ტოს გი­ორ­გი ჩა­დუ­ნე­ლი და­ი­კი­თხა სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­ზე.

მან გა­ნა­ცხა­და: "ჩვენს წი­ნა­შე იდგა ამო­ცა­ნა შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და არა ბიზ­ნე­სი, ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, ქო­ნე­ბა და არა ბიზ­ნე­სი".

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გი­ორ­გი ჩა­დუ­ნე­ლი ჯი­უ­ტად ცდი­ლობ­და იმის დამ­ტკი­ცე­ბას, რომ ექ­სპერ­ტი­ზის წი­ნა­შე არ დას­მუ­ლა შე­კი­თხვა ბიზ­ნე­სის შე­ფა­სე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ 2016 წლის 29 თე­ბერ­ვლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში თეთრზე შა­ვით წე­რია გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი, მათ შო­რის ბიზ­ნე­სის შე­ფა­სებ­სთან და­კავ­ში­რე­ბით.

გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი ჩა­დუ­ნელ­მა 2015 წლის 9 ნო­ემ­ბერს წე­რი­ლით #5005787415 მი­მარ­თა გა­მო­ძი­ე­ბას და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე და მო­ი­თხო­ვა გა­მო­ძი­ე­ბას და­ე­ზუს­ტე­ბი­ნა ექ­სპერ­ტი­ზის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხი: "გთხოვთ, დაგ­ვი­ზუს­ტოთ ექ­სპერ­ტი­ზის წი­ნა­შე დას­მუ­ლი სა­კი­თხი: კერ­ძოდ, რა თან­ხას შე­ად­გენს შპს "ბე­მო­ნის" და შპს "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­მის", რო­გორც ბიზ­ნეს­სა­წარ­მოს, სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა? გუ­ლის­ხმობს თუ არა ერ­თი­ა­ნი ბიზ­ნე­სის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნას, თუ ცალ-ცალ­კე კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნას?".

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­ქონ­ლო და ფი­ნან­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გი­ორ­გი ჩა­დუ­ნელ­მა თა­ვად­ვე მი­აღ­წია იმას, რომ მის მიერ გა­ცე­მუ­ლი ორი­ვე დას­კვა­ნა (29.02.16 და 17.03.16) ეჭვქვეშ დად­გეს, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში",- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა, ნანა ფრი­დო­ნიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მე­პატ­რო­ნე­ებს - "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­უმ­სა" და "ბე­მონს" წილი იძუ­ლე­ბი­თა და მუ­ქა­რით გა­და­ა­ფორ­მე­ბი­ნა "გალ­ფის" ბრენ­დის ქვეშ მოქ­მედ შპს-ებზე - "სან­პეტ­რო­ლი­უმ­ჯორ­ჯია Sun Petroleum Georgia"-სა (ყო­ფი­ლი შპს "სა­ნო­ილ­ჯორ­ჯია") და შპს "ჯორ­ჯი­ან­პეტ­რო­ლი­უმ­ზე".

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბულ (ძებ­ნილ) და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა მო­სარ­ჩე­ლე­თა ბე­ნე­ფი­ცი­არ მე­სა­კუთ­რე­ებ­თან და ამავდრო­უ­ლად, შპს "ბე­მო­ნის" დი­რექ­ტო­რებ­თან, ზაალ ია­კო­ბი­ძეს­თან და და­ვით მი­მი­ნოშ­ვილ­თან, რო­მელ შეხ­ვედ­რა­ზეც კე­ზე­რაშ­ვილ­მა მო­ი­თხო­ვა შპს "ბე­მო­ნი­სა" და შპს "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­უ­მის" აქ­ტი­ვე­ბის მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე მი­ყიდ­ვა, შე­უ­სა­ბა­მოდ და­ბალ ფა­სად - 28,000,000 აშშ დო­ლა­რად, რო­მე­ლი ფა­სიც გან­ხილ­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, ხოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მოხ­დე­ბო­და მათი და­პა­ტიმ­რე­ბა და ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ად­გი­ლი ჰქონ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რას, რო­მელ­ზც მო­სარ­ჩე­ლე­ებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად თხოვ­დნენ ბიზ­ნე­საქ­ტი­ვე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ფორ­მე­ბას, უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ექ­მნე­ბო­დათ პრობ­ლე­მე­ბი და სა­ერ­თოდ და­კარ­გავ­დნენ ბიზ­ნესს. ყო­ვე­ლი ასე­თი შეხ­ვედ­რი­სას, თავ­და­პირ­ვე­ლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თან­ხა თვით­ნე­ბუ­რად და ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მცირ­დე­ბო­და კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ და ფასი სა­ბო­ლო­ოდ შემ­ცირ­და 22,200,000 აშშ დო­ლა­რამ­დე. მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იძუ­ლე­ბულ­ნი შე­იქ­მნენ, და­ეთ­მოთ ბიზ­ნე­საქ­ტი­ვე­ბი მი­ზე­რულ, ანუ რე­ა­ლურ სა­ბაზ­რო ფას­თან შე­და­რე­ბით 4-ჯერ უფრო მცი­რე ფა­სად, კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის - შპს "სან­პეტ­რო­ლი­უმ­ჯორ­ჯია Sun Petroleum Georgia"-სა (ყო­ფი­ლი შპს "სა­ნო­ილ­ჯორ­ჯია") და შპს "ჯორ­ჯი­ან პეტ­რო­ლი­უმ ექ­ვი­თი­ზი"-სთვის გა­და­ცე­მით, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და სხვა­დას­ხვა თა­რი­ღებ­ში და­დე­ბუ­ლი 16 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­თა ბა­თი­ლად ცნო­ბაც წარ­მო­ად­გენს წი­ნამ­დე­ბა­რე სარ­ჩე­ლის ძი­რი­თად მო­თხოვ­ნას", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 2012 წლის ბო­ლოს აღიძ­რა. "სენ­ტა­პეტ­რო­ლი­უ­მის" დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს, სა­დაც ისი­ნი აღ­წერ­დნენ, თუ რო­გორ მოხ­და მუ­ქა­რის გზით მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ მი­თი­თე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე.

სხდო­მა ხვალ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მხა­რე­ე­ბი სა­პა­ექ­რო სი­ტყვით გა­მოვ­ლენ", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც "სენ­ტა­პეტ­რო­ლუ­მი" ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

“სენტაპეტროლიუმის” დამფუძნებლები - დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ “სენტაპეტროლიუმის“ დამფუძლებლების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა საეჭვოა

“სენტაპეტროლიუმის” დამფუძნებლები - დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ “სენტაპეტროლიუმის“ დამფუძლებლების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა საეჭვოა

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ “სენტაპეტროლიუმის“ დამფუძლებლების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საეჭვოა, - ამის შესახებ განცხადება “სენტაპეტროლიუმის” დამფუძნებლებმა და სისხლის სამართლის საქმეში მათი ინტერესების დამცველმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.

”ზაალ იაკობიძისა და დავით მიმინოშვილის საჩივარის საფუძველზე, 2013 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის #074080113802 საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 181-ე (გამოძალვა) და 194-ე (ფულის გათეთრება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 25 აგვისტოს გამოძიებამ დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა და ექსპერტიზაზე გაიგზავნა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები.

გამოძიება ექსპერტიზისგან პასუხს ითხოვდა შემდეგ შეკითხვებზე: 1. რა თანხას შეადგენდა შპს ”სენტაპეტროლიმისა” და შპს ”ბემონის” აქტივების საბაზრო ღირებულება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის; 2. რა თანხას შეადგენდა შპს ”სენტაპეტროლიუმისა” და შპს ”ბემონის“ წილების საბაზრო ღირებულება სხვა საწარმოებში; 3. რა თანხას შეადგენდა შპს ”სენტაპეტროლიუმისა” და შპს "ბემონის“, როგორც ბიზნეს საწარმოს საბაზრო ღირებულება ხელშეკრულების გაფორმების მომეტისათვის.

ექსპერტიზა ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა გამოძიებას რამდენჯერმე მიმართა წერილით, სადაც დამატებით დოკუმენტაციას ითხოვდა.

გამოძიება შესაბამისი წერილით მიმართავდა შპს ”სენტაპეტროლიუმისა” და შპს ”ბემონის” დირექტორებს ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს, რომლებიც თავის მხრივ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გამოძიებას აწვდიდნენ მითითებულ დოკუმენტაციას.

გამოძიება კი, აღნიშნულს ექსპერტიზას გადასცემდა. 2016 წლის 29 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა გასცა დასკვნა და სამივე შეკითხვის პასუხად, აქტივების, წილებისა და ბიზნესის ღირებულება განსაზღვრა 22 200 000 აშშ დოლარით (ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა).

სამოქალაქო დავის პროცესში გაირკვა, რომ 2016 წლის ივნისში შპს ”სანპეტროლიუმჯორჯია”-მ სამხარაულის ექსპერტიზის იმავე დეპარტამენტს დაუკვეთა ექსპერტიზის ჩატარება და ითხოვდა აქტივების შეფასებას, თუმცა აღნიშნულზე გიორგი ჩადუნელმა, მის მიერ გაცემული დასკვნით უპასუხა, რომ ექსპერტიზა ვერ გასცემდა სათანადო დასკვნას, რადგან "სანპეტროლიმჯორჯია"-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

2016 წლის ივლისში ”სანპეტროლიუმჯორჯია“-მ ისევ დაუკვეთა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩატარება იმავე საკითხთან დაკავშირებით და ექსპერტიზისგან ითხოვდა შპს "სანპეტრლიუმჯორჯია"-სა და შპს "ჯორჯიანპეტროლიუმექვითიზ"-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შპს "ბემონი"-სა და შპს "სენტაპეტროლიუმი"-საგან შეძენილი აქტივების ღირებულების განსაზღვრას.

ივნისში დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაში გიორგი ჩადუნელი მიუთითებდა, რომ ”სანპეტრლიუმჯორჯია“-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა და შესაბამისად, მან, როგორც ექსპერტმა ვერ განსაზღვრა ქონების ღირებულება, თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიებისგან მოიპოვა ”სენტა"-სა და "ბემონის"-გან მიწოდებული საჭირო დოკუმენტაცია, დასკვნის გაცემაც აღარ "გაჭირვებია".

25 აგვისტოს, გამოძიების მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე, 29 თებერვალს გიორგი ჩადუნელმა დასკვნა გასცა და შემდეგ, 17 დღეში, 17 მარტს, "სანპეტროლიუმჯორჯია"-ს მიერ ივლისში დაკვეთილი ექსპერტიზის დასკვნის გაცემაც არ დააყოვნა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩადუნელის მიერ გაცემული ორივე დასკვნა სამოქალაქო საქმეში, როგორც მტკიცებულებები დღეს უკვე გამოკვლეულია. 2016 წლის 8 აგვისტოს გიორგი ჩადუნელი დაიკითხა სამოქალაქო საქმეზე.

მან განაცხადა: "ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა შეგვეფასებინა უძრავ-მოძრავი ქონება და არა ბიზნესი, ხაზგასმით ვამბობ, ქონება და არა ბიზნესი".

სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩადუნელი ჯიუტად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა შეკითხვა ბიზნესის შეფასების თაობაზე, თუმცა ფაქტია, რომ 2016 წლის 29 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაში თეთრზე შავით წერია გამოძიების მიერ დასმული შეკითხვები, მათ შორის ბიზნესის შეფასებსთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, გიორგი ჩადუნელმა 2015 წლის 9 ნოემბერს წერილით #5005787415 მიმართა გამოძიებას დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე და მოითხოვა გამოძიებას დაეზუსტებინა ექსპერტიზისთვის კონკრეტული საკითხი: ”გთხოვთ, დაგვიზუსტოთ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხი: კერძოდ, რა თანხას შეადგენს შპს ”ბემონის“ და შპს „სენტაპეტროლიმის“, როგორც ბიზნესსაწარმოს, საბაზრო ღირებულება? გულისხმობს თუ არა ერთიანი ბიზნესის საბაზრო ღირებულების დადგენას, თუ ცალ-ცალკე კომპანიების საბაზრო ღირებულების დადგენას?".

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა თავადვე მიაღწია იმას, რომ მის მიერ გაცემული ორივე დასკვანა (29.02.16 და 17.03.16) ეჭვქვეშ დადგეს, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეში",- განაცხადა ადვოკატმა, ნანა ფრიდონიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა კეთილსინდისიერ მეპატრონეებს - "სენტაპეტროლიუმსა" და "ბემონს" წილი იძულებითა და მუქარით გადააფორმებინა "გალფის" ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ებზე - "სანპეტროლიუმჯორჯია Sun Petroleum Georgia"-სა (ყოფილი შპს “სანოილჯორჯია”) და შპს "ჯორჯიანპეტროლიუმზე".

მისივე ინფორმაციით, 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ბრალდებულ (ძებნილ) დავით კეზერაშვილის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა მოსარჩელეთა ბენეფიციარ მესაკუთრეებთან და ამავდროულად, შპს "ბემონის" დირექტორებთან, ზაალ იაკობიძესთან და დავით მიმინოშვილთან, რომელ შეხვედრაზეც კეზერაშვილმა მოითხოვა შპს "ბემონისა" და შპს "სენტაპეტროლიუმის" აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე მიყიდვა, შეუსაბამოდ დაბალ ფასად - 28,000,000 აშშ დოლარად, რომელი ფასიც განხილვას არ ექვემდებარებოდა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა.

"აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე შეხვედრას, რომელზც მოსარჩელეებს კატეგორიულად თხოვდნენ ბიზნესაქტივების დაუყოვნებლივ გადაფორმებას, უარის შემთხვევაში, შეექმნებოდათ პრობლემები და საერთოდ დაკარგავდნენ ბიზნესს. ყოველი ასეთი შეხვედრისას, თავდაპირველად დასახელებული თანხა თვითნებურად და ერთპიროვნულად მცირდებოდა კეზერაშვილის მიერ და ფასი საბოლოოდ შემცირდა 22,200,000 აშშ დოლარამდე. მოსარჩელეები იმ პერიოდში, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი შეიქმნენ, დაეთმოთ ბიზნესაქტივები მიზერულ, ანუ რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით 4-ჯერ უფრო მცირე ფასად, კეზერაშვილის მიერ მითითებული კომპანიებისთვის - შპს "სანპეტროლიუმჯორჯია Sun Petroleum Georgia"-სა (ყოფილი შპს “სანოილჯორჯია”) და შპს "ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითიზი"-სთვის გადაცემით, რაც განხორციელდა სხვადასხვა თარიღებში დადებული 16 დამოუკიდებელი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთა ბათილად ცნობაც წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის ძირითად მოთხოვნას", - აცხადებს ადვოკატი.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2012 წლის ბოლოს აღიძრა. "სენტაპეტროლიუმის" დამფუძნებლებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს, სადაც ისინი აღწერდნენ, თუ როგორ მოხდა მუქარის გზით მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების გადაფორმება დავით კეზერაშვილის მიერ მითითებულ კომპანიებზე.

სხდომა ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე გაიმართება, სადაც მხარეები საპაექრო სიტყვით გამოვლენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ”სენტაპეტროლუმი“ ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი