მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯობია ფული ჩვენს ქვეყანაში დავხარჯოთ" - სად ისვენებენ პარლამენტართა ოჯახის წევრები?!
"ჯობია ფული ჩვენს ქვეყანაში დავხარჯოთ" - სად ისვენებენ პარლამენტართა ოჯახის წევრები?!

ყვე­ლა ცდი­ლობს დე­და­ქა­ლა­ქის სი­ცხეს გა­ექ­ცეს, რო­მელ­საც კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ახერ­ხე­ბენ თუ არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში დას­ვე­ნე­ბას ან სად ის­ვე­ნე­ბენ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ამ სა­კი­თხზე რამ­დე­ნი­მე პარ­ლა­მე­ტარს ვე­სა­უბ­რეთ.

ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი":

- ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ზუგ­დიდ­ში ვარ, რად­გან ჩემს მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში მირჩვე­ნია დას­ვე­ნე­ბა. ერ­თმნიშ­ნე­ლოვ­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­ჩევ დას­ვე­ნე­ბას, იმი­ტომ, რომ აქ იმ­დე­ნი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ჯერ არ გვი­ნა­ხავს. თან ჯო­ბია ფული ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დავ­ხარ­ჯოთ. ეს ქვე­ყა­ნა­საც გა­მო­ად­გე­ბა და ჩვენც უკეთ გა­ვიც­ნობთ სა­ქარ­თვე­ლოს.

მა­რი­ამ სა­ჯა­ია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":

- სამ­წუ­ხა­როდ, მე დას­ვე­ნე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ, ვრჩე­ბი თბი­ლის­ში. ჩემი შვი­ლი კი ამ­ჟა­მად მთა­ში ის­ვე­ნებს, შემ­დეგ გან­მუ­ხურ­ში წავა ზღვა­ზე.

მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":

- წი­ნა­სარ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის გამო დას­ვე­ნე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლე­ბი, სი­დედრთან ერ­თად, ზღვა­ზე ის­ვე­ნე­ბენ. მე­უღ­ლე და პა­ტა­რა ვი­ვი­ა­ნა კი ტა­ბახ­მე­ლა­ში არი­ან, ჩემი გო­გო­ნა სულ რა­ღაც 2 თვი­საა, ამი­ტო­მაც შორს ვერ მიგ­ვყავს ჯერ.

ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, " ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა":

- სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ,წელს დას­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მო­მე­ცე­მა. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ჟა­მად თი­ა­ნეთ­ში არი­ან. შა­ბათ-კვი­რას, როცა ვა­ხერ­ხებ, მთა­ში მივ­დი­ვარ, დას­ვე­ნე­ბას ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვამ­ჯო­ბი­ნებ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძე, "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო":

- ჩემი შვი­ლე­ბი ცოტა ხნის წინ ჭი­ა­თუ­რა­ში, ჩემს სო­ფელ­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან იყ­ვნენ, ახლა ბახ­მა­რო­ში არი­ან. ჩემი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნაკ­ლე­ბად მაქვს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­ზეც ვწუხ­ვარ. არა­და, მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ, მეტი დრო გა­ვა­ტა­რო მათ­თან. მყავს 2 ბიჭი და ერთი გოგო. უფ­რო­სი ერთ წე­ლი­წად­ში სკო­ლა­ში წავა, შუ­ა­თა­ნა­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, სწრა­ფად ის­რუ­ტავს ყვე­ლა­ფერს, გო­გო­ნა კი ჯერ არ ლა­პა­რა­კობს, პა­ტა­რაა. (ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი ვა­შა­ძეს­თან სრუ­ლად იხი­ლეთ ჟურ­ნალ "გზის" 28 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ჯობია ფული ჩვენს ქვეყანაში დავხარჯოთ" - სად ისვენებენ პარლამენტართა ოჯახის წევრები?!

"ჯობია ფული ჩვენს ქვეყანაში დავხარჯოთ" - სად ისვენებენ პარლამენტართა ოჯახის წევრები?!

ყველა ცდილობს დედაქალაქის სიცხეს გაექცეს, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს წინასაარჩევნო კამპანიის მაღალი ტემპერატურა. საინტერესოა, ახერხებენ თუ არა პოლიტიკოსები ამ დაძაბულ ვითარებაში დასვენებას ან სად ისვენებენ მათი ოჯახის წევრები. ამ საკითხზე რამდენიმე პარლამეტარს ვესაუბრეთ.

ირაკლი ჩიქოვანი, "თავისუფალი დემოკრატები":

- ოჯახის წევრებთან ერთად ზუგდიდში ვარ, რადგან ჩემს მშობლიურ მხარეში მირჩვენია დასვენება. ერთმნიშნელოვნად საქართველოში ვარჩევ დასვენებას, იმიტომ, რომ აქ იმდენი ადგილია, რომელიც ჯერ არ გვინახავს. თან ჯობია ფული ჩვენს ქვეყანაში დავხარჯოთ. ეს ქვეყანასაც გამოადგება და ჩვენც უკეთ გავიცნობთ საქართველოს.

მარიამ საჯაია, "ნაციონალური მოძრაობა":

- სამწუხაროდ, მე დასვენებას ვერ ვახერხებ, ვრჩები თბილისში. ჩემი შვილი კი ამჟამად მთაში ისვენებს, შემდეგ განმუხურში წავა ზღვაზე.

მიხეილ მაჭავარიანი, "ნაციონალური მოძრაობა":

- წინასარჩევნო პერიოდის გამო დასვენებას ვერ ვახერხებ. ჩემი უფროსი შვილები, სიდედრთან ერთად, ზღვაზე ისვენებენ. მეუღლე და პატარა ვივიანა კი ტაბახმელაში არიან, ჩემი გოგონა სულ რაღაც 2 თვისაა, ამიტომაც შორს ვერ მიგვყავს ჯერ.

ზაქარია ქუცნაშვილი, " ქართული ოცნება":

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წელს დასვენების შესაძლებლობა არ მომეცემა. ჩემი ოჯახის წევრები ამჟამად თიანეთში არიან. შაბათ-კვირას, როცა ვახერხებ, მთაში მივდივარ, დასვენებას ოჯახის წევრებთან ერთად ვამჯობინებ.

გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველო":

- ჩემი შვილები ცოტა ხნის წინ ჭიათურაში, ჩემს სოფელში, ბებია-ბაბუასთან იყვნენ, ახლა ბახმაროში არიან. ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ნაკლებად მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა, რაზეც ვწუხვარ. არადა, მუდმივად ვცდილობ, მეტი დრო გავატარო მათთან. მყავს 2 ბიჭი და ერთი გოგო. უფროსი ერთ წელიწადში სკოლაში წავა, შუათანაზე ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერია, სწრაფად ისრუტავს ყველაფერს, გოგონა კი ჯერ არ ლაპარაკობს, პატარაა. (ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 28 ივლისის ნომერში)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."