მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გემი როდესაც იძირება, პირველნი ვირთხები გარბიან ანუ სსრკ-დან გაქცეული კრემლის ჯაშუშები
გემი როდესაც იძირება, პირველნი ვირთხები გარბიან ანუ სსრკ-დან გაქცეული კრემლის ჯაშუშები

"კემ­ბრი­ჯის ხუ­თე­უ­ლის" შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნე­ლებს კი­დევ დიდი ხანი ემახ­სოვ­რე­ბათ. საბ­ჭო­თა აგენ­ტე­ბის მიერ გად­მო­ბი­რე­ბულ­მა ჯგუფ­მა სსრკ-ს უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, კიმ ფილ­ბი 1988 წელს მოს­კოვ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ჯორჯ ბლე­იქს უფრო გა­უ­მარ­თლა - ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რებს 1960-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში 400-ზე მეტი ბრი­ტა­ნე­ლი აგენ­ტი "ჩა­ა­ბა­რა", დღე­საც მოს­კო­ვის შე­მო­გა­რენ­ში მშვი­დად ცხოვ­რობს.

პე­რი­ო­დუ­ლი ფი­ას­კო კრემ­ლის დაზ­ვერ­ვა­საც ახა­სი­ა­თებ­და. ზო­გი­ერ­თმა გა­და­ბი­რე­ბულ­მა და პო­ტენ­ცი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ბა­ნაკ­ში გაქ­ცე­ულ­მა მზვე­რავ­მა, საბ­ჭო­თა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბის ახ­სნას პი­რა­დი იდე­უ­რი და მო­რა­ლუ­რი ას­პექ­ტე­ბით ცდი­ლობ­და.

ვა­სი­ლი მიტ­რო­ხი­ნი - მტრის მხა­რე­ზე გა­და­სუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი საბ­ჭო­თა აგენ­ტია. 1950-იან წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ზღვარ­გა­რეთ სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვა­ში. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან დიდი ნდო­ბით ალ­ბათ არც მა­შინ სარ­გებ­ლობ­და. რიგი უთან­ხმო­ე­ბე­ბის გამო ის სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნეს და "კა-გე-ბე"-ს პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს არ­ქივ­ში გა­ამ­წე­სეს. რო­გორც ჩანს, გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა მიტ­რო­ხინ­მა ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც მისი აზ­რით უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცა, სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და გა­ნიზ­რა­ხა.

1985 წლამ­დე, თა­და­რიგ­ში გას­ვლამ­დე ის სა­ი­დუმ­ლო და ზე­სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებს სის­ტე­მა­ტი­უ­რად აკონ­სპექ­ტებ­და. პა­ტა­რა ქა­ღალ­დებ­ზე გა­კე­თე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს წინ­დებ­ში მა­ლავ­და და რე­ჟი­მუ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან ისე გა­მო­ქონ­და. სას­კო­ლო რვე­უ­ლებ­ში გა­და­წე­რის შემ­დეგ ჩე­მოდ­ნებ­ში აწყობ­და და აგა­რა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მარ­ხავ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მიტ­რო­ხინს სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბით სავ­სე 6 ჩე­მო­და­ნი და­უგ­როვ­და. ფას­და­უ­დე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მელბ­საც "მიტ­რო­ხი­ნის არ­ქი­ვი" უწო­დეს, სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ 1992 წელს ყო­ფილ­მა აგენ­ტმა ქა­ლაქ ტა­ლინ­ში ბრი­ტა­ნულ დაზ­ვერ­ვას გა­დას­ცა. იმა­ვე წელს მოს­კო­ვი­დან მა­ლუ­ლად ლონ­დინ­ში მისი ოჯა­ხი გა­და­აფ­რი­ნეს.

სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბა საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­ში გულ­გა­ტე­ხილ­მა მიტ­რო­ხინ­მა იდე­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით ახ­სნა. 2004 წელს ის ლონ­დონ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ვლა­დი­მერ პეტ­რო­ვი - სსრკ-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის შემ­დგომ კი უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი. მუ­შა­ობ­და სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლე­ბის და­შიფრ­ვა­ზე, შემ­დგომ ავ­სტრა­ლი­ა­ში - საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვის რე­ზი­დენ­ტად (1951 წლი­დან სა­ელ­ჩოს მე­სა­მე მდივ­ნის ფიქ­ტი­ურ პოსტზე). 1954 წელს, ბე­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის კრა­ხის შემ­დეგ, შე­ში­ნე­ბულ­მა პეტ­როვ­მა, რო­მელ­საც ლავ­რენ­ტი პავ­ლო­ვიჩ­თან ახლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ავ­სტრა­ლი­ურ კონ­ტრდაზ­ვერ­ვას პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა.

ქმრის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, 1954 წლის აპ­რილ­ში ორი ოფიც­რის თან­ხლე­ბით პეტ­რო­ვის მე­უღ­ლე სიდ­ნე­ი­დან მოს­კოვ­ში მი­მა­ვალ თვითმფრი­ნავ­ზე დას­ვეს. ავ­სტრა­ლი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­ცი­ლე­ბით გამ­ჭრი­ახ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ. საწ­ვა­ვით გა­წყო­ბის სა­ბა­ბით დას­მულ თვითმფრი­ნავ­ში ასულ­მა "პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა" რუს ოფიც­რებს ბორტზე ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ტა­ნა­ში დას­დეს ბრა­ლი, და­ა­პა­ტიმ­რეს და ევ­დო­კია პეტ­რო­ვაც "ჩა­მო­არ­თვეს".

ვლა­დი­მერ პეტ­რო­ვის მიერ მი­ცე­მულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, ავ­სტა­ლი­ა­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა საბ­ჭო­თა აგენ­ტი და მათი კავ­ში­რე­ბი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა. სა­ერ­თო ჯამ­ში, დაზ­ვერ­ვის 600-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი და გა­და­ბი­რე­ბუ­ლი აგენ­ტი. მოს­კო­ვის­თვის ეს მტკივ­ნე­უ­ლი დარ­ტყმა იყო.

ცოლ-ქმა­რი პეტ­რო­ვე­ბი მელ­ბურ­ნის შე­მო­გა­რენ­ში, გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბით ცხოვ­რობ­დნენ. მათი ზუს­ტი მი­სა­მარ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო შე­ტა­ნი­ლი პრე­სა­ში გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბე­ლი აკ­რძა­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­ა­ში.

ნი­კო­ლაი ხოხ­ლო­ვი - ომის დროს გერ­მა­ნე­ლე­ბის ზურ­გში დი­ვერ­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. შემ­დეგ მუ­შა­ობ­და რუ­მი­ნეთ­ში. 1954 წელს ხოხ­ლოვს გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში რუსი ემიგ­რან­ტე­ბის სა­ხალ­ხო-მშრო­მელ­თა კავ­ში­რის ერთ-ერთი ლი­დე­რის, გე­ორ­გი ოკო­ლო­ვი­ჩის მოკ­ვლა და­ა­ვა­ლეს. მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რით წა­რი­მარ­თა. ად­გილ­ზე ჩა­სუ­ლი მკვლე­ლი ხოხ­ლო­ვი მსხვერ­პლთან პირ­და­პირ სახ­ლში მი­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი ჩა­უ­კაკ­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ხოხ­ლოვ­მა მოწ­ვე­ულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზეც გა­ნა­ცხა­და.

1957 წელს ხოხ­ლო­ვი მო­წამ­ვლის მცდე­ლო­ბას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. 1968 წლი­დან აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა აგენ­ტი კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სის­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ას კი­თხუ­ლობ­და. რუ­სეთ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გემი როდესაც იძირება, პირველნი ვირთხები გარბიან ანუ სსრკ-დან გაქცეული კრემლის ჯაშუშები

გემი როდესაც იძირება, პირველნი ვირთხები გარბიან ანუ სსრკ-დან გაქცეული კრემლის ჯაშუშები

"კემბრიჯის ხუთეულის" შესახებ ბრიტანელებს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ. საბჭოთა აგენტების მიერ გადმობირებულმა ჯგუფმა სსრკ-ს უძვირფასესი სადაზვერვო ინფორმაცია გადასცა. ერთ-ერთი მათგანი, კიმ ფილბი 1988 წელს მოსკოვში გარდაიცვალა. ჯორჯ ბლეიქს უფრო გაუმართლა - ადამიანმა, რომელმაც საბჭოთა სპეცსამსახურებს 1960-იანი წლების დასაწყისში 400-ზე მეტი ბრიტანელი აგენტი "ჩააბარა", დღესაც მოსკოვის შემოგარენში მშვიდად ცხოვრობს.

პერიოდული ფიასკო კრემლის დაზვერვასაც ახასიათებდა. ზოგიერთმა გადაბირებულმა და პოტენციური მოწინააღმდეგის ბანაკში გაქცეულმა მზვერავმა, საბჭოთა ძალოვან სტრუქტურებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ყოველი მათგანი ჩადენილი ქმედების ახსნას პირადი იდეური და მორალური ასპექტებით ცდილობდა.

ვასილი მიტროხინი - მტრის მხარეზე გადასული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა აგენტია. 1950-იან წლებში მუშაობდა საზღვარგარეთ საგარეო დაზვერვაში. ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ნდობით ალბათ არც მაშინ სარგებლობდა. რიგი უთანხმოებების გამო ის სამშობლოში დააბრუნეს და "კა-გე-ბე"-ს პირველი მთავარი სამმართველოს არქივში გაამწესეს. როგორც ჩანს, განაწყენებულმა მიტროხინმა ქვეყნისთვის, რომელიც მისი აზრით უსამართლოდ მოექცა, სამაგიეროს გადახდა განიზრახა.

1985 წლამდე, თადარიგში გასვლამდე ის საიდუმლო და ზესაიდუმლო მასალებს სისტემატიურად აკონსპექტებდა. პატარა ქაღალდებზე გაკეთებულ ჩანაწერებს წინდებში მალავდა და რეჟიმული სამსახურიდან ისე გამოქონდა. სასკოლო რვეულებში გადაწერის შემდეგ ჩემოდნებში აწყობდა და აგარაკის ტერიტორიაზე მარხავდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიტროხინს საიდუმლო მასალებით სავსე 6 ჩემოდანი დაუგროვდა. ფასდაუდებელი დოკუმენტები, რომელბსაც "მიტროხინის არქივი" უწოდეს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1992 წელს ყოფილმა აგენტმა ქალაქ ტალინში ბრიტანულ დაზვერვას გადასცა. იმავე წელს მოსკოვიდან მალულად ლონდინში მისი ოჯახი გადააფრინეს.

საკუთარი ქმედება საბჭოთა რეჟიმში გულგატეხილმა მიტროხინმა იდეური მოსაზრებებით ახსნა. 2004 წელს ის ლონდონში გარდაიცვალა.

ვლადიმერ პეტროვი - სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შემდგომ კი უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის ოფიცერი. მუშაობდა საიდუმლო წერილების დაშიფრვაზე, შემდგომ ავსტრალიაში - საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტად (1951 წლიდან საელჩოს მესამე მდივნის ფიქტიურ პოსტზე). 1954 წელს, ბერიას პოლიტიკური კარიერის კრახის შემდეგ, შეშინებულმა პეტროვმა, რომელსაც ლავრენტი პავლოვიჩთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ავსტრალიურ კონტრდაზვერვას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

ქმრის გაუჩინარების შემდეგ, 1954 წლის აპრილში ორი ოფიცრის თანხლებით პეტროვის მეუღლე სიდნეიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავზე დასვეს. ავსტრალიის სპეცსამსახურები გაცილებით გამჭრიახნი აღმოჩნდნენ. საწვავით გაწყობის საბაბით დასმულ თვითმფრინავში ასულმა "პოლიციელებმა" რუს ოფიცრებს ბორტზე იარაღის უკანონო შეტანაში დასდეს ბრალი, დააპატიმრეს და ევდოკია პეტროვაც "ჩამოართვეს".

ვლადიმერ პეტროვის მიერ მიცემულმა ინფორმაციამ, ავსტალიაში მოქმედი ყველა საბჭოთა აგენტი და მათი კავშირები გამოააშკარავა. საერთო ჯამში, დაზვერვის 600-მდე თანამშრომელი და გადაბირებული აგენტი. მოსკოვისთვის ეს მტკივნეული დარტყმა იყო.

ცოლ-ქმარი პეტროვები მელბურნის შემოგარენში, გამოგონილი სახელებით ცხოვრობდნენ. მათი ზუსტი მისამართი ოფიციალურად იყო შეტანილი პრესაში გამოსაქვეყნებელი აკრძალული ინფორმაციის სიაში.

ნიკოლაი ხოხლოვი - ომის დროს გერმანელების ზურგში დივერსიულ საქმიანობას ეწეოდა. შემდეგ მუშაობდა რუმინეთში. 1954 წელს ხოხლოვს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რუსი ემიგრანტების სახალხო-მშრომელთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის, გეორგი ოკოლოვიჩის მოკვლა დაავალეს. მაგრამ მოვლენები სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. ადგილზე ჩასული მკვლელი ხოხლოვი მსხვერპლთან პირდაპირ სახლში მივიდა და ყველაფერი ჩაუკაკლა. მიღებული დავალების შესახებ ხოხლოვმა მოწვეულ პრესკონფერენციაზეც განაცხადა.

1957 წელს ხოხლოვი მოწამვლის მცდელობას სასწაულებრივად გადაურჩა. 1968 წლიდან აშშ-ში მცხოვრები ყოფილი საბჭოთა აგენტი კალიფორნიის უნივერსისტეტში ფსიქოლოგიას კითხულობდა. რუსეთში მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების მოხსნის შემდეგ დაბრუნდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი